პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
საზოგადოება
წიგნები
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დუტა სხირტლაძე ტელერეკორდს ამყარებს
დუტა სხირტლაძე ტელერეკორდს ამყარებს

18 აპ­რილს "ჯდს"-ზე "ერ­თში ერ­თში" იწყე­ბა. ახა­ლი სე­ზო­ნის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი არი­ან ბო­რის ბე­დია, დუტა სხირტლა­ძე, ლე­ვან მას­პინ­ძე­ლაშ­ვი­ლი, იო­ა­ნე არა­ბუ­ლი, ნინო ძო­წე­ნი­ძე, ქეთი ორ­ჯო­ნი­კი­ძე, ნა­თია დუმ­ბა­ძე და ვე­რი­კო ტუ­რაშ­ვი­ლი. ჟი­უ­რის შე­მად­გენ­ლო­ბა შემ­დეგ­ნა­ი­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა: წინა სე­ზო­ნი­დან ყვე­ლას კარ­გად გას­ხოვთ ზაკ რისი, ჟი­უ­რის წევ­რებს შე­ე­მა­ტა ვო­კა­ლის პე­და­გო­გი სისი სამი და მსა­ხი­ო­ბი ზაზა კო­ლე­ლიშ­ვი­ლი, ჟი­უ­რის მე­ო­თხე წევ­რი კი ყო­ველ ტურ­ზე შე­იც­ვლე­ბა. პრო­ექ­ტის პირ­ვე­ლი ლა­ივ­კონ­ცერ­ტის სამ­ზა­დისს მხო­ლოდ ჩვე­ნი ჟურ­ნა­ლი და­ეს­წრო და დე­ტა­ლებს ექ­სკლუ­ზი­უ­რად გთა­ვა­ზობთ.

- დუტა, რო­გორ და­თან­ხმდი შე­მო­თა­ვა­ზე­ბას, ამ პრო­ექ­ტში მი­გე­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა?

- ეკა ან­დრო­ნი­კაშ­ვი­ლის ბრა­ლია ყვე­ლა­ფე­რი. გახ­სოვთ ალ­ბათ წინა "ერთი ერ­თში", ერთ-ერთ ლა­ივ­კონ­ცერ­ტზე მე და ჯაბა კი­ლა­ძე მის და­სახ­მა­რებ­ლად რომ მო­ვე­დით, ნომ­რის­თვის "ჯაზ­ში მხო­ლოდ ქა­ლიშ­ვი­ლე­ბი არი­ან" დაფ­ნა და ჟო­ზე­ფი­ნა გან­ვა­სა­ხი­ე­რეთ. მა­შინ მო­მე­წო­ნა აქა­უ­რო­ბა, ვი­ხუმ­რე, მე­ო­რე სე­ზონ­ზე და­მი­ძა­ხეთ-მეთ­ქი და მარ­თლა და­მი­ძა­ხეს. ჭკუ­ა­ში და­მიჯ­და და მო­ვე­დი, ბევ­რი არც მი­ფიქ­რია. თუმ­ცა­ღა ძა­ლი­ან მე­ში­ნია, შვიდ ვო­კა­ლის­ტში ერთი მსა­ხი­ო­ბი ძნე­ლია, მაგ­რამ ვემ­ზა­დე­ბი.

- ვო­კალ­ში?

- ჰო, აბა.

- იცი უკვე, რა უნდა იმ­ღე­რო პირ­ველ კონ­ცერ­ტზე?

- კი, გუ­შინ გა­ვი­გე. ჩვენ­თან ლო­ტოტ­რო­ნის პრინ­ცი­პია, სამი სა­ვა­რა­უ­დო მომ­ღერ­ლი­დან ერთი შეგ­ხვდე­ბა. მე ჯო კო­კე­რი შემ­ხვდა. ამ მომ­ღე­რალს კარ­გად ვიც­ნობ. ახლა სიმ­ღე­რას ვარ­ჩევთ.

- საკ­მა­ოდ ძლი­ე­რი კონ­კუ­რენ­ტე­ბი გყავს, ვის გა­მო­არ­ჩევ?

- ყვე­ლას, შვი­დი­ვეს.

- რა იქ­ნე­ბა შენი კო­ზი­რი?

- არა­ფე­რი.

- რა­ტომ, მსა­ხი­ო­ბო­ბა არ და­გეხ­მა­რე­ბა?

- მხო­ლოდ მსა­ხი­ო­ბო­ბა არა­ფერს შვე­ლის, მთე­ლი აქ­ცენ­ტი გარ­და­სახ­ვა­ზეა. დიდი ფსი­ქო­ა­ნა­ლი­ზია სა­ჭი­რო, ყვე­ლა მა­ნე­რას თა­ვი­სი ახ­სნა, და­ნიშ­ნუ­ლე­ბა აქვს. ადა­მი­ა­ნი მოქ­მე­დე­ბას ტყუ­ი­ლად არ აკე­თებს. უნდა გა­ა­ა­ნა­ლი­ზო, ხელი ასე რა­ტომ ას­წია ან ამ დროს რა­ტომ გა­ი­ღი­მა. ჯო კო­კე­რი რთუ­ლი იქ­ნე­ბა ალ­ბათ, მა­გა­რი არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი კა­ცია. ხე­ლე­ბი ისე აქვს მიბ­მუ­ლი, თით­ქოს სხვი­სი­აო. რო­მელ ნო­მერ­შიც ქო­რე­ოგ­რა­ფია იქ­ნე­ბა, შე­და­რე­ბით ად­ვი­ლი გან­სა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლია, მით უფრო, როცა ეს კარ­გად გა­მოგ­დის. სო­ლო­მომ­ღერ­ლე­ბის გან­სა­ხი­ე­რე­ბა გა­ცი­ლე­ბით რთუ­ლია, მათ თა­ვი­ან­თი მიზ­ნე­ბი აქვთ. ასე­თია ჯო კო­კე­რიც.

- შენი მი­ზა­ნი რა არის?

- მაგ­რად უნდა წარვდგე მა­ყუ­რებ­ლის წი­ნა­შე. ყვე­ლა­ზე მა­გა­რი ამ პრო­ექ­ტში ის არის, რომ არა­ვინ ვარ­დე­ბა, სულ პრო­ექ­ტში ხარ. არ გე­მუქ­რე­ბა საფრ­თხე, რომ პირ­ვე­ლი­ვე ტუ­რი­დან გა­მო­ვარ­დე. ქარ­თუ­ლი ამ­ბი­ცი­ე­ბი ხომ იცით (იღი­მე­ბა).

იხი­ლეთ სტა­ტი­ის გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ავტოსაგზაო შემთხვევა სამგორში - თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა ველოსიპედით მოძრავ მოქალაქეს დაეჯახა.

დუტა სხირტლაძე ტელერეკორდს ამყარებს

დუტა სხირტლაძე ტელერეკორდს ამყარებს

18 აპრილს ''ჯდს''-ზე ''ერთში ერთში'' იწყება. ახალი სეზონის მონაწილეები არიან ბორის ბედია, დუტა სხირტლაძე, ლევან მასპინძელაშვილი, იოანე არაბული, ნინო ძოწენიძე, ქეთი ორჯონიკიძე, ნათია დუმბაძე და ვერიკო ტურაშვილი. ჟიურის შემადგენლობა შემდეგნაირად გამოიყურება: წინა სეზონიდან ყველას კარგად გასხოვთ ზაკ რისი, ჟიურის წევრებს შეემატა ვოკალის პედაგოგი სისი სამი და მსახიობი ზაზა კოლელიშვილი, ჟიურის მეოთხე წევრი კი ყოველ ტურზე შეიცვლება. პროექტის პირველი ლაივკონცერტის სამზადისს მხოლოდ ჩვენი ჟურნალი დაესწრო და დეტალებს ექსკლუზიურად გთავაზობთ.

- დუტა, როგორ დათანხმდი შემოთავაზებას, ამ პროექტში მიგეღო მონაწილეობა?

- ეკა ანდრონიკაშვილის ბრალია ყველაფერი. გახსოვთ ალბათ წინა ''ერთი ერთში'', ერთ-ერთ ლაივკონცერტზე მე და ჯაბა კილაძე მის დასახმარებლად რომ მოვედით, ნომრისთვის ''ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან'' დაფნა და ჟოზეფინა განვასახიერეთ. მაშინ მომეწონა აქაურობა, ვიხუმრე, მეორე სეზონზე დამიძახეთ-მეთქი და მართლა დამიძახეს. ჭკუაში დამიჯდა და მოვედი, ბევრი არც მიფიქრია. თუმცაღა ძალიან მეშინია, შვიდ ვოკალისტში ერთი მსახიობი ძნელია, მაგრამ ვემზადები.

- ვოკალში?

- ჰო, აბა.

- იცი უკვე, რა უნდა იმღერო პირველ კონცერტზე?

- კი, გუშინ გავიგე. ჩვენთან ლოტოტრონის პრინციპია, სამი სავარაუდო მომღერლიდან ერთი შეგხვდება. მე ჯო კოკერი შემხვდა. ამ მომღერალს კარგად ვიცნობ. ახლა სიმღერას ვარჩევთ.

- საკმაოდ ძლიერი კონკურენტები გყავს, ვის გამოარჩევ?

- ყველას, შვიდივეს.

- რა იქნება შენი კოზირი?

- არაფერი.

- რატომ, მსახიობობა არ დაგეხმარება?

- მხოლოდ მსახიობობა არაფერს შველის, მთელი აქცენტი გარდასახვაზეა. დიდი ფსიქოანალიზია საჭირო, ყველა მანერას თავისი ახსნა, დანიშნულება აქვს. ადამიანი მოქმედებას ტყუილად არ აკეთებს. უნდა გააანალიზო, ხელი ასე რატომ ასწია ან ამ დროს რატომ გაიღიმა. ჯო კოკერი რთული იქნება ალბათ, მაგარი არაადეკვატური კაცია. ხელები ისე აქვს მიბმული, თითქოს სხვისიაო. რომელ ნომერშიც ქორეოგრაფია იქნება, შედარებით ადვილი განსახორციელებელია, მით უფრო, როცა ეს კარგად გამოგდის. სოლომომღერლების განსახიერება გაცილებით რთულია, მათ თავიანთი მიზნები აქვთ. ასეთია ჯო კოკერიც.

- შენი მიზანი რა არის?

- მაგრად უნდა წარვდგე მაყურებლის წინაშე. ყველაზე მაგარი ამ პროექტში ის არის, რომ არავინ ვარდება, სულ პროექტში ხარ. არ გემუქრება საფრთხე, რომ პირველივე ტურიდან გამოვარდე. ქართული ამბიციები ხომ იცით (იღიმება).

იხილეთ სტატიის გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება