პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

17

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
საზოგადოება
წიგნები
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სახელმწიფოს კუთვნილი რომელი შენობები მიითვისა სააკაშვილის ოჯახმა - გიული ალასანიას "კორუფციული რვაფეხა"
სახელმწიფოს კუთვნილი რომელი შენობები მიითვისა სააკაშვილის ოჯახმა - გიული ალასანიას "კორუფციული რვაფეხა"

პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში სა­ა­კაშ­ვი­ლის და­ბა­რე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მისი ოჯა­ხის ბიზ­ნე­სე­ბით და­ინ­ტე­რეს­და. ჯერ იყო და, გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ შე­საძ­ლე­ბე­ლია, ია­რა­ღის უკა­ნო­ნო ვაჭ­რო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თე­მურ ალა­სა­ნი­ას წი­ნა­აღ­მდეგ აღიძ­რას საქ­მეო, რამ­დე­ნი­მე დღის წინ კი, ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­მა გი­უ­ლი ალა­სა­ნი­ას მი­ა­კი­თხა, სა­ქარ­თვე­ლოს უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბა­თუ­მის ფი­ლი­ა­ლის პრი­ვა­ტი­ზე­ბის გამო. ამა­ვე უნი­ვერ­სი­ტე­ტის ერთ-ერთი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, სა­ა­კაშ­ვი­ლის ბი­ძაშ­ვი­ლი ნი­კო­ლოზ ალა­სა­ნი­აც გახ­ლავთ. რა­ტომ გაჩ­ნდა კი­თხვის ნიშ­ნე­ბი "ალა­სა­ნი­ე­ბის სას­წავ­ლე­ბელ­თან" და­კავ­ში­რე­ბით და რაში ედა­ვე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ექ­სპრე­ზი­დენ­ტის ოჯახს? დე­ტა­ლე­ბის გა­სარ­კვე­ვად "ვერ­სია" ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურს და­უ­კავ­შირ­და, თუმ­ცა უწყე­ბა­ში, გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ამ თე­მა­ზე, ჯერ­ჯე­რო­ბით, არ სა­უბ­რო­ბენ; კო­მენ­ტარს არ აკე­თებს სა­ქარ­თვე­ლოს უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რი მა­ნა­ნა სა­ნა­ძეც, დე­ტა­ლებს არც გი­უ­ლი ალა­სა­ნია ასა­ჯა­რო­ებს, თუმ­ცა სა­ტე­ლე­ვი­ზიო კო­მენ­ტა­რი მას შემ­დეგ გა­ა­კე­თა, რაც სა­ა­კაშ­ვი­ლის ოჯახ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რი­დან უწყე­ბა მი­ი­ღო: "გად­მომ­ცეს უწყე­ბა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ჩემს შვილს პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში და­კი­თხვა­ზე იბა­რე­ბენ. თავ­და­პირ­ვე­ლად, ეს სხვა რა­მეს და­ვუ­კავ­ში­რე, რად­გან ძა­ლი­ან და­ემ­თხვა დრო­ში მე­ო­რე ფაქტს - ორი დღის წინ, ჩვენს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მო­ვი­და ქა­ღალ­დი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მეა აღ­ძრუ­ლი. ცოტა გა­უ­გე­ბა­რი ში­ნა­არ­სის კია ეს წე­რი­ლი, მაგ­რამ ეს ეხე­ბა ბა­თუ­მის სკო­ლის შე­ნო­ბას, ამი­ტომ, რო­დე­საც უწყე­ბა მო­მი­ტა­ნეს, ვი­ფიქ­რე, იმ საქ­მეს უკავ­შირ­დე­ბო­და, თუმ­ცა ამ შემ­თხვე­ვა­ში აღ­მოჩ­ნდა, რომ თა­ვად მი­შას იბა­რე­ბენ". ინ­ფორ­მა­ცი­ულ ვა­კუ­უმ­ში, გაგ­ვახ­სენ­და, რომ ორი­ო­დე წლის წინ, "ქარ­თუ­ლი და­სის" ლი­დე­რი ჯონ­დი ბა­ღა­თუ­რია სა­ა­კაშ­ვი­ლის ოჯა­ხის წევ­რებს გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის მო­ნო­პო­ლი­ზე­ბა­ში ამ­ხელ­და და შე­სა­ბა­მის დო­კუ­მენ­ტებ­საც აფ­რი­ა­ლებ­და. "კო­რუფ­ცი­უ­ლი რვა­ფე­ხა" - სწო­რედ ამ სა­თა­უ­რით გა­მარ­თა პარ­ლა­მენ­ტში პრე­ზენ­ტა­ცია ბა­ღა­თუ­რი­ამ 2012 წლის გა­ზა­ფხულ­ზე და მა­შინ­დე­ლი პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის დე­დის, გი­უ­ლი ალა­სა­ნი­ას სწრა­ფი გამ­დიდ­რე­ბის სქე­მა გა­შიფ­რა. და­ახ­ლო­ე­ბით, 20 000 000 აშშ დო­ლა­რის ქო­ნე­ბა, 16-მდე სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა, პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვი­ლის გან­კარ­გუ­ლე­ბით, მისი დე­დის­თვის სიმ­ბო­ლურ ფა­სად, 1 ლა­რად გა­და­ცე­მუ­ლი შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბე­ბი - შავი ზღვის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტი და 10 ჰა მი­წის ფარ­თო­ბი - სა­ქარ­თვე­ლოს უნი­ვერ­სი­ტე­ტის­თვის სა­ბაზ­რო ღი­რე­ბუ­ლე­ბა­ზე გა­ცი­ლე­ბით ნაკ­ლე­ბად - ესაა იმ ბრალ­დე­ბე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი, რომ­ლი­თაც ჯონ­დი ბა­ღა­თუ­რი­ამ გი­უ­ლი ალა­სა­ნი­ას წი­ნა­აღ­მდეგ მა­შინ პრო­კუ­რა­ტუ­რას მი­მარ­თა.

"ვერ­სია" ჯონ­დი ბა­ღა­თუ­რი­ას და­უ­კავ­შირ­და. "ქარ­თუ­ლი და­სის" ლი­დერ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რის­თვის წარ­დგე­ნი­ლი მა­სა­ლე­ბიც გად­მოგ­ვცა და ის სქე­მაც გა­შიფ­რა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ექ­სპრე­ზი­დენ­ტი სა­ხელ­მწი­ფო ქო­ნე­ბას ანა­წი­ლებ­და.

- მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი პრე­ზი­დენ­ტო­ბის პე­რი­ოდ­ში თა­ნამ­დე­ბობ­რივ სტა­ტუსს იყე­ნებ­და და სა­ხელ­მწი­ფოს ბა­ლანსზე არ­სე­ბულ ქო­ნე­ბას მე­გო­ბარს, ოჯა­ხის წევ­რს ან რო­მე­ლი­მე მო­სას­ყიდ პო­ლი­ტი­კოსს სა­ჩუქ­რად გა­დას­ცემ­და – ხალ­ხის კუთ­ვნილ შე­ნო­ბებს ერთ ლა­რად არი­გებ­და, რა­საც სა­ქარ­თვე­ლოს უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბა­უთ­მის ფი­ლი­ა­ლის მა­გა­ლი­თიც მოწ­მობს. სა­ქარ­თვე­ლოს უნი­ვერ­სი­ტე­ტის დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბი გი­უ­ლი ალა­სა­ნია და მისი ძმის­შვი­ლი, თე­მურ ალა­სა­ნი­ას ვაჟი ნი­კო­ლოზ ალა­სა­ნია გახ­ლავთ. 2010 წელს, პრე­ზი­დენ­ტის ბრძა­ნე­ბით, მათ, ბა­თუმ­ში, ყო­ფი­ლი სა­სა­მარ­თლოს შე­ნო­ბა, სა­დაც ერთ დროს, სა­ჯა­რო რე­ესტრიც იყო გან­თავ­სე­ბუ­ლი, ერთ ლა­რად გა­და­ე­ცა. სა­ა­კაშ­ვი­ლის ოჯა­ხი ელი­ტურ კო­რუფ­ცი­ა­ში დიდი ხნის წინ ვამ­ხი­ლე. რო­გორც იქნა, დად­გა ჟამი, როცა მათ მიერ ნა­ქურ­და­ლი ქო­ნე­ბა ხალ­ხსა და სა­ხელ­მწი­ფოს უნდა და­უბ­რუნ­დეს.

- სა­ქარ­თვე­ლოს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რი თქვე­ნი მა­სა­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ხომ არ შე­ვი­და, ამ სა­კი­თხზე არ დაგ­კი­თხეს?

- არ დამ­კი­თხეს, თუმ­ცა სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ, 2012 წლის ნო­ემ­ბერ­ში, პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში ჩვენ მიერ მო­პო­ვე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია სრუ­ლად გა­და­ვაგ­ზავ­ნე. მა­შინ საქ­მე პი­რა­დად არ­ჩილ კბი­ლაშ­ვილს და­ე­წე­რა. ნა­თე­სა­ვე­ბის­თვის ერთ ლა­რად გა­და­ცე­მუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო ქო­ნე­ბა ერთ-ერთი სა­კი­თხია, რის გა­მოც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს პრო­კუ­რა­ტუ­რა და­კი­თხვა­ზე იბა­რებს; მას ქრთა­მის აღე­ბა­შიც ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ, რად­გან სა­ჩუქ­რის სა­ხით მი­ლი­ონ ასი ათა­სი ლა­რის ქო­ნე­ბა აქვს მი­ღე­ბუ­ლი. შე­საძ­ლოა, პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში ჩვენ მიერ წარ­დგე­ნილ მა­სა­ლებ­საც გა­ეც­ნენ, მაგ­რამ ვერ ვი­ტყვი, რომ გა­მო­ძი­ე­ბა მხო­ლოდ ჩვე­ნი დო­კუ­მენ­ტე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე მუ­შა­ობს. გარ­კვე­ულ ეტაპ­ზე, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, სა­გა­მო­ძი­ე­ბო ჯგუ­ფი პა­სი­უ­რობ­და, ახლა კი, პო­ზი­ტი­ურ გან­წყო­ბა­ზე დავ­დე­ქი. პრო­კუ­რა­ტუ­რის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით კმა­ყო­ფი­ლი ვარ. სა­ა­კაშ­ვი­ლი საბ­რალ­დე­ბო სკამ­ზე უნდა დას­ვან, თუ არა­და, მას­ზე ძებ­ნა უნდა გა­მო­ცხად­დეს.

- გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ია­რა­ღის უკა­ნო­ნო ვაჭ­რო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, შე­საძ­ლოა, თე­მურ ალა­სა­ნი­ას წი­ნა­აღ­მდეგ საქ­მე აღიძ­რას. სა­ქარ­თვე­ლოს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რი შე­ვი­და. ეს სა­ა­კაშ­ვი­ლის ოჯა­ხის პო­ლი­ტი­კუ­რი გა­ნე­იტ­რა­ლე­ბის მცდე­ლო­ბა ხომ არაა, რო­გორც ამას ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა ამ­ტკი­ცებს?

- არ ვფიქ­რობ, რომ ეს რე­ვან­შია! სა­ქარ­თვე­ლოს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში წილს თე­მურ ალა­სა­ნი­აც ფლობს, რად­გან ერთ-ერთი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი მისი შვი­ლი, ნიკა ალა­სა­ნი­აა და ქო­ნე­ბა მას­ზეა გა­და­ფორ­მე­ბუ­ლი... ვი­მე­ო­რებ, სა­ხელ­მწი­ფო ბა­ლანსზე არ­სე­ბუ­ლი შე­ნო­ბე­ბი სა­ა­კაშ­ვი­ლის ოჯახ­მა უკა­ნო­ნოდ მი­ით­ვი­სა და ეს გა­მო­ძი­ე­ბამ უნდა და­ად­გი­ნოს. ვერც სა­ა­კაშ­ვი­ლი და ვერც გი­უ­ლი ალა­სა­ნია მათ ხელთ აღ­მო­ჩე­ნი­ლი ქო­ნე­ბის წარ­მო­შო­ბის კა­ნო­ნი­ე­რე­ბას ვერ ასა­ბუ­თე­ბენ. სხვა­თა შო­რის, სა­ა­კაშ­ვი­ლის ინი­ცი­ა­ტი­ვით, კა­ნონ­ში შე­ვი­და ცვლი­ლე­ბა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, ე.წ. მტკი­ცე­ბის ტვირ­თი ჩი­ნოვ­ნი­კებ­სა და მათ ოჯა­ხის წევ­რებ­ზე ვრცელ­დე­ბა. ის სწო­რედ ამ კა­ნო­ნით მუს­რავ­და არა­სა­სურ­ველ ოპო­ნენ­ტებს, ახლა კი ამ ინი­ცი­ა­ტი­ვის მსხვერ­პლი თა­ვად აღ­მოჩ­ნდა. სა­ა­კაშ­ვი­ლის ნო­ვა­ტო­რო­ბის შე­დე­გია, სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის 65%-მდე რომ შიმ­ში­ლობს და სი­ღა­ტა­კის ზღვარ­სქვე­მო­თაა. სა­ა­კაშ­ვილ­მაც და მისი ოჯა­ხის წევ­რებ­მაც, რომ­ლებ­მაც სა­ხელ­მწი­ფო შე­ნო­ბე­ბი უკა­ნო­ნოდ მი­ით­ვი­სეს, კა­ნო­ნის წი­ნა­შე პა­სუ­ხი უნდა აგონ.

"კო­რუფ­ცი­უ­ლი რვა­ფე­ხა"

რას ნიშ­ნავს "კო­რუფ­ცი­უ­ლი რვა­ფე­ხა" და კონ­კრე­ტუ­ლად, რა ტი­პის მო­ნო­პო­ლის­ტო­ბა­ში სდებს ბრალს ჯონ­დი ბა­ღა­თუ­რია ექ­სპრე­ზი­დენ­ტის დე­დას?

ბა­ღა­თუ­რი­ას მიერ გად­მო­ცე­მუ­ლი მა­სა­ლე­ბით ირ­კვე­ვა, რომ გი­უ­ლი ალა­სა­ნია სა­ქარ­თვე­ლოს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, რო­მე­ლიც მან და­ა­ფუძნა, 37,5%-იან წილს ფლობს, ამა­ვე უნი­ვერ­სი­ტეტ­ში 37.5% ეკუთ­ვნის მა­ნა­ნა სა­ნა­ძეს, 12.5% ედუ­არდ რო­ბერტ რა­უპ­სა და 12.5% ნი­კო­ლოზ ალა­სა­ნი­ას. თა­ვის მხრივ, სა­ქარ­თვე­ლოს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში შპს "სა­ქარ­თვე­ლოს უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­შუ­ა­ლო სკო­ლის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და 100%-იანი წი­ლის მფლო­ბე­ლია, ხოლო ამ სკო­ლის დი­რექ­ტო­რე­ბი გი­უ­ლი ალა­სა­ნია და მა­ნა­ნა სა­ნა­ძე არი­ან. სა­ქარ­თვე­ლოს უნი­ვერ­სი­ტე­ტი შპს "სა­ქარ­თვე­ლოს უნი­ვერ­სი­ტე­ტის სპორ­ტუ­ლი სკო­ლის" 100%-იანი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი­ცაა, რომ­ლის დი­რექ­ტო­რე­ბად კვლავ გი­უ­ლი ალა­სა­ნია და მა­ნა­ნა სა­ნა­ძე გვევ­ლი­ნე­ბი­ან. შპს "სა­ქარ­თვე­ლოს უნი­ვერ­სი­ტე­ტის სას­წავ­ლო ავე­ჯის" 100%-იანი წი­ლის მფლო­ბე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს უნი­ვერ­სი­ტე­ტია და შპს კაფე "ხა­დი­ლის" 100%-იან ნა­წილ­საც სწო­რედ ეს უნი­ვერ­სი­ტე­ტი ფლობს. კაფე "ხა­დი­ლის" დი­რექ­ტო­რე­ბი კი გი­უ­ლი ალა­სა­ნია და გი­ორ­გი მეტ­რე­ვე­ლი არი­ან. სა­ქარ­თვე­ლოს უნი­ვერ­სი­ტე­ტი 14%-იან წილს ფლობს ქარ­თულ-ამე­რი­კულ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში.

შავი ზღვის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და პრო­რექ­ტო­რი გი­უ­ლი ალა­სა­ნი­აა. ეს უნი­ვერ­სი­ტე­ტი თურ­ქუ­ლი კა­პი­ტა­ლით და­ფუძნ­და, უფრო ზუს­ტად კი, თურ­ქეთ­ში ცნო­ბი­ლი თე­ო­ლო­გი­სა და ის­ლა­მის მქა­და­გებ­ლის, ფუ­თჰუ­ლაჰ გი­უ­ლე­ნის კომ­პა­ნია "ჩოღ­ლა­რის" ინ­ვეს­ტი­ცი­ით. სხვა­თა შო­რის, ჯონ­დი ბა­ღა­თუ­რია ამ­ბობს, რომ გი­უ­ლი ალა­სა­ნი­ამ ხელი შე­უ­წყო სა­ეჭ­ვო წარ­მო­შო­ბის თურ­ქუ­ლი კა­პი­ტა­ლის შე­მოს­ვლას სა­ქარ­თვე­ლო­ში და რად­გან შავი ზღვის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტი თურ­ქულ­მა კომ­პა­ნია "ჩოღ­ლარ­მა" და­ა­ფუძნა, ექ­სპრე­ზი­დენ­ტის ოჯა­ხი თურ­ქულ სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­თან კავ­შირ­შიც ამ­ხი­ლა.

"ჩოღ­ლა­რის" სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში მარ­თლაც თვალ­ში­სა­ცე­მია. მათ შო­რი­საა დე­მი­რე­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ბავ­შვო ბაღი, თბი­ლი­სის სკო­ლა-ლი­ცე­უ­მი "სხი­ვი", ბა­თუ­მის რ. შა­ჰი­ნის სა­ხე­ლო­ბის და­წყე­ბი­თი სკო­ლა, რუს­თა­ვის რუს­თა­ვე­ლის სა­ხე­ლო­ბის და­წყე­ბი­თი სკო­ლა, ბა­თუ­მის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი კურ­სე­ბი და ენა­თა ცენ­ტრი, დე­მი­რე­ლის სა­ხე­ლო­ბის კერ­ძო კო­ლე­ჯი, ნი­კო­ლოზ წე­რეთ­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო სკო­ლა, ბა­თუ­მის რ. შა­ჰი­ნის სა­ხე­ლო­ბის და­წყე­ბი­თი ლი­ცე­უ­მი, ქუ­თა­ი­სის ნიკო ნი­კო­ლა­ძის სა­ხე­ლო­ბის ლი­ცე­უ­მი, რუს­თა­ვის რუს­თა­ვე­ლის სა­ხე­ლო­ბის ლი­ცე­უ­მი, მარ­ნე­უ­ლის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი კურ­სე­ბი და ენა­თა ცენ­ტრი.

ვინ არის ფუ­თჰუ­ლაჰ გი­უ­ლე­ნი?

ფუ­თჰუ­ლაჰ გი­უ­ლე­ნი 1941 წლის 27 აპ­რილს და­ი­ბა­და თრუ­ქეთ­ში, ერ­ზე­რუ­მის ოლ­ქის ხა­სან­კა­ლის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ჰულ­ლაჰ ქო­რუ­ჯუქ­ში. ყუ­რა­ნის შეს­წავ­ლის შემ­დეგ, ფუ­თჰუ­ლაჰ გი­უ­ლე­ნი ჰა­ფი­ზი ანუ ყუ­რა­ნის ზე­პი­რად მცოდ­ნე და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მკი­თხვე­ლი გახ­და. 1964 წლი­დან, გი­უ­ლე­ნი ყუ­რა­ნის მას­წავ­ლებ­ლად და­ი­ნიშ­ნა მე­ჩეთ და­რულ ჰა­დის­ში, სა­დაც იმა­მის მო­ვა­ლე­ო­ბა­საც ას­რუ­ლებ­და. სხვა­დას­ხვა დროს, თურ­ქე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, გუ­ი­ლენ­მა ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა კერ­ძო წრე­ე­ბი, სა­დაც რე­ლი­გი­ურ სა­კი­თხებს ას­წავ­ლი­და. ფუ­თჰუ­ლაჰ გი­უ­ლე­ნი თა­ვი­სი ტო­ლე­რან­ტო­ბი­თა და ის­ლა­მურ რე­ლი­გი­ა­ში სრუ­ლი­ად ახა­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა, რაც რა­დი­კა­ლუ­რად გა­ნას­ხვა­ვებს მას ფუნ­და­მენ­ტა­ლის­ტე­ბის­გან. გუ­ი­ლენ­მა არა­ერ­თი ნაშ­რო­მი და­წე­რა, სა­დაც აღ­ნიშ­ნა, რომ ის­ლა­მუ­რი რე­ლი­გია ტე­რო­რის­ტო­ბა­სა და რა­დი­კა­ლიზმს არ ნიშ­ნავს. ამ ტი­პის შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის გამო, გი­უ­ლე­ნი მთელ მსოფ­ლი­ო­ში აღი­ა­რე­ბუ­ლი ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლი და მო­აზ­როვ­ნეა, რო­მე­ლიც სხვა­დას­ხვა დროს დიდი პა­ტი­ვით მი­ი­ღო რო­გორც რო­მის პაპ­მა, ასე­ვე მსოფ­ლიო მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის პატ­რი­არ­ტმა, ბუ­დის­ტებ­მა და ებ­რა­ელ­თა კავ­შირ­მაც კი.

ფუ­თჰუ­ლაჰ გი­უ­ლე­ნი თურ­ქეთ­ში აღი­ა­რე­ბუ­ლი თე­ო­ლო­გი, მო­აზ­როვ­ნე და მწე­რა­ლია. მისი ძა­ლის­ხმე­ვით გა­იხ­სნა სას­წავ­ლებ­ლე­ბი, რომ­ლებ­მაც მსოფ­ლიო სა­მეც­ნი­ე­რო ოლიმ­პი­ა­დებ­ზე წარ­მა­ტე­ბე­ბი მო­ი­პო­ვეს. თურ­ქმა ბიზ­ნეს­მე­ნებ­მა ეს სას­წავ­ლებ­ლე­ბი სა­ნი­მუ­შოდ მი­იჩ­ნი­ეს და მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნებ­ში, მსგავ­სი ტი­პის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი გახ­სნეს. გა­ნათ­ლე­ბის სფრე­ო­ში დამ­სა­ხუ­რე­ბის გამო, ფუ­თჰუ­ლაჰ გი­უ­ლე­ნი უდი­დეს პი­როვ­ნე­ბად ით­ვლე­ბა არა მარ­ტო თურ­ქეთ­ში, არა­მედ - მთელ მსოფ­ლი­ო­ში. მე­ტიც, მსოფ­ლიო მარ­თლმდა­ი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის პატ­რი­არ­ქთან, ბარ­თო­ლო­მე­ოს­თან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ, 2000 წელს, გი­უ­ლენ­მა ერთ-ერთ ნაშ­რომ­ში აღ­ნიშ­ნა, რომ მუ­სულ­მა­ნებ­მა და ქრის­ტი­ა­ნებ­მა ერ­თად და მშვი­დო­ბი­ა­ნად უნდა იცხოვ­რონ. გი­უ­ლე­ნის სი­ტყვე­ბია ისიც, რომ ქრის­ტე­შო­ბი­დან 2000 წელი მუ­სულ­მა­ნე­ბის­თვი­საც ისე­თი­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რო­გორც ქრის­ტი­ა­ნე­ბის­თვის, რად­გან იესო ქრის­ტე ყუ­რან­ში მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლია, რო­გორც ისა წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლი.

2001 წელს, "სა­ქარ­თვე­ლოს რეს­პუბ­ლი­კა­ში" გა­მოქ­ვეყ­ნდა სტა­ტია ფუ­თჰუ­ლაჰ გი­უ­ლე­ნის მოღ­ვა­წე­ო­ბის შე­სა­ხებ. ავ­ტო­რი თურ­ქე­თის მწე­რალ­თა და ჟურ­ნა­ლის­ტთა ფონ­დის სა­პა­ტიო თავ­მჯდო­მა­რეს­თან, ფუ­თჰუ­ლაჰ გი­უ­ლენ­თან შეხ­ვედ­რის დე­ტა­ლებს იხ­სე­ნებს, რო­მე­ლიც 1998 წელს, სტამ­ბოლ­ში შედ­გა. აი, რას ამ­ბობ­და გი­უ­ლე­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ზე ჯერ კი­დევ 1998 წლის ზა­ფხულ­ში: "მე და ჩემი მე­გობ­რე­ბი, ყო­ველ­თვის მომ­ხრე ვი­ყა­ვით სა­ქარ­თვე­ლოს­თან კე­თილ­მე­ზობ­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი­სა. თუკი ფა­თი­ჰის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩი­ნურ, ია­პო­ნურ ან ეს­პა­ნურ ენებს ას­წავ­ლი­ან, რა­ტომ არ უნდა ეს­წავ­ლე­ბი­ნათ ქარ­თუ­ლიც ანუ ჩვე­ნი მე­ზო­ბე­ლი ქვეყ­ნის ენა? ამი­ტო­მაც გავ­ხსე­ნით ფა­თი­ჰის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ქარ­თვე­ლო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტე­ტი, მაგ­რამ ასე­თი ფა­კულ­ტე­ტე­ბი თურ­ქე­თის სხვა უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­შიც უნდა გა­იხ­სნას, რაც დიდ სა­რეგბ­ლო­ბას მო­უ­ტანს ორი­ვე მხა­რეს. კარ­გია, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში არის თურ­ქუ­ლი სკო­ლე­ბი, რად­გან დად­გა დრო, თურ­ქეთ­მა და სა­ქარ­თვე­ლომ კე­თილ­გან­წყო­ბი­ლად ვი­ცხოვ­როთ".

ამ ფონ­ზე, ბევ­რი, უსა­ფუძ­ვლოდ მი­იჩ­ნევს, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წილ­ში დამ­კვიდ­რე­ბულ აზრს, რომ აღ­ნიშ­ნულ სას­წავ­ლებ­ლებ­ში მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი, ტრა­დი­ცი­უ­ლი ოჯა­ხის­შვი­ლე­ბის, ქარ­თვე­ლე­ბის გა­დაგ­ვა­რე­ბის სა­შიშ­რო­ე­ბაა. თუმ­ცა, გა­მო­ძი­ე­ბის მთა­ვა­რი სა­ფიქ­რა­ლი ახლა სხვა თე­მაა - უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში გა­ირ­კვე­ვა, რამ­დე­ნად კა­ნო­ნი­ე­რად ჩა­იგ­დო ხელ­ში ექ­სპრე­ზი­დენ­ტის ოჯახ­მა სხვა­დას­ხვა შე­ნო­ბა და შე­სა­ბა­მი­სად, ისიც გა­და­წყდე­ბა, ჩა­მო­არ­თმე­ვენ თუ არა სა­ა­კაშ­ვილ-ალა­სა­ნი­ებს კონ­კრე­ტუ­ლად, ამ ქო­ნე­ბას.

რუ­სუ­დან შე­ლია, მაია მი­შე­ლა­ძე

გა­ზე­თი "ვერ­სია"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ავტოსაგზაო შემთხვევა სამგორში - თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა ველოსიპედით მოძრავ მოქალაქეს დაეჯახა.

სახელმწიფოს კუთვნილი რომელი შენობები მიითვისა სააკაშვილის ოჯახმა - გიული ალასანიას "კორუფციული რვაფეხა"

სახელმწიფოს კუთვნილი რომელი შენობები მიითვისა სააკაშვილის ოჯახმა - გიული ალასანიას "კორუფციული რვაფეხა"

პროკურატურაში სააკაშვილის დაბარების პარალელურად, ხელისუფლება მისი ოჯახის ბიზნესებით დაინტერესდა. ჯერ იყო და, გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლებელია, იარაღის უკანონო ვაჭრობასთან დაკავშირებით, თემურ ალასანიას წინააღმდეგ აღიძრას საქმეო, რამდენიმე დღის წინ კი, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გიული ალასანიას მიაკითხა, საქართველოს უნივერსიტეტის ბათუმის ფილიალის პრივატიზების გამო. ამავე უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი, სააკაშვილის ბიძაშვილი ნიკოლოზ ალასანიაც გახლავთ. რატომ გაჩნდა კითხვის ნიშნები "ალასანიების სასწავლებელთან" დაკავშირებით და რაში ედავება ხელისუფლება ექსპრეზიდენტის ოჯახს? დეტალების გასარკვევად "ვერსია" ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს დაუკავშირდა, თუმცა უწყებაში, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ თემაზე, ჯერჯერობით, არ საუბრობენ; კომენტარს არ აკეთებს საქართველოს უნივერსიტეტის რექტორი მანანა სანაძეც, დეტალებს არც გიული ალასანია ასაჯაროებს, თუმცა სატელევიზიო კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც სააკაშვილის ოჯახმა პროკურატურიდან უწყება მიიღო: "გადმომცეს უწყება, რომლის მიხედვითაც ჩემს შვილს პროკურატურაში დაკითხვაზე იბარებენ. თავდაპირველად, ეს სხვა რამეს დავუკავშირე, რადგან ძალიან დაემთხვა დროში მეორე ფაქტს - ორი დღის წინ, ჩვენს უნივერსიტეტში მოვიდა ქაღალდი, რომლის მიხედვითაც სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. ცოტა გაუგებარი შინაარსის კია ეს წერილი, მაგრამ ეს ეხება ბათუმის სკოლის შენობას, ამიტომ, როდესაც უწყება მომიტანეს, ვიფიქრე, იმ საქმეს უკავშირდებოდა, თუმცა ამ შემთხვევაში აღმოჩნდა, რომ თავად მიშას იბარებენ". ინფორმაციულ ვაკუუმში, გაგვახსენდა, რომ ორიოდე წლის წინ, "ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია სააკაშვილის ოჯახის წევრებს განათლების სისტემის მონოპოლიზებაში ამხელდა და შესაბამის დოკუმენტებსაც აფრიალებდა. "კორუფციული რვაფეხა" - სწორედ ამ სათაურით გამართა პარლამენტში პრეზენტაცია ბაღათურიამ 2012 წლის გაზაფხულზე და მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას სწრაფი გამდიდრების სქემა გაშიფრა. დაახლოებით, 20 000 000 აშშ დოლარის ქონება, 16-მდე სასწავლო დაწესებულება, პრეზიდენტ სააკაშვილის განკარგულებით, მისი დედისთვის სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადაცემული შენობა-ნაგებობები - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი და 10 ჰა მიწის ფართობი - საქართველოს უნივერსიტეტისთვის საბაზრო ღირებულებაზე გაცილებით ნაკლებად - ესაა იმ ბრალდებების ჩამონათვალი, რომლითაც ჯონდი ბაღათურიამ გიული ალასანიას წინააღმდეგ მაშინ პროკურატურას მიმართა.

"ვერსია" ჯონდი ბაღათურიას დაუკავშირდა. "ქართული დასის" ლიდერმა პროკურატურისთვის წარდგენილი მასალებიც გადმოგვცა და ის სქემაც გაშიფრა, რომლის მიხედვითაც ექსპრეზიდენტი სახელმწიფო ქონებას ანაწილებდა.

- მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტობის პერიოდში თანამდებობრივ სტატუსს იყენებდა და სახელმწიფოს ბალანსზე არსებულ ქონებას მეგობარს, ოჯახის წევრს ან რომელიმე მოსასყიდ პოლიტიკოსს საჩუქრად გადასცემდა – ხალხის კუთვნილ შენობებს ერთ ლარად არიგებდა, რასაც საქართველოს უნივერსიტეტის ბაუთმის ფილიალის მაგალითიც მოწმობს. საქართველოს უნივერსიტეტის დამფუძნებლები გიული ალასანია და მისი ძმისშვილი, თემურ ალასანიას ვაჟი ნიკოლოზ ალასანია გახლავთ. 2010 წელს, პრეზიდენტის ბრძანებით, მათ, ბათუმში, ყოფილი სასამართლოს შენობა, სადაც ერთ დროს, საჯარო რეესტრიც იყო განთავსებული, ერთ ლარად გადაეცა. სააკაშვილის ოჯახი ელიტურ კორუფციაში დიდი ხნის წინ ვამხილე. როგორც იქნა, დადგა ჟამი, როცა მათ მიერ ნაქურდალი ქონება ხალხსა და სახელმწიფოს უნდა დაუბრუნდეს.

- საქართველოს უნივერსიტეტში საგამოძიებო სამსახური თქვენი მასალების საფუძველზე ხომ არ შევიდა, ამ საკითხზე არ დაგკითხეს?

- არ დამკითხეს, თუმცა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, 2012 წლის ნოემბერში, პროკურატურაში ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაცია სრულად გადავაგზავნე. მაშინ საქმე პირადად არჩილ კბილაშვილს დაეწერა. ნათესავებისთვის ერთ ლარად გადაცემული სახელმწიფო ქონება ერთ-ერთი საკითხია, რის გამოც მიხეილ სააკაშვილს პროკურატურა დაკითხვაზე იბარებს; მას ქრთამის აღებაშიც ადანაშაულებენ, რადგან საჩუქრის სახით მილიონ ასი ათასი ლარის ქონება აქვს მიღებული. შესაძლოა, პროკურატურაში ჩვენ მიერ წარდგენილ მასალებსაც გაეცნენ, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ გამოძიება მხოლოდ ჩვენი დოკუმენტების საფუძველზე მუშაობს. გარკვეულ ეტაპზე, ამ მიმართულებით, საგამოძიებო ჯგუფი პასიურობდა, ახლა კი, პოზიტიურ განწყობაზე დავდექი. პროკურატურის გადაწყვეტილებით კმაყოფილი ვარ. სააკაშვილი საბრალდებო სკამზე უნდა დასვან, თუ არადა, მასზე ძებნა უნდა გამოცხადდეს.

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ იარაღის უკანონო ვაჭრობასთან დაკავშირებით, შესაძლოა, თემურ ალასანიას წინააღმდეგ საქმე აღიძრას. საქართველოს უნივერსიტეტში საგამოძიებო სამსახური შევიდა. ეს სააკაშვილის ოჯახის პოლიტიკური განეიტრალების მცდელობა ხომ არაა, როგორც ამას ნაციონალური მოძრაობა ამტკიცებს?

- არ ვფიქრობ, რომ ეს რევანშია! საქართველოს უნივერსიტეტში წილს თემურ ალასანიაც ფლობს, რადგან ერთ-ერთი დამფუძნებელი მისი შვილი, ნიკა ალასანიაა და ქონება მასზეა გადაფორმებული... ვიმეორებ, სახელმწიფო ბალანსზე არსებული შენობები სააკაშვილის ოჯახმა უკანონოდ მიითვისა და ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს. ვერც სააკაშვილი და ვერც გიული ალასანია მათ ხელთ აღმოჩენილი ქონების წარმოშობის კანონიერებას ვერ ასაბუთებენ. სხვათა შორის, სააკაშვილის ინიციატივით, კანონში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც, ე.წ. მტკიცების ტვირთი ჩინოვნიკებსა და მათ ოჯახის წევრებზე ვრცელდება. ის სწორედ ამ კანონით მუსრავდა არასასურველ ოპონენტებს, ახლა კი ამ ინიციატივის მსხვერპლი თავად აღმოჩნდა. სააკაშვილის ნოვატორობის შედეგია, საქართველოს მოსახლეობის 65%-მდე რომ შიმშილობს და სიღატაკის ზღვარსქვემოთაა. სააკაშვილმაც და მისი ოჯახის წევრებმაც, რომლებმაც სახელმწიფო შენობები უკანონოდ მიითვისეს, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ.

"კორუფციული რვაფეხა"

რას ნიშნავს "კორუფციული რვაფეხა" და კონკრეტულად, რა ტიპის მონოპოლისტობაში სდებს ბრალს ჯონდი ბაღათურია ექსპრეზიდენტის დედას?

ბაღათურიას მიერ გადმოცემული მასალებით ირკვევა, რომ გიული ალასანია საქართველოს უნივერსიტეტში, რომელიც მან დააფუძნა, 37,5%-იან წილს ფლობს, ამავე უნივერსიტეტში 37.5% ეკუთვნის მანანა სანაძეს, 12.5% ედუარდ რობერტ რაუპსა და 12.5% ნიკოლოზ ალასანიას. თავის მხრივ, საქართველოს უნივერსიტეტში შპს "საქართველოს უნივერსიტეტის საშუალო სკოლის" დამფუძნებელი და 100%-იანი წილის მფლობელია, ხოლო ამ სკოლის დირექტორები გიული ალასანია და მანანა სანაძე არიან. საქართველოს უნივერსიტეტი შპს "საქართველოს უნივერსიტეტის სპორტული სკოლის" 100%-იანი დამფუძნებელიცაა, რომლის დირექტორებად კვლავ გიული ალასანია და მანანა სანაძე გვევლინებიან. შპს "საქართველოს უნივერსიტეტის სასწავლო ავეჯის" 100%-იანი წილის მფლობელიც საქართველოს უნივერსიტეტია და შპს კაფე "ხადილის" 100%-იან ნაწილსაც სწორედ ეს უნივერსიტეტი ფლობს. კაფე "ხადილის" დირექტორები კი გიული ალასანია და გიორგი მეტრეველი არიან. საქართველოს უნივერსიტეტი 14%-იან წილს ფლობს ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის დამფუძნებელი და პრორექტორი გიული ალასანიაა. ეს უნივერსიტეტი თურქული კაპიტალით დაფუძნდა, უფრო ზუსტად კი, თურქეთში ცნობილი თეოლოგისა და ისლამის მქადაგებლის, ფუთჰულაჰ გიულენის კომპანია "ჩოღლარის" ინვესტიციით. სხვათა შორის, ჯონდი ბაღათურია ამბობს, რომ გიული ალასანიამ ხელი შეუწყო საეჭვო წარმოშობის თურქული კაპიტალის შემოსვლას საქართველოში და რადგან შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი თურქულმა კომპანია "ჩოღლარმა" დააფუძნა, ექსპრეზიდენტის ოჯახი თურქულ სპეცსამსახურებთან კავშირშიც ამხილა.

"ჩოღლარის" სასწავლო დაწესებულება საქართველოში მართლაც თვალშისაცემია. მათ შორისაა დემირელის სახელობის საბავშვო ბაღი, თბილისის სკოლა-ლიცეუმი "სხივი", ბათუმის რ. შაჰინის სახელობის დაწყებითი სკოლა, რუსთავის რუსთაველის სახელობის დაწყებითი სკოლა, ბათუმის უნივერსიტეტის მოსამზადებელი კურსები და ენათა ცენტრი, დემირელის სახელობის კერძო კოლეჯი, ნიკოლოზ წერეთლის სახელობის საერთაშორისო სკოლა, ბათუმის რ. შაჰინის სახელობის დაწყებითი ლიცეუმი, ქუთაისის ნიკო ნიკოლაძის სახელობის ლიცეუმი, რუსთავის რუსთაველის სახელობის ლიცეუმი, მარნეულის უნივერსიტეტის მოსამზადებელი კურსები და ენათა ცენტრი.

ვინ არის ფუთჰულაჰ გიულენი?

ფუთჰულაჰ გიულენი 1941 წლის 27 აპრილს დაიბადა თრუქეთში, ერზერუმის ოლქის ხასანკალის რაიონის სოფელ ჰულლაჰ ქორუჯუქში. ყურანის შესწავლის შემდეგ, ფუთჰულაჰ გიულენი ჰაფიზი ანუ ყურანის ზეპირად მცოდნე და პროფესიონალი მკითხველი გახდა. 1964 წლიდან, გიულენი ყურანის მასწავლებლად დაინიშნა მეჩეთ დარულ ჰადისში, სადაც იმამის მოვალეობასაც ასრულებდა. სხვადასხვა დროს, თურქეთის ტერიტორიაზე, გუილენმა ჩამოაყალიბა კერძო წრეები, სადაც რელიგიურ საკითხებს ასწავლიდა. ფუთჰულაჰ გიულენი თავისი ტოლერანტობითა და ისლამურ რელიგიაში სრულიად ახალი შეხედულებებით გამოირჩევა, რაც რადიკალურად განასხვავებს მას ფუნდამენტალისტებისგან. გუილენმა არაერთი ნაშრომი დაწერა, სადაც აღნიშნა, რომ ისლამური რელიგია ტერორისტობასა და რადიკალიზმს არ ნიშნავს. ამ ტიპის შეხედულებების გამო, გიულენი მთელ მსოფლიოში აღიარებული ინტელექტუალი და მოაზროვნეა, რომელიც სხვადასხვა დროს დიდი პატივით მიიღო როგორც რომის პაპმა, ასევე მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარტმა, ბუდისტებმა და ებრაელთა კავშირმაც კი.

ფუთჰულაჰ გიულენი თურქეთში აღიარებული თეოლოგი, მოაზროვნე და მწერალია. მისი ძალისხმევით გაიხსნა სასწავლებლები, რომლებმაც მსოფლიო სამეცნიერო ოლიმპიადებზე წარმატებები მოიპოვეს. თურქმა ბიზნესმენებმა ეს სასწავლებლები სანიმუშოდ მიიჩნიეს და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, მსგავსი ტიპის საგანმანათლებლო დაწესებულებები გახსნეს. განათლების სფრეოში დამსახურების გამო, ფუთჰულაჰ გიულენი უდიდეს პიროვნებად ითვლება არა მარტო თურქეთში, არამედ - მთელ მსოფლიოში. მეტიც, მსოფლიო მართლმდაიდებელი ეკლესიის პატრიარქთან, ბართოლომეოსთან შეხვედრის შემდეგ, 2000 წელს, გიულენმა ერთ-ერთ ნაშრომში აღნიშნა, რომ მუსულმანებმა და ქრისტიანებმა ერთად და მშვიდობიანად უნდა იცხოვრონ. გიულენის სიტყვებია ისიც, რომ ქრისტეშობიდან 2000 წელი მუსულმანებისთვისაც ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ქრისტიანებისთვის, რადგან იესო ქრისტე ყურანში მოხსენიებულია, როგორც ისა წინასწარმეტყველი.

2001 წელს, "საქართველოს რესპუბლიკაში" გამოქვეყნდა სტატია ფუთჰულაჰ გიულენის მოღვაწეობის შესახებ. ავტორი თურქეთის მწერალთა და ჟურნალისტთა ფონდის საპატიო თავმჯდომარესთან, ფუთჰულაჰ გიულენთან შეხვედრის დეტალებს იხსენებს, რომელიც 1998 წელს, სტამბოლში შედგა. აი, რას ამბობდა გიულენი საქართველოზე ჯერ კიდევ 1998 წლის ზაფხულში: "მე და ჩემი მეგობრები, ყოველთვის მომხრე ვიყავით საქართველოსთან კეთილმეზობლური ურთიერთობებისა. თუკი ფათიჰის უნივერსიტეტში ჩინურ, იაპონურ ან ესპანურ ენებს ასწავლიან, რატომ არ უნდა ესწავლებინათ ქართულიც ანუ ჩვენი მეზობელი ქვეყნის ენა? ამიტომაც გავხსენით ფათიჰის უნივერსიტეტში ქართველოლოგიის ფაკულტეტი, მაგრამ ასეთი ფაკულტეტები თურქეთის სხვა უმაღლეს სასწავლებლებშიც უნდა გაიხსნას, რაც დიდ სარეგბლობას მოუტანს ორივე მხარეს. კარგია, რომ საქართველოში არის თურქული სკოლები, რადგან დადგა დრო, თურქეთმა და საქართველომ კეთილგანწყობილად ვიცხოვროთ".

ამ ფონზე, ბევრი, უსაფუძვლოდ მიიჩნევს, საზოგადოების ნაწილში დამკვიდრებულ აზრს, რომ აღნიშნულ სასწავლებლებში მართლმადიდებელი, ტრადიციული ოჯახისშვილების, ქართველების გადაგვარების საშიშროებაა. თუმცა, გამოძიების მთავარი საფიქრალი ახლა სხვა თემაა - უახლოეს მომავალში გაირკვევა, რამდენად კანონიერად ჩაიგდო ხელში ექსპრეზიდენტის ოჯახმა სხვადასხვა შენობა და შესაბამისად, ისიც გადაწყდება, ჩამოართმევენ თუ არა სააკაშვილ-ალასანიებს კონკრეტულად, ამ ქონებას.

რუსუდან შელია, მაია მიშელაძე

გაზეთი "ვერსია"

"20 ათასზე მეტი ადამიანი შემოწმდა, მათგან ტემპერატურა 25-ს დაუფიქსირდა, საყურადღებოა 2 პაციენტი" - ბოლო ცნობები მარნეულიდან და ბოლნისიდან

LIVE: "360 გრადუსი" - ცხოვრება ჩაკეტილ ქალაქში

შეზღუდვები, რომლებიც დღეის მდგომარეობით ქვეყნის მასშტაბით მოქმედებს