პოლიტიკა
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი გაბუნია დაოჯახებას საერთოდ არ აპირებს
გიორგი გაბუნია დაოჯახებას საერთოდ არ აპირებს

გი­ორ­გი გა­ბუ­ნია თი­ნე­ი­ჯე­რო­ბის პე­რი­ოდ­ში ჩემ­მა თა­ო­ბამ "მა­ესტროს" ეთე­რი­დან გა­იც­ნო, რო­გორც მუ­სი­კა­ლუ­რი არ­ხის ერთ-ერთი წამ­ყვა­ნი, გა­მორ­ჩე­უ­ლი ჩაც­მუ­ლო­ბით და აქ­სე­სუ­ა­რე­ბით, მა­გა­ლი­თად, სა­ყუ­რით მა­შინ, რო­დე­საც სა­ყუ­რი­ა­ნი მა­მა­კა­ცე­ბი არ­ცთუ ხში­რი იყო.

2008 წელს გი­ორ­გიმ "რუს­თა­ვი 2"-ში კადრს მიღ­მა გა­და­ი­ნაც­ვლა. ბოლო წლებ­ში კი სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­და­ცე­მი­სა და პო­ლი­ტი­კუ­რი თოქ­შო­უს წამ­ყვა­ნი გახ­და. ამ­ჟა­მად მას ახა­ლი ამ­პლუა აქვს - "X ფაქ­ტო­რის" ჟი­უ­რის ერთ-ერთი წევ­რია, ყვე­ლა­ზე ენამ­წა­რე, პრო­ვო­კა­ტო­რი, რო­გორც თა­ვად უწო­დებს სა­კუ­თარ თავს. მას სა­ზო­გა­დო­ე­ბის აზრი აინ­ტე­რე­სებს, მაგ­რამ თა­ვად წყვეტს, გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს თუ არა ესა თუ ის მო­საზ­რე­ბა. იცის, რომ მის სარ­კაზ­მით გა­ჯე­რე­ბულ გა­მო­ნათ­ქვა­მებს უარ­ყო­ფი­თი გა­მოხ­მა­უ­რე­ბე­ბიც მოჰ­ყვე­ბა, თუმ­ცა დი­დად არ ნაღ­ვლობს. ეს ხომ მისი "X ფაქ­ტო­რუ­ლი" იმი­ჯის ნა­წი­ლია, თუმ­ცა ყვე­ლა­ფე­რი არა - იმი­ჯი მა­ინც მის ხა­სი­ათს შე­ე­სა­ბა­მე­ბა. მას ერთ-ერთი მო­ნა­წი­ლე უკვე და­ე­მუქ­რა პი­რა­დი ან­გა­რიშს­წო­რე­ბით, გი­ორ­გი ამ ყვე­ლა­ფერს ღი­მი­ლით ხვდე­ბა... გი­ორ­გის არა მხო­ლოდ ახ­ლად და­წყე­ბულ შო­უ­ზე ვე­სა­უბ­რეთ...

- აქამ­დე მიჩ­ვე­უ­ლი იყა­ვი ძი­რი­თა­დად და­დე­ბით პო­პუ­ლა­რო­ბას, ახლა კი, ენამ­წა­რო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, აგ­რე­სი­აც წა­მო­ვი­და. რა­საც ფიქ­რობ, იმას ამ­ბობ, თუ ეს ჟი­უ­რის წევ­რის იმი­ჯის ნა­წი­ლია?

- ვერ ვი­ტყო­დი, რომ აქამ­დე ექ­სკლუ­ზი­უ­რად და­დე­ბით და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას ვი­ყა­ვი მიჩ­ვე­უ­ლი და კრი­ტი­კა ჩემ­თვის რა­ღაც ახა­ლია. იმ პე­რი­ო­დი­დან და­წყე­ბუ­ლი, რო­დე­საც სულ სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბის, მუ­სი­კა­ლურ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში ვმუ­შა­ობ­დი, სა­ყუ­რე მე­კე­თა თუ თმა მქონ­და უც­ნა­უ­რად შეჭ­რი­ლი ან შარ­ვა­ლი მეც­ვა უკუღ­მა, მა­ში­ნაც იყო უარ­ყო­ფი­თი გა­მოხ­მა­უ­რე­ბე­ბი, მაგ­რამ არ გე­მახ­სოვ­რე­ბა, რად­გან სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი არ იყო. ამას ქუ­ჩა­ში ვხე­დავ­დი, მაგ­რამ რე­ა­ლუ­რად ხალ­ხს ამის გა­მო­ხატ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა ასე მას­შტა­ბუ­რად და სა­ჯა­როდ არ ჰქონ­და.

რო­დე­საც "რუს­თა­ვი 2"-ში მუ­შა­ო­ბა და­ვი­წყე, გავ­ხდი შა­ბა­თის 9-სა­ა­თი­ა­ნი "კუ­რი­ე­რის" წამ­ყვა­ნი, რო­მე­ლიც, ფაქ­ტობ­რი­ვად, სა­ავ­ტო­რო გა­და­ცე­მაა, და­მი­ფიქ­სი­რე­ბია ჩემი პი­რა­დი მო­საზ­რე­ბა ამა თუ იმ სა­კი­თხზე.

- მა­გა­ლი­თად, "ის­რი­ა­ლეთ, მაგ­რამ არ მოს­რი­ალ­დეთ", "სხვა ნა­ცი­ო­ნა­ლებს ცო­ცხე­ბი და კვერ­ცხე­ბი მოხ­ვდათ, ნიკა მე­ლი­ას - მან­ჩო გი­ორ­გო­ბი­ა­ნი"...

- თუნ­დაც ეს გა­მო­ნათ­ქვა­მე­ბი რომ გა­ვიხ­სე­ნოთ (იღი­მის). ამა­საც მოჰ­ყვა ბევ­რი უარ­ყო­ფი­თი და და­დე­ბი­თი გა­მოხ­მა­უ­რე­ბაც. უბ­რა­ლოდ, "კუ­რი­ე­რი" სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­და­ცე­მაა, "არ­ჩე­ვა­ნი" - პო­ლი­ტი­კუ­რი თოქ­შოუ და აქ მუდ­მი­ვად გა­მო­ხატ­ვის ამ­გვა­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბა ვერ გექ­ნე­ბა. მუ­სი­კა­ლუ­რი კონ­კურ­სი ამ მხრივ უფრო მეტ სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა, ასე რომ, არ მიკ­ვირს კრი­ტი­კა, მა­ყუ­რებ­ლის უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა... არ გამ­კვირ­ვე­ბია, უი, სა­ი­დან გაჩ­ნდა ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა-მეთ­ქი. მე­ო­რე სა­კი­თხია, რო­გორ უყუ­რებს მა­ყუ­რე­ბე­ლი ამ კონ­კურსს. ეს კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში მი­სა­ღე­ბი გა­მოც­დე­ბი რომ იყოს, მარ­თლაც არ იქ­ნე­ბო­და მი­სა­ღე­ბი, კო­მი­სი­ის წევ­რებ­მა რომ და­ი­წყონ კონ­კურ­სან­ტებ­თან ხუმ­რო­ბა. ეს ხომ არ არის არც და­ხუ­რუ­ლი კონ­კურ­სი, სა­დაც მო­ნა­წი­ლე­ებს მხო­ლოდ მუ­სი­კა­ლუ­რო­ბით აფა­სე­ბენ, მა­გა­ლი­თად, "ევ­რო­ვი­ზი­ის" შე­სარ­ჩე­ვი ტური, სა­დაც ასე­ვე გა­უ­გე­ბა­რი იქ­ნე­ბო­და, ჟი­უ­რის წევ­რებს ენამ­წა­რო­ბა რომ და­ე­წყოთ მო­ნა­წი­ლე­თა მი­მართ. ეს შოუა და ჟი­უ­რის წევ­რებს თა­ვი­ან­თი რო­ლე­ბი აქვთ. მე რომ მსა­ხი­ო­ბი ვიყო და მკვლელს გან­ვა­სა­ხი­ე­რებ­დე, მა­ყუ­რე­ბელ­მა ხომ არ უნდა ჩათ­ვა­ლოს, რომ რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­შიც მკვლე­ლი ვარ?!.

- რო­გორ გა­მო­ხა­ტავ თა­ვი­სუფ­ლე­ბას და რო­გორ გა­ნიტ­ვირ­თე­ბი?

- მიყ­ვარს სრუ­ლი სი­მარ­ტო­ვე. ძა­ლი­ან თვითკმა­რი ადა­მი­ა­ნი ვარ, ყვე­ლა­ზე მეტ სი­ა­მოვ­ნე­ბას ამით ვი­ღებ.

- რად­გან თვითკმა­რი ხარ, ამი­ტო­მაც არ იქ­ნე­ბი ალ­ბათ და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი.

- კი, ეს ერთ-ერთი ძა­ლი­ან დიდი მი­ზე­ზია. სი­მარ­თლე გი­თხრა, ჩემ­თვის ოჯა­ხი, რო­გორც ფე­ნო­მე­ნი, მი­უ­ღე­ბე­ლია და არც მინ­და, რომ ვი­ღა­ცას­თან, მით უმე­ტეს, ჩემი ნე­ბით, გა­დავ­წყვი­ტო ცხოვ­რე­ბის ბო­ლომ­დე გა­ტა­რე­ბა. მე­ო­რე ადა­მი­ან­თან ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბით გა­დაბ­მა არ მინ­და.

- და არას­დროს აპი­რებ და­ო­ჯა­ხე­ბას?

- არა, ზო­გა­დად არ ვგეგ­მავ და­ო­ჯა­ხე­ბას.

- შენს თვითკმა­რო­ბას ვერც ერთი გო­გო­ნა ვერ და­არ­ღვევს?

- ჩვენ ოჯახ­ზე ვლა­პა­რა­კობ­დით... თო­რემ ისე, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი მაქვს, მაგ­რამ მხო­ლოდ ისეთ დო­ნე­ზე, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა, ნე­ბის­მი­ერ მო­მენ­ტში და­ვას­რუ­ლო. ჩემს პი­რად ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში ხან­გრძლივ­ვა­დი­ა­ნი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი ნულს უტოლ­დე­ბა.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს

გიორგი გაბუნია დაოჯახებას საერთოდ არ აპირებს

გიორგი გაბუნია დაოჯახებას საერთოდ არ აპირებს

გიორგი გაბუნია თინეიჯერობის პერიოდში ჩემმა თაობამ ''მაესტროს'' ეთერიდან გაიცნო, როგორც მუსიკალური არხის ერთ-ერთი წამყვანი, გამორჩეული ჩაცმულობით და აქსესუარებით, მაგალითად, საყურით მაშინ, როდესაც საყურიანი მამაკაცები არცთუ ხშირი იყო.

2008 წელს გიორგიმ ''რუსთავი 2''-ში კადრს მიღმა გადაინაცვლა. ბოლო წლებში კი საინფორმაციო გადაცემისა და პოლიტიკური თოქშოუს წამყვანი გახდა. ამჟამად მას ახალი ამპლუა აქვს - ''X ფაქტორის'' ჟიურის ერთ-ერთი წევრია, ყველაზე ენამწარე, პროვოკატორი, როგორც თავად უწოდებს საკუთარ თავს. მას საზოგადოების აზრი აინტერესებს, მაგრამ თავად წყვეტს, გაითვალისწინოს თუ არა ესა თუ ის მოსაზრება. იცის, რომ მის სარკაზმით გაჯერებულ გამონათქვამებს უარყოფითი გამოხმაურებებიც მოჰყვება, თუმცა დიდად არ ნაღვლობს. ეს ხომ მისი ''X ფაქტორული'' იმიჯის ნაწილია, თუმცა ყველაფერი არა - იმიჯი მაინც მის ხასიათს შეესაბამება. მას ერთ-ერთი მონაწილე უკვე დაემუქრა პირადი ანგარიშსწორებით, გიორგი ამ ყველაფერს ღიმილით ხვდება... გიორგის არა მხოლოდ ახლად დაწყებულ შოუზე ვესაუბრეთ...

- აქამდე მიჩვეული იყავი ძირითადად დადებით პოპულარობას, ახლა კი, ენამწარობიდან გამომდინარე, აგრესიაც წამოვიდა. რასაც ფიქრობ, იმას ამბობ, თუ ეს ჟიურის წევრის იმიჯის ნაწილია?

- ვერ ვიტყოდი, რომ აქამდე ექსკლუზიურად დადებით დამოკიდებულებას ვიყავი მიჩვეული და კრიტიკა ჩემთვის რაღაც ახალია. იმ პერიოდიდან დაწყებული, როდესაც სულ სხვა მიმართულების, მუსიკალურ ტელევიზიაში ვმუშაობდი, საყურე მეკეთა თუ თმა მქონდა უცნაურად შეჭრილი ან შარვალი მეცვა უკუღმა, მაშინაც იყო უარყოფითი გამოხმაურებები, მაგრამ არ გემახსოვრება, რადგან სოციალური ქსელები არ იყო. ამას ქუჩაში ვხედავდი, მაგრამ რეალურად ხალხს ამის გამოხატვის საშუალება ასე მასშტაბურად და საჯაროდ არ ჰქონდა.

როდესაც ''რუსთავი 2''-ში მუშაობა დავიწყე, გავხდი შაბათის 9-საათიანი ''კურიერის'' წამყვანი, რომელიც, ფაქტობრივად, საავტორო გადაცემაა, დამიფიქსირებია ჩემი პირადი მოსაზრება ამა თუ იმ საკითხზე.

- მაგალითად, ''ისრიალეთ, მაგრამ არ მოსრიალდეთ'', ''სხვა ნაციონალებს ცოცხები და კვერცხები მოხვდათ, ნიკა მელიას - მანჩო გიორგობიანი''...

- თუნდაც ეს გამონათქვამები რომ გავიხსენოთ (იღიმის). ამასაც მოჰყვა ბევრი უარყოფითი და დადებითი გამოხმაურებაც. უბრალოდ, ''კურიერი'' საინფორმაციო გადაცემაა, ''არჩევანი'' - პოლიტიკური თოქშოუ და აქ მუდმივად გამოხატვის ამგვარი თავისუფლება ვერ გექნება. მუსიკალური კონკურსი ამ მხრივ უფრო მეტ საშუალებას იძლევა, ასე რომ, არ მიკვირს კრიტიკა, მაყურებლის უკმაყოფილება... არ გამკვირვებია, უი, საიდან გაჩნდა ეს დამოკიდებულება-მეთქი. მეორე საკითხია, როგორ უყურებს მაყურებელი ამ კონკურსს. ეს კონსერვატორიაში მისაღები გამოცდები რომ იყოს, მართლაც არ იქნებოდა მისაღები, კომისიის წევრებმა რომ დაიწყონ კონკურსანტებთან ხუმრობა. ეს ხომ არ არის არც დახურული კონკურსი, სადაც მონაწილეებს მხოლოდ მუსიკალურობით აფასებენ, მაგალითად, ''ევროვიზიის'' შესარჩევი ტური, სადაც ასევე გაუგებარი იქნებოდა, ჟიურის წევრებს ენამწარობა რომ დაეწყოთ მონაწილეთა მიმართ. ეს შოუა და ჟიურის წევრებს თავიანთი როლები აქვთ. მე რომ მსახიობი ვიყო და მკვლელს განვასახიერებდე, მაყურებელმა ხომ არ უნდა ჩათვალოს, რომ რეალურ ცხოვრებაშიც მკვლელი ვარ?!.

- როგორ გამოხატავ თავისუფლებას და როგორ განიტვირთები?

- მიყვარს სრული სიმარტოვე. ძალიან თვითკმარი ადამიანი ვარ, ყველაზე მეტ სიამოვნებას ამით ვიღებ.

- რადგან თვითკმარი ხარ, ამიტომაც არ იქნები ალბათ დაოჯახებული.

- კი, ეს ერთ-ერთი ძალიან დიდი მიზეზია. სიმართლე გითხრა, ჩემთვის ოჯახი, როგორც ფენომენი, მიუღებელია და არც მინდა, რომ ვიღაცასთან, მით უმეტეს, ჩემი ნებით, გადავწყვიტო ცხოვრების ბოლომდე გატარება. მეორე ადამიანთან ვალდებულებებით გადაბმა არ მინდა.

- და არასდროს აპირებ დაოჯახებას?

- არა, ზოგადად არ ვგეგმავ დაოჯახებას.

- შენს თვითკმარობას ვერც ერთი გოგონა ვერ დაარღვევს?

- ჩვენ ოჯახზე ვლაპარაკობდით... თორემ ისე, რასაკვირველია, ურთიერთობები მაქვს, მაგრამ მხოლოდ ისეთ დონეზე, რომელიც შეიძლება, ნებისმიერ მომენტში დავასრულო. ჩემს პირად ურთიერთობებში ხანგრძლივვადიანი ვალდებულებები ნულს უტოლდება.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები