სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მეგობრები იყვნენ ერთად, როცა ტრაგედია დატრიალდა" - ცნობილია მთაწმინდაზე დაღუპული ბიჭის ვინაობა: რა დეტალები ხდება ცნობილი
"მეგობრები იყვნენ ერთად, როცა ტრაგედია დატრიალდა" - ცნობილია მთაწმინდაზე დაღუპული ბიჭის ვინაობა: რა დეტალები ხდება ცნობილი

ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და დღეს თბი­ლის­ში. მთაწ­მინ­დის პარ­კის პარ­კინგთან არ­სე­ბუ­ლი შე­ნო­ბა ჩა­ინ­გრა, რის შე­დე­გა­დაც ერთი ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა, ორი კი და­შავ­და.

  • AMBEBI.GE-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ღუ­პუ­ლია 30 წლის რუს­თა­ვე­ლი ახალ­გაზ­რდა, ლე­ვან დვა­ლი.

"სამ­ნი არი­ან მო­ყო­ლი­ლი, მე­გობ­რე­ბი იყ­ვნენ ერ­თად, როცა ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და. ჩემი შვი­ლის ძმა­კა­ცი და­ღუ­პუ­ლია და ორი მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­შია. სა­ა­ვად­მყო­ფო­ში არი­ან. და­ღუ­პუ­ლი მორ­გში ჰყავთ", - ამ­ბობს ერთ-ერთი და­შა­ვე­ბუ­ლე­ბის დედა.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მე­გობ­რე­ბი ფო­ტო­ებს იღებ­დნენ, როცა ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და. ცნო­ბი­ლია, რომ ამ შე­ნო­ბა­ში მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ქა­ლა­ქის ხე­დის გა­და­სა­ღე­ბად შე­დი­ოდ­ნენ.

"მე­გობ­რე­ბი არი­ან ერ­თმა­ნე­თის. ლე­ვა­ნი იყო 30 წლის არ იყო და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი. სა­უ­კე­თე­სო ადა­მი­ა­ნი იყო. ძა­ლი­ან მხი­ა­რუ­ლი და ხა­ლი­სი­ა­ნი იყოო. ცხოვ­რობ­და რუს­თავ­ში, და­შა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან მისი მე­გობ­რე­ბი, ერთს ფეხი აქვს მო­ტე­ხი­ლი, მე­ო­რეს ხელი. შოკ­ში ვართ ყვე­ლა. რა მოხ­და, დე­ტა­ლე­ბი ჩემ­თვის ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია. ყვე­ლა­ზე ხა­ლი­სი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი იყო, ვი­საც კი ვიც­ნობ", - გვე­უბ­ნე­ბა და­ღუ­პუ­ლის მე­გო­ბა­რი.

რო­გორც AMBEBI.GE-ს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ნუ­ცხა­დეს, მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 240-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც სამ­შე­ნებ­ლო ან სხვა სა­მუ­შა­ოს წარ­მო­ე­ბი­სას უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"მეგობრები იყვნენ ერთად, როცა ტრაგედია დატრიალდა" - ცნობილია მთაწმინდაზე დაღუპული ბიჭის ვინაობა: რა დეტალები ხდება ცნობილი

"მეგობრები იყვნენ ერთად, როცა ტრაგედია დატრიალდა" - ცნობილია მთაწმინდაზე დაღუპული ბიჭის ვინაობა: რა დეტალები ხდება ცნობილი

ტრაგედია დატრიალდა დღეს თბილისში. მთაწმინდის პარკის პარკინგთან არსებული შენობა ჩაინგრა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ორი კი დაშავდა.

  • AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, დაღუპულია 30 წლის რუსთაველი ახალგაზრდა, ლევან დვალი.

"სამნი არიან მოყოლილი, მეგობრები იყვნენ ერთად, როცა ტრაგედია დატრიალდა. ჩემი შვილის ძმაკაცი დაღუპულია და ორი მძიმე მდგომარეობაშია. საავადმყოფოში არიან. დაღუპული მორგში ჰყავთ", - ამბობს ერთ-ერთი დაშავებულების დედა.

არსებული ინფორმაციით, მეგობრები ფოტოებს იღებდნენ, როცა ტრაგედია დატრიალდა. ცნობილია, რომ ამ შენობაში მოქალაქეები ქალაქის ხედის გადასაღებად შედიოდნენ.

"მეგობრები არიან ერთმანეთის. ლევანი იყო 30 წლის არ იყო დაოჯახებული. საუკეთესო ადამიანი იყო. ძალიან მხიარული და ხალისიანი იყოო. ცხოვრობდა რუსთავში, დაშავებულები არიან მისი მეგობრები, ერთს ფეხი აქვს მოტეხილი, მეორეს ხელი. შოკში ვართ ყველა. რა მოხდა, დეტალები ჩემთვის ჯერჯერობით უცნობია. ყველაზე ხალისიანი ადამიანი იყო, ვისაც კი ვიცნობ", - გვეუბნება დაღუპულის მეგობარი.

როგორც AMBEBI.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

წაიკითხეთ ასევე: