კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

17

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 11:30-ზე საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
კონფლიქტები
სპორტი
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას მოგვიტანს მზის დაბნელება ვერძში და ვისზე იმოქმედებს ყველაზე მეტად
რას მოგვიტანს მზის დაბნელება ვერძში და ვისზე იმოქმედებს ყველაზე მეტად

20 აპ­რილს, 8:12-ზე წლის პირ­ვე­ლი მზის დაბ­ნე­ლე­ბა გვე­ლო­დე­ბა ვერ­ძის ზო­დი­ა­ქო­ში, 30-ე გრა­დუს­ზე. ეს პირ­ვე­ლი დაბ­ნე­ლე­ბაა ვერ­ძი-სას­წო­რის ღერძზე. ამ დღეს იხ­სნე­ბა დაბ­ნე­ლე­ბე­ბის დე­რე­ფა­ნი, რო­მე­ლიც 5 მა­ისს, სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა­ზე და­ი­ხუ­რე­ბა მთვა­რის დაბ­ნე­ლე­ბით კუ­რო­ში. მზის დაბ­ნე­ლე­ბა ყო­ველ­თვის ახალმთვა­რე­ო­ბა­ზე ხდე­ბა და ცხოვ­რე­ბის ახ­ლი­დან და­წყე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას გვაძ­ლევს.

21 აპ­რილს კი მერ­კუ­რი - გო­ნე­ბი­სა და კო­მუ­ნი­კა­ცი­ის მმარ­თვე­ლი პლა­ნე­ტა გა­და­დის რეტ­როგ­რა­დულ სვლა­ში 15 მა­ი­სამ­დე. ზო­გა­დად, 20 მა­ი­სამ­დე ეცა­დეთ არ და­ი­წყოთ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი საქ­მე­ე­ბი, არ გირ­ჩევთ ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი ნივ­თე­ბის შე­ძე­ნას და გეგ­მი­უ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბის გა­კე­თე­ბას, ქორ­წი­ნე­ბას, ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბის გა­ფორ­მე­ბას. ეცა­დეთ, აკონ­ტრო­ლოთ ემო­ცი­ე­ბი, და­ას­რუ­ლოთ და­წყე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბი. გა­და­ა­კე­თოთ ნივ­თე­ბი. დაბ­ნე­ლე­ბე­ბის პე­რი­ოდ­ში იყა­ვით ფრთხი­ლად, რომ არ გა­ი­ფუ­ჭოთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გარ­შე­მო მყო­ფებ­თან, რად­გან ურ­თი­ერ­თო­ბის აღ­დგე­ნა ძა­ლი­ან გა­გი­ჭირ­დე­ბათ. ამას­თან, სა­სურ­ვე­ლია, თუ უკე­თე­სი დრო­ის­თვის გა­და­დებთ სა­ბუ­თე­ბის გა­ფორ­მე­ბას, მოგ­ზა­უ­რო­ბას შორ მან­ძილ­ზე (გან­სა­კუთ­რე­ბით არ გირ­ჩევთ მგზავ­რო­ბას 20 აპ­რილს და 5 მა­ისს). მაგ­რამ თუ მგზავ­რო­ბის გა­და­დე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია, იყა­ვით მაქ­სი­მა­ლუ­რად დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი, რათა არა­ფე­რი გა­მოგრჩეთ, დაგ­რჩეთ ან და­კარ­გოთ. ჩა­მო­წე­რეთ ახა­ლი მიზ­ნე­ბი, გეგ­მე­ბი, საქ­მე­ე­ბის იდე­ე­ბი, რომ­ლებ­საც სა­უ­კე­თე­სო დროს - 21 მა­ი­სი­დან 18 ივ­ლი­სის ჩათ­ვლით გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებთ.

მზის დაბ­ნე­ლე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე დღე და­აკ­ვირ­დით მოვ­ლე­ნებს. რა მოხ­დე­ბა თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში, ვინ გა­მოჩ­ნდე­ბა ყვე­ლა­ფერს აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ ჯან­მრთე­ლო­ბას, აკონ­ტრო­ლეთ წნე­ვა. შე­იძ­ლე­ბა გქონ­დეთ თა­ვის ტკი­ვი­ლი. მო­სა­ლოდ­ნე­ლია გან­წყო­ბის მკვეთ­რი ცვლი­ლე­ბა. ეცა­დეთ, არ გა­და­ღა­ლოთ თვა­ლე­ბი, ნაკ­ლე­ბი დრო გა­ა­ტა­რეთ უჰა­ე­რო შე­ნო­ბა­ში. არ გა­დატ­ვირ­თოთ კუჭი, მო­ე­რი­დეთ ალ­კოჰო­ლი­სა და სხვა მათ­რო­ბე­ლა სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბას. მზის დაბ­ნე­ლე­ბა­ზე იყა­ვით პო­ზი­ტი­ურ გან­წყო­ბა­ზე, და­ი­ცა­ვით ზო­მი­ე­რე­ბა კვე­ბა­ში.

20 აპ­რილს, მზე და მთვა­რე ერთ ნი­შან­ში - ვერ­ძში არი­ან. მზის დაბ­ნე­ლე­ბი­დან ერთი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩა­მო­წე­რეთ სა­მო­მავ­ლო მიზ­ნე­ბი და საქ­მე­ე­ბი, შე­ად­გი­ნეთ სა­მოქ­მე­დო გეგ­მა. ამ­ჯე­რად 6 თვე­ზე ან ერთ წელ­ზე გათ­ვლი­ლი. მზის დაბ­ნე­ლე­ბას ყვე­ლას ცხოვ­რე­ბა­ში მო­აქვს ცვლი­ლე­ბე­ბი, სა­სი­ა­მოვ­ნო სი­ახ­ლე­ე­ბი. გა­ნახ­ლე­ბე­ბი მოხ­დე­ბა ცხოვ­რე­ბის სხვა­დას­ხვა სფე­რო­ში. ვერ­ძში­ვეა დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბის პლა­ნე­ტა იუ­პი­ტე­რი, რო­მე­ლიც სა­სი­კე­თო ცვლი­ლე­ბებს გვპირ­დე­ბა, მაგ­რამ გახ­სოვ­დეთ, რომ სა­კუ­თა­რი თა­ვის სა­კე­თილ­დღე­ოდ სხვე­ბის გა­წირ­ვა არ გე­პა­ტი­ე­ბათ. თუმ­ცა, ამას­თან გვაქვს და­ძა­ბუ­ლი ას­პექ­ტე­ბიც და ამი­ტომ, უნდა ვი­ყოთ დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლე­ბი, გა­აზ­რე­ბუ­ლე­ბი, და­ფიქ­რე­ბუ­ლე­ბი, სა­ნამ მნიშ­ვნე­ლო­ვან ნა­ბიჯს გა­დავ­დგამთ. ეს მზის დაბ­ნე­ლე­ბა იქო­ნი­ებს გავ­ლე­ნას ხელ­მძღვა­ნელ, გავ­ლე­ნი­ან პი­რებ­ზე. ცვლი­ლე­ბე­ბი გვე­ლო­დე­ბა პო­ლი­ტი­კურ, ფი­ნან­სურ და ეკო­ნო­მი­კურ სფე­რო­ებ­ში. შე­იძ­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლი იქ­ნას ახა­ლი კა­ნო­ნე­ბი, შე­იც­ვა­ლოს წე­სე­ბი. დაბ­ნე­ლე­ბე­ბის დღე­ებ­ში და დე­რე­ფან­შიც გა­მო­რი­ცხუ­ლი არაა ამინ­დში მკვეთ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი, ეკო­კა­ტაკ­ლიზ­მე­ბი.

ვის­ზე იმოქ­მე­დებს მზის დაბ­ნე­ლე­ბა და ახალმთვა­რე­ო­ბა ყვე­ლა­ზე მე­ტად: პირ­ველ რიგ­ში მათ­ზე, ვინც და­ბა­დე­ბის დღეს აღ­ნიშ­ნავს 17-22 აპ­რი­ლის შუ­ა­ლედ­ში. სამ­ყა­რო გიგ­ზავ­ნით ყვე­ლა სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ გა­ი­უმ­ჯო­ბე­სოთ ცხოვ­რე­ბის სხვა­დას­ხვა სფე­რო. 20-25 ოქ­ტომ­ბრის შუ­ა­ლედ­ში და­ბა­დე­ბუ­ლებ­მა მი­აქ­ცი­ეთ ყუ­რა­დღე­ბა მი­ნიშ­ნე­ბებს, დე­ტა­ლებს. მი­ი­ღებთ სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცი­ას. თუ და­ბა­დე­ბის დღეს აღ­ნიშ­ნავთ 20-25 ივ­ლი­სის ან 17-22 იან­ვრის შუ­ა­ლედ­ში სა­ინ­ტე­რე­სო და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნე­ბი გე­ლო­დე­ბათ. იყა­ვით მო­მარ­თუ­ლი პო­ზი­ტივ­ზე, სი­კე­თის კე­თე­ბა­ზე. 18-23 ივ­ნი­სის, 20-25 აგ­ვის­ტოს, 19-23 დე­კემ­ბრი­სა და 16-20 თე­ბერ­ვლის შუ­ა­ლედ­ში და­ბა­დე­ბუ­ლებს მზის დაბ­ნე­ლე­ბი­დან მომ­დევ­ნო 6 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­სი­კე­თო ცვლი­ლე­ბე­ბი და მოვ­ლე­ნე­ბი გე­ლო­დე­ბათ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა
ავტორი:

რას მოგვიტანს მზის დაბნელება ვერძში და ვისზე იმოქმედებს ყველაზე მეტად

რას მოგვიტანს მზის დაბნელება ვერძში და ვისზე იმოქმედებს ყველაზე მეტად

20 აპრილს, 8:12-ზე წლის პირველი მზის დაბნელება გველოდება ვერძის ზოდიაქოში, 30-ე გრადუსზე. ეს პირველი დაბნელებაა ვერძი-სასწორის ღერძზე. ამ დღეს იხსნება დაბნელებების დერეფანი, რომელიც 5 მაისს, სავსემთვარეობაზე დაიხურება მთვარის დაბნელებით კუროში. მზის დაბნელება ყოველთვის ახალმთვარეობაზე ხდება და ცხოვრების ახლიდან დაწყების შესაძლებლობას გვაძლევს.

21 აპრილს კი მერკური - გონებისა და კომუნიკაციის მმართველი პლანეტა გადადის რეტროგრადულ სვლაში 15 მაისამდე. ზოგადად, 20 მაისამდე ეცადეთ არ დაიწყოთ მნიშვნელოვანი საქმეები, არ გირჩევთ ძვირად ღირებული ნივთების შეძენას და გეგმიური ოპერაციების გაკეთებას, ქორწინებას, ხელშეკრულებების გაფორმებას. ეცადეთ, აკონტროლოთ ემოციები, დაასრულოთ დაწყებული საქმეები. გადააკეთოთ ნივთები. დაბნელებების პერიოდში იყავით ფრთხილად, რომ არ გაიფუჭოთ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან, რადგან ურთიერთობის აღდგენა ძალიან გაგიჭირდებათ. ამასთან, სასურველია, თუ უკეთესი დროისთვის გადადებთ საბუთების გაფორმებას, მოგზაურობას შორ მანძილზე (განსაკუთრებით არ გირჩევთ მგზავრობას 20 აპრილს და 5 მაისს). მაგრამ თუ მგზავრობის გადადება შეუძლებელია, იყავით მაქსიმალურად დაკვირვებული, რათა არაფერი გამოგრჩეთ, დაგრჩეთ ან დაკარგოთ. ჩამოწერეთ ახალი მიზნები, გეგმები, საქმეების იდეები, რომლებსაც საუკეთესო დროს - 21 მაისიდან 18 ივლისის ჩათვლით განახორციელებთ.

მზის დაბნელებიდან რამდენიმე დღე დააკვირდით მოვლენებს. რა მოხდება თქვენს ცხოვრებაში, ვინ გამოჩნდება ყველაფერს აქვს მნიშვნელობა. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას, აკონტროლეთ წნევა. შეიძლება გქონდეთ თავის ტკივილი. მოსალოდნელია განწყობის მკვეთრი ცვლილება. ეცადეთ, არ გადაღალოთ თვალები, ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო შენობაში. არ გადატვირთოთ კუჭი, მოერიდეთ ალკოჰოლისა და სხვა მათრობელა საშუალებების მიღებას. მზის დაბნელებაზე იყავით პოზიტიურ განწყობაზე, დაიცავით ზომიერება კვებაში.

20 აპრილს, მზე და მთვარე ერთ ნიშანში - ვერძში არიან. მზის დაბნელებიდან ერთი საათის განმავლობაში ჩამოწერეთ სამომავლო მიზნები და საქმეები, შეადგინეთ სამოქმედო გეგმა. ამჯერად 6 თვეზე ან ერთ წელზე გათვლილი. მზის დაბნელებას ყველას ცხოვრებაში მოაქვს ცვლილებები, სასიამოვნო სიახლეები. განახლებები მოხდება ცხოვრების სხვადასხვა სფეროში. ვერძშივეა დიდი ბედნიერების პლანეტა იუპიტერი, რომელიც სასიკეთო ცვლილებებს გვპირდება, მაგრამ გახსოვდეთ, რომ საკუთარი თავის საკეთილდღეოდ სხვების გაწირვა არ გეპატიებათ. თუმცა, ამასთან გვაქვს დაძაბული ასპექტებიც და ამიტომ, უნდა ვიყოთ დაკვირვებულები, გააზრებულები, დაფიქრებულები, სანამ მნიშვნელოვან ნაბიჯს გადავდგამთ. ეს მზის დაბნელება იქონიებს გავლენას ხელმძღვანელ, გავლენიან პირებზე. ცვლილებები გველოდება პოლიტიკურ, ფინანსურ და ეკონომიკურ სფეროებში. შეიძლება მიღებული იქნას ახალი კანონები, შეიცვალოს წესები. დაბნელებების დღეებში და დერეფანშიც გამორიცხული არაა ამინდში მკვეთრი ცვლილებები, ეკოკატაკლიზმები.

ვისზე იმოქმედებს მზის დაბნელება და ახალმთვარეობა ყველაზე მეტად: პირველ რიგში მათზე, ვინც დაბადების დღეს აღნიშნავს 17-22 აპრილის შუალედში. სამყარო გიგზავნით ყველა საშუალებას, რომ გაიუმჯობესოთ ცხოვრების სხვადასხვა სფერო. 20-25 ოქტომბრის შუალედში დაბადებულებმა მიაქციეთ ყურადღება მინიშნებებს, დეტალებს. მიიღებთ საჭირო ინფორმაციას. თუ დაბადების დღეს აღნიშნავთ 20-25 ივლისის ან 17-22 იანვრის შუალედში საინტერესო და მნიშვნელოვანი მოვლენები გელოდებათ. იყავით მომართული პოზიტივზე, სიკეთის კეთებაზე. 18-23 ივნისის, 20-25 აგვისტოს, 19-23 დეკემბრისა და 16-20 თებერვლის შუალედში დაბადებულებს მზის დაბნელებიდან მომდევნო 6 თვის განმავლობაში სასიკეთო ცვლილებები და მოვლენები გელოდებათ.