Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მარკო რუბიო უკვე აშშ-ის სახელმწიფო მდივანია - ამ თანამდებობაზე მისი პირველი განცხადება რუსეთ-უკრაინის ომზე: "აგრესორი რუსეთია, მაგრამ..."
მარკო რუბიო უკვე აშშ-ის სახელმწიფო მდივანია - ამ თანამდებობაზე მისი პირველი განცხადება რუსეთ-უკრაინის ომზე: "აგრესორი რუსეთია, მაგრამ..."

აშშ-ის სე­ნატ­მა მარ­კო რუ­ბიო სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და­ამ­ტკი­ცა. სე­ნა­ტო­რებ­მა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ერ­თხმად, 99 ხმით არ­ცერ­თის წი­ნა­აღ­მდეგ მი­ი­ღეს.

რუ­ბი­ომ სე­ნა­ტის სხდო­მის და­ტო­ვე­ბის შემ­დეგ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, რომ ეს მის­თვის დიდი პა­ტი­ვია. ის დო­ნალდ ტრამ­პის კა­ბი­ნე­ტის პირ­ვე­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რია, რო­მე­ლიც თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ოფი­ცი­ა­ლუ­რად დამ­ტკიც­და.

მან ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე პირ­ვე­ლი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გან­ცხა­დე­ბა რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომზე გა­ა­კე­თა.

ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ახა­ლი სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვა­ნი მი­იჩ­ნევს, რომ უკ­რა­ი­ნა­ში ომის და­სას­რუ­ლებ­ლად ორი­ვე მხა­რემ რა­ღაც უნდა დათ­მოს.

მარ­კო რუ­ბი­ოს არ უთ­ქვამს, კონ­კრე­ტუ­ლად რა უნდა დათ­მოს, მა­გა­ლი­თად, უკ­რა­ი­ნამ.

ტე­ლე­კომ­პა­ნია CNN-ს მოჰ­ყავს ახა­ლი სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის სი­ტყვე­ბი, რომ ომის დას­რუ­ლე­ბის კონ­კრე­ტულ დროს ვერ და­ა­სა­ხე­ლებს, თუმ­ცა, როცა ორ მხა­რეს შო­რის, რომ­ლე­ბიც თა­ვის მაქ­სი­მა­ლურ მიზ­ნებს ვერ აღ­წე­ვენ, კონ­ფლიქ­ტის შე­წყვე­ტა­ზეა სა­უ­ბა­რი, თი­თო­ე­ულ მხა­რეს მო­უ­წევს რა­ღა­ცა­ზე უა­რის თქმა.

"გვინ­და, რომ ომი დას­რულ­დეს. ეს ნა­თე­ლია. პრე­ზი­დენ­ტმა ისა­უბ­რა, რომ სურს იყოს პრე­ზი­დენ­ტი, რო­მე­ლიც მშვი­დო­ბას ხელს შე­უ­წყობს და კონ­ფლიქ­ტებს და­ას­რუ­ლებს. ეს, ასე­ვე, რთუ­ლი იქ­ნე­ბა. რთუ­ლი სა­კი­თხე­ბია. ვა­დე­ბის დად­გე­ნა არ შე­მიძ­ლია, მაგ­რამ ვი­ტყო­დი, რომ რო­დე­საც ორ მხა­რეს შო­რის კონ­ფლიქტს ას­რუ­ლებ, რო­მელ­თა­გან თა­ვი­ანთ მაქ­სი­მა­ლურ მიზ­ნებს ვერ­ცერ­თი ვერ აღ­წევს, მა­შინ რა­ღა­ცის დათ­მო­ბა ორი­ვე მხა­რეს მო­უ­წევს“, - გა­ნა­ცხა­და მარ­კო რუ­ბი­ომ.

მისი თქმით, უკ­რა­ი­ნა­ში ცე­ცხლის შე­წყვე­ტა აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტის, დო­ნალდ ტრამ­პის პრი­ო­რი­ტე­ტი იქ­ნე­ბა.

"ამ კონ­ფლიქ­ტში აგ­რე­სო­რი რუ­სე­თია, მაგ­რამ ეს ომი უნდა დას­რულ­დეს. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ეს სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის სირ­თუ­ლეს წარ­მო­ად­გენს“, - აღ­ნიშ­ნა აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვან­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, დო­ნალდ ტრამპმა, რომ­ლის ინა­უ­გუ­რა­ცია 20 იან­ვარს გა­ი­მარ­თა, ბოლო ხანს არა­ერ­თხელ გა­ნა­ცხა­და, რომ მალე აპი­რებს შეხ­ვედ­რას რუ­სე­თის პრე­ზი­დენტ ვლა­დი­მირ პუ­ტინ­თან.

ტრამპს მიზ­ნად გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი აქვს მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის გზით უკ­რა­ი­ნა­ში ომის რაც შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად დას­რუ­ლე­ბა.

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება
ავტორი:

მარკო რუბიო უკვე აშშ-ის სახელმწიფო მდივანია - ამ თანამდებობაზე მისი პირველი განცხადება რუსეთ-უკრაინის ომზე: "აგრესორი რუსეთია, მაგრამ..."

მარკო რუბიო უკვე აშშ-ის სახელმწიფო მდივანია - ამ თანამდებობაზე მისი პირველი განცხადება რუსეთ-უკრაინის ომზე: "აგრესორი რუსეთია, მაგრამ..."

აშშ-ის სენატმა მარკო რუბიო სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე დაამტკიცა. სენატორებმა გადაწყვეტილება ერთხმად, 99 ხმით არცერთის წინააღმდეგ მიიღეს.

რუბიომ სენატის სხდომის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ეს მისთვის დიდი პატივია. ის დონალდ ტრამპის კაბინეტის პირველი თანამდებობის პირია, რომელიც თანამდებობაზე ოფიციალურად დამტკიცდა.

მან ამ თანამდებობაზე პირველი მნიშვნელოვანი განცხადება რუსეთ-უკრაინის ომზე გააკეთა.

ამერიკის შეერთებული შტატების ახალი სახელმწიფო მდივანი მიიჩნევს, რომ უკრაინაში ომის დასასრულებლად ორივე მხარემ რაღაც უნდა დათმოს.

მარკო რუბიოს არ უთქვამს, კონკრეტულად რა უნდა დათმოს, მაგალითად, უკრაინამ.

ტელეკომპანია CNN-ს მოჰყავს ახალი სახელმწიფო მდივნის სიტყვები, რომ ომის დასრულების კონკრეტულ დროს ვერ დაასახელებს, თუმცა, როცა ორ მხარეს შორის, რომლებიც თავის მაქსიმალურ მიზნებს ვერ აღწევენ, კონფლიქტის შეწყვეტაზეა საუბარი, თითოეულ მხარეს მოუწევს რაღაცაზე უარის თქმა.

"გვინდა, რომ ომი დასრულდეს. ეს ნათელია. პრეზიდენტმა ისაუბრა, რომ სურს იყოს პრეზიდენტი, რომელიც მშვიდობას ხელს შეუწყობს და კონფლიქტებს დაასრულებს. ეს, ასევე, რთული იქნება. რთული საკითხებია. ვადების დადგენა არ შემიძლია, მაგრამ ვიტყოდი, რომ როდესაც ორ მხარეს შორის კონფლიქტს ასრულებ, რომელთაგან თავიანთ მაქსიმალურ მიზნებს ვერცერთი ვერ აღწევს, მაშინ რაღაცის დათმობა ორივე მხარეს მოუწევს“, - განაცხადა მარკო რუბიომ.

მისი თქმით, უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პრიორიტეტი იქნება.

"ამ კონფლიქტში აგრესორი რუსეთია, მაგრამ ეს ომი უნდა დასრულდეს. საბოლოო ჯამში, ეს საგარეო პოლიტიკის სირთულეს წარმოადგენს“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

შეგახსენებთ, დონალდ ტრამპმა, რომლის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართა, ბოლო ხანს არაერთხელ განაცხადა, რომ მალე აპირებს შეხვედრას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან.

ტრამპს მიზნად გამოცხადებული აქვს მოლაპარაკებების გზით უკრაინაში ომის რაც შეიძლება სწრაფად დასრულება.

იხილეთ ასევე: