მსოფლიო
პოლიტიკა
კონფლიქტები

5

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 10:42-ზე, მთვარე კირჩხიბშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადაადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. ამ დღის რთული ორგანო კუჭია. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბავშვების გაქირავების შავი ბიზნესი საქართველოში - "არაყი, თუ გაჭირვეულდა, ცოტა ძილის წამალიც არ მოკლავს..."
ბავშვების გაქირავების შავი ბიზნესი საქართველოში - "არაყი, თუ გაჭირვეულდა, ცოტა ძილის წამალიც არ მოკლავს..."

ქუ­ჩის ბავ­შვე­ბი დღემ­დე ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე დიდი პრობ­ლე­მაა. სამ­წუ­ხა­რო რე­ა­ლო­ბაა, რომ ბავ­შვებს მშობ­ლე­ბი ფუ­ლის სა­შოვ­ნე­ლად იყე­ნე­ბენ, მე­ტიც ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი სხვის პა­ტა­რებს ქი­რა­ო­ბენ, და­მა­ძი­ნე­ბელ სა­შუ­ა­ლე­ბებს აძ­ლე­ვენ და ამით შო­უ­ლო­ბენ ფულს. ჩვენ ერთ-ერთ მათ­განს გა­ვე­სა­უბ­რეთ:

- რა შენი საქ­მეა ვისი შვი­ლია?!

- მი­თხრეს, რომ სხვი­სი შვი­ლია, რო­მელ­საც ფული გა­და­უ­ხა­დე...

- ჰო, ჩემი მე­ზობ­ლის შვი­ლია, იმას კიდე 8 ყავს, 20 ლარს ვაძ­ლევ ხოლ­მე და აწყობს. შენ რაში გიშ­ლის ხელს? თუ ფულს მაძ­ლევ, მო­მე­ცი თუ არა­და გა­ი­წიე, ხალ­ხს მიფრ­თხობ.

- შენ შვილს გა­ა­ქი­რა­ვებ?

- მე არ მი­ჭირს, რომ გა­ვა­ქი­რაო.

- რით აძი­ნებ?

- არა­ყი, თუ გა­ჭირ­ვე­ულ­და, ცოტა ძი­ლის წა­მა­ლიც არ მოკ­ლავს...

- მერე, ეს ბავ­შვზე არ მოქ­მე­დებს?

- მე ხვალ ამათ ოჯახს ან ვნა­ხავ, ან არა... წადი და დე­და­მისს კი­თხე. ახლა მარ­თლა და­მა­ნე­ბე თავი, თო­რემ დაგ­წყევ­ლი....

ამ თე­მა­ზე კო­მენ­ტა­რი სო­ცი­ა­ლუ­რი მო­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს უფ­როს სო­ცი­ა­ლურ მუ­შაკს, ნინო და­ნე­ლი­ას ვთხო­ვეთ:

- თვი­თონ ტერ­მი­ნი - "მა­თხო­ვა­რი" არ არის სწო­რი. ასეთ ბავ­შვებს ჩვენ მო­ვიხ­სე­ნი­ებთ, რო­გორც ქუ­ჩა­ში მცხოვ­რე­ბი ან მო­მუ­შა­ვე ბავ­შვი. ასე­თი ბავ­შვე­ბი იმ კონ­კრე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნის შვი­ლია, ვის­თან ერ­თა­დაც ითხო­ვენ მო­წყა­ლე­ბას, ან არის მათი ძმის­შვი­ლი, დის­შვი­ლი და სხვა. სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ამ­ბო­ბენ, რომ არის შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც ბავ­შვებს ქი­რა­ო­ბენ, მაგ­რამ ასე­თი ფაქ­ტე­ბი ჩვენ ჯერ­ჯე­რო­ბით არ შეგ­ვხვედ­რია. ისი­ნი, ვი­საც ნა­თე­სა­ვი ბავ­შვე­ბი გა­მოჰ­ყვათ, ძი­რი­თა­დად არ არი­ან სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი არი­ან, რომ­ლე­ბიც იქ ანა­ლო­გი­ურ საქ­მი­ა­ნო­ბას ვერ ეწე­ვი­ან, რად­გან ამას კა­ნო­ნი უკ­რძა­ლავს.

- უხე­შად რომ ვთქვათ, ეს ხალ­ხი აქ სა­შო­ვარ­ზე ჩა­მო­დის?

- ეს ადა­მი­ა­ნე­ბი თით­ქმის მთე­ლი წელი არი­ან სა­ქარ­თვე­ლო­ში. აზერ­ბა­ი­ჯან­ში ჩა­დი­ან წე­ლი­წად­ში 1-2 თვე, ამ დროს, ასე ვთქვათ, ამ სა­მუ­შა­ოს­გან ის­ვე­ნე­ბენ. აქ ნა­ქი­რა­ვე­ბი აქვთ ბი­ნე­ბი და აქვე ცხოვ­რო­ბენ, რად­გან იქ თა­ვის რჩე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა არ გა­აჩ­ნი­ათ.

- ვინ­მემ რომ შეს­თა­ვა­ზოს სამ­სა­ხუ­რი, და­თან­ხმდე­ბი­ან?

- ჩვენ ერ­თმა გო­გო­ნამ გვი­თხრა, რომ ბა­ქოს მახ­ლობ­ლად ერთ-ერთ სო­ფელ­ში ვი­მუ­შა­ვეთ კარ­ტო­ფი­ლის ამო­ღე­ბა­ზე და დღი­უ­რად მოგ­ვცეს 20 მა­ნა­თიო, რაც და­ახ­ლო­ე­ბით 45 ლა­რია, მაგ­რამ იმ­დე­ნად მძი­მე სა­მუ­შაო იყო, რომ აღარ გა­ვაგ­რძე­ლე მუ­შა­ო­ბაო. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ისი­ნი ცოტა ზარ­მა­ცე­ბი არი­ან და მათ­თვის უფრო მარ­ტი­ვია, ითხო­ვონ მო­წყა­ლე­ბა, სა­დაც დგო­მით და ზედ­მე­ტი ძა­ლის­ხმე­ვის გა­რე­შე შე­იძ­ლე­ბა იშო­ვონ გარ­კვე­უ­ლი თან­ხა. რომ არა სი­ზარ­მა­ცე, დღი­უ­რად 45 ლარი ნამ­დვი­ლად არაა ცოტა. ასე­თი ანა­ზღა­უ­რე­ბა ალ­ბათ მო­სახ­ლე­ო­ბის 65% არ აქვს.

- სა­ზო­გა­დო­ე­ბა, რო­მე­ლიც მათ თან­ხას აძ­ლევს, ერ­თგვა­რად წა­მა­ხა­ლი­სებ­ლის როლს ხომ არ ას­რუ­ლებს?

- თუ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი და­ი­ნა­ხა­ვენ, რომ არა­ვინ აღარ ეხ­მა­რე­ბა, მათ აღარ ექ­ნე­ბათ იმის მო­ტი­ვა­ცია, რომ 3 თვე­ში ერთხელ გა­და­ვიდ­ნენ აზერ­ბა­ი­ჯან­ში და მერე ისევ უკან დაბ­რუნ­დნენ. ასეთ შემ­თხვე­ვა­ში, ალ­ტერ­ნა­ტი­ვას გა­მო­ნა­ხავ­დნენ, რომ მო­ე­ძებ­ნათ სხვა სამ­სა­ხუ­რი. თუმ­ცა არის მე­ო­რე მხა­რეც, არი­ან ისე­თი ადა­მი­ა­ნე­ბიც, რომ­ლებ­მაც მო­წყა­ლე­ბის გარ­და, შე­საძ­ლოა ვე­რა­ფე­რი ვერ იშო­ვონ და მათ­თვის ეს მო­წყა­ლე­ბა დღი­უ­რი ლუკ­მა-პუ­რია. ამი­ტომ ასე ცალსხად ვერ ვი­ტყვით, ჩვე­ნი გა­ღე­ბუ­ლი მო­წყა­ლე­ბა წა­ხა­ლი­სე­ბაა, თუ არა.

- სა­ხელ­მწი­ფო თუ ზრუ­ნავს ამ პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რა­ზე?

- ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ, ევ­რო­კავ­შირ­თან და "იუ­ნი­სეფ­თან " ერ­თად და­ი­წყო ახა­ლი პროგ­რა­მა, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც თბი­ლის­ში შექ­მნი­ლია 3 მო­ბი­ლუ­რი ჯგუ­ფი, რომ­ლე­ბიც ამ ბავ­შვებ­თან ამ­ყა­რე­ბენ პირ­ვე­ლად კონ­ტაქტს და მაქ­სი­მა­ლუ­რად ცდი­ლო­ბენ აღ­მო­ფხვრან ის პრობ­ლე­მე­ბი, რომ­ლის გა­დაჭ­რაც ად­გილ­ზეც შე­იძ­ლე­ბა. მა­გა­ლი­თად, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­დაყ­ვა­ნაც კი, ხში­რად პრობ­ლე­მაა, რად­გან მათ უმ­რა­ვე­ლო­სო­ბას არ აქვს არა­ნა­ი­რი სა­ი­დენ­ტი­ფი­კა­ციო დო­კუ­მენ­ტი. ამ ადა­მი­ა­ნებს არ გა­აჩ­ნი­ათ ელე­მენ­ტა­რუ­ლი უნა­რე­ბი, ბევ­რმა მათ­გან­მა ისიც კი არ იცის, გზა რო­გორ გა­დაჭ­რას, - არ იცის, რომ მწვა­ნე შუქ­ზე გზა არ უნდა გა­დაკ­ვე­თოს და ამის გამო ხში­რია ავა­რი­უ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი. ამ პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში უკვე ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს ერთი დღის ცენ­ტრი და მალე გა­იხ­სნე­ბა ორი დღის ცენ­ტრიც, სა­დაც ერ­თდრო­უ­ლად 30 ბავ­შვს ექ­ნე­ბა სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ იცხოვ­როს.. აქ მათ სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბათ, რომ მი­ი­ღონ გარ­კვე­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა.

აგ­რეთ­ვე სა­მო­მავ­ლოდ იქ­ნე­ბა თავ­შე­სა­ფა­რი, სა­დაც ბავ­შვებს შე­ეძ­ლე­ბათ 1 დღი­დან 6 კვი­რამ­დე დარ­ჩნენ. 6 კვი­რა­ში შე­საძ­ლე­ბე­ლია მცი­რე რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია მა­ინც. ზო­გა­დად ბავ­შვებს, რომ­ლე­ბიც წლე­ბია ქუ­ჩა­ში ცხოვ­რო­ბენ, ძა­ლი­ან უჭირთ მი­ე­ბან ისეთ სტრუქ­ტუ­რას, რო­გო­რი­ცაა მცი­რე სა­ო­ჯა­ხო სახ­ლე­ბი.

- რამ­დე­ნად არის შე­საძ­ლე­ბე­ლი, რომ რო­დე­საც ეს ბავ­შვე­ბი გა­იზ­რდე­ბი­ან, სწო­რად გა­აგ­რძე­ლონ ცხოვ­რე­ბა?

- ეს 6 კვი­რა სწო­რედ იმის­თვის არის, რომ შემ­დგომ­ში გა­და­ვიდ­ნენ სხვა ტი­პის მზრუნ­ვე­ლო­ბის ქვეშ. მალე გა­იხ­სნე­ბა ორი 24 სა­ა­თი­ა­ნი ინ­სტი­ტუ­ცია, სა­დაც ეს ბავ­შვე­ბი გა­მო­ი­მუ­შა­ვე­ბენ ყვე­ლა იმ უნარ-ჩვე­ვას, რაც ხელს შე­უ­წყობს, შეძ­ლონ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში სრულ­ყო­ფი­ლი ინ­ტეგ­რი­რე­ბა. ჩვენ გვყავს სამი მო­ბი­ლუ­რი ჯგუ­ფი. თითო ჯგუფ­ში შე­დის 4 თა­ნამ­შრო­მე­ლი და აქე­დან ერთი თა­ნამ­დე­ბო­ბაა - თა­ნას­წორ-გან­მა­ნათ­ლე­ბე­ლი და თა­ნამ­დე­ბო­ბას იკა­ვე­ბენ ის ხალ­ხი, რომ­ლებ­საც აქვთ ქუ­ჩა­ში ცხოვ­რე­ბის, ან მუ­შა­ო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა.

ლადო გო­გო­ლა­ძე, Ambebi.ge

ბავშვების გაქირავების შავი ბიზნესი საქართველოში - "არაყი, თუ გაჭირვეულდა, ცოტა ძილის წამალიც არ მოკლავს..."

ბავშვების გაქირავების შავი ბიზნესი საქართველოში - "არაყი, თუ გაჭირვეულდა, ცოტა ძილის წამალიც არ მოკლავს..."

ქუჩის ბავშვები დღემდე ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა. სამწუხარო რეალობაა, რომ ბავშვებს მშობლები ფულის საშოვნელად იყენებენ, მეტიც ზოგიერთი მათგანი სხვის პატარებს ქირაობენ, დამაძინებელ საშუალებებს აძლევენ და ამით შოულობენ ფულს. ჩვენ ერთ-ერთ მათგანს გავესაუბრეთ:

- რა შენი საქმეა ვისი შვილია?!

- მითხრეს, რომ სხვისი შვილია, რომელსაც ფული გადაუხადე...

- ჰო, ჩემი მეზობლის შვილია, იმას კიდე 8 ყავს, 20 ლარს ვაძლევ ხოლმე და აწყობს. შენ რაში გიშლის ხელს? თუ ფულს მაძლევ, მომეცი თუ არადა გაიწიე, ხალხს მიფრთხობ.

- შენ შვილს გააქირავებ?

- მე არ მიჭირს, რომ გავაქირაო.

- რით აძინებ?

- არაყი, თუ გაჭირვეულდა, ცოტა ძილის წამალიც არ მოკლავს...

- მერე, ეს ბავშვზე არ მოქმედებს?

- მე ხვალ ამათ ოჯახს ან ვნახავ, ან არა... წადი და დედამისს კითხე. ახლა მართლა დამანებე თავი, თორემ დაგწყევლი....

ამ თემაზე კომენტარი სოციალური მოსახურების სააგენტოს უფროს სოციალურ მუშაკს, ნინო დანელიას ვთხოვეთ:

- თვითონ ტერმინი - "მათხოვარი" არ არის სწორი. ასეთ ბავშვებს ჩვენ მოვიხსენიებთ, როგორც ქუჩაში მცხოვრები ან მომუშავე ბავშვი. ასეთი ბავშვები იმ კონკრეტული ადამიანის შვილია, ვისთან ერთადაც ითხოვენ მოწყალებას, ან არის მათი ძმისშვილი, დისშვილი და სხვა. საზოგადოებაში ამბობენ, რომ არის შემთხვევები, როდესაც ბავშვებს ქირაობენ, მაგრამ ასეთი ფაქტები ჩვენ ჯერჯერობით არ შეგვხვედრია. ისინი, ვისაც ნათესავი ბავშვები გამოჰყვათ, ძირითადად არ არიან საქართველოს მოქალაქეები, აზერბაიჯანის მოქალაქეები არიან, რომლებიც იქ ანალოგიურ საქმიანობას ვერ ეწევიან, რადგან ამას კანონი უკრძალავს.

- უხეშად რომ ვთქვათ, ეს ხალხი აქ საშოვარზე ჩამოდის?

- ეს ადამიანები თითქმის მთელი წელი არიან საქართველოში. აზერბაიჯანში ჩადიან წელიწადში 1-2 თვე, ამ დროს, ასე ვთქვათ, ამ სამუშაოსგან ისვენებენ. აქ ნაქირავები აქვთ ბინები და აქვე ცხოვრობენ, რადგან იქ თავის რჩენის საშუალება არ გააჩნიათ.

- ვინმემ რომ შესთავაზოს სამსახური, დათანხმდებიან?

- ჩვენ ერთმა გოგონამ გვითხრა, რომ ბაქოს მახლობლად ერთ-ერთ სოფელში ვიმუშავეთ კარტოფილის ამოღებაზე და დღიურად მოგვცეს 20 მანათიო, რაც დაახლოებით 45 ლარია, მაგრამ იმდენად მძიმე სამუშაო იყო, რომ აღარ გავაგრძელე მუშაობაო. შეიძლება ითქვას, რომ ისინი ცოტა ზარმაცები არიან და მათთვის უფრო მარტივია, ითხოვონ მოწყალება, სადაც დგომით და ზედმეტი ძალისხმევის გარეშე შეიძლება იშოვონ გარკვეული თანხა. რომ არა სიზარმაცე, დღიურად 45 ლარი ნამდვილად არაა ცოტა. ასეთი ანაზღაურება ალბათ მოსახლეობის 65% არ აქვს.

- საზოგადოება, რომელიც მათ თანხას აძლევს, ერთგვარად წამახალისებლის როლს ხომ არ ასრულებს?

- თუ ეს ადამიანები დაინახავენ, რომ არავინ აღარ ეხმარება, მათ აღარ ექნებათ იმის მოტივაცია, რომ 3 თვეში ერთხელ გადავიდნენ აზერბაიჯანში და მერე ისევ უკან დაბრუნდნენ. ასეთ შემთხვევაში, ალტერნატივას გამონახავდნენ, რომ მოეძებნათ სხვა სამსახური. თუმცა არის მეორე მხარეც, არიან ისეთი ადამიანებიც, რომლებმაც მოწყალების გარდა, შესაძლოა ვერაფერი ვერ იშოვონ და მათთვის ეს მოწყალება დღიური ლუკმა-პურია. ამიტომ ასე ცალსხად ვერ ვიტყვით, ჩვენი გაღებული მოწყალება წახალისებაა, თუ არა.

- სახელმწიფო თუ ზრუნავს ამ პრობლემის გადაჭრაზე?

- ჯანდაცვის სამინისტრომ, ევროკავშირთან და "იუნისეფთან " ერთად დაიწყო ახალი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც თბილისში შექმნილია 3 მობილური ჯგუფი, რომლებიც ამ ბავშვებთან ამყარებენ პირველად კონტაქტს და მაქსიმალურად ცდილობენ აღმოფხვრან ის პრობლემები, რომლის გადაჭრაც ადგილზეც შეიძლება. მაგალითად, საავადმყოფოში გადაყვანაც კი, ხშირად პრობლემაა, რადგან მათ უმრაველოსობას არ აქვს არანაირი საიდენტიფიკაციო დოკუმენტი. ამ ადამიანებს არ გააჩნიათ ელემენტარული უნარები, ბევრმა მათგანმა ისიც კი არ იცის, გზა როგორ გადაჭრას, - არ იცის, რომ მწვანე შუქზე გზა არ უნდა გადაკვეთოს და ამის გამო ხშირია ავარიული სიტუაციები. ამ პროგრამის ფარგლებში უკვე ფუნქციონირებს ერთი დღის ცენტრი და მალე გაიხსნება ორი დღის ცენტრიც, სადაც ერთდროულად 30 ბავშვს ექნება საშუალება, რომ იცხოვროს.. აქ მათ საშუალება ექნებათ, რომ მიიღონ გარკვეული განათლება.

აგრეთვე სამომავლოდ იქნება თავშესაფარი, სადაც ბავშვებს შეეძლებათ 1 დღიდან 6 კვირამდე დარჩნენ. 6 კვირაში შესაძლებელია მცირე რეაბილიტაცია მაინც. ზოგადად ბავშვებს, რომლებიც წლებია ქუჩაში ცხოვრობენ, ძალიან უჭირთ მიებან ისეთ სტრუქტურას, როგორიცაა მცირე საოჯახო სახლები.

- რამდენად არის შესაძლებელი, რომ როდესაც ეს ბავშვები გაიზრდებიან, სწორად გააგრძელონ ცხოვრება?

- ეს 6 კვირა სწორედ იმისთვის არის, რომ შემდგომში გადავიდნენ სხვა ტიპის მზრუნველობის ქვეშ. მალე გაიხსნება ორი 24 საათიანი ინსტიტუცია, სადაც ეს ბავშვები გამოიმუშავებენ ყველა იმ უნარ-ჩვევას, რაც ხელს შეუწყობს, შეძლონ საზოგადოებაში სრულყოფილი ინტეგრირება. ჩვენ გვყავს სამი მობილური ჯგუფი. თითო ჯგუფში შედის 4 თანამშრომელი და აქედან ერთი თანამდებობაა - თანასწორ-განმანათლებელი და თანამდებობას იკავებენ ის ხალხი, რომლებსაც აქვთ ქუჩაში ცხოვრების, ან მუშაობის გამოცდილება.

ლადო გოგოლაძე, Ambebi.ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია