კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

6

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:10-ზე, მთვარე ლომში იქნება 08:37-დან რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა მოგზაურობის, შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადაადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როლანდ ახალაიამ პროკურატურის შენობა დატოვა
როლანდ ახალაიამ პროკურატურის შენობა დატოვა

ზუგ­დი­დის მა­ჟო­რი­ტარ­მა დე­პუ­ტატ­მა რო­ლანდ ახა­ლა­ი­ამ სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თის სა­ოლ­ქო პრო­კუ­რა­ტუ­რა უკვე და­ტო­ვა. რო­ლანდ ახა­ლა­ი­ას გან­ცხა­დე­ბით, მას ბრა­ლი წა­რედ­გი­ნა 333-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით და საქ­მე ანაკ­ლი­ა­ში მშე­ნებ­ლო­ბებს უკავ­შირ­დე­ბა. რო­ლანდ ახა­ლა­ი­ას გან­ცხა­დე­ბით, ეს არის ზე­წო­ლა მის ოჯახ­ზე, შვი­ლებ­ზე და პი­რა­დად მას­ზე. მი­სი­ვე შე­ფა­სე­ბით, ამ სა­სა­მარ­თლო პრო­ცესს პერ­სპექ­ტი­ვა არ აქვს.

რო­ლანდ ახა­ლა­ი­ას გან­ცხა­დე­ბით, მას შემ­დეგ, რაც სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში გა­ი­მარ­ჯვა, მას და­უ­კავ­შირ­და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი და მოს­თხო­ვა პარ­ლა­მენ­ტი და­ე­ტო­ვე­ბი­ნა, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, და­ჭე­რით და­ე­მუქ­რა. ახა­ლა­ია აცხა­დებს, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი თა­ვის მუ­ქა­რას ას­რუ­ლებს ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძის მეშ­ვე­ო­ბით.

"ჩემს უდა­ნა­შა­უ­ლო­ბას სა­სა­მარ­თლო­ზე და­ვამ­ტკი­ცებ", - აცხა­დებს რო­ლანდ ახა­ლა­ია.

რო­ლანდ ახა­ლა­ი­ას პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მხარ­დამ­ჭე­რე­ბი ელო­დე­ბოდ­ნენ.

დღეს რო­ლანდ ახა­ლა­ი­ას ბრა­ლი წა­რედ­გი­ნა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 333-ე მუხ­ლით - სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბის ორი ეპი­ზო­დი­სათ­ვის, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად ით­ვა­ლის­წი­ნებს თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას სამ წლამ­დე ვა­დით.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

როლანდ ახალაიამ პროკურატურის შენობა დატოვა

როლანდ ახალაიამ პროკურატურის შენობა დატოვა

ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა როლანდ ახალაიამ სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურა უკვე დატოვა. როლანდ ახალაიას განცხადებით, მას ბრალი წარედგინა 333-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქმე ანაკლიაში მშენებლობებს უკავშირდება. როლანდ ახალაიას განცხადებით, ეს არის ზეწოლა მის ოჯახზე, შვილებზე და პირადად მასზე. მისივე შეფასებით, ამ სასამართლო პროცესს პერსპექტივა არ აქვს.

როლანდ ახალაიას განცხადებით, მას შემდეგ, რაც საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა, მას დაუკავშირდა ბიძინა ივანიშვილი და მოსთხოვა პარლამენტი დაეტოვებინა, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაჭერით დაემუქრა. ახალაია აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი თავის მუქარას ასრულებს ოთარ ფარცხალაძის მეშვეობით.

"ჩემს უდანაშაულობას სასამართლოზე დავამტკიცებ", - აცხადებს როლანდ ახალაია.

როლანდ ახალაიას პროკურატურასთან "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები ელოდებოდნენ.

დღეს როლანდ ახალაიას ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით - სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ორი ეპიზოდისათვის, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ