სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნოემბრის მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენები: რას გვიმზადებენ პლანეტები
ნოემბრის მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენები: რას გვიმზადებენ პლანეტები

ოქ­ტომ­ბერ­ში მზი­სა და მთვა­რის დაბ­ნე­ლე­ბე­ბი და დაბ­ნე­ლე­ბე­ბის დე­რე­ფა­ნი გა­ვი­ა­რეთ. თუმ­ცა, არც ნო­ემ­ბე­რი გვე­ლო­დე­ბა მშვი­დი. არის მო­მენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ. თუნ­დაც ის, რომ პი­რა­დი პლა­ნე­ტე­ბი აქ­ტი­უ­რად გა­და­ად­გილ­დე­ბი­ან ერთი ნიშ­ნი­დან მე­ო­რე­ში და აქ­ტი­უ­რად ქმნი­ან ერ­თმა­ნეთ­თან ას­პექ­ტებს. ან "ვია კომ­ბუს­ტას" პე­რი­ო­დი... თუმ­ცა, მივ­ყვეთ თან­მიმ­დევ­რუ­ლად. მზე ახლა მო­რი­ელ­შია; გი­ლო­ცავთ, მო­რი­ე­ლე­ბო, თქვე­ნი დრო დად­გა, გა­აქ­ტი­ურ­დით, რათა გა­ი­უმ­ჯო­ბე­სოთ ცხოვ­რე­ბის სხვა­დას­ხვა სფე­რო. მო­რი­ე­ლი არის ტრანსფორ­მა­ცი­ის, ევო­ლუ­ცი­ის, კრი­ზი­სის, ექ­სტრე­მა­ლუ­რი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის, ტრან­სმუ­ტა­ცი­ის ნი­შა­ნი. გა­ნა­გებს საქ­მი­ა­ნი და სა­სიყ­ვა­რუ­ლო პარტნი­ო­რე­ბის ფუ­ლებს, ბიზ­ნესს, ინ­ვეს­ტი­ცი­ებს, სა­ბან­კო ან­გა­რი­შებს, კრე­დი­ტებ­სა და გა­და­სა­ხა­დებს.

4 ნო­ემ­ბერს თევ­ზებ­ში მყო­ფი სა­ტურ­ნი დე­რექ­ტულ ფა­ზა­ში გა­და­დის 2024 წლის 29 ივ­ნი­სამ­დე. გაძ­ლი­ერ­დე­ბა კონ­ტრო­ლი, თვით­დის­ციპ­ლი­ნა, და­გეგ­მა­რე­ბა, მთა­ვა­რია საქ­მე­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბა. ეს ყვე­ლა­ფე­რი სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ცემთ გა­ი­უმ­ჯო­ბე­სოთ საქ­მე­ე­ბიც (კა­რი­ე­რა, ბიზ­ნე­სი) და ურ­თი­ერ­თო­ბე­ბიც. მუ­შა­ო­ბი­სას გირ­ჩევთ და­იც­ვათ დედ­ლა­ი­ნი. სა­ტურ­ნი ნო­ემ­ბრის გან­მავ­ლო­ბა­ში სამ მნიშ­ვნე­ლო­ვან ას­პექტს ქმნის მო­რი­ელ­ში მყოფ პლა­ნე­ტებ­თან: მერ­კურ­თან 10 ნო­ემ­ბერს, მზეს­თან 23-ში და მარსთან 25-ში. სა­ტურ­ნი ეს არის შე­ზღუდ­ვა, ში­შე­ბი, კა­ნო­ნი, კონ­ტრო­ლი. ამ დღე­ებ­ში და პლუს/მი­ნუს 3 დღე გან­სა­კუთ­რე­ბით ვიგ­რძნობთ სა­ტურ­ნის გავ­ლე­ნას. 10-ში შე­იძ­ლე­ბა შე­გე­ზღუ­დოთ კო­მუ­ნი­კა­ცია გარ­შე­მო მყო­ფებ­თან. იყა­ვით ფრთხი­ლი სა­ბუ­თებ­თან, დო­კუ­მენ­ტებ­თან მუ­შა­ო­ბი­სას. გა­ჭი­ა­ნურ­დე­ბა სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცი­ის, დო­კუ­მენ­ტის მი­ღე­ბას. იყა­ვით ფრთხი­ლი საქ­მი­ა­ნი შეხ­ვედ­რე­ბი­სას. შე­იძ­ლე­ბა სირ­თუ­ლე­ე­ბი წარ­მო­იშ­ვას მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი­სას, გა­მო­წე­რი­ლი ნივ­თე­ბის მი­ღე­ბი­სას. 23 ნო­ემ­ბერს შე­იძ­ლე­ბა შე­გე­ზღუ­დოთ თა­ვი­სუფ­ლე­ბა ან იგ­რძნოთ, რომ ვი­ღაც გა­კონ­ტრო­ლებთ, გი­წე­სებთ შე­ზღუდ­ვებს. შე­იძ­ლე­ბა გარ­თულ­დეს ურ­თი­ერ­თო­ბა ასა­კით ან თა­ნამ­დე­ბო­ბით უფ­როს ადა­მი­ან­თან. სა­სურ­ვე­ლია, დრო­უ­ლად და­ას­რუ­ლოთ საქ­მე­ე­ბი. იყოთ კო­რექ­ტუ­ლი და ან­გა­რი­ში­ა­ნი. 25-ში როცა, სა­ტურნს და­ძა­ბუ­ლი ას­პექ­ტი ექ­ნე­ბა მარსთან, შე­იძ­ლე­ბა იგ­რძნოთ გა­დაღ­ლი­ლო­ბა, ძა­ლი­სა და ენერ­გი­ის ნაკ­ლე­ბო­ბა. ან რა­ღაც მი­ზე­ზის გამო შე­გე­ზღუ­დოთ ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­უ­რო­ბა, ვარ­ჯი­ში. მო­ე­რი­დეთ გა­დატ­ვირ­თვას, ნუ აი­ღებთ სა­კუ­თარ თავ­ზე ზედ­მეტ ვალ­დე­ბუ­ლე­ბას.

ვე­ნე­რას ჰარ­მო­ნი­უ­ლი პე­რი­ო­დი გვე­ლო­დე­ბა 8 ნო­ემ­ბრი­დან 4 დე­კემ­ბრის ჩათ­ვლით. სას­წორ­ში მყო­ფი ვე­ნე­რა ჰარ­მო­ნი­უ­ლი და ეს­თე­ტი­კუ­რია. მო­მარ­თუ­ლია ყველ­გან და ყვე­ლა­ფერ­ში სი­ლა­მა­ზის და­ნახ­ვა­ზე. ამ პე­რი­ოდ­ში და­რე­გუ­ლირ­დე­ბა ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებ­თან, კლი­ენ­ტებ­თან. შეძ­ლებთ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის გა­მარ­თვას, სა­კუ­თა­რი პრე­ტენ­ზი­ე­ბის დიპ­ლო­მა­ტი­უ­რად გაჟ­ღე­რე­ბას. იყა­ვით მო­მარ­თუ­ლი პარტნი­ო­რის გა­ბედ­ნი­ე­ბა­ზე; მო­უ­წყვეთ რო­მან­ტი­კუ­ლი პა­ემ­ნე­ბი და სა­ღა­მო­ე­ბი; გა­ა­ნე­ბივ­რეთ სა­ჩუქ­რე­ბი­თა და სი­ურპრი­ზე­ბით. მაგ­რამ 4 ნო­ემ­ბერს ვე­ნე­რა უპი­რის­პირ­დე­ბა ბუნ­დო­ვა­ნე­ბი­სა და ილუ­ზი­ე­ბის მქო­ნე ნეპ­ტუნს და იყა­ვით ფრთხი­ლი, რომ რო­მან­ტი­კულ გან­წყო­ბა­ზე მყოფ­მა და­უ­ფიქ­რე­ბე­ლი და და­მა­ზი­ა­ნე­ბე­ლი ნა­ბი­ჯი არ გა­დად­გათ. აკონ­ტრო­ლეთ ემო­ცი­უ­რო­ბა, მო­ე­რი­დეთ მე­ლან­ქო­ლი­უ­რო­ბას, ფან­ტა­ზი­ებ­ში გა­და­ვარ­დნას. შე­იძ­ლე­ბა იმე­დი გა­გიც­რუ­ოთ საყ­ვა­რელ­მა ადა­მი­ან­მა, ვერ მი­ი­ღოთ სა­სურ­ვე­ლი თან­ხა. სა­მა­გი­ე­როდ, კარ­გი პე­რი­ო­დია შე­მოქ­მე­დე­ბი­თი იდე­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­თვის. პლუს/მი­ნუს 3 დღე არ ენ­დოთ ახალ­გაც­ნო­ბი­ლებს, მო­ე­რი­დეთ უსი­ა­მოვ­ნე­ბას და პრე­ტენ­ზი­უ­ლო­ბას საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნი­სად­მი. არ შე­ი­ძი­ნოთ ლა­მა­ზი, ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი ნივ­თე­ბი.

მერ­კუ­რი მშვილ­დო­სან­ში იქ­ნე­ბა 10 ნო­ემ­ბრი­დან 1 დე­კემ­ბრამ­დე. ადა­მი­ა­ნებ­ში მო­ი­მა­ტებს ოპ­ტი­მის­ტუ­რი გან­წყო­ბა, ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბა, ზო­გი­ერ­თი გა­და­წყვეტს, სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბას, ცოდ­ნის გაღ­რმა­ვე­ბას, გახ­შირ­დე­ბა მი­მოს­ვლა ახლო და შორ მან­ძილ­ზე. ადა­მი­ა­ნე­ბი მე­ტად ფი­ლო­სო­ფი­უ­რად და­ი­წყე­ბენ მსჯე­ლო­ბას ყვე­ლა­ფერ­ზე. კარ­გი დროა დიპ­ლო­მის და­სა­წე­რად ან და­სა­ცა­ვად. მო­ამ­ზა­დეთ დო­კუ­მენ­ტე­ბი, თუ აპი­რებთ უცხო­ეთ­ში გამ­გზავ­რე­ბას ან იუ­რი­დი­უ­ლი სა­კი­თხე­ბი. 4 ნო­ემ­ბერს მერ­კუ­რი და­უ­პი­რის­პირ­დე­ბა კუ­რო­ში მყოფ მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბე­ბის პლა­ნე­ტა ურანს. ამი­ტომ იყა­ვით ფრთხი­ლი და დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი და გან­სა­კუთ­რე­ბით პარტნი­ო­რებ­თან და ფულ­თან მი­მარ­თე­ბა­ში. არ გირ­ჩევთ, ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი ნივ­თე­ბის შე­ძე­ნას, გან­სა­კუთ­რე­ბით ელექტრი­ო­ნივ­თებს, ნუ გა­ა­ფორ­მებთ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბებს. ზო­გა­დად, ასე­თი ას­პექ­ტის დროს ადა­მი­ან­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბაც კი სა­თუა. პარტნი­ო­რებს არ ეს­მით ერ­თმა­ნე­თის და ყვე­ლა სა­კუ­თა­რი უპი­რა­ტე­სო­ბის დამ­ტკი­ცე­ბას ცდი­ლობს. მერ­კურ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ინ­ტე­რე­სო დღე­ე­ბია 7 და 27 ნო­ემ­ბე­რი. ამ დღე­ებ­ში კარ­გია ხატ­ვა, სა­თავ­გა­დას­ვა­ლო წიგ­ნე­ბის წა­კი­თხვა, მაგ­რამ არ გირ­ჩევთ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბის გა­ფორ­მე­ბას, ნუ ენ­დო­ბით ახალ­გაც­ნო­ბი­ლებს. იზ­რდე­ბა ბუნ­დო­ვა­ნე­ბა და ადა­მი­ა­ნე­ბის მო­ტყუ­ე­ბის, ილუ­ზი­ებ­ში გა­და­ვარ­დნის ალ­ბა­თო­ბა. არ­სად არა­ფე­რი და­კარ­გოთ ან დაგ­რჩეთ. თუ აუ­ცი­ლე­ბე­ლი არაა, არ გირ­ჩევთ ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ჩარ­თვას.

ახალმთვა­რე­ო­ბა გვე­ლო­დე­ბა მო­რი­ელ­ში 13 ნო­ემ­ბერს 13:28-ზე მო­რი­ე­ლის 21-ე გრა­დუს­ში. ამ დღეს მზეც და მთვა­რეც მო­რე­ლის ნი­შან­შია და მათ გვერ­დი­თაა მარ­სი - აგ­რე­სი­ი­სა და ომის ღმერ­თი. ემო­ცი­უ­რი და ტრანსფორ­მა­ცი­უ­ლი დღეა. შე­იძ­ლე­ბა გა­და­წყვი­ტოთ სა­კუ­თა­რი თა­ვის გა­ნახ­ლე­ბა, ბრძო­ლა სა­სურ­ვე­ლის მი­საღ­წე­ვად. მან­დვეა მერ­კუ­რიც. გაფრ­თხილ­დით, რომ არ აჰ­ყვეთ პრო­ვო­კა­ცი­ებს. ცუ­დად ნათ­ქვამ სი­ტყვას არ მოჰ­ყვეს ხელ­ჩარ­თუ­ლი ბრძო­ლა. თა­ვა­დაც ფრთხი­ლად იყა­ვით სი­ტყვებ­სა და გა­მო­ნათ­ქვა­მებ­ში. აგ­რეთ­ვე, გაფრ­თხილ­დით მჭრელ და აა­ლე­ბად ნივ­თებ­თან. ამას­თან, ახალმთვა­რე­ო­ბის დღეს მარ­სი ურანს უპი­რის­პირ­დე­ბა და გა­მო­რი­ცხუ­ლი არაა, მოხ­დეს ტექ­ნი­კუ­რი ავა­რი­ე­ბი, აფეთ­ქე­ბე­ბი, მო­უფრ­თხილ­დით ელექტრო­ნივ­თებს. ახალმთვა­რე­ო­ბის დღე­ებ­ში პლუს/მი­ნუს 3 დღე არ და­ნიშ­ნოთ საქ­მი­ა­ნი შეხ­ვედ­რე­ბი, რად­გან ასე­თი ას­პექ­ტის დროს მო­ლა­პა­რა­კე­ბა ფაქ­ტი­უ­რად შე­უძ­ლე­ბე­ლია. ადა­მი­ა­ნე­ბი ავ­ლე­ნენ აგ­რე­სი­ას და ემო­ცი­უ­რო­ბას. უფრო მე­ტიც, თუ შე­თან­ხმე­ბას მი­აღ­წევთ, მო­მა­ვალ­ში, ის აუ­ცი­ლებ­ლად გა­და­ი­ხე­დე­ბა და შე­იც­ვლე­ბა. იყა­ვით ჰარ­მო­ნი­უ­ლი სა­კუ­თარ თავ­თან. არ გირ­ჩევთ არ­სე­ბუ­ლი კავ­ში­რე­ბის გა­წყვე­ტას, კონ­ფლიქ­ტე­ბის წარ­მოქ­მნას, ნუ და­ძა­ბავთ ურ­თი­ერ­თო­ბას იმ კო­ლექ­ტივ­ში, რო­მე­ლის წევ­რიც ხართ, არ გირ­ჩევთ უსი­ა­მოვ­ნე­ბას მე­გობ­რებ­თან. ამას­თან, გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია ისიც, რომ ახალმთვა­რე­ო­ბის მოვ­ლე­ნებ­ზე გავ­ლე­ნა რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა გაჰ­ყვე­ბა და ეცა­დეთ, იყოთ ფრთხი­ლი. ამა­ვე დღეს (პლუს/მი­ნუს 3 დღე) მზეს ურა­ნი უპი­რის­პირ­დე­ბა. მო­უფრ­თხილ­დით ჯან­მრთე­ლო­ბას; გან­სა­კუთ­რე­ბით გულ-სის­ხლძარ­ღვო­ვან სის­ტე­მას. მო­ი­მა­ტებს ფეთ­ქე­ბა­დო­ბა, მოხ­დე­ბა მკვეთ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი, გა­იზ­რდე­ბა აგ­რე­სი­უ­ლო­ბა, ნერ­ვი­უ­ლო­ბა, რე­ვო­ლუ­ცი­უ­რო­ბა, აფეთ­ქე­ბე­ბი. მო­გინ­დე­ბათ ყვე­ლა­ფე­რი მოძ­ვე­ლე­ბუ­ლის წი­ნა­აღ­მდეგ გა­ლაშ­ქრე­ბა, მაგ­რამ შე­იძ­ლე­ბა ახა­ლიც ვე­რა­ფე­რი შექ­მნათ. ამი­ტომ, ფრთხი­ლად გა­ა­ტა­რეთ ეს პე­რი­ო­დი; ცვლი­ლე­ბე­ბი და სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი რთუ­ლი დღე­ე­ბის გას­ვლის შემ­დეგ მი­ი­ღეთ.

13-შივე სე­ლე­ნა (თეთ­რი მთვა­რე) კუ­რო­ში გა­და­ვა, სა­დაც დარ­ჩე­ბა 2024 წლის 13 ივ­ნი­სამ­დე. სე­ლე­ნა კუ­რო­ში ყოფ­ნი­სას გა­ა­აქ­ტი­უ­რებს იმ თვი­სე­ბებს, რო­გო­რი­ცაა მოთ­მი­ნე­ბის უნა­რი, მი­ზან­და­სა­ხუ­ლო­ბა, სა­კუ­თა­რი მიზ­ნის­თვის მოგ­ვი­წევს ნელა, დინ­ჯად, მაგ­რამ დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლად სვლა. უნდა ვი­ყოთ მო­მარ­თუ­ლი მშე­ნებ­ლო­ბა­ზე და არა დან­გრე­ვა­ზე. რა­ღაც უნდა შევ­ქმნათ ამ მა­ტე­რი­ა­ლურ სამ­ყა­რო­ში. მოხ­დე­ბა ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­და­ფა­სე­ბა. მიხ­ვდე­ბით, რის­თვის და რა მი­მარ­თუ­ლე­ბით უნდა გან­ვი­თარ­დეთ, სად უნდა და­ა­ბან­დოთ ფული. გა­უ­მარ­თლებს მას, ვინც შრო­მობს და აფა­სებს რო­გორც სა­კუ­თარ, ისე სხვი­სი შრო­მის ნა­ყოფს. სა­უ­კე­თე­სო პე­რი­ო­დია სა­მი­წათ­მოქ­მე­დო სექ­ტო­რის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის. პა­ტა­რა მი­წის ნაკ­ვე­თის და­მუ­შა­ვე­ბაც კი მოხ­დე­ბა. გან­ვი­თარ­დე­ბა კვე­ბის მრეწ­ვე­ლო­ბაც. მო­გინ­დე­ბათ გემ­რი­ე­ლი კერ­ძე­ბის მომ­ზა­დე­ბა. შე­იძ­ლე­ბა მომ­რავ­ლდეს კვე­ბის ობი­ექ­ტე­ბი ან თა­ვად გა­და­წყვი­ტოთ ტრა­დი­ცი­უ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლოს გახ­სნა. ზო­გა­დად, სა­რეს­ტორ­ნო ბიზ­ნე­სი გან­ვი­თა­რე­ბა და წარ­მა­ტე­ბა ელის. ადა­მი­ა­ნებს მე­ტად მო­უნ­დე­ბათ ბუ­ნე­ბის დაც­ვა. მზის, წყლი­სა და ქა­რის ენერ­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა უფრო აქ­ტუ­ა­ლუ­რი გახ­დე­ბა. უფრო მომ­რავ­ლდე­ბა დენ­ზე მო­მუ­შა­ვე მან­ქა­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, რათა ეკო­ლო­გია გა­უმ­ჯო­ბეს­დეს.

"დამ­წვა­რი გზა" ან "ვია კომ­ბუს­ტას" პე­რი­ო­დი გვე­ლო­დე­ბა 16-22 ნო­ემ­ბრის შუ­ა­ლედ­ში. ამ პე­რი­ოდ­ში­ვეა გველმჭე­რის დრო, რო­მელ­საც შეც­დო­მით ზო­დი­ა­ქოს მე­ცა­მე­ტე ნი­შანს ეძა­ხი­ან და სი­ნამ­დვი­ლე­ში ზო­დი­ა­ქოს ზედა ნი­შა­ნია (უმაღ­ლეს ას­ტრო­ლო­გი­ურ ნიშ­ნებ­ზე სტა­ტია დევს სა­იტ­ზე და შე­გიძ­ლი­ათ გა­ეც­ნოთ). რი­თაა ეს პე­რი­ო­დი გა­მორ­ჩე­უ­ლი: რო­გორც უკვე აღ­ვნიშ­ნე, მო­რი­ე­ლი ტრანსფორ­მა­ცი­უ­ლი ნი­შა­ნია და სა­ნამ გა­და­ვა მშვილ­დო­სან­ში ერ­თგვა­რი განმწმენ­დი გზა უნდა გა­ი­ა­როს. გველმჭე­რის პე­რი­ო­დი არის მო­რი­ე­ლის ბოლო და მშვილ­დოს­ნის პირ­ვე­ლი 7 გრა­დუ­სი. ეს არის დრო, რომ მო­ვახ­დი­ნოთ ში­ნა­გა­ნი ცვლი­ლე­ბე­ბი, გა­ვიწ­მინ­დოთ და გავ­თა­ვი­სუფ­ლდეთ იმ ყვე­ლაფ­რის­გან, რაც გვა­ფერ­ხებს, გვიქ­მნის ილუ­ზი­ებს. იყა­ვით ფრთხი­ლი და დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი. მო­ე­რი­დეთ ამ­ბი­ცი­უ­რო­ბა­სა და ამ­პარ­ტავ­ნე­ბას.

მზე მარ­სის შე­ერ­თე­ბა მოხ­დე­ბა 18 ნო­ემ­ბერს და ამა­ვე დღეს და­ი­წყე­ბა მზე-მარ­სის ორ­წლი­ა­ნი ციკ­ლი, რო­მე­ლიც გას­ტანს 2026 წლის 9 იან­ვრამ­დე. 18-ში უდი­დე­სი ენერ­გია მო­დის კოს­მო­სი­დან და ეცა­დეთ, მი­მარ­თოთ იგი და­დე­ბი­თი საქ­მე­ე­ბი­სად­მი. ფრთხი­ლად ემო­ცი­ებ­თან. არაა გა­მო­რი­ცხუ­ლი, აფეთ­ქე­ბე­ბი და ძა­ლე­ბის გა­მოვ­ლე­ნა. ზო­გი­ერთს შე­იძ­ლე­ბა მო­უნ­დეს სა­კუ­თა­რი თა­ვის, ძა­ლის გა­მოვ­ლი­ნე­ბა. ფრთხი­ლად ფეთ­ქე­ბად, აა­ლე­ბად და მჭრელ საგ­ნებ­თან შე­ხე­ბი­სას. იყა­ვით ფრთხი­ლი და გა­აზ­რე­ბუ­ლი, მო­ე­რი­დეთ ძა­ლის გა­და­მე­ტე­ბას სა­ჭეს­თან. 24 ნო­ემ­ბერს კი მარ­სი მშვილ­დო­სანს ეს­ტუმ­რე­ბა, სა­დაც დარ­ჩე­ბა 2024 წლის 4 იან­ვრამ­დე. მარ­სი იუ­პი­ტე­რის ნი­შანს სტუმ­რობს, იუ­პი­ტე­რი არის გა­ფარ­თო­ე­ბა, მარ­სი - ომი და აგ­რე­სია და არაა გა­მო­რი­ცხუ­ლი, ზო­გი­ერ­თმა აგ­რე­სი­უ­ლი ქმე­დე­ბით მო­ინ­დო­მოს ტე­რი­ტო­რი­ე­ბის, ძა­ლა­უფ­ლე­ბის გა­ფარ­თო­ე­ბა. არაა გა­მო­რი­ცხუ­ლი უსი­ა­მოვ­ნე­ბე­ბი და ბრძო­ლა გავ­ლე­ნე­ბის­თვის, უცხო­ელ პარტნი­ო­რებ­თან, სა­ერ­თა­შო­რი­სო პო­ლი­ტი­კას­თან.

მზე მშვილ­დო­სან­ში გა­და­ვა 22 ნო­ემ­ბერს (22 დე­კემ­ბრამ­დე) და დარ­ჩე­ბა ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში. ახლა მარ­სი მო­რი­ელ­შია, თა­ვის ნი­შან­ში (გა­და­ვი­და 12 ოქ­ტომ­ბერს). მო­რი­ელ­ში მარ­სი სრუ­ლად ავ­ლენს თა­ვის თავს. შე­უძ­ლია თა­ვად შექ­მნას კრი­ზი­სუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი და თა­ვად­ვე გა­მო­ას­წო­როს. მო­რი­ე­ლი­სე­უ­ლი მარ­სი მებ­რძო­ლი და მზაკ­ვრუ­ლია, მაგ­რამ თქვენ გირ­ჩევთ, ნაკ­ლე­ბად გა­მო­ავ­ლი­ნოთ ასე­თი თვი­სე­ბე­ბი. ახლა უმ­ჯო­ბე­სია, რთუ­ლი სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბა. ბევ­რი სა­მუ­შა­ოს შეს­რუ­ლე­ბა. არ აჰ­ყვეთ პრო­ვო­კა­ცი­ებს, ნუ მის­ცემთ ადა­მი­ა­ნებს უფ­ლე­ბას თქვე­ნი ძალა თა­ვი­სი ბო­რო­ტო საქ­მე­ე­ბის­თვის გა­მო­ი­ყე­ნონ. ამ პე­რი­ოდ­ში ვარ­ჯიშ­შიც ზო­მი­ე­რე­ბა გმარ­თებთ. მზის მშვილ­დო­სან­ში გა­დას­ვლის შემ­დეგ მო­ი­მა­ტებს სუ­ლი­ე­რი გან­ვი­თა­რე­ბის დონე, ადა­მი­ა­ნებს მო­უნ­დე­ბათ ახ­ლის შეს­წავ­ლა, ცნო­ბი­ე­რე­ბის გა­ფარ­თო­ე­ბა. შე­იძ­ლე­ბა გა­ემ­გზავ­როთ უცხო­ეთ­ში სა­მოგ­ზა­უ­როდ ან სას­წავ­ლებ­ლად გამ­გზავ­რე­ბა.

და­ბო­ლოს, სავ­სემ­თვა­რე­ო­ბას ვე­ლო­დე­ბით 27 ნო­ემ­ბერს ტყუ­პის მე­ხუ­თე გრა­დუს­ში, 13:17-ზე. და­ძა­ბუ­ლი დღეა, ემო­ცი­ე­ბი პიკ­ზეა. გარ­და იმი­სა, რომ მზე და მთვა­რე ერ­თმა­ნე­თის ოპო­ზი­ცი­ურ ნიშ­ნებ­შია, აქ­ტი­უ­რია მზე-მარ­სის ას­პექ­ტიც, აგ­რეთ­ვე, რთუ­ლი კონ­ფი­გუ­რა­ცი­აა სა­ტურ­თან და ლი­ლიტ­თან. რა­მაც შე­იძ­ლე­ბა მოგ­ვი­ტა­ნოს და­ძა­ბუ­ლო­ბა და აგ­რე­სი­უ­ლო­ბა, ბრძო­ლა ძა­ლა­უფ­ლე­ბი­სა და ლი­დე­რო­ბის­თვის. შე­იძ­ლე­ბა და­პი­რის­პი­რე­ბა მოხ­დეს მო­რალ­სა და მსოფ­ლმხედ­ვე­ლო­ბა­ზე აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბის გამო. გირ­ჩევთ, სა­ნამ რა­მეს იტყვით, შვიდ­ჯერ და­ფიქ­რდეთ და ემო­ცი­ე­ბის სა­კონ­ტრო­ლოდ ჩა­ი­ტა­როთ სუნ­თქვი­თი ვარ­ჯი­შე­ბი. ურ­თი­ერ­თო­ბა­ში მე­ტად გა­მო­ავ­ლი­ნეთ დიპ­ლო­მა­ტი­უ­რო­ბა. მო­ე­რი­დეთ თვით­მო­ტყუ­ე­ბას და სხვე­ბის გა­ცუ­რე­ბას. არ გა­და­ვარ­დეთ ილუ­ზი­ებ­ში. აკონ­ტრო­ლეთ ხარ­ჯი. სიფრ­თხი­ლე გმარ­თებთ სავ­სემ­თვა­რე­ო­ბის დღე­ებ­ში პლუს/მი­ნუს 3 დღე. არ გირ­ჩევთ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბის გა­ფორ­მე­ბას, საქ­მი­ა­ნი შეხ­ვედ­რე­ბის და­ნიშ­ვნას. გა­და­ა­მოწ­მეთ ყვე­ლა მი­ღე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია და ისიც, რა­საც გას­ცემთ.

ბედ­ნი­ერ ნო­ემ­ბერს გი­სურ­ვებთ!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

ნოემბრის მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენები: რას გვიმზადებენ პლანეტები

ნოემბრის მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენები: რას გვიმზადებენ პლანეტები

ოქტომბერში მზისა და მთვარის დაბნელებები და დაბნელებების დერეფანი გავიარეთ. თუმცა, არც ნოემბერი გველოდება მშვიდი. არის მომენტები, რომლებიც უნდა გავითვალისწინოთ. თუნდაც ის, რომ პირადი პლანეტები აქტიურად გადაადგილდებიან ერთი ნიშნიდან მეორეში და აქტიურად ქმნიან ერთმანეთთან ასპექტებს. ან “ვია კომბუსტას“ პერიოდი... თუმცა, მივყვეთ თანმიმდევრულად. მზე ახლა მორიელშია; გილოცავთ, მორიელებო, თქვენი დრო დადგა, გააქტიურდით, რათა გაიუმჯობესოთ ცხოვრების სხვადასხვა სფერო. მორიელი არის ტრანსფორმაციის, ევოლუციის, კრიზისის, ექსტრემალური სიტუაციების, ტრანსმუტაციის ნიშანი. განაგებს საქმიანი და სასიყვარულო პარტნიორების ფულებს, ბიზნესს, ინვესტიციებს, საბანკო ანგარიშებს, კრედიტებსა და გადასახადებს.

4 ნოემბერს თევზებში მყოფი სატურნი დერექტულ ფაზაში გადადის 2024 წლის 29 ივნისამდე. გაძლიერდება კონტროლი, თვითდისციპლინა, დაგეგმარება, მთავარია საქმეზე ორიენტირება. ეს ყველაფერი საშუალებას მოგცემთ გაიუმჯობესოთ საქმეებიც (კარიერა, ბიზნესი) და ურთიერთობებიც. მუშაობისას გირჩევთ დაიცვათ დედლაინი. სატურნი ნოემბრის განმავლობაში სამ მნიშვნელოვან ასპექტს ქმნის მორიელში მყოფ პლანეტებთან: მერკურთან 10 ნოემბერს, მზესთან 23-ში და მარსთან 25-ში. სატურნი ეს არის შეზღუდვა, შიშები, კანონი, კონტროლი. ამ დღეებში და პლუს/მინუს 3 დღე განსაკუთრებით ვიგრძნობთ სატურნის გავლენას. 10-ში შეიძლება შეგეზღუდოთ კომუნიკაცია გარშემო მყოფებთან. იყავით ფრთხილი საბუთებთან, დოკუმენტებთან მუშაობისას. გაჭიანურდება საჭირო ინფორმაციის, დოკუმენტის მიღებას. იყავით ფრთხილი საქმიანი შეხვედრებისას. შეიძლება სირთულეები წარმოიშვას მოლაპარაკებებისას, გამოწერილი ნივთების მიღებისას. 23 ნოემბერს შეიძლება შეგეზღუდოთ თავისუფლება ან იგრძნოთ, რომ ვიღაც გაკონტროლებთ, გიწესებთ შეზღუდვებს. შეიძლება გართულდეს ურთიერთობა ასაკით ან თანამდებობით უფროს ადამიანთან. სასურველია, დროულად დაასრულოთ საქმეები. იყოთ კორექტული და ანგარიშიანი. 25-ში როცა, სატურნს დაძაბული ასპექტი ექნება მარსთან, შეიძლება იგრძნოთ გადაღლილობა, ძალისა და ენერგიის ნაკლებობა. ან რაღაც მიზეზის გამო შეგეზღუდოთ ფიზიკური აქტიურობა, ვარჯიში. მოერიდეთ გადატვირთვას, ნუ აიღებთ საკუთარ თავზე ზედმეტ ვალდებულებას.

ვენერას ჰარმონიული პერიოდი გველოდება 8 ნოემბრიდან 4 დეკემბრის ჩათვლით. სასწორში მყოფი ვენერა ჰარმონიული და ესთეტიკურია. მომართულია ყველგან და ყველაფერში სილამაზის დანახვაზე. ამ პერიოდში დარეგულირდება ურთიერთობები საყვარელ ადამიანებთან, კლიენტებთან. შეძლებთ მოლაპარაკებების გამართვას, საკუთარი პრეტენზიების დიპლომატიურად გაჟღერებას. იყავით მომართული პარტნიორის გაბედნიებაზე; მოუწყვეთ რომანტიკული პაემნები და საღამოები; გაანებივრეთ საჩუქრებითა და სიურპრიზებით. მაგრამ 4 ნოემბერს ვენერა უპირისპირდება ბუნდოვანებისა და ილუზიების მქონე ნეპტუნს და იყავით ფრთხილი, რომ რომანტიკულ განწყობაზე მყოფმა დაუფიქრებელი და დამაზიანებელი ნაბიჯი არ გადადგათ. აკონტროლეთ ემოციურობა, მოერიდეთ მელანქოლიურობას, ფანტაზიებში გადავარდნას. შეიძლება იმედი გაგიცრუოთ საყვარელმა ადამიანმა, ვერ მიიღოთ სასურველი თანხა. სამაგიეროდ, კარგი პერიოდია შემოქმედებითი იდეების განხორციელებისთვის. პლუს/მინუს 3 დღე არ ენდოთ ახალგაცნობილებს, მოერიდეთ უსიამოვნებას და პრეტენზიულობას საყვარელი ადამიანისადმი. არ შეიძინოთ ლამაზი, ძვირად ღირებული ნივთები.

მერკური მშვილდოსანში იქნება 10 ნოემბრიდან 1 დეკემბრამდე. ადამიანებში მოიმატებს ოპტიმისტური განწყობა, ცნობისმოყვარეობა, ზოგიერთი გადაწყვეტს, სწავლის გაგრძელებას, ცოდნის გაღრმავებას, გახშირდება მიმოსვლა ახლო და შორ მანძილზე. ადამიანები მეტად ფილოსოფიურად დაიწყებენ მსჯელობას ყველაფერზე. კარგი დროა დიპლომის დასაწერად ან დასაცავად. მოამზადეთ დოკუმენტები, თუ აპირებთ უცხოეთში გამგზავრებას ან იურიდიული საკითხები. 4 ნოემბერს მერკური დაუპირისპირდება კუროში მყოფ მოულოდნელობების პლანეტა ურანს. ამიტომ იყავით ფრთხილი და დაკვირვებული და განსაკუთრებით პარტნიორებთან და ფულთან მიმართებაში. არ გირჩევთ, ძვირად ღირებული ნივთების შეძენას, განსაკუთრებით ელექტრიონივთებს, ნუ გააფორმებთ ხელშეკრულებებს. ზოგადად, ასეთი ასპექტის დროს ადამიანთან მოლაპარაკებაც კი სათუა. პარტნიორებს არ ესმით ერთმანეთის და ყველა საკუთარი უპირატესობის დამტკიცებას ცდილობს. მერკურთან დაკავშირებით საინტერესო დღეებია 7 და 27 ნოემბერი. ამ დღეებში კარგია ხატვა, სათავგადასვალო წიგნების წაკითხვა, მაგრამ არ გირჩევთ ხელშეკრულებების გაფორმებას, ნუ ენდობით ახალგაცნობილებს. იზრდება ბუნდოვანება და ადამიანების მოტყუების, ილუზიებში გადავარდნის ალბათობა. არსად არაფერი დაკარგოთ ან დაგრჩეთ. თუ აუცილებელი არაა, არ გირჩევთ ინტელექტუალურ საქმიანობაში ჩართვას.

ახალმთვარეობა გველოდება მორიელში 13 ნოემბერს 13:28-ზე მორიელის 21-ე გრადუსში. ამ დღეს მზეც და მთვარეც მორელის ნიშანშია და მათ გვერდითაა მარსი - აგრესიისა და ომის ღმერთი. ემოციური და ტრანსფორმაციული დღეა. შეიძლება გადაწყვიტოთ საკუთარი თავის განახლება, ბრძოლა სასურველის მისაღწევად. მანდვეა მერკურიც. გაფრთხილდით, რომ არ აჰყვეთ პროვოკაციებს. ცუდად ნათქვამ სიტყვას არ მოჰყვეს ხელჩართული ბრძოლა. თავადაც ფრთხილად იყავით სიტყვებსა და გამონათქვამებში. აგრეთვე, გაფრთხილდით მჭრელ და აალებად ნივთებთან. ამასთან, ახალმთვარეობის დღეს მარსი ურანს უპირისპირდება და გამორიცხული არაა, მოხდეს ტექნიკური ავარიები, აფეთქებები, მოუფრთხილდით ელექტრონივთებს. ახალმთვარეობის დღეებში პლუს/მინუს 3 დღე არ დანიშნოთ საქმიანი შეხვედრები, რადგან ასეთი ასპექტის დროს მოლაპარაკება ფაქტიურად შეუძლებელია. ადამიანები ავლენენ აგრესიას და ემოციურობას. უფრო მეტიც, თუ შეთანხმებას მიაღწევთ, მომავალში, ის აუცილებლად გადაიხედება და შეიცვლება. იყავით ჰარმონიული საკუთარ თავთან. არ გირჩევთ არსებული კავშირების გაწყვეტას, კონფლიქტების წარმოქმნას, ნუ დაძაბავთ ურთიერთობას იმ კოლექტივში, რომელის წევრიც ხართ, არ გირჩევთ უსიამოვნებას მეგობრებთან. ამასთან, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ახალმთვარეობის მოვლენებზე გავლენა რამდენიმე დღის განმავლობა გაჰყვება და ეცადეთ, იყოთ ფრთხილი. ამავე დღეს (პლუს/მინუს 3 დღე) მზეს ურანი უპირისპირდება. მოუფრთხილდით ჯანმრთელობას; განსაკუთრებით გულ-სისხლძარღვოვან სისტემას. მოიმატებს ფეთქებადობა, მოხდება მკვეთრი ცვლილებები, გაიზრდება აგრესიულობა, ნერვიულობა, რევოლუციურობა, აფეთქებები. მოგინდებათ ყველაფერი მოძველებულის წინააღმდეგ გალაშქრება, მაგრამ შეიძლება ახალიც ვერაფერი შექმნათ. ამიტომ, ფრთხილად გაატარეთ ეს პერიოდი; ცვლილებები და საბოლოო გადაწყვეტილებები რთული დღეების გასვლის შემდეგ მიიღეთ.

13-შივე სელენა (თეთრი მთვარე) კუროში გადავა, სადაც დარჩება 2024 წლის 13 ივნისამდე. სელენა კუროში ყოფნისას გაააქტიურებს იმ თვისებებს, როგორიცაა მოთმინების უნარი, მიზანდასახულობა, საკუთარი მიზნისთვის მოგვიწევს ნელა, დინჯად, მაგრამ დაკვირვებულად სვლა. უნდა ვიყოთ მომართული მშენებლობაზე და არა დანგრევაზე. რაღაც უნდა შევქმნათ ამ მატერიალურ სამყაროში. მოხდება ღირებულებების გადაფასება. მიხვდებით, რისთვის და რა მიმართულებით უნდა განვითარდეთ, სად უნდა დააბანდოთ ფული. გაუმართლებს მას, ვინც შრომობს და აფასებს როგორც საკუთარ, ისე სხვისი შრომის ნაყოფს. საუკეთესო პერიოდია სამიწათმოქმედო სექტორის განვითარებისთვის. პატარა მიწის ნაკვეთის დამუშავებაც კი მოხდება. განვითარდება კვების მრეწველობაც. მოგინდებათ გემრიელი კერძების მომზადება. შეიძლება მომრავლდეს კვების ობიექტები ან თავად გადაწყვიტოთ ტრადიციული სამზარეულოს გახსნა. ზოგადად, სარესტორნო ბიზნესი განვითარება და წარმატება ელის. ადამიანებს მეტად მოუნდებათ ბუნების დაცვა. მზის, წყლისა და ქარის ენერგიების გამოყენება უფრო აქტუალური გახდება. უფრო მომრავლდება დენზე მომუშავე მანქანების რაოდენობა, რათა ეკოლოგია გაუმჯობესდეს.

“დამწვარი გზა“ ან „ვია კომბუსტას“ პერიოდი გველოდება 16-22 ნოემბრის შუალედში. ამ პერიოდშივეა გველმჭერის დრო, რომელსაც შეცდომით ზოდიაქოს მეცამეტე ნიშანს ეძახიან და სინამდვილეში ზოდიაქოს ზედა ნიშანია (უმაღლეს ასტროლოგიურ ნიშნებზე სტატია დევს საიტზე და შეგიძლიათ გაეცნოთ). რითაა ეს პერიოდი გამორჩეული: როგორც უკვე აღვნიშნე, მორიელი ტრანსფორმაციული ნიშანია და სანამ გადავა მშვილდოსანში ერთგვარი განმწმენდი გზა უნდა გაიაროს. გველმჭერის პერიოდი არის მორიელის ბოლო და მშვილდოსნის პირველი 7 გრადუსი. ეს არის დრო, რომ მოვახდინოთ შინაგანი ცვლილებები, გავიწმინდოთ და გავთავისუფლდეთ იმ ყველაფრისგან, რაც გვაფერხებს, გვიქმნის ილუზიებს. იყავით ფრთხილი და დაკვირვებული. მოერიდეთ ამბიციურობასა და ამპარტავნებას.

მზე მარსის შეერთება მოხდება 18 ნოემბერს და ამავე დღეს დაიწყება მზე-მარსის ორწლიანი ციკლი, რომელიც გასტანს 2026 წლის 9 იანვრამდე. 18-ში უდიდესი ენერგია მოდის კოსმოსიდან და ეცადეთ, მიმართოთ იგი დადებითი საქმეებისადმი. ფრთხილად ემოციებთან. არაა გამორიცხული, აფეთქებები და ძალების გამოვლენა. ზოგიერთს შეიძლება მოუნდეს საკუთარი თავის, ძალის გამოვლინება. ფრთხილად ფეთქებად, აალებად და მჭრელ საგნებთან შეხებისას. იყავით ფრთხილი და გააზრებული, მოერიდეთ ძალის გადამეტებას საჭესთან. 24 ნოემბერს კი მარსი მშვილდოსანს ესტუმრება, სადაც დარჩება 2024 წლის 4 იანვრამდე. მარსი იუპიტერის ნიშანს სტუმრობს, იუპიტერი არის გაფართოება, მარსი - ომი და აგრესია და არაა გამორიცხული, ზოგიერთმა აგრესიული ქმედებით მოინდომოს ტერიტორიების, ძალაუფლების გაფართოება. არაა გამორიცხული უსიამოვნებები და ბრძოლა გავლენებისთვის, უცხოელ პარტნიორებთან, საერთაშორისო პოლიტიკასთან.

მზე მშვილდოსანში გადავა 22 ნოემბერს (22 დეკემბრამდე) და დარჩება ერთი თვის განმავლობაში. ახლა მარსი მორიელშია, თავის ნიშანში (გადავიდა 12 ოქტომბერს). მორიელში მარსი სრულად ავლენს თავის თავს. შეუძლია თავად შექმნას კრიზისული სიტუაციები და თავადვე გამოასწოროს. მორიელისეული მარსი მებრძოლი და მზაკვრულია, მაგრამ თქვენ გირჩევთ, ნაკლებად გამოავლინოთ ასეთი თვისებები. ახლა უმჯობესია, რთული საკითხების მოგვარება. ბევრი სამუშაოს შესრულება. არ აჰყვეთ პროვოკაციებს, ნუ მისცემთ ადამიანებს უფლებას თქვენი ძალა თავისი ბოროტო საქმეებისთვის გამოიყენონ. ამ პერიოდში ვარჯიშშიც ზომიერება გმართებთ. მზის მშვილდოსანში გადასვლის შემდეგ მოიმატებს სულიერი განვითარების დონე, ადამიანებს მოუნდებათ ახლის შესწავლა, ცნობიერების გაფართოება. შეიძლება გაემგზავროთ უცხოეთში სამოგზაუროდ ან სასწავლებლად გამგზავრება.

დაბოლოს, სავსემთვარეობას ველოდებით 27 ნოემბერს ტყუპის მეხუთე გრადუსში, 13:17-ზე. დაძაბული დღეა, ემოციები პიკზეა. გარდა იმისა, რომ მზე და მთვარე ერთმანეთის ოპოზიციურ ნიშნებშია, აქტიურია მზე-მარსის ასპექტიც, აგრეთვე, რთული კონფიგურაციაა სატურთან და ლილიტთან. რამაც შეიძლება მოგვიტანოს დაძაბულობა და აგრესიულობა, ბრძოლა ძალაუფლებისა და ლიდერობისთვის. შეიძლება დაპირისპირება მოხდეს მორალსა და მსოფლმხედველობაზე აზრთა სხვადასხვაობის გამო. გირჩევთ, სანამ რამეს იტყვით, შვიდჯერ დაფიქრდეთ და ემოციების საკონტროლოდ ჩაიტაროთ სუნთქვითი ვარჯიშები. ურთიერთობაში მეტად გამოავლინეთ დიპლომატიურობა. მოერიდეთ თვითმოტყუებას და სხვების გაცურებას. არ გადავარდეთ ილუზიებში. აკონტროლეთ ხარჯი. სიფრთხილე გმართებთ სავსემთვარეობის დღეებში პლუს/მინუს 3 დღე. არ გირჩევთ ხელშეკრულებების გაფორმებას, საქმიანი შეხვედრების დანიშვნას. გადაამოწმეთ ყველა მიღებული ინფორმაცია და ისიც, რასაც გასცემთ.

ბედნიერ ნოემბერს გისურვებთ!