სპეციალისტების თქმით, კეფირი ყოველდღიურად უნდა მიირთვათ, როგორც ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო რძის პროდუქტი.
1. ბავშვებისთვის კეფირი აუცილებელია, რადგან ნაწლავების მუშაობას არეგულირებს. განსაკუთრებით სასარგებლო დისბაქტერიოზის დროს, რადგან მიკროფლორას აღადგენს.
2. კეფირი ბიფიდობაქტერიებს შეიცავს. ეს რძემჟავა ბაქტერიებია, რომლებიც დაავადების გამომწვევ ბაქტერიებს უვნებელყოფს.
3. კეფირი კარგი საშუალებაა კოლიტებისა და დიარეის დროს.
4. კეფირის მომხმარება მავნე ქოლესტერინის დონეს ამცირებს.
5. კეფირი შეიცავს კალციუმს და ცილას. ორივე ნივთიერება აუცილებელია ძვლებისა და ზოგადად ზრდისთვის.