პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსეთის პრეზიდენტის „დასასრულის დასაწყისი“
რუსეთის პრეზიდენტის „დასასრულის დასაწყისი“

შორს წაგ­ვიყ­ვანს იმ დე­ფი­ნი­ცი­ე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი, რო­მელ­საც რუ­სე­თის ამ­ჟა­მინ­დელ პრე­ზი­დენტს ვლა­დი­მერ პუ­ტინს მი­ა­წე­რენ მსოფ­ლიო მას­შტა­ბით...

არ­სე­ბობს მო­საზ­რე­ბა და საკ­მა­ოდ სა­ფუძ­ვლი­ა­ნი ეჭ­ვიც იმი­სა, რომ შე­საძ­ლოა პუ­ტი­ნის და­ბა­დე­ბის ზუს­ტი მო­ნა­ცე­მე­ბი სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა. თუმ­ცა, მა­ინც მინ­და ჩემს ხელთ არ­სე­ბულ ოფი­ცი­ა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე დაყ­რდნო­ბით, რუ­სე­თის ამ­ჟა­მინ­დე­ლი მმარ­თვე­ლის მოკ­ლე ას­ტრო-პორ­ტრე­ტი შე­მოგ­თა­ვა­ზოთ და ორი­ო­დე სი­ტყვით მის სა­მო­მავ­ლო ბედ­ზეც ვი­სა­უბ­როთ.

ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი მზის ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნით სას­წო­რი გახ­ლავთ. მთვა­რის ნიშ­ნით – ტყუ­პი, რაც მარ­ტი­ვად ხსნის ამ ადა­მი­ა­ნის ემო­ცი­ურ სი­ცი­ვეს და სა­ზო­გა­დო­ე­ბის შოკ­ში ჩამ­დგებ, არაპ­როგ­ნო­ზი­რე­ბად ხა­სი­ათს.

ერთი შე­ხედ­ვით მზი­სა და მთვა­რის მსგავ­სი კომ­ბი­ნა­ცი­ის პატ­რო­ნი, მხი­ა­რუ­ლად მოტ­ლი­კი­ნე და ღი­მი­ლი­ა­ნი ბიჭი იქ­ნე­ბო­და, რომ არა მე­თორ­მე­ტე-მერ­ვე სახ­ლე­ბის ინ­ტენ­სი­ვო­ბა პი­რად რუ­კა­ში. რაც იმას ნიშ­ნავს, რომ რე­ა­ლუ­რად ეს არის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც "მარ­ტო­სუ­ლის" ბეჭ­დით და­ი­ბა­და. მას გა­მუდ­მე­ბით აქვს მო­თხოვ­ნი­ლე­ბა იმოქ­მე­დოს ფა­რუ­ლად, გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლად და სულ ელან­დე­ბა, რომ ერთ დღე­საც ვი­ღაც მის უსაფრ­თხო­ე­ბას და­ე­მუქ­რე­ბა. გარ­და ამი­სა, ზე­მოთ ხსე­ნე­ბუ­ლი მე­თორ­მე­ტე სახ­ლე­ბის ინ­ტენ­სი­ვო­ბა მი­უ­თი­თებს იმა­ზეც, რომ ინ­დი­ვიდს სუს­ტი ჯან­მრთე­ლო­ბა და ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის­კენ მიდ­რე­კი­ლე­ბაც გა­აჩ­ნია და ეს და­ა­ვა­დე­ბე­ბი, თუკი ტრან­ზი­ტულ გათ­ვლებს და პროგ­ნო­ზებს ვენ­დო­ბით, მიმ­დი­ნა­რე წელს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიმ­ძლავ­რით იჩენს თავს რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის ცხოვ­რე­ბა­ში.

მიდ­რე­კი­ლე­ბა მარ­ტო­ო­ბის­კენ, თვი­თი­ზო­ლა­ცი­ის მძაფ­რი მო­თხოვ­ნი­ლე­ბა და ექ­სტრი­მის სიყ­ვა­რუ­ლი ეს და­მა­ტე­ბი­თი შტრი­ხე­ბია პუ­ტი­ნის პორ­ტრე­ტის შე­საქ­მნე­ლად. მთვა­რის მდე­ბა­რე­ო­ბა მერ­ვე სახ­ლში კი მი­ა­ნიშ­ნებს იმას, რომ ინ­დი­ვიდს დე­დას­თან რთუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და ან სუ­ლაც არ გა­აჩ­ნდა იგი. თუმ­ცა, თა­ვად ამ ფაქ­ტმა დიდი დაღი და­ას­ვა მის ფსი­ქი­კას და აზ­როვ­ნე­ბის ფორ­მის სწო­რად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას. იგი­ვე ას­პექ­ტი არის ასე­ვე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი იმა­ზეც, რომ რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტი ქალ­თა სქე­სის მხრი­დან საკ­მა­ოდ მარ­ტი­ვად ემორ­ჩი­ლე­ბა ზე­წო­ლას და მა­ნი­პუ­ლა­ცი­ას. ამი­ტომ გა­მო­რი­ცხუ­ლი არ არის, რომ იგი ამა თუ იმ კონ­კრე­ტუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის სა­კი­თხში ხში­რად ით­ვა­ლის­წი­ნებ­დეს უახ­ლო­ე­სი გა­რე­მოც­ვის ქა­ლე­ბის აზრს და შე­ხე­დუ­ლე­ბას.

აღ­მა­ვა­ლი კარ­მუ­ლი მი­სია მერ­წყუ­ლის ზო­დი­ა­ქო­ში – ადა­მი­ა­ნი რე­ფორ­მა­ტო­რუ­ლი მი­სი­ით მო­ვი­და ამ­ქვეყ­ნად. თუმ­ცა, მას მო­ე­თხო­ვე­ბა უმ­თავ­რეს­თა­გან უმ­თავ­რე­სი – პა­ტი­ვი სცეს სხვე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბას, რა­საც რე­ა­ლურ მა­გა­ლით­ზე ბა­ტო­ნი პუ­ტი­ნი ნაკ­ლე­ბად ახორ­ცი­ე­ლებს. თუმ­ცა, თუკი უფრო ღრმად ჩა­ვი­ხე­დავთ რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის რუ­კა­ში, მი­ზეზს მისი ამ საქ­ცი­ე­ლი­სა მარ­ტი­ვად აღ­მო­ვა­ჩენთ – იგი გან­ვლი­ლი პროგ­რა­მით (რახუ ლო­მის ზო­დი­ა­ქო) ცხოვ­რობს, რო­მე­ლიც ძალ­ზე მძლა­ვა­რა­დაა ამ კონ­კრე­ტუ­ლი ინ­კარ­ნა­ცი­ის მან­ძილ­ზე მის პი­როვ­ნე­ბა­ში გამ­ჯდა­რი. ამ ყვე­ლა­ფერს კი "ზურგს უმაგ­რებს" შავი მთვა­რე და პლუ­ტო­ნი ლომ­ში, რის ხარ­ჯზეც ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი მუდ­მი­ვად დგე­ბა ძა­ლა­უფ­ლე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბის ცდუ­ნე­ბის წი­ნა­შე და რო­გორც რე­ა­ლურ მა­გა­ლით­ზეც არა­ერ­თგზის დავ­რწმუნ­დით იგი ნა­კელ­ბად იბ­რძვის ამ მან­კი­ე­რი თვი­სე­ბე­ბის გა­სა­ნე­იტ­რა­ლებ­ლად.

დიქ­ტა­ტუ­რა, სხვი­სი უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვა, შე­ვიწ­რო­ვე­ბა, ჩაგ­ვრა, ამ­პარ­ტავ­ნე­ბა, წრე­გა­და­სუ­ლი ამ­ბი­ცი­ე­ბი – ეს ყვე­ლა­ფე­რი რუ­სე­თის პრე­ზი­დენტს გან­ვლი­ლი ინ­კარ­ნა­ცი­ი­დან მოს­დევს. ლო­მის ზო­დი­ა­ქოს ნე­გა­ტი­უ­რი მხა­რე ხომ ზუს­ტად ზე­მოთ ჩა­მოთ­ვლილ თვი­სე­ბებს ეფუძ­ნე­ბა. მაგ­რამ, ნე­ბის­მი­ე­რი პი­როვ­ნე­ბა იმის­თვის იბა­დე­ბა ამ­ქვეყ­ნად, რომ მას­ზე და­კის­რე­ბულ კონ­კრე­ტუ­ლი მი­სი­ას ღირ­სე­უ­ლად გა­არ­თვას თავი, რაც პუ­ტი­ნის შემ­თხვე­ვა­ში სა­ყო­ველ­თაო მე­გობ­რო­ბას, სი­ტყვის, აზ­რის თა­ვი­სუფ­ლე­ბას, სხვა­თა უფ­ლე­ბე­ბის არ შე­ვიწ­რო­ვე­ბას გუ­ლის­ხმობს და რა­საც იგი მის­თვის სამ­წუ­ხა­როდ, ნაკ­ლე­ბად ავი­თა­რებს სა­კუ­თარ პი­როვ­ნე­ბა­ში.

მინ­და გი­თხრათ, რომ უახ­ლო­ე­სი ერთი წლის მან­ძილ­ზე ვლა­დი­მერ პუ­ტინს საკ­მა­ოდ რთუ­ლი და მძი­მე დღე­ე­ბი ელო­დე­ბა. მაგ­რამ ეს მისი "და­სას­რუ­ლის და­სა­წყი­სია" და მისი პიკი 2017 წლის­თვის დად­გე­ბა. მა­ნამ­დე კი პირ­ველ "სა­ტყუ­ა­რად" შავ­მა მთვა­რემ ლომ­ში უკ­რა­ი­ნის ამ­ბე­ბი გად­მო­უგ­დო მას და ვო­ვაც და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­ე­ბა ამ აფე­რა­ში, იმ ფაქ­ტით, რომ სცა­და მთე­ლი მსოფ­ლი­ოს­თვის და­ე­ნახ­ვე­ბი­ნა სა­კუ­თა­რი "ლო­მუ­რი" ამ­ბი­ცი­ე­ბი და სი­დი­ა­დე. . თუმ­ცა, ამა­ოდ დაშ­ვრა. შავი მთვა­რე ხომ ილუ­ზი­ე­ბის შექ­მნით იკ­ვე­ბე­ბა, სი­ნამ­დვი­ლე­ში კი, სწო­რედ იქ გვი­გებს მა­ხეს, სა­დაც ჩვე­ნი აზ­რით, ყვე­ლა­ფე­რი რიგ­ზეა და გვგო­ნია, რომ სი­ტუ­ა­ცი­ას ყო­ველ­მხრივ ვა­კონ­ტრო­ლებთ!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

რუსეთის პრეზიდენტის „დასასრულის დასაწყისი“

რუსეთის პრეზიდენტის „დასასრულის დასაწყისი“

შორს წაგვიყვანს იმ დეფინიციების ჩამონათვალი, რომელსაც რუსეთის ამჟამინდელ პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს მიაწერენ მსოფლიო მასშტაბით...

არსებობს მოსაზრება და საკმაოდ საფუძვლიანი ეჭვიც იმისა, რომ შესაძლოა პუტინის დაბადების ზუსტი მონაცემები სიმართლეს არ შეესაბამება. თუმცა, მაინც მინდა ჩემს ხელთ არსებულ ოფიციალურ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რუსეთის ამჟამინდელი მმართველის მოკლე ასტრო-პორტრეტი შემოგთავაზოთ და ორიოდე სიტყვით მის სამომავლო ბედზეც ვისაუბროთ.

ვლადიმერ პუტინი მზის ზოდიაქოს ნიშნით სასწორი გახლავთ. მთვარის ნიშნით – ტყუპი, რაც მარტივად ხსნის ამ ადამიანის ემოციურ სიცივეს და საზოგადოების შოკში ჩამდგებ, არაპროგნოზირებად ხასიათს.

ერთი შეხედვით მზისა და მთვარის მსგავსი კომბინაციის პატრონი, მხიარულად მოტლიკინე და ღიმილიანი ბიჭი იქნებოდა, რომ არა მეთორმეტე-მერვე სახლების ინტენსივობა პირად რუკაში. რაც იმას ნიშნავს, რომ რეალურად ეს არის ადამიანი, რომელიც "მარტოსულის" ბეჭდით დაიბადა. მას გამუდმებით აქვს მოთხოვნილება იმოქმედოს ფარულად, გასაიდუმლოებულად და სულ ელანდება, რომ ერთ დღესაც ვიღაც მის უსაფრთხოებას დაემუქრება. გარდა ამისა, ზემოთ ხსენებული მეთორმეტე სახლების ინტენსივობა მიუთითებს იმაზეც, რომ ინდივიდს სუსტი ჯანმრთელობა და ქრონიკული დაავადებებისკენ მიდრეკილებაც გააჩნია და ეს დაავადებები, თუკი ტრანზიტულ გათვლებს და პროგნოზებს ვენდობით, მიმდინარე წელს განსაკუთრებული სიმძლავრით იჩენს თავს რუსეთის პრეზიდენტის ცხოვრებაში.

მიდრეკილება მარტოობისკენ, თვითიზოლაციის მძაფრი მოთხოვნილება და ექსტრიმის სიყვარული ეს დამატებითი შტრიხებია პუტინის პორტრეტის შესაქმნელად. მთვარის მდებარეობა მერვე სახლში კი მიანიშნებს იმას, რომ ინდივიდს დედასთან რთული ურთიერთობა ჰქონდა ან სულაც არ გააჩნდა იგი. თუმცა, თავად ამ ფაქტმა დიდი დაღი დაასვა მის ფსიქიკას და აზროვნების ფორმის სწორად ჩამოყალიბებას. იგივე ასპექტი არის ასევე პასუხისმგებელი იმაზეც, რომ რუსეთის პრეზიდენტი ქალთა სქესის მხრიდან საკმაოდ მარტივად ემორჩილება ზეწოლას და მანიპულაციას. ამიტომ გამორიცხული არ არის, რომ იგი ამა თუ იმ კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების საკითხში ხშირად ითვალისწინებდეს უახლოესი გარემოცვის ქალების აზრს და შეხედულებას.

აღმავალი კარმული მისია მერწყულის ზოდიაქოში – ადამიანი რეფორმატორული მისიით მოვიდა ამქვეყნად. თუმცა, მას მოეთხოვება უმთავრესთაგან უმთავრესი – პატივი სცეს სხვების თავისუფლებას, რასაც რეალურ მაგალითზე ბატონი პუტინი ნაკლებად ახორციელებს. თუმცა, თუკი უფრო ღრმად ჩავიხედავთ რუსეთის პრეზიდენტის რუკაში, მიზეზს მისი ამ საქციელისა მარტივად აღმოვაჩენთ – იგი განვლილი პროგრამით (რახუ ლომის ზოდიაქო) ცხოვრობს, რომელიც ძალზე მძლავარადაა ამ კონკრეტული ინკარნაციის მანძილზე მის პიროვნებაში გამჯდარი. ამ ყველაფერს კი "ზურგს უმაგრებს" შავი მთვარე და პლუტონი ლომში, რის ხარჯზეც ვლადიმერ პუტინი მუდმივად დგება ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ცდუნების წინაშე და როგორც რეალურ მაგალითზეც არაერთგზის დავრწმუნდით იგი ნაკელბად იბრძვის ამ მანკიერი თვისებების გასანეიტრალებლად.

დიქტატურა, სხვისი უფლებების დარღვევა, შევიწროვება, ჩაგვრა, ამპარტავნება, წრეგადასული ამბიციები – ეს ყველაფერი რუსეთის პრეზიდენტს განვლილი ინკარნაციიდან მოსდევს. ლომის ზოდიაქოს ნეგატიური მხარე ხომ ზუსტად ზემოთ ჩამოთვლილ თვისებებს ეფუძნება. მაგრამ, ნებისმიერი პიროვნება იმისთვის იბადება ამქვეყნად, რომ მასზე დაკისრებულ კონკრეტული მისიას ღირსეულად გაართვას თავი, რაც პუტინის შემთხვევაში საყოველთაო მეგობრობას, სიტყვის, აზრის თავისუფლებას, სხვათა უფლებების არ შევიწროვებას გულისხმობს და რასაც იგი მისთვის სამწუხაროდ, ნაკლებად ავითარებს საკუთარ პიროვნებაში.

მინდა გითხრათ, რომ უახლოესი ერთი წლის მანძილზე ვლადიმერ პუტინს საკმაოდ რთული და მძიმე დღეები ელოდება. მაგრამ ეს მისი "დასასრულის დასაწყისია" და მისი პიკი 2017 წლისთვის დადგება. მანამდე კი პირველ "სატყუარად" შავმა მთვარემ ლომში უკრაინის ამბები გადმოუგდო მას და ვოვაც დაუყოვნებლივ გაება ამ აფერაში, იმ ფაქტით, რომ სცადა მთელი მსოფლიოსთვის დაენახვებინა საკუთარი "ლომური" ამბიციები და სიდიადე. . თუმცა, ამაოდ დაშვრა. შავი მთვარე ხომ ილუზიების შექმნით იკვებება, სინამდვილეში კი, სწორედ იქ გვიგებს მახეს, სადაც ჩვენი აზრით, ყველაფერი რიგზეა და გვგონია, რომ სიტუაციას ყოველმხრივ ვაკონტროლებთ!

როგორი იქნება ზოდიაქოს ნიშნების ჯანმრთელობა 2020  წელს და რომელი დაავადებები გემუქრებათ, დაბადების რიცხვის მიხედვით

ასტროლოგ პაველ გლობას პროგნოზი: 3 ზოდიაქო, რომელთაც ნოემბერში ფული ციდან ჩამოუცვივდებათ

ახალი მთვარე მორიელში: "უნდა გავრისკოთ, დავიწყოთ ახალი საქმე, დავნიშნოთ მნიშვნელოვანი შეხვედრები"