მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი

17

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საგარეჯოში შესაძლოა, მედეა მეზვრიშვილის ბიუსტი დაიდგას
საგარეჯოში შესაძლოა, მედეა მეზვრიშვილის ბიუსტი დაიდგას

სა­გა­რე­ჯოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გე­ბე­ლი გი­ორ­გი ლო­ლა­ძე ინი­ცი­ა­ტი­ვით გა­მო­ვი­და, ქა­ლაქ სა­გა­რე­ჯო­ში ერთ-ერთ ქუ­ჩას მე­დეა მეზვრიშ­ვი­ლის სა­ხე­ლი მი­ე­ნი­ჭოს და სკვერ­ში მეზვრიშ­ვი­ლის ბი­უს­ტი და­იდ­გას.

სა­გა­რე­ჯოს გამ­გე­ო­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ ინი­ცი­ა­ტი­ვით მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გე­ბე­ლი მე­დეა მეზვრიშ­ვი­ლის ხსოვ­ნი­სად­მი მი­ძღვნილ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე გა­მო­ვი­და. ღო­ნის­ძი­ე­ბა სა­გა­რე­ჯოს ახალ­გაზ­რდულ ცენ­ტრში, ქალ­თა საბ­ჭოს და კულ­ტუ­რის ობი­ექ­ტე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბით გა­ი­მარ­თა. ამ ღო­ნის­ძი­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში სპე­ცი­ა­ლუ­რი გა­ზე­თი - "მე­დეა" გა­მოს­ცეს, რო­მე­ლიც უფა­სოდ გა­ავ­რცე­ლეს.

მე­დეა მეზვრიშ­ვი­ლი 2009 წლის 5 დე­კემ­ბერს გარ­და­იც­ვა­ლა. მეზვრიშ­ვი­ლის თა­ნამ­დე­ბობ­რი­ვი კა­რი­ე­რა კო­მუ­ნის­ტუ­რი პარ­ტი­ით და სა­ქარ­თვე­ლოს ექს-პრე­ზი­დენ­ტის, ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძის ოჯახ­თან ახ­ლობ­ლო­ბით და­ი­წყო. იგი თა­ვის დრო­ზე სა­გა­რე­ჯოს და თე­ლა­ვის რა­ი­კო­მის მდი­ვა­ნი, შემ­დეგ კა­ხეთ­ში პრე­ზი­დენ­ტის რწმუ­ნე­ბუ­ლის მრჩე­ვე­ლი იყო. "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ამ­დე" მე­დეა მეზვრიშ­ვი­ლი თე­ლა­ვის რა­ი­ო­ნის გამ­გე­ბე­ლი იყო. მის სა­ხელს არა­ერ­თი სკან­და­ლი და უკა­ნო­ნო ბიზ­ნეს - გა­რი­გე­ბა უკავ­შირ­დე­ბა.

წყა­რო: ick.ge

კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

საგარეჯოში შესაძლოა, მედეა მეზვრიშვილის ბიუსტი დაიდგას

საგარეჯოში შესაძლოა, მედეა მეზვრიშვილის ბიუსტი დაიდგას

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებელი გიორგი ლოლაძე ინიციატივით გამოვიდა, ქალაქ საგარეჯოში ერთ-ერთ ქუჩას მედეა მეზვრიშვილის სახელი მიენიჭოს და სკვერში მეზვრიშვილის ბიუსტი დაიდგას.

საგარეჯოს გამგეობის ინფორმაციით, ამ ინიციატივით მუნიციპალიტეტის გამგებელი მედეა მეზვრიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გამოვიდა. ღონისძიება საგარეჯოს ახალგაზრდულ ცენტრში, ქალთა საბჭოს და კულტურის ობიექტების გაერთიანების ორგანიზებით გაიმართა. ამ ღონისძიებასთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტში სპეციალური გაზეთი - "მედეა" გამოსცეს, რომელიც უფასოდ გაავრცელეს.

მედეა მეზვრიშვილი 2009 წლის 5 დეკემბერს გარდაიცვალა. მეზვრიშვილის თანამდებობრივი კარიერა კომუნისტური პარტიით და საქართველოს ექს-პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის ოჯახთან ახლობლობით დაიწყო. იგი თავის დროზე საგარეჯოს და თელავის რაიკომის მდივანი, შემდეგ კახეთში პრეზიდენტის რწმუნებულის მრჩეველი იყო. "ვარდების რევოლუციამდე" მედეა მეზვრიშვილი თელავის რაიონის გამგებელი იყო. მის სახელს არაერთი სკანდალი და უკანონო ბიზნეს - გარიგება უკავშირდება.

წყარო: ick.ge

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა