მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი

17

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა შანსები აქვთ ქართველ წყალბურთელებს ევროპის ჩემპიონატზე
რა შანსები აქვთ ქართველ წყალბურთელებს ევროპის ჩემპიონატზე

ქარ­თველ­მა წყალ­ბურ­თე­ლებ­მა წელს დიდ წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წი­ეს. ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის შე­სარ­ჩე­ვი ტური გა­ი­ა­რეს და 12 უძ­ლი­ე­რეს გუნდთან ერ­თად ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნო­ბის­თვის იბ­რძო­ლე­ბენ. წყალ­ბურ­თე­ლე­ბის ასე­თი წარ­მა­ტე­ბა სა­სი­ხა­რუ­ლო­ცაა და ცოტა გა­საკ­ვი­რიც, რად­გან ამ სპორ­ტს სა­ქარ­თვე­ლო­ში დიდი ყუ­რა­დღე­ბა არ ექ­ცე­ვა. რამ­დე­ნი­მე წლის წინ ნაკ­რე­ბის დაშ­ლა­ზეც კი იყო ლა­პა­რა­კი. "რე­ი­ტინ­გი" სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის წევრ გი­ორ­გი ხვე­დე­ლი­ანს ესა­უბ­რა.

- ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბი პირ­ვე­ლად მოხ­ვდა ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე. ევ­რო­პის თორ­მეტ სა­უ­კე­თე­სო გუნდს შო­რის ვართ.

- ელო­დით ასეთ წარ­მა­ტე­ბას?

- სურ­ვი­ლი, რა თქმა უნდა, გვქონ­და, მაგ­რამ ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის შე­სარ­ჩე­ვი თა­მა­შე­ბის და­წყე­ბის წინ ნამ­დვი­ლად არ გვი­ფიქ­რია, რომ რთულ გზას გა­ვივ­ლი­დით და ძლი­ერ მე­ტო­ქე­ებს და­ვა­მარ­ცხებ­დით. თხუთ­მე­ტი თა­მა­ში გავ­მარ­თეთ, ცა­მე­ტი გა­მარ­ჯვე­ბა, ერთი ფრე და ერთი წა­გე­ბა გვქონ­და. ძა­ლი­ან მა­გა­რი შე­დე­გია, თურ­ქე­თი არ მი­იჩ­ნე­ო­და ად­ვილ მე­ტო­ქედ და ვფიქ­რობ­დით, რომ მათ­თან გა­მარ­ჯვე­ბის შან­სი არ გვექ­ნე­ბო­და. ეს ყვე­ლა­ფე­რი ან­გა­რიშ­ზეც აი­სა­ხა. თურ­ქე­თი ორი თა­მა­შის შე­დე­გით ჩვიდ­მე­ტით თექ­ვსმე­ტი და­ვა­მარ­ცხეთ.

- ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ყვე­ლა­ზე ძლი­ერ მე­ტო­ქედ ვინ მი­იჩ­ნე­ვა?

- თორ­მე­ტი­ვე ნაკ­რე­ბი ძლი­ე­რია და მათ შო­რის რვა უძ­ლი­ე­რე­სია. ნე­ბის­მი­ე­რი მათ­გა­ნი შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნი. ამ რვა ნაკ­რებ­ში ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვართ. აუტ­სა­ი­დე­რე­ბად მო­ვი­აზ­რე­ბით, რად­გან ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე პირ­ვე­ლად მოვ­ხვდით. წი­ნას­წარ არ ვიცი, რა შე­დეგს ვაჩ­ვე­ნებთ, მაგ­რამ რე­ა­ლუ­რად რომ ვიმ­სჯე­ლოთ, რვა გუნ­დი ხელ­შე­უ­ხე­ბე­ლია და მათ­თან მო­გე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი ან რთუ­ლი იქ­ნე­ბა. ჯგუ­ფი­დან უნდა გა­ვი­დეს სამი ნაკ­რე­ბი. ჩვე­ნი ჯგუ­ფი­დან გას­ვლის რე­ა­ლუ­რი კან­დი­და­ტე­ბი არი­ან მონ­ტე­ნეგ­რო, სა­ბერ­ძნე­თი და იტა­ლია. ჩვე­ნი მი­ზა­ნია, რვა გუნდში შე­ვი­დეთ, ამ შემ­თხვე­ვა­ში სა­ქარ­თვე­ლო მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის საგ­ზურს მო­ი­პო­ვებს და ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბი კი­დევ უფრო დიდ ნა­ბიჯს გა­დად­გამს წინ.

- ვინ იქ­ნე­ბა თქვე­ნი პირ­ვე­ლი მე­ტო­ქე?

- ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატს ჩვენ ვხსნით. ცა­მეტ ივ­ლისს სა­ქარ­თვე­ლო-რუ­მი­ნე­თის მატ­ჩი იქ­ნე­ბა, ვი­მე­დოვ­ნებთ და ვგეგ­მავთ, მე­ტო­ქე და­ვა­მარ­ცხოთ. რუ­მი­ნე­თის ნაკ­რებს ერთხელ, 2013 წელს შევ­ხვდით და და­ძა­ბულ ბრძო­ლა­ში და­ვა­მარ­ცხეთ. მარ­თა­ლია, ეს ამ­ხა­ნა­გუ­რი ტურ­ნი­რი იყო, მაგ­რამ ეს შე­დე­გი მა­ინც რა­ღა­ცას ნიშ­ნავს.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის გაგ­რძე­ლე­ბა

რა შანსები აქვთ ქართველ წყალბურთელებს ევროპის ჩემპიონატზე

რა შანსები აქვთ ქართველ წყალბურთელებს ევროპის ჩემპიონატზე

ქართველმა წყალბურთელებმა წელს დიდ წარმატებას მიაღწიეს. ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტური გაიარეს და 12 უძლიერეს გუნდთან ერთად ევროპის ჩემპიონობისთვის იბრძოლებენ. წყალბურთელების ასეთი წარმატება სასიხარულოცაა და ცოტა გასაკვირიც, რადგან ამ სპორტს საქართველოში დიდი ყურადღება არ ექცევა. რამდენიმე წლის წინ ნაკრების დაშლაზეც კი იყო ლაპარაკი. ''რეიტინგი'' საქართველოს ნაკრების წევრ გიორგი ხვედელიანს ესაუბრა.

- ეროვნული ნაკრები პირველად მოხვდა ევროპის ჩემპიონატზე. ევროპის თორმეტ საუკეთესო გუნდს შორის ვართ.

- ელოდით ასეთ წარმატებას?

- სურვილი, რა თქმა უნდა, გვქონდა, მაგრამ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი თამაშების დაწყების წინ ნამდვილად არ გვიფიქრია, რომ რთულ გზას გავივლიდით და ძლიერ მეტოქეებს დავამარცხებდით. თხუთმეტი თამაში გავმართეთ, ცამეტი გამარჯვება, ერთი ფრე და ერთი წაგება გვქონდა. ძალიან მაგარი შედეგია, თურქეთი არ მიიჩნეოდა ადვილ მეტოქედ და ვფიქრობდით, რომ მათთან გამარჯვების შანსი არ გვექნებოდა. ეს ყველაფერი ანგარიშზეც აისახა. თურქეთი ორი თამაშის შედეგით ჩვიდმეტით თექვსმეტი დავამარცხეთ.

- ევროპის ჩემპიონატზე ყველაზე ძლიერ მეტოქედ ვინ მიიჩნევა?

- თორმეტივე ნაკრები ძლიერია და მათ შორის რვა უძლიერესია. ნებისმიერი მათგანი შეიძლება გახდეს ევროპის ჩემპიონი. ამ რვა ნაკრებში ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვართ. აუტსაიდერებად მოვიაზრებით, რადგან ევროპის ჩემპიონატზე პირველად მოვხვდით. წინასწარ არ ვიცი, რა შედეგს ვაჩვენებთ, მაგრამ რეალურად რომ ვიმსჯელოთ, რვა გუნდი ხელშეუხებელია და მათთან მოგება შეუძლებელი ან რთული იქნება. ჯგუფიდან უნდა გავიდეს სამი ნაკრები. ჩვენი ჯგუფიდან გასვლის რეალური კანდიდატები არიან მონტენეგრო, საბერძნეთი და იტალია. ჩვენი მიზანია, რვა გუნდში შევიდეთ, ამ შემთხვევაში საქართველო მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს და ეროვნული ნაკრები კიდევ უფრო დიდ ნაბიჯს გადადგამს წინ.

- ვინ იქნება თქვენი პირველი მეტოქე?

- ევროპის ჩემპიონატს ჩვენ ვხსნით. ცამეტ ივლისს საქართველო-რუმინეთის მატჩი იქნება, ვიმედოვნებთ და ვგეგმავთ, მეტოქე დავამარცხოთ. რუმინეთის ნაკრებს ერთხელ, 2013 წელს შევხვდით და დაძაბულ ბრძოლაში დავამარცხეთ. მართალია, ეს ამხანაგური ტურნირი იყო, მაგრამ ეს შედეგი მაინც რაღაცას ნიშნავს.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია