Faceამბები
პოლიტიკა
სამხედრო

22

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 02:59-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
2021 წლის სრული ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი მშვილდოსნებისთვის
2021 წლის სრული ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი მშვილდოსნებისთვის

ხა­რის წელი წარ­მა­ტე­ბა­სა და პო­ზი­ტი­ურ გან­წყო­ბას გპირ­დე­ბათ. სა­ზღვრე­ბის გა­ფარ­თო­ე­ბის, გან­ვი­თა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მო­გე­ცე­მათ. გა­ი­ჩენთ გავ­ლე­ნი­ან ნაც­ნო­ბებს. ვინც სა­კუ­თარ თავ­ში დარ­მუ­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა და გა­ბე­დუ­ლად იმოქ­მე­დებს, წარ­მა­ტე­ბას აუ­ცი­ლებ­ლად მი­აღ­წევს. გა­და­ხე­დეთ 2020 წელს, გა­ა­ნა­ლი­ზეთ წარ­სუ­ლი შეც­დო­მე­ბი; გა­მო­ი­ტა­ნეთ სწო­რი დას­კვნე­ბი. არ გირ­ჩევთ გვერ­დზე დგო­მას, მოვ­ლე­ნებ­ში აქ­ტი­უ­რად უნდა ჩა­ერ­თოთ.

გაფრ­თხილ­დით, როცა ფუ­ლის და­ბან­დე­ბას გა­და­წყვეტთ, არ და­კარ­გოთ მსხვი­ლი თან­ხა. მოგ­ზა­უ­რო­ბი­სა და მივ­ლი­ნე­ბის დროს ყვე­ლა­ფე­რი გულ­დას­მით გა­და­ა­მოწ­მეთ. ნუ გა­არ­თუ­ლებთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას საქ­მი­ან პარტნი­ო­რებ­თან. 2020 წლის ბო­ლოს თქვე­ნი მმარ­თვე­ლი პლა­ნე­ტა იუ­პი­ტე­რი მერ­წყულ­ში გა­და­ვი­და, რაც მო­გი­ტანთ ახალ გა­სარ­თობს, ახალ მე­გობ­რებს, პო­ზი­ტი­ურ აქ­ტი­უ­რო­ბას, მხი­ა­რულ თავ­გა­და­სავ­ლებს. თუმ­ცა, ნუ გგო­ნი­ათ, რომ ცხოვ­რე­ბა მხო­ლოდ და­უს­რუ­ლე­ბე­ლი დღე­სას­წა­უ­ლია, შრო­მაც ბევ­რი მო­გი­წევთ. სამ­სა­ხურ­ში შან­სი მო­გე­ცე­მათ, გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოთ ახა­ლი პრო­ექ­ტე­ბი. ნუ ეც­დე­ბით, სხვა­გან დიდ­ხანს ყოფ­ნას, შინ, მშობ­ლი­ურ კედ­ლებ­ში თავს გა­ცი­ლე­ბით უკე­თე­სად იგ­რძნობთ.

პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა უღ­რუბ­ლო გვაქთ, ყვე­ლა პი­რო­ბა, რომ ბედ­ნი­ე­რი და მყა­რი კავ­ში­რი შექ­მნათ. სხვა­თა შო­რის, ზო­გი­ერ­თი წარ­სუ­ლის შეც­დო­მა წელს გექ­ნე­ბათ გა­მო­სას­წო­რე­ბე­ლი. ეცა­დეთ, სუ­ლი­ე­რი კომ­ფორ­ტი შე­ი­ნარ­ჩუ­ნოთ მა­ში­ნაც კი, თუ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში სი­ცი­ვე შე­მო­ი­პა­რე­ბა, მაგ­რამ იგი­ვე შეც­დო­მე­ბი აღარ გა­ი­მე­ო­როთ. და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლებ­მა რო­მან­ტი­კი­თა და სი­უპ­რი­ზე­ბით გა­ი­ხა­ლი­სეთ პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა. ხში­რად გა­ა­ნე­ბივ­რეთ ოჯა­ხის წევ­რე­ბი სა­ჩუქ­რე­ბით, იზ­რუ­ნეთ ბი­ნის კე­თილ­წყო­ბა­ზე. ნუ გექ­ნე­ბათ იმის ილუ­ზია, რომ ბევრ ფულს გა­მო­ი­მუ­შა­ვებთ, საკ­მა­რი­სად გექ­ნე­ბათ, მაგ­რამ მუდ­მი­ვად ფუ­ფუ­ნე­ბას ვერ შეძ­ლებთ. უმ­ჯო­ბე­სია, მო­თხოვ­ნე­ბი შე­ამ­ცი­როთ და ეკო­ნო­მია გას­წი­ოთ. ბიზ­ნეს­მე­ნებ­მა ფული დიდი სიფრ­თხი­ლით და­ა­ბან­დეთ. ზა­ფხულ­ში აუ­ცი­ლებ­ლად და­ის­ვე­ნეთ.

  • მა­მა­კა­ცე­ბის­თვის

ძირ­ფეს­ვი­ა­ნად უნდა შეც­ვლოთ შე­ხე­დუ­ლე­ბა პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე. ან და­უს­რუ­ლებ­ლად გა­ა­ბით რო­მა­ნე­ბი, ან სე­რი­ო­ზულ ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე უნდა იყოთ ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი. ზოგი კი და­ო­ჯა­ხე­ბა­სა და შვი­ლე­ბის გა­ჩე­ნას გა­და­წყვეტს. გაფრ­თხილ­დით, ზედ­მეტ­მა ვნე­ბი­ა­ნო­ბამ უსი­ა­მოვ­ნე­ბა არ მო­გი­ტა­ნოთ. ქა­ლე­ბი აფა­სე­ბენ გუ­ლუხვ პარტნი­ო­რებს. ამის­თვის კი კა­რი­ე­რულ წინსვლა­სა და მა­ტე­რი­ა­ლურ კე­თილ­დღე­ო­ბა­ზე უნდა იყოთ ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი. შეყ­ვა­რე­ბულ­თან ერ­თად იმოგ­ზა­უ­რეთ. ერ­თის­თვის იყა­ვით გულ­ხუ­ვი და სა­ინ­ტე­რე­სო. გა­მარ­თლე­ბის იმე­დი ნუ გექ­ნე­ბათ, უნდა იმუ­შა­ოთ და იშ­რო­მოთ. სი­ახ­ლე­ე­ბი, გა­მოც­დი­ლე­ბი­სა და ცოდ­ნის მი­ღე­ბა გე­ლო­დე­ბათ. ცოტა თუ მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი იქ­ნე­ბით, კარ­გია. ყვე­ლა­ფე­რი სწრა­ფად და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რად უნდა შე­ას­რუ­ლოთ.

  • ქა­ლე­ბის­თვის

მა­მა­კა­ცე­ბის ყუ­რა­დღე­ბა არას­დროს გაკ­ლი­ათ. მაგ­რამ 2020 წელს ამ­ბი­ცი­ე­ბი და ემო­ცი­ე­ბი უნდა შე­ამ­ცი­როთ. მე­ტად იყა­ვით ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი რე­ა­ლურ, სე­რი­ო­ზულ ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე. წარ­სუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა და­გეხ­მა­რე­ბათ, აღარ გა­ი­მე­ო­როთ ძვე­ლი შეც­დო­მე­ბი. თეთ­რი ხა­რის წელი მო­გი­წო­დებთ, რომ ში­ნა­გა­ნად მშვი­დი იყოთ. დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლად გა­დად­გათ თი­თო­ე­უ­ლი ნა­ბი­ჯი და არ გა­და­ემ­ტე­როთ არა­ვის. იყა­ვით მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი სა­კუ­თარ სურ­ვი­ლებ­ში. იყა­ვით მო­მარ­თუ­ლი კა­რი­ე­რულ წინსვლა­სა და მა­ტე­რი­ა­ლუ­რი დოვ­ლა­თის დაგ­რო­ვე­ბა­ზე. მე­გობ­რებ­თან და კო­ლე­გებ­თან ხში­რად გა­მო­გად­გე­ბათ კომ­პრო­მი­სი. და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლებ­მა შვე­ბუ­ლე­ბის გეგ­მა ისე შე­ად­გი­ნეთ, ნა­თე­სა­ვებ­თან უსი­ა­მოვ­ნე­ბა რომ არ შე­გემ­თხვეთ. მარ­ტო­ხე­ლებს გაქვთ შან­სი, სა­ი­მე­დო და მო­სიყ­ვა­რუ­ლე ადა­მი­ან­თან გა­ა­ბათ რო­მა­ნი.

  • 2021 წლის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ას­პექ­ტე­ბი

სამ­სა­ხუ­რის საქ­მე­ე­ბის გამო ხში­რად ვერ შეხ­ვდე­ბით მე­გობ­რებს, ოჯახ­შიც შე­იძ­ლე­ბა ცოტა დრო გა­ა­ტა­როთ, მაგ­რამ ეცა­დეთ, მათ­თვის გა­მო­ყოთ ერთი დღე მა­ინც. გა­აქ­ტი­ურ­დე­ბი­ან კონ­კუ­რენ­ტე­ბი და მათ­თან საბ­რძოლ­ვე­ლად მზად უნდა იყოთ. ეცა­დეთ, არ და­არ­ღვი­ოთ წე­სე­ბი, დრო­უ­ლად გა­და­ი­ხა­დეთ გა­და­სა­ხა­დე­ბი. მე­ტად ენ­დეთ ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც თქვე­ნი ერ­თგუ­ლია, ნუ ეკინ­კლა­ვე­ბით წვრილ­მა­ნე­ბის გამო. და­ქორ­წი­ნე­ბულ­მა გა­ა­უმ­ჯო­ბე­სეთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მე­უღ­ლეს­თან, ოჯახ­თან. მე­გობ­რებ­სა და საქ­მი­ან პარ­ტი­ო­რებს კარ­გად და­აკ­ვირ­დით, მათი არა­წე­სი­ე­რე­ბის გამო, ზო­გი­ერ­თთან შე­იძ­ლე­ბა და­შო­რე­ბამ მო­გი­წი­ოთ. თუმ­ცა, თუ ხვდე­ბით, რომ გა­რე­მოც­ვა­ში ვინ­მეს­თან კონ­ტაქ­ტი არ გსი­ა­მოვ­ნებთ, მე­გობ­რე­ბად და­შორ­დით. ახა­ლი საქ­მი­ა­ნი და მე­გობ­რუ­ლი კავ­ში­რე­ბი უფრო პერ­სპექ­ტი­უ­ლი და სა­ი­მე­დო იქ­ნე­ბა. მეტი დრო და­უთ­მეთ სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბის მოგ­რო­ვე­ბას.

წარ­მა­ტე­ბუ­ლი წელი ელით ჟურ­ნა­ლის­ტებს, სა­რეკ­ლა­მო საქ­მი­ა­ნო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს, სა­მეც­ნი­ე­რო სფე­რო­ში მოღ­ვა­წე­ებ­სა და მწე­რალ-რე­დაქ­ტო­რებს. ზო­გი­ერ­თი უცხო­ურ ფირ­მებ­თამ და­ი­წყებს თა­ნამ­შრომ­ლო­ბას, გახ­შირ­დე­ბა საქ­მი­ა­ნი კონ­ტაქ­ტე­ბი სა­ზღვარ­გა­რეთ. მეტი წარ­მა­ტე­ბის მი­საღ­წე­ვად შე­ის­წავ­ლეთ (გა­იღ­რმა­ვეთ) უცხო ენა. წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ინ­ფორ­მა­ცებს შე­აგ­რო­ვებთ კი­დე­ვაც და გარ­შე­მო მყო­ფებ­საც გა­უ­ზი­ა­რებთ. წარ­მა­ტე­ბუ­ლი წელი გე­ლო­დე­ბათ ჟურ­ნა­ლის­ტი­კის, იუ­რისპრუ­დენ­ცი­ის, ლი­ტე­რა­ტუ­რის სფე­რო­ში მოღ­ვა­წე­ებს. ახალ მე­გობ­რებს გა­ი­ჩენთ, მაგ­რამ ნურც ძვე­ლებს და­ი­ვი­წყებთ. თუმ­ცა, ზო­გი­ერთს შე­იძ­ლე­ბა, ჩა­მო­შორ­დეთ კი­დეც. დაკ­ვირ­ვე­ბით შე­ად­გი­ნეთ სა­მოქ­მე­დო გეგ­მა. უმ­ნიშ­ვნე­ლოც კი.

  • 2021 წლის ზამ­თა­რი

ზო­გი­ერ­თი პრო­ექ­ტი შე­იძ­ლე­ბა "გა­გე­ყი­ნოთ", მაგ­რამ ნუ მო­დუნ­დე­ბით, მი­ხე­დეთ და­წყე­ბულ საქ­მე­ებს. გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეთ შე­მოქ­მე­დე­ბი­თი იდე­ე­ბი; ჰო­ბიმ შე­იძ­ლე­ბა, წარ­მა­ტე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, შე­მო­სა­ვა­ლიც კი მო­გი­ტა­ნოთ. ნუ გგო­ნი­ათ, რომ ყვე­ლა თქვენ წი­ნა­შე ვალ­დე­ბუ­ლია, არა, თა­ვად უნდა იყოთ სხვე­ბის დამ­ხმა­რე, მომ­ვლე­ლი. და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლე­ბის ცხოვ­რებ­ში სი­ახ­ლე­ე­ბი მო­ი­მა­ტებს, მე­ტად გა­მო­ავ­ლი­ნეთ იუ­მო­რი, იზ­რუ­ნეთ ოჯახ­ში კომ­ფორ­ტის შექ­მნა­ზე და, რაც მთა­ვა­რია, იყა­ვით გულ­წრფე­ლი საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან. მი­ი­ზი­დავთ სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მა­ი­ნებს, ერ­თგულ პარტნი­ო­რებს. ზო­გი­ერ­თებს პერ­სპექ­ტი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში შეს­თა­ვა­ზე­ბენ ჩარ­თვას. რაც შე­ე­ხე­ბა ჯან­მრთე­ლო­ბას, თუ ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი გა­გიმწვავ­დე­ბათ, ნუ გა­და­დებთ ვი­ზიტს ექიმ­თან. თე­ბერ­ვალ­ში მო­ე­რი­დეთ სპორ­ტის ექ­სტრე­მა­ლურ სა­ხე­ო­ბებს. ივარ­ჯი­შეთ და ეცა­დეთ, წო­ნა­ში არ მო­ი­მა­ტოთ.

  • 2021 წლის გა­ზა­ფხუ­ლი

თქვე­ნი საყ­ვა­რე­ლი წლის პე­რი­ო­დი იწყე­ბა. იყა­ვით მზად რო­მან­ტი­კუ­ლი შეხ­ვედ­რე­ბის­თვის, რო­მან­ტიზ­მის­თვის. და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლებს შო­რის გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბე­ბის გამო, კა­მა­თი მო­ი­მა­ტებს, მაგ­რამ გან­ქორ­წი­ნე­ბამ­დე საქ­მეს ნუ მი­იყ­ვანთ. კა­რი­ე­რა­ში შე­იძ­ლე­ბა ისევ გა­ნა­ახ­ლოთ თა­ნამ­შრომ­ლო­ბა ძველ პარტნი­ო­რებ­თან. ყუ­რა­დღე­ბა გმარ­თებთ დო­კუ­მენ­ტე­ბის გა­ფორ­მე­ბი­სას, ახ­ლობ­ლებ­თა­ნაც კი. ყუ­რა­დღე­ბა გმარ­თებთ, თუ სა­ო­ჯა­ხო ბიზ­ნესს მარ­თავთ, ფუ­ლის გა­და­რი­ცხვას­თან და­კავ­ში­რე­ბით და ალი­მენ­ტთან და­კავ­ში­რე­ბით. მო­ე­რი­დეთ ავან­ტი­უ­რას, სა­რის­კო ქმე­დე­ბებს. ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა კარ­გი გაქვთ, აკონ­ტრო­ლეთ იმუ­ნი­ტე­ტი. ებ­რძო­ლეთ მავ­ნე ჩვე­ვებს. გა­ი­უმ­ჯო­ბე­სეთ ძი­ლის რე­ჟი­მი. ჩა­ი­ტა­რეთ ვი­ტა­მი­ნე­ბი­სა და მიკ­რო­ე­ლე­მე­ნე­ტე­ბის კურ­სი.

  • 2021 წლის ზა­ფხუ­ლი

დი­ლა­ო­ბით ვარ­ჯი­ში, სრულ­ყო­ფი­ლი დას­ვე­ნე­ბა და სწო­რად კვე­ბა და­გეხ­მა­რე­ბათ აღიდ­გი­ნოთ ენერ­გია. თუ მოგ­ზა­უ­რო­ბას აპი­რებთ, თბი­ლი და რბი­ლი კლი­მა­ტის ქვეყ­ნე­ბი შე­არ­ჩი­ეთ. მო­ე­რი­დეთ ხმა­ურ­სა და ხალ­ხის მა­სებს. ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად მშვი­დად უნდა იყოთ და არ აჰ­ყვეთ ემო­ცი­ებს. უქ­მე­ე­ბი ხში­რად გა­ა­ტა­რეთ ქა­ლაქ­გა­რეთ, წყალ­თან კონ­ტაქ­ტი კარ­გია. ზო­გი­ერ­თი შე­იძ­ლე­ბა წვე­უ­ლე­ბე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბით ან წაყ­ვა­ნით და­ინ­ტე­რეს­დეს. მო­ე­რი­დეთ უხე­შო­ბას, დიპ­ლო­მა­ტი­უ­რად გა­მოთ­ქვით თქვე­ნი მო­საზ­რე­ბე­ბი. პარტნი­ო­რე­ბი­დან აირ­ჩი­ეთ ისი­ნი, ვის­თან ერ­თა­დაც გან­ვი­თარ­დე­ბით, იბ­რძო­ლეთ სა­ერ­თო მიზ­ნის­თვის. ნუ და­ი­ვი­წყებთ კო­ლე­გე­ბი­სა და პარტნი­ო­რე­ბის დახ­მა­რე­ბას. თუ და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი ხართ, მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის და­კა­ვე­ბის შან­სი გა­მო­გიჩ­ნდე­ბათ. ცურ­ვა, მზე, ჯან­სა­ღი საკ­ვე­ბი და ზო­მი­ე­რი ვარ­ჯი­ში სა­უ­კე­თე­სო სა­შა­უ­ლე­ბე­ბია იმუ­ნი­ტე­ტის გა­საძ­ლი­ე­რებ­ლად.

  • 2021 წლის შე­მოდ­გო­მა

თუ მარ­ტო­ხე­ლა ხართ, ყუ­რა­დღე­ბით იყა­ვით, თქვე­ნი მო­მა­ვა­ლი მე­წყვი­ლე შე­იძ­ლე­ბა თქვენ გვერ­დი­თაა. მო­უ­ლოდ­ნე­ლი შეხ­ვედ­რა სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნელ ად­გი­ლას გე­ლით. ერთი ნახ­ვით სიყ­ვა­რუ­ლი შე­იძ­ლე­ბა გუ­წრფელ და ღრმა გრძნო­ბა­ში გა­და­ი­ზარ­დოს. შე­მოდ­გო­მა სა­უ­კე­თე­სო პე­რი­ო­დია გრძნო­ბე­ბის გა­მო­სა­ხა­ტა­ვად, რო­მან­ტი­კუ­ლი შეხ­ვედ­რე­ბის მო­სა­წყო­ბად. შეყ­ვა­რე­ბუ­ლებ­მა შე­იძ­ლე­ბა და­ქორ­წი­ნე­ბა გა­და­წყვი­ტონ. აი, და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლე­ბი კი მო­ე­რი­დეთ ფლირტსა და რო­მანს, მე­უღ­ლე ღა­ლატს არ გა­პა­ტი­ებთ და უსი­ა­მოვ­ნე­ბე­ბი მო­ი­მა­ტებს, შე­იძ­ლე­ბა და­შორ­დეთ კი­დეც ერ­თმა­ნეთს. სექ­ტემ­ბერ­ში გა­ა­უმ­ჯო­ბე­სეთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა კო­ლე­გებ­თან. გა­მო­ნა­ხეთ სა­ერ­თო ენა საქ­მი­ან პარტნი­ო­რებ­თან. გახ­შირ­დე­ბა მივ­ლი­ნე­ბა. ნო­ემ­ბერ­ში ნუ იკა­მა­თებთ საქ­მი­ან პარტნი­ო­რებ­თან. თუ რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი არ იქ­ნე­ბით, მა­ტე­რი­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბი შე­გახ­სე­ნებთ თავს. თუ სპორ­ტსმე­ნი ხართ, და­ი­ზღვი­ეთ თავი ტრავ­მე­ბი­სა და მყე­სე­ბის და­ზი­ა­ნე­ბის­გან. იყა­ვით პო­ზი­ტი­ურ გან­წყო­ბა­ზე.

  • 2021 წლის შვე­ბუ­ლე­ბა

შვე­ბუ­ლე­ბა აი­ღეთ გა­ზა­ფხუ­ლის ბო­ლოს ან შუა ზა­ფხულ­ში. აღიდ­გი­ნეთ ძა­ლე­ბი, გა­მო­ი­ძი­ნეთ. და­ეს­წა­რით ექ­სკურ­სი­ებს, გა­ერ­თეთ და ნურც აქ­ტი­უ­რი სპორ­ტის სა­ხე­ო­ბებს მო­აკ­ლდე­ბით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ცვლილებების წინაშე დადგა აშშ-ი და რა გამოხმაურება მოჰყვა დონალდ ტრამპის ინაუგურაციას
ავტორი:

2021 წლის სრული ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი მშვილდოსნებისთვის

2021 წლის სრული ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი მშვილდოსნებისთვის

ხარის წელი წარმატებასა და პოზიტიურ განწყობას გპირდებათ. საზღვრების გაფართოების, განვითარების შესაძლებლობა მოგეცემათ. გაიჩენთ გავლენიან ნაცნობებს. ვინც საკუთარ თავში დარმუნებული იქნება და გაბედულად იმოქმედებს, წარმატებას აუცილებლად მიაღწევს. გადახედეთ 2020 წელს, გაანალიზეთ წარსული შეცდომები; გამოიტანეთ სწორი დასკვნები. არ გირჩევთ გვერდზე დგომას, მოვლენებში აქტიურად უნდა ჩაერთოთ.

გაფრთხილდით, როცა ფულის დაბანდებას გადაწყვეტთ, არ დაკარგოთ მსხვილი თანხა. მოგზაურობისა და მივლინების დროს ყველაფერი გულდასმით გადაამოწმეთ. ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას საქმიან პარტნიორებთან. 2020 წლის ბოლოს თქვენი მმართველი პლანეტა იუპიტერი მერწყულში გადავიდა, რაც მოგიტანთ ახალ გასართობს, ახალ მეგობრებს, პოზიტიურ აქტიურობას, მხიარულ თავგადასავლებს. თუმცა, ნუ გგონიათ, რომ ცხოვრება მხოლოდ დაუსრულებელი დღესასწაულია, შრომაც ბევრი მოგიწევთ. სამსახურში შანსი მოგეცემათ, განახორციელოთ ახალი პროექტები. ნუ ეცდებით, სხვაგან დიდხანს ყოფნას, შინ, მშობლიურ კედლებში თავს გაცილებით უკეთესად იგრძნობთ.

პირადი ცხოვრება უღრუბლო გვაქთ, ყველა პირობა, რომ ბედნიერი და მყარი კავშირი შექმნათ. სხვათა შორის, ზოგიერთი წარსულის შეცდომა წელს გექნებათ გამოსასწორებელი. ეცადეთ, სულიერი კომფორტი შეინარჩუნოთ მაშინაც კი, თუ ურთიერთობაში სიცივე შემოიპარება, მაგრამ იგივე შეცდომები აღარ გაიმეოროთ. დაქორწინებულებმა რომანტიკითა და სიუპრიზებით გაიხალისეთ პირადი ცხოვრება. ხშირად გაანებივრეთ ოჯახის წევრები საჩუქრებით, იზრუნეთ ბინის კეთილწყობაზე. ნუ გექნებათ იმის ილუზია, რომ ბევრ ფულს გამოიმუშავებთ, საკმარისად გექნებათ, მაგრამ მუდმივად ფუფუნებას ვერ შეძლებთ. უმჯობესია, მოთხოვნები შეამციროთ და ეკონომია გასწიოთ. ბიზნესმენებმა ფული დიდი სიფრთხილით დააბანდეთ. ზაფხულში აუცილებლად დაისვენეთ.

  • მამაკაცებისთვის

ძირფესვიანად უნდა შეცვლოთ შეხედულება პირად ცხოვრებაზე. ან დაუსრულებლად გააბით რომანები, ან სერიოზულ ურთიერთობაზე უნდა იყოთ ორიენტირებული. ზოგი კი დაოჯახებასა და შვილების გაჩენას გადაწყვეტს. გაფრთხილდით, ზედმეტმა ვნებიანობამ უსიამოვნება არ მოგიტანოთ. ქალები აფასებენ გულუხვ პარტნიორებს. ამისთვის კი კარიერულ წინსვლასა და მატერიალურ კეთილდღეობაზე უნდა იყოთ ორიენტირებული. შეყვარებულთან ერთად იმოგზაურეთ. ერთისთვის იყავით გულხუვი და საინტერესო. გამართლების იმედი ნუ გექნებათ, უნდა იმუშაოთ და იშრომოთ. სიახლეები, გამოცდილებისა და ცოდნის მიღება გელოდებათ. ცოტა თუ მოკრძალებული იქნებით, კარგია. ყველაფერი სწრაფად და პროფესიონალურად უნდა შეასრულოთ.

  • ქალებისთვის

მამაკაცების ყურადღება არასდროს გაკლიათ. მაგრამ 2020 წელს ამბიციები და ემოციები უნდა შეამციროთ. მეტად იყავით ორიენტირებული რეალურ, სერიოზულ ურთიერთობაზე. წარსული გამოცდილება დაგეხმარებათ, აღარ გაიმეოროთ ძველი შეცდომები. თეთრი ხარის წელი მოგიწოდებთ, რომ შინაგანად მშვიდი იყოთ. დაკვირვებულად გადადგათ თითოეული ნაბიჯი და არ გადაემტეროთ არავის. იყავით მოკრძალებული საკუთარ სურვილებში. იყავით მომართული კარიერულ წინსვლასა და მატერიალური დოვლათის დაგროვებაზე. მეგობრებთან და კოლეგებთან ხშირად გამოგადგებათ კომპრომისი. დაოჯახებულებმა შვებულების გეგმა ისე შეადგინეთ, ნათესავებთან უსიამოვნება რომ არ შეგემთხვეთ. მარტოხელებს გაქვთ შანსი, საიმედო და მოსიყვარულე ადამიანთან გააბათ რომანი.

  • 2021 წლის მნიშვნელოვანი ასპექტები

სამსახურის საქმეების გამო ხშირად ვერ შეხვდებით მეგობრებს, ოჯახშიც შეიძლება ცოტა დრო გაატაროთ, მაგრამ ეცადეთ, მათთვის გამოყოთ ერთი დღე მაინც. გააქტიურდებიან კონკურენტები და მათთან საბრძოლველად მზად უნდა იყოთ. ეცადეთ, არ დაარღვიოთ წესები, დროულად გადაიხადეთ გადასახადები. მეტად ენდეთ ადამიანს, რომელიც თქვენი ერთგულია, ნუ ეკინკლავებით წვრილმანების გამო. დაქორწინებულმა გააუმჯობესეთ დამოკიდებულება მეუღლესთან, ოჯახთან. მეგობრებსა და საქმიან პარტიორებს კარგად დააკვირდით, მათი არაწესიერების გამო, ზოგიერთთან შეიძლება დაშორებამ მოგიწიოთ. თუმცა, თუ ხვდებით, რომ გარემოცვაში ვინმესთან კონტაქტი არ გსიამოვნებთ, მეგობრებად დაშორდით. ახალი საქმიანი და მეგობრული კავშირები უფრო პერსპექტიული და საიმედო იქნება. მეტი დრო დაუთმეთ საჭირო ინფორმაციების მოგროვებას.

წარმატებული წელი ელით ჟურნალისტებს, სარეკლამო საქმიანობის წარმომადგენლებს, სამეცნიერო სფეროში მოღვაწეებსა და მწერალ-რედაქტორებს. ზოგიერთი უცხოურ ფირმებთამ დაიწყებს თანამშრომლობას, გახშირდება საქმიანი კონტაქტები საზღვარგარეთ. მეტი წარმატების მისაღწევად შეისწავლეთ (გაიღრმავეთ) უცხო ენა. წლის განმავლობაში ინფორმაცებს შეაგროვებთ კიდევაც და გარშემო მყოფებსაც გაუზიარებთ. წარმატებული წელი გელოდებათ ჟურნალისტიკის, იურისპრუდენციის, ლიტერატურის სფეროში მოღვაწეებს. ახალ მეგობრებს გაიჩენთ, მაგრამ ნურც ძველებს დაივიწყებთ. თუმცა, ზოგიერთს შეიძლება, ჩამოშორდეთ კიდეც. დაკვირვებით შეადგინეთ სამოქმედო გეგმა. უმნიშვნელოც კი.

  • 2021 წლის ზამთარი

ზოგიერთი პროექტი შეიძლება "გაგეყინოთ", მაგრამ ნუ მოდუნდებით, მიხედეთ დაწყებულ საქმეებს. განახორციელეთ შემოქმედებითი იდეები; ჰობიმ შეიძლება, წარმატების პარალელურად, შემოსავალიც კი მოგიტანოთ. ნუ გგონიათ, რომ ყველა თქვენ წინაშე ვალდებულია, არა, თავად უნდა იყოთ სხვების დამხმარე, მომვლელი. დაქორწინებულების ცხოვრებში სიახლეები მოიმატებს, მეტად გამოავლინეთ იუმორი, იზრუნეთ ოჯახში კომფორტის შექმნაზე და, რაც მთავარია, იყავით გულწრფელი საყვარელ ადამიანთან. მიიზიდავთ საინტერესო ადამაინებს, ერთგულ პარტნიორებს. ზოგიერთებს პერსპექტიულ საქმიანობაში შესთავაზებენ ჩართვას. რაც შეეხება ჯანმრთელობას, თუ ქრონიკული დაავადებები გაგიმწვავდებათ, ნუ გადადებთ ვიზიტს ექიმთან. თებერვალში მოერიდეთ სპორტის ექსტრემალურ სახეობებს. ივარჯიშეთ და ეცადეთ, წონაში არ მოიმატოთ.

  • 2021 წლის გაზაფხული

თქვენი საყვარელი წლის პერიოდი იწყება. იყავით მზად რომანტიკული შეხვედრებისთვის, რომანტიზმისთვის. დაქორწინებულებს შორის განსხვავებული მოსაზრებების გამო, კამათი მოიმატებს, მაგრამ განქორწინებამდე საქმეს ნუ მიიყვანთ. კარიერაში შეიძლება ისევ განაახლოთ თანამშრომლობა ძველ პარტნიორებთან. ყურადღება გმართებთ დოკუმენტების გაფორმებისას, ახლობლებთანაც კი. ყურადღება გმართებთ, თუ საოჯახო ბიზნესს მართავთ, ფულის გადარიცხვასთან დაკავშირებით და ალიმენტთან დაკავშირებით. მოერიდეთ ავანტიურას, სარისკო ქმედებებს. ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგი გაქვთ, აკონტროლეთ იმუნიტეტი. ებრძოლეთ მავნე ჩვევებს. გაიუმჯობესეთ ძილის რეჟიმი. ჩაიტარეთ ვიტამინებისა და მიკროელემენეტების კურსი.

  • 2021 წლის ზაფხული

დილაობით ვარჯიში, სრულყოფილი დასვენება და სწორად კვება დაგეხმარებათ აღიდგინოთ ენერგია. თუ მოგზაურობას აპირებთ, თბილი და რბილი კლიმატის ქვეყნები შეარჩიეთ. მოერიდეთ ხმაურსა და ხალხის მასებს. ფსიქოლოგიურად მშვიდად უნდა იყოთ და არ აჰყვეთ ემოციებს. უქმეები ხშირად გაატარეთ ქალაქგარეთ, წყალთან კონტაქტი კარგია. ზოგიერთი შეიძლება წვეულებების ორგანიზებით ან წაყვანით დაინტერესდეს. მოერიდეთ უხეშობას, დიპლომატიურად გამოთქვით თქვენი მოსაზრებები. პარტნიორებიდან აირჩიეთ ისინი, ვისთან ერთადაც განვითარდებით, იბრძოლეთ საერთო მიზნისთვის. ნუ დაივიწყებთ კოლეგებისა და პარტნიორების დახმარებას. თუ დაქირავებული თანამშრომელი ხართ, მაღალი თანამდებობის დაკავების შანსი გამოგიჩნდებათ. ცურვა, მზე, ჯანსაღი საკვები და ზომიერი ვარჯიში საუკეთესო საშაულებებია იმუნიტეტის გასაძლიერებლად.

  • 2021 წლის შემოდგომა

თუ მარტოხელა ხართ, ყურადღებით იყავით, თქვენი მომავალი მეწყვილე შეიძლება თქვენ გვერდითაა. მოულოდნელი შეხვედრა სრულიად მოულოდნელ ადგილას გელით. ერთი ნახვით სიყვარული შეიძლება გუწრფელ და ღრმა გრძნობაში გადაიზარდოს. შემოდგომა საუკეთესო პერიოდია გრძნობების გამოსახატავად, რომანტიკული შეხვედრების მოსაწყობად. შეყვარებულებმა შეიძლება დაქორწინება გადაწყვიტონ. აი, დაქორწინებულები კი მოერიდეთ ფლირტსა და რომანს, მეუღლე ღალატს არ გაპატიებთ და უსიამოვნებები მოიმატებს, შეიძლება დაშორდეთ კიდეც ერთმანეთს. სექტემბერში გააუმჯობესეთ დამოკიდებულება კოლეგებთან. გამონახეთ საერთო ენა საქმიან პარტნიორებთან. გახშირდება მივლინება. ნოემბერში ნუ იკამათებთ საქმიან პარტნიორებთან. თუ რაციონალური არ იქნებით, მატერიალური პრობლემები შეგახსენებთ თავს. თუ სპორტსმენი ხართ, დაიზღვიეთ თავი ტრავმებისა და მყესების დაზიანებისგან. იყავით პოზიტიურ განწყობაზე.

  • 2021 წლის შვებულება

შვებულება აიღეთ გაზაფხულის ბოლოს ან შუა ზაფხულში. აღიდგინეთ ძალები, გამოიძინეთ. დაესწარით ექსკურსიებს, გაერთეთ და ნურც აქტიური სპორტის სახეობებს მოაკლდებით.

2021 წლის სრული ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი თევზებისთვის

2021 წლის სრული ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი თხის რქებისთვის

როგორი იქნება ახალი წლის პირველი თვე ტყუპისთვის - იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი