სამართალი
სამხედრო
პოლიტიკა

17

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა გემუქრებათ, თუ განვადებით, საკრედიტო ბარათით ან სალომბარდო მომსახურებით სარგებლობთ
რა გემუქრებათ, თუ განვადებით, საკრედიტო ბარათით ან სალომბარდო მომსახურებით სარგებლობთ

სა­ქარ­თვე­ლო­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით კი დიდ ქა­ლა­ქებ­ში, არ მე­გუ­ლე­ბა ოჯა­ხი, სა­ბან­კო პრო­დუქ­ტით რომ არ სარ­გებ­ლობ­დეს - გან­ვა­დე­ბა, საკ­რე­დი­ტო ბა­რა­თი, სა­მომ­ხმა­რებ­ლო თუ იპო­თე­კუ­რი სეს­ხი, სა­ლომ­ბარ­დო მომ­სა­ხუ­რე­ბა და მე­ვახ­შე­ე­ბი - მო­სახ­ლე­ო­ბა მათი სა­შუ­ა­ლე­ბით ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბას ცდი­ლობს.

ამის მი­ზე­ზი, ძი­რი­თა­დად, მცი­რე შე­მო­სა­ვა­ლია, რო­მე­ლიც ხარ­ჯებს ვერ სწვდე­ბა, ფი­ნან­სუ­რი ინ­სტი­ტუ­ტე­ბი კი ერთი შე­ხედ­ვით "იაფ ფულს" გვთა­ვა­ზო­ბენ, თუმ­ცა - მხო­ლოდ ერთი შე­ხედ­ვით.

ნა­სეს­ხე­ბი ფუ­ლის ნამ­დვილ ფასს მა­შინ ვი­გებთ, როცა გა­დახ­დის დრო დგე­ბა. თუ არ გაზ­რდი­ლა ჩვე­ნი შე­მო­სა­ვა­ლი (რო­მე­ლიც მა­ნამ­დეც ვერ ფა­რავ­და ყვე­ლა მიმ­დი­ნა­რე ხარჯს), და­მა­ტე­ბი­თი ტვირ­თი მით უფრო მძი­მეა. ბევ­რი გა­მო­სა­ვალს ახა­ლი სეს­ხის აღე­ბა­ში ხე­დავს, რომ­ლი­თაც ძველ ვალს ფა­რავს და ეს ციკ­ლი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მე­ორ­დე­ბა. ახალ სესხს ახა­ლი ხარ­ჯიც ახ­ლავს: მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­კო­მი­სიო, ბა­რა­თის ღი­რე­ბუ­ლე­ბა, თან­ხის ათ­ვი­სე­ბის სა­კო­მი­სიო, და­ზღვე­ვა და სხვ. ზოგ­ჯერ ბან­კე­ბიც არ ამოწ­მე­ბენ, რამ­ხე­ლა სეს­ხი აქვთ კლი­ენ­ტებს სხვა ბან­კებ­ში და ამი­ტომ შე­საძ­ლოა, უფრო დიდი სეს­ხი გას­ცენ, ვიდ­რე კლი­ენ­ტის შე­მო­სა­ვალს შე­ე­სა­ბა­მე­ბა. ადა­მი­ა­ნი მჭიდ­როდ ეხ­ვე­ვა ვა­ლის ბა­დე­ში, სა­ი­და­ნაც თა­ვის დაღ­წე­ვა სულ უფრო უჭირს.

ეროვ­ნუ­ლი ბან­კის მო­ნა­ცე­მე­ბით, 2014 წლის 1-ლი მარ­ტის­თვის ყვე­ლა ბან­კის გა­ცე­მუ­ლი სა­მომ­ხმა­რებ­ლო სეს­ხე­ბის ნაშ­თი (ანუ კლი­ენ­ტე­ბის მიმ­დი­ნა­რე და­ვა­ლი­ა­ნე­ბა­თა ჯამი) 1,818 მლრდ ლა­რია. ეს მო­ნა­ცე­მი ბოლო წლებ­ში გა­მუდ­მე­ბით იზ­რდე­ბა. თუ ამ მო­ნა­ცემს მო­სახ­ლე­ო­ბის რა­ო­დე­ნო­ბა­ზე (ოფი­ცი­ა­ლუ­რად 4,48 მლნ ადა­მი­ა­ნი) გავ­ყოფთ, გა­მო­ვა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს თი­თო­ე­უ­ლი მცხოვ­რე­ბის წი­ლად 405 ლარი სა­მომ­ხმა­რებ­ლო სეს­ხი მო­დის. არა­და, ცნო­ბი­ლია, რომ მო­სახ­ლე­ო­ბის რე­ა­ლუ­რი რი­ცხვი გა­ცი­ლე­ბით ნაკ­ლე­ბია. სხვა­დას­ხვა მო­ნა­ცე­მით, ქვეყ­ნი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 1-1,5 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნია გა­სუ­ლი, მო­სახ­ლე­ო­ბის ბოლო აღ­წე­რა კი 2002 წელს ჩა­ტარ­და.

ამ 4,48-მი­ლი­ო­ნი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბი­დან, ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, და­საქ­მე­ბუ­ლია და­ახ­ლო­ე­ბით 1,724 მლნ. ჰოდა, გა­მო­დის, რომ ყო­ველ და­საქ­მე­ბულ ადა­მი­ან­ზე სა­ბან­კო სა­მომ­ხმა­რებ­ლო სეს­ხე­ბის წი­ლად უკვე 1054 ლარი მო­დის, მაგ­რამ ფი­ზი­კუ­რი პი­რე­ბი ბან­კებ­ში იპო­თე­კურ სეს­ხებ­საც იღე­ბენ. ამის ზუს­ტი სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი კი არ არ­სე­ბობს, თუმ­ცა ცნო­ბი­ლია, რომ ქვეყ­ნის ყვე­ლა ბან­კმა 2013 წელს ფი­ზი­კურ და იუ­რი­დი­ულ პი­რებ­ზე ქო­ნე­ბით უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი 8 მი­ლი­არ­დი ლა­რის სეს­ხი გას­ცა, ხოლო უცხო­უ­რი ვა­ლუ­ტის სა­ხით - 6 მი­ლი­არ­დი ლა­რის ეკ­ვი­ვა­ლენ­ტი. მო­ვა­ლე­თა რე­ესტრში, სა­დაც ის ფი­ზი­კუ­რი და იუ­რი­დი­უ­ლი პი­რე­ბი შეჰ­ყავთ (ე.წ. შავი სია), რო­მელ­თა საქ­მეც აღ­სრუ­ლე­ბის ბი­უ­როს გა­და­ე­ცა, ჩა­ნა­წერ­თა რი­ცხვმა უკვე 113 ათასს გა­და­ა­ჭარ­ბა.

ამას უნდა და­ე­მა­ტოს იპო­თე­კა­რე­ბის­თვის, მე­ვახ­შე­ე­ბი­სა თუ ლომ­ბარ­დე­ბის­თვის გა­მორ­თმე­უ­ლი კერ­ძო ვა­ლე­ბიც, რო­მელ­თა სტა­ტის­ტი­კაც არ არ­სე­ბობს.

ლია ელი­ა­ვა, ექ­სპერ­ტი სა­ბან­კო სა­კი­თხებ­ში: "ადრე ოჯა­ხი იმ­დენს ხარ­ჯავ­და, რამ­დე­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბაც ჰქონ­და, ახლა კი დამ­კვიდ­რდა პრინ­ცი­პი - და­ხარ­ჯე, რამ­დე­ნიც გინ­და. მო­სახ­ლე­ო­ბის ვა­ლებ­ში გახ­ვე­ვას სა­ბან­კო და მთლი­ა­ნად სა­ფი­ნან­სო სექ­ტო­რიც უწყობს ხელს. მათ დი­დძა­ლი თან­ხა აქვთ, რო­მე­ლიც უნდა და­ა­ბან­დონ, რათა არ გა­კოტ­რდნენ, თუმ­ცა ამ და­ბან­დე­ბას არ ახ­ლავს საფრ­თხის სა­თა­ნა­დო გა­ა­ნა­ლი­ზე­ბა. ევ­რო­პუ­ლი სტან­დარ­ტე­ბით, არ შე­იძ­ლე­ბა პირს, სა­ბან­კო ვალ­დე­ბუ­ლე­ბის სა­ხით, ყო­ველ­თვი­უ­რად შე­მო­სავ­ლის 30-35%-ზე მე­ტის გა­დახ­და და­ე­კის­როს. უნდა აღ­ვნიშ­ნოთ მსეს­ხებ­ლის გა­უთ­ვით­ცნო­ბი­ე­რებ­ლო­ბაც, ან შეგ­ნე­ბუ­ლად თვა­ლის და­ხუჭ­ვა იმ პრობ­ლე­მებ­ზე, რომ­ლე­ბიც ვა­ლის გა­და­უხ­დე­ლო­ბას მოს­დევს. მა­ტე­რი­ა­ლუ­რი სი­კე­თის მო­პო­ვე­ბის სურ­ვი­ლი უფრო დი­დია, ვიდ­რე სეს­ხის და­უბ­რუ­ნებ­ლო­ბის შიში, არ­ცთუ იშ­ვი­ა­თად კი გა­მო­უ­ვა­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა არ­ჩე­ვანს არ ტო­ვებს...

ვა­ლის ფასს მა­შინ იგებ, როცა მის და­ფარ­ვას იწყებ - როცა ბან­კის სესხს იღებ, სხვი­სი ფუ­ლით სარ­გებ­ლობ, მაგ­რამ როცა აბ­რუ­ნებ, შენი ჯი­ბი­დან იღებ, რას­თან შე­გუ­ე­ბაც ხალ­ხს უჭირს. ხში­რად მსეს­ხე­ბე­ლი, სეს­ხის და­ფარ­ვის ნაც­ვლად, ჯერ თა­ვის პირ­ვე­ლად მო­თხოვ­ნებს იკ­მა­ყო­ფი­ლებს - ადა­მი­ა­ნი ვერ დარ­ჩე­ბა საკ­ვე­ბის, კო­მუ­ნა­ლუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის გა­რე­შე. შე­დე­გად ეფ­ლო­ბა ვალ­ში, მის გა­სას­ტუმ­რებ­ლად კი ახა­ლი ვა­ლის აღე­ბას ცდი­ლობს - ანუ ახ­დენს სეს­ხის რე­ფი­ნან­სი­რე­ბას, იმას კი აღარ ით­ვლის, რამ­დე­ნად არა­ხელ­საყ­რე­ლია ახა­ლი ვა­ლე­ბით ძვე­ლის გა­დახ­და.

არ მინ­და, ვინ­მემ ისე გა­ი­გოს, თით­ქოს სა­ბან­კო სეს­ხის წი­ნა­აღ­მდე­გი ვარ, თუმ­ცა ჩვენს კო­მერ­ცი­ულ ფი­ნან­სურ ინ­სტი­ტუ­ტებს მეტი სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის­კენ მო­ვუ­წო­დებ. გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებ­ში, ფაქ­ტობ­რი­ვად, არ არ­სე­ბობს მო­ქა­ლა­ქე ბან­კის სეს­ხის გა­რე­შე. მა­გა­ლი­თად, აშშ-ში 25 წელს მიღ­წე­ულ ახალ­გაზ­რდებს, ვი­საც სტა­ბი­ლუ­რი შე­მო­სა­ვა­ლი აქვს, ბან­კე­ბი ბი­ნის შე­სა­ძე­ნად გრძელ­ვა­დი­ან, 2,7-3%-იან სესხს სთა­ვა­ზო­ბენ. ისი­ნი 25-30 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ხელ­ფა­სი­დან მცი­რე თან­ხას იხ­დი­ან და ეს მძი­მე ტვირ­თად არ აწ­ვე­ბათ. საქ­მე ის არის, რომ იქ მო­სახ­ლე­ო­ბას მა­ღა­ლი და სტა­ბი­ლუ­რი შე­მო­სა­ვა­ლი აქვს, ამი­ტომ საპ­რო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვე­თე­ბიც და­ბა­ლია. სა­ქარ­თვე­ლო­ში ბან­კე­ბი ასეთ სეს­ხებს არ იძ­ლე­ვი­ან, გა­ნაკ­ვე­თე­ბი იმ­დე­ნად მა­ღა­ლია, რომ 10-15 წე­ლი­წად­ში პრო­ცენ­ტის სა­ხით გა­დახ­დი­ლი თან­ხა ლა­მის სეს­ხად აღე­ბულ თან­ხას უტოლ­დე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენ­თან საკ­რე­დი­ტო საქ­მი­ა­ნო­ბა ხელს კი არ უწყობს მო­სახ­ლე­ო­ბის კე­თილ­დღე­ო­ბის ზრდას, არა­მედ პი­რი­ქით, აღა­რი­ბებს მას. სა­ფი­ნან­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს უნდა ჰქონ­დეთ სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და უნდა აფა­სებ­დნენ არა მხო­ლოდ სა­კუ­თარ, არა­მედ მსეს­ხებ­ლე­ბის რის­კებ­საც. ეს გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებ­ში დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი ფორ­მაა. ამა­ზე მუ­შა­ობს ბა­ზე­ლის კო­მი­ტე­ტი, რო­მელ­საც შექ­მნი­ლი აქვს უამ­რა­ვი მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტი, რო­გორ შე­ფას­დეს მსეს­ხებ­ლის გა­დახ­დი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბა.

იხი­ლეთ სტა­ტია სრუ­ლად

რა გემუქრებათ, თუ განვადებით, საკრედიტო ბარათით ან სალომბარდო მომსახურებით სარგებლობთ

რა გემუქრებათ, თუ განვადებით, საკრედიტო ბარათით ან სალომბარდო მომსახურებით სარგებლობთ

საქართველოში, განსაკუთრებით კი დიდ ქალაქებში, არ მეგულება ოჯახი, საბანკო პროდუქტით რომ არ სარგებლობდეს - განვადება, საკრედიტო ბარათი, სამომხმარებლო თუ იპოთეკური სესხი, სალომბარდო მომსახურება და მევახშეები - მოსახლეობა მათი საშუალებით ფინანსური პრობლემების მოგვარებას ცდილობს.

ამის მიზეზი, ძირითადად, მცირე შემოსავალია, რომელიც ხარჯებს ვერ სწვდება, ფინანსური ინსტიტუტები კი ერთი შეხედვით "იაფ ფულს" გვთავაზობენ, თუმცა - მხოლოდ ერთი შეხედვით.

ნასესხები ფულის ნამდვილ ფასს მაშინ ვიგებთ, როცა გადახდის დრო დგება. თუ არ გაზრდილა ჩვენი შემოსავალი (რომელიც მანამდეც ვერ ფარავდა ყველა მიმდინარე ხარჯს), დამატებითი ტვირთი მით უფრო მძიმეა. ბევრი გამოსავალს ახალი სესხის აღებაში ხედავს, რომლითაც ძველ ვალს ფარავს და ეს ციკლი წლების განმავლობაში მეორდება. ახალ სესხს ახალი ხარჯიც ახლავს: მომსახურების საკომისიო, ბარათის ღირებულება, თანხის ათვისების საკომისიო, დაზღვევა და სხვ. ზოგჯერ ბანკებიც არ ამოწმებენ, რამხელა სესხი აქვთ კლიენტებს სხვა ბანკებში და ამიტომ შესაძლოა, უფრო დიდი სესხი გასცენ, ვიდრე კლიენტის შემოსავალს შეესაბამება. ადამიანი მჭიდროდ ეხვევა ვალის ბადეში, საიდანაც თავის დაღწევა სულ უფრო უჭირს.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2014 წლის 1-ლი მარტისთვის ყველა ბანკის გაცემული სამომხმარებლო სესხების ნაშთი (ანუ კლიენტების მიმდინარე დავალიანებათა ჯამი) 1,818 მლრდ ლარია. ეს მონაცემი ბოლო წლებში გამუდმებით იზრდება. თუ ამ მონაცემს მოსახლეობის რაოდენობაზე (ოფიციალურად 4,48 მლნ ადამიანი) გავყოფთ, გამოვა, რომ საქართველოს თითოეული მცხოვრების წილად 405 ლარი სამომხმარებლო სესხი მოდის. არადა, ცნობილია, რომ მოსახლეობის რეალური რიცხვი გაცილებით ნაკლებია. სხვადასხვა მონაცემით, ქვეყნიდან დაახლოებით 1-1,5 მილიონი ადამიანია გასული, მოსახლეობის ბოლო აღწერა კი 2002 წელს ჩატარდა.

ამ 4,48-მილიონიანი მოსახლეობიდან, ოფიციალური მონაცემებით, დასაქმებულია დაახლოებით 1,724 მლნ. ჰოდა, გამოდის, რომ ყოველ დასაქმებულ ადამიანზე საბანკო სამომხმარებლო სესხების წილად უკვე 1054 ლარი მოდის, მაგრამ ფიზიკური პირები ბანკებში იპოთეკურ სესხებსაც იღებენ. ამის ზუსტი სტატისტიკური მონაცემები კი არ არსებობს, თუმცა ცნობილია, რომ ქვეყნის ყველა ბანკმა 2013 წელს ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე ქონებით უზრუნველყოფილი 8 მილიარდი ლარის სესხი გასცა, ხოლო უცხოური ვალუტის სახით - 6 მილიარდი ლარის ეკვივალენტი. მოვალეთა რეესტრში, სადაც ის ფიზიკური და იურიდიული პირები შეჰყავთ (ე.წ. შავი სია), რომელთა საქმეც აღსრულების ბიუროს გადაეცა, ჩანაწერთა რიცხვმა უკვე 113 ათასს გადააჭარბა.

ამას უნდა დაემატოს იპოთეკარებისთვის, მევახშეებისა თუ ლომბარდებისთვის გამორთმეული კერძო ვალებიც, რომელთა სტატისტიკაც არ არსებობს.

ლია ელიავა, ექსპერტი საბანკო საკითხებში: "ადრე ოჯახი იმდენს ხარჯავდა, რამდენის შესაძლებლობაც ჰქონდა, ახლა კი დამკვიდრდა პრინციპი - დახარჯე, რამდენიც გინდა. მოსახლეობის ვალებში გახვევას საბანკო და მთლიანად საფინანსო სექტორიც უწყობს ხელს. მათ დიდძალი თანხა აქვთ, რომელიც უნდა დააბანდონ, რათა არ გაკოტრდნენ, თუმცა ამ დაბანდებას არ ახლავს საფრთხის სათანადო გაანალიზება. ევროპული სტანდარტებით, არ შეიძლება პირს, საბანკო ვალდებულების სახით, ყოველთვიურად შემოსავლის 30-35%-ზე მეტის გადახდა დაეკისროს. უნდა აღვნიშნოთ მსესხებლის გაუთვითცნობიერებლობაც, ან შეგნებულად თვალის დახუჭვა იმ პრობლემებზე, რომლებიც ვალის გადაუხდელობას მოსდევს. მატერიალური სიკეთის მოპოვების სურვილი უფრო დიდია, ვიდრე სესხის დაუბრუნებლობის შიში, არცთუ იშვიათად კი გამოუვალი მდგომარეობა არჩევანს არ ტოვებს...

ვალის ფასს მაშინ იგებ, როცა მის დაფარვას იწყებ - როცა ბანკის სესხს იღებ, სხვისი ფულით სარგებლობ, მაგრამ როცა აბრუნებ, შენი ჯიბიდან იღებ, რასთან შეგუებაც ხალხს უჭირს. ხშირად მსესხებელი, სესხის დაფარვის ნაცვლად, ჯერ თავის პირველად მოთხოვნებს იკმაყოფილებს - ადამიანი ვერ დარჩება საკვების, კომუნალური საჭიროებების გარეშე. შედეგად ეფლობა ვალში, მის გასასტუმრებლად კი ახალი ვალის აღებას ცდილობს - ანუ ახდენს სესხის რეფინანსირებას, იმას კი აღარ ითვლის, რამდენად არახელსაყრელია ახალი ვალებით ძველის გადახდა.

არ მინდა, ვინმემ ისე გაიგოს, თითქოს საბანკო სესხის წინააღმდეგი ვარ, თუმცა ჩვენს კომერციულ ფინანსურ ინსტიტუტებს მეტი სოციალური პასუხისმგებლობისკენ მოვუწოდებ. განვითარებულ ქვეყნებში, ფაქტობრივად, არ არსებობს მოქალაქე ბანკის სესხის გარეშე. მაგალითად, აშშ-ში 25 წელს მიღწეულ ახალგაზრდებს, ვისაც სტაბილური შემოსავალი აქვს, ბანკები ბინის შესაძენად გრძელვადიან, 2,7-3%-იან სესხს სთავაზობენ. ისინი 25-30 წლის განმავლობაში ხელფასიდან მცირე თანხას იხდიან და ეს მძიმე ტვირთად არ აწვებათ. საქმე ის არის, რომ იქ მოსახლეობას მაღალი და სტაბილური შემოსავალი აქვს, ამიტომ საპროცენტო განაკვეთებიც დაბალია. საქართველოში ბანკები ასეთ სესხებს არ იძლევიან, განაკვეთები იმდენად მაღალია, რომ 10-15 წელიწადში პროცენტის სახით გადახდილი თანხა ლამის სესხად აღებულ თანხას უტოლდება. შესაბამისად, ჩვენთან საკრედიტო საქმიანობა ხელს კი არ უწყობს მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდას, არამედ პირიქით, აღარიბებს მას. საფინანსო ორგანიზაციებს უნდა ჰქონდეთ სოციალური პასუხისმგებლობა და უნდა აფასებდნენ არა მხოლოდ საკუთარ, არამედ მსესხებლების რისკებსაც. ეს განვითარებულ ქვეყნებში დამკვიდრებული ფორმაა. ამაზე მუშაობს ბაზელის კომიტეტი, რომელსაც შექმნილი აქვს უამრავი მარეგულირებელი დოკუმენტი, როგორ შეფასდეს მსესხებლის გადახდისუნარიანობა.

იხილეთ სტატია სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია