მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
7 ვარჯიში, რომელიც თვალების ქვეშ "ტომრებს" გაგიქრობთ
7 ვარჯიში, რომელიც თვალების ქვეშ "ტომრებს" გაგიქრობთ

თვა­ლე­ბის ქვეშ "ტომ­რე­ბი" ადა­მი­ანს შე­საძ­ლოა გე­ნე­ტი­კუ­რად ერ­გოს. საქ­მე ის არის, რომ ქუ­თუ­თო­ე­ბის კან­სა და კან­ქვე­შა უჯრე­დებს შო­რის მდე­ბა­რე­ობს თხე­ლი მემ­ბრა­ნა. ბუ­ნე­ბა ზო­გი­ერთს სქელ მემ­ბრა­ნას ჩუქ­ნის, ზოგს კი - თხელ­სა და გამჭვირ­ვა­ლეს. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში მემ­ბრა­ნა თხელ­დე­ბა და ცხი­მო­ვა­ნი ქსო­ვი­ლი უშუ­ა­ლოდ კან­ქვეშ აღ­წევს. რო­დე­საც მემ­ბრა­ნის გა­თხე­ლე­ბა რა­ი­მე მი­ზეზს უკავ­შირ­დე­ბა, ბუ­ნებ­რი­ვი გა­თხე­ლე­ბის პრო­ცე­სი ჩქარ­დე­ბა, ხოლო ცხი­მო­ვა­ნი ქსო­ვი­ლის კან­ქვეშ სწრა­ფი გა­დას­ვლა უპე­ებ­თან ტომ­რე­ბის გა­ჩე­ნას უწყობს ხელს. ამ წარ­მო­ნაქ­მნებს ექი­მე­ბი თვა­ლის თი­ა­ქარს უწო­დე­ბენ.

თვა­ლის თი­აქ­რის წარ­მო­შო­ბის მი­ზე­ზე­ბი ორ ჯგუ­ფად იყო­ფა. ზო­გა­დია მი­ზე­ზე­ბი, რომ­ლე­ბიც და­ა­ვა­დე­ბას კი არ უკავ­შირ­დე­ბა, არა­მედ ცხოვ­რე­ბის არას­წო­რი წე­სით არის გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი. ასე­თია:

  • არას­წორ პო­ზა­ში ძილი
  • ორ­გა­ნიზ­მში სი­თხის სი­ჭარ­ბე
  • ქრო­ნი­კუ­ლი გა­დაღ­ლა
  • სტრე­სი
  • არა­რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი კვე­ბა
  • ნაკ­ლებ­მოძ­რა­ვი ცხოვ­რე­ბის წესი.
  • ან კი­დევ თირკმლი­სა და ღვიძ­ლის და­ა­ვა­დე­ბე­ბი, წყალ­მა­რი­ლო­ვა­ნი ცვლის მოშ­ლა.

როცა თვალს ქვე­მოთ არ­სე­ბუ­ლი "ტომ­რე­ბი" რო­მე­ლი­მე და­ა­ვა­დე­ბას სდევს თან, მათ გა­საქ­რო­ბად ამ და­ა­ვა­დე­ბის­გან გან­კურ­ნე­ბაც კმა­რა. შე­და­რე­ბით ძნე­ლი მო­სა­ცი­ლე­ბე­ლია უმარ­თე­ბუ­ლო ცხოვ­რე­ბის წე­სის გამო გა­ჩე­ნი­ლი თი­აქ­რე­ბი, გე­ნე­ტი­კუ­რად გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი ტომ­რე­ბის მო­ცი­ლე­ბა კი პრაქ­ტი­კუ­ლად შე­უძ­ლე­ბე­ლია. ერ­თა­დერ­თი გზა პლას­ტი­კუ­რი ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვაა.

რო­გორ მო­ვიქ­ცეთ?

თავი ძი­ლის დროს მა­ღალ სას­თუ­მალ­ზე გე­დოთ. და­ი­დეთ რამ­დე­ნი­მე ბა­ლი­ში.

ნუ და­ლევთ ძი­ლის წინ ბევრ წყალს; მი­ი­ღეთ მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბით სუფ­რის მა­რი­ლი და ალ­კოჰო­ლი­ა­ნი სას­მე­ლე­ბი.

გაღ­ვი­ძე­ბის­თა­ნა­ვე გა­ი­კე­თეთ ცივი ნი­ღა­ბი ან თვა­ლე­ბის ირ­გვლივ 5-10 წუ­თით და­ი­დეთ ყი­ნუ­ლის კუ­ბე­ბი - სი­ცი­ვე ამ­ცი­რებს გა­ფარ­თო­ე­ბულ სის­ხლძარ­ღვებს და აცხრობს შე­შუ­პე­ბას.

სწო­რად შე­არ­ჩი­ეთ დღის კრე­მი. არ გა­მო­ი­ყე­ნოთ მარ­ტი­ვი და­მა­ტე­ნი­ა­ნე­ბე­ლი მა­ლა­მო - არა­ფერს გავ­ნებთ, მაგ­რამ სა­ჭი­რო ეფექტს ვერ გა­მო­ი­ღებს. თქვენ გჭირ­დე­ბათ სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბა - ლო­სი­ო­ნი, რო­მე­ლიც ცხი­მო­ვან ფუ­ძე­ზეა დამ­ზა­დე­ბუ­ლი და შე­ი­ცავს გან­სა­კუთ­რე­ბულ ზე­თებს, რომ­ლე­ბიც არ აღი­ზი­ა­ნებს თვა­ლებს და კო­ლა­გე­ნით, ელას­ტი­ნი­თა და ჰი­ა­ლუ­რო­ნის მჟა­ვა­თია გამ­დიდ­რე­ბუ­ლი. ეს კომ­პო­ნენ­ტე­ბი კა­ნის ზე­და­პირ­ზე წარ­მოქ­მნის თხელ ფე­ნას, რო­მე­ლიც სი­თხეს კან­ქვეშ გა­მოს­ვლის სა­შუ­ა­ლე­ბას არ აძ­ლევს.

ზო­გი­ერ­თი ლო­სი­ო­ნი კა­ნის მა­ტო­ნი­ზე­ბელ ნა­ერ­თებ­საც შე­ი­ცავს, რომ­ლე­ბიც ლიმ­ფუ­რი სის­ხლძარ­ღვე­ბის მუ­შა­ო­ბას ას­ტი­მუ­ლებს. კოს­მე­ტი­კურ სა­ლო­ნებ­ში ლიმ­ფოდ­რე­ნა­ჟი­სა და ელექტროს­ტი­მუ­ლა­ცი­ის პრო­ცე­დუ­რე­ბის დროს სწო­რედ ეს პრინ­ცი­პი გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. პირ­ვე­ლი პრო­ცე­დუ­რის შემ­დეგ ეფექ­ტი უმ­ნიშ­ვნე­ლო ან შე­უმ­ჩნე­ვე­ლია. ქუ­თუ­თოს ქვეშ და­კი­დე­ბუ­ლი ტომ­სი­კა რომ და­პა­ტა­რავ­დეს, პრო­ცე­დუ­რე­ბი­სა და და­მა­ტე­ნი­ა­ნე­ბე­ლი კრე­მე­ბის რამ­დე­ნი­მე ციკ­ლია სა­ჭი­რო.

ვარ­ჯი­შე­ბი "ტომ­რე­ბის" წი­ნა­აღ­მდეგ

თუ თვა­ლებს ტომ­რე­ბის წარ­მოქ­მნი­სად­მი მიდ­რე­კი­ლე­ბას ამ­ჩნევთ, ნუ­ღარ და­ა­ყოვ­ნებთ, სას­წრა­ფოდ და­ი­წყეთ ვარ­ჯი­ში მათ სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ:

• მაგ­რად და­ხუ­ჭეთ და ფარ­თოდ გა­ა­ხი­ლეთ თვა­ლე­ბი. გა­ი­მე­ო­რეთ 5-6-ჯერ, 30-წა­მი­ა­ნი ინ­ტერ­ვა­ლით.

• მაგ­რად და­ხუ­ჭეთ თვა­ლე­ბი, ოღონდ ეცა­დეთ, არ მო­ი­ღუ­შოთ. თვლა­ზე - "5", თვა­ლე­ბი ფარ­თოდ გა­ა­ხი­ლეთ და მაღ­ლა აი­ხე­დეთ, ისევ 5-მდე და­ით­ვა­ლეთ და თვა­ლე­ბის კუნ­თე­ბი მო­ა­დუ­ნეთ.

• თავი სწო­რად და­ი­ჭი­რეთ, მი­ი­ხე­დეთ მარ­ცხნივ, და­ით­ვა­ლეთ 5-მდე და გა­ი­ხე­დეთ პირ­და­პირ, და­ხუ­ჭეთ თვა­ლე­ბი რამ­დე­ნი­მე წა­მით. ეს მოძ­რა­ო­ბე­ბი გა­ი­მე­ო­რეთ სა­პი­რის­პი­რო მხა­რეს. ვარ­ჯი­ში 3-4-ჯერ უნდა შე­ას­რუ­ლოთ.

• აა­ხამ­ხა­მეთ ორი­ვე თვა­ლი რაც შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად, თვლა­ზე - "10", მაგ­რად და­ხუ­ჭეთ, 4-6 წა­მის შემ­დეგ გა­ა­ხი­ლეთ და მო­დუ­ნე­ბულ­მა გა­ი­ხე­დეთ რო­მე­ლი­მე მხა­რეს, მო­შო­რე­ბით მდე­ბა­რე საგ­ნის­კენ, უყუ­რეთ 3-5 წამს, შემ­დეგ მო­დუნ­დით. გა­ი­მე­ო­რეთ 3-5-ჯერ.

• თავი სწო­რად და­ი­ჭი­რეთ და გა­ი­ხე­დეთ ჯერ ზე­ვით-ქვე­ვით, შემ­დეგ - მარ­ჯვნივ-მარ­ცხნივ.

• ატ­რი­ა­ლეთ თვა­ლე­ბი წრე­ზე ასე­თი მი­მარ­თუ­ლე­ბით: ზე­ვით - მარ­ჯვნივ - ქვე­ვით - მარ­ცხნივ, შემ­დეგ - სა­პი­რის­პი­რო მი­მარ­თუ­ლე­ბით.

• და­ხუ­ჭეთ თვა­ლე­ბი და მათ შიგ­ნი­თა კუ­თხე­ებ­ზე და­ი­ჭი­რეთ საჩ­ვე­ნე­ბე­ლი თითი, და­ა­ფიქ­სი­რეთ კანი ისე, რომ ნა­ო­ჭე­ბი არ გაჩ­ნდეს. თვა­ლე­ბი მაგ­რად და­ხუ­ჭეთ, ხოლო 5-6 წა­მის შემ­დეგ ქუ­თუ­თო­ე­ბი მთლი­ა­ნად მო­ა­დუ­ნეთ. გა­ი­მე­ო­რეთ 10-ჯერ.

ვარ­ჯიშ­თა კომ­პლექ­სი უნდა შე­ას­რუ­ლოთ 3-4 წყე­ბად, 1-წუ­თი­ა­ნი შეს­ვე­ნე­ბით, უმ­ჯო­ბე­სია, დღე­ში 3-ჯერ. სა­სურ­ვე­ლია, ვარ­ჯი­შის შემ­დეგ თვა­ლებ­ზე 5-10 წუ­თით და­ი­დოთ გვი­რი­ლის ან ოხ­რა­ხუ­შის ნა­ყენ­ში დას­ვე­ლე­ბუ­ლი ტამ­პო­ნე­ბი.

თუ შე­ამ­ჩნი­ეთ, რომ დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ვარ­ჯი­ში უფრო და უფრო გი­ად­ვილ­დე­ბათ, ესე იგი, სწორ გზას ად­გა­ხართ - რამ­დე­ნი­მე ხან­ში თვა­ლის კუნ­თე­ბი გამ­ყარ­დე­ბა და ტომ­რე­ბიც ნელ-ნელა და­პა­ტა­რა­ვე­ბას და­ი­წყებს.

რუბრიკის სხვა სიახლეები

7 ვარჯიში, რომელიც თვალების ქვეშ "ტომრებს" გაგიქრობთ

7 ვარჯიში, რომელიც თვალების ქვეშ "ტომრებს" გაგიქრობთ

თვალების ქვეშ "ტომრები" ადამიანს შესაძლოა გენეტიკურად ერგოს. საქმე ის არის, რომ ქუთუთოების კანსა და კანქვეშა უჯრედებს შორის მდებარეობს თხელი მემბრანა. ბუნება ზოგიერთს სქელ მემბრანას ჩუქნის, ზოგს კი - თხელსა და გამჭვირვალეს. დროთა განმავლობაში მემბრანა თხელდება და ცხიმოვანი ქსოვილი უშუალოდ კანქვეშ აღწევს. როდესაც მემბრანის გათხელება რაიმე მიზეზს უკავშირდება, ბუნებრივი გათხელების პროცესი ჩქარდება, ხოლო ცხიმოვანი ქსოვილის კანქვეშ სწრაფი გადასვლა უპეებთან ტომრების გაჩენას უწყობს ხელს. ამ წარმონაქმნებს ექიმები თვალის თიაქარს უწოდებენ.

თვალის თიაქრის წარმოშობის მიზეზები ორ ჯგუფად იყოფა. ზოგადია მიზეზები, რომლებიც დაავადებას კი არ უკავშირდება, არამედ ცხოვრების არასწორი წესით არის განპირობებული. ასეთია:

  • არასწორ პოზაში ძილი
  • ორგანიზმში სითხის სიჭარბე
  • ქრონიკული გადაღლა
  • სტრესი
  • არარაციონალური კვება
  • ნაკლებმოძრავი ცხოვრების წესი.
  • ან კიდევ თირკმლისა და ღვიძლის დაავადებები, წყალმარილოვანი ცვლის მოშლა.

როცა თვალს ქვემოთ არსებული "ტომრები" რომელიმე დაავადებას სდევს თან, მათ გასაქრობად ამ დაავადებისგან განკურნებაც კმარა. შედარებით ძნელი მოსაცილებელია უმართებულო ცხოვრების წესის გამო გაჩენილი თიაქრები, გენეტიკურად განპირობებული ტომრების მოცილება კი პრაქტიკულად შეუძლებელია. ერთადერთი გზა პლასტიკური ქირურგიული ჩარევაა.

როგორ მოვიქცეთ?

თავი ძილის დროს მაღალ სასთუმალზე გედოთ. დაიდეთ რამდენიმე ბალიში.

ნუ დალევთ ძილის წინ ბევრ წყალს; მიიღეთ მცირე რაოდენობით სუფრის მარილი და ალკოჰოლიანი სასმელები.

გაღვიძებისთანავე გაიკეთეთ ცივი ნიღაბი ან თვალების ირგვლივ 5-10 წუთით დაიდეთ ყინულის კუბები - სიცივე ამცირებს გაფართოებულ სისხლძარღვებს და აცხრობს შეშუპებას.

სწორად შეარჩიეთ დღის კრემი. არ გამოიყენოთ მარტივი დამატენიანებელი მალამო - არაფერს გავნებთ, მაგრამ საჭირო ეფექტს ვერ გამოიღებს. თქვენ გჭირდებათ სპეციალური საშუალება - ლოსიონი, რომელიც ცხიმოვან ფუძეზეა დამზადებული და შეიცავს განსაკუთრებულ ზეთებს, რომლებიც არ აღიზიანებს თვალებს და კოლაგენით, ელასტინითა და ჰიალურონის მჟავათია გამდიდრებული. ეს კომპონენტები კანის ზედაპირზე წარმოქმნის თხელ ფენას, რომელიც სითხეს კანქვეშ გამოსვლის საშუალებას არ აძლევს.

ზოგიერთი ლოსიონი კანის მატონიზებელ ნაერთებსაც შეიცავს, რომლებიც ლიმფური სისხლძარღვების მუშაობას ასტიმულებს. კოსმეტიკურ სალონებში ლიმფოდრენაჟისა და ელექტროსტიმულაციის პროცედურების დროს სწორედ ეს პრინციპი გამოიყენება. პირველი პროცედურის შემდეგ ეფექტი უმნიშვნელო ან შეუმჩნეველია. ქუთუთოს ქვეშ დაკიდებული ტომსიკა რომ დაპატარავდეს, პროცედურებისა და დამატენიანებელი კრემების რამდენიმე ციკლია საჭირო.

ვარჯიშები "ტომრების" წინააღმდეგ

თუ თვალებს ტომრების წარმოქმნისადმი მიდრეკილებას ამჩნევთ, ნუღარ დააყოვნებთ, სასწრაფოდ დაიწყეთ ვარჯიში მათ საწინააღმდეგოდ:

• მაგრად დახუჭეთ და ფართოდ გაახილეთ თვალები. გაიმეორეთ 5-6-ჯერ, 30-წამიანი ინტერვალით.

• მაგრად დახუჭეთ თვალები, ოღონდ ეცადეთ, არ მოიღუშოთ. თვლაზე - "5", თვალები ფართოდ გაახილეთ და მაღლა აიხედეთ, ისევ 5-მდე დაითვალეთ და თვალების კუნთები მოადუნეთ.

• თავი სწორად დაიჭირეთ, მიიხედეთ მარცხნივ, დაითვალეთ 5-მდე და გაიხედეთ პირდაპირ, დახუჭეთ თვალები რამდენიმე წამით. ეს მოძრაობები გაიმეორეთ საპირისპირო მხარეს. ვარჯიში 3-4-ჯერ უნდა შეასრულოთ.

• აახამხამეთ ორივე თვალი რაც შეიძლება სწრაფად, თვლაზე - "10", მაგრად დახუჭეთ, 4-6 წამის შემდეგ გაახილეთ და მოდუნებულმა გაიხედეთ რომელიმე მხარეს, მოშორებით მდებარე საგნისკენ, უყურეთ 3-5 წამს, შემდეგ მოდუნდით. გაიმეორეთ 3-5-ჯერ.

• თავი სწორად დაიჭირეთ და გაიხედეთ ჯერ ზევით-ქვევით, შემდეგ - მარჯვნივ-მარცხნივ.

• ატრიალეთ თვალები წრეზე ასეთი მიმართულებით: ზევით - მარჯვნივ - ქვევით - მარცხნივ, შემდეგ - საპირისპირო მიმართულებით.

• დახუჭეთ თვალები და მათ შიგნითა კუთხეებზე დაიჭირეთ საჩვენებელი თითი, დააფიქსირეთ კანი ისე, რომ ნაოჭები არ გაჩნდეს. თვალები მაგრად დახუჭეთ, ხოლო 5-6 წამის შემდეგ ქუთუთოები მთლიანად მოადუნეთ. გაიმეორეთ 10-ჯერ.

ვარჯიშთა კომპლექსი უნდა შეასრულოთ 3-4 წყებად, 1-წუთიანი შესვენებით, უმჯობესია, დღეში 3-ჯერ. სასურველია, ვარჯიშის შემდეგ თვალებზე 5-10 წუთით დაიდოთ გვირილის ან ოხრახუშის ნაყენში დასველებული ტამპონები.

თუ შეამჩნიეთ, რომ დროთა განმავლობაში ვარჯიში უფრო და უფრო გიადვილდებათ, ესე იგი, სწორ გზას ადგახართ - რამდენიმე ხანში თვალის კუნთები გამყარდება და ტომრებიც ნელ-ნელა დაპატარავებას დაიწყებს.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია