დაფიქრებულხართ ოდესმე რა დატვირთვა აქვს ღილის ფერს და რას უნდა ელოდოთ, თუ ღილს იპოვით. განვიხილოთ ღილები ფერებისა და ფორმების მიხედვით და გავიგოთ, როგორ გადავაქციოთ უბრალო ღილი ფულის, სიყვარულის ან წარმატების მოსაზიდ თილისმად.
ძველი ხალხური რწმენით, ღილაკის პოვნა კარგ ნიშნად ითვლება. ასეთი აღმოჩენა ნიშნავს, რომ თქვენი გზა, სადაც არ უნდა წახვიდეთ, წარმატებული და მარტივი იქნება. ჩვენი წინაპრები დიდი სიფრთხილით ეპყრობოდნენ ღილებს.
მაგრამ არ უნდა აიღოთ ყველა ღილაკი, რომელსაც ძირს დაგდებულს დაინახავთ. ოთხნახვრეტიანი ღილი წარმატებას ნიშნავს. ის შეგიძლიათ აიღოთ და წარმატების თილისმად გამოიყენოთ. მაგრამ არ უნდა აიღოთ ღილი ორი ნახვრეტით, - საყვარელი ადამიანის ღალატი გელით. ერთნახვრეტიანი ღილიც საგანგაშო ნიშანია. მისი პოვნა ნიშნავს, რომ ვიღაც ძალიან ეჭვიანობს თქვენზე.
აქვს თუ არა მნიშვნელობა იმ ღილის ფერს, რომელსაც იპოვით?
რა თქმა უნდა, აქვს. ყველაზე წარმატებულია თეთრი ან მწვანე ღილის პოვნა. თეთრი საქმეში წარმატებას და იღბალს გპირდებათ. მწვანე სიმდიდრისა და კეთილდღეობის სიმბოლოა, ამიტომ ნაპოვნი მწვანე ღილი, გარდა იღბლისა პირად ცხოვრებაში, ფინანსური წარმატებისა და სიმდიდრის გარანტიაა.
არ აიღოთ ღილი, რომელსაც ზედ ძაფი აქვს შერჩენილი. იღბლის ნაცვლად, ასეთ ღილს შეუძლია მის ახალ მფლობელს ოჯახში ჩხუბი, პარტნიორებს შორის გაუგებრობა და ცრემლები მოუტანოს. შავი ღილი ასევე არ არის კარგი მპოვნელისთვის. გზაჯვარედინზე ნაპოვნი ღილების აღება დაუშვებელია, რადგან ისინი შეიძლება შეიცავდეს უარყოფით ინფორმაციას. გაცვეთილი, გატეხილი, გაფუჭებული და აქერცლილი ღილები ნეგატივით არის დამუხტული.
ზოგადად, ღილის პოვნა ნიშანია, რომ ძალიან მალე გელით კარგი ამბები, მოულოდნელი მოგზაურობები, შთაგონებული იქნებით, გარკვეული სირთულეები თავისთავად მოგვარდება, დიდი ხნის წინ დაკარგულ ნივთებს იპოვით.
ასევე მნიშვნელოვანია ნაპოვნი ღილის ფორმა
თუ ნაპოვნი ღილი სამკუთხა ფორმისაა, გაფრთხილებთ, რომ დროა გააუმჯობესოთ ურთიერთობა ნათესავებთან და ახალ ნაცნობებთან. თუ ღილაკი ლამაზი, უჩვეულო ფორმისაა, ეს შეიძლება ნიშნავს, რომ დროა გათავისუფლდეთ საკუთარი კომპლექსებისგან, რომლებიც ხელს უშლიან წინსვლას. მრგვალი ღილაკები გაფრთხილებთ, რომ არ გაქვთ თავდაჯერებულობა და უნდა იმუშაოთ თქვენი თვითშეფასების ამაღლებაზე.
თუ ღილი დაგეკარგებათ, არ ინერვიულოთ. უბრალოდ დროა გადახედოთ თქვენს ცხოვრებას, პრინციპებს, გეგმებს, ოცნებებს. თუ ამ მინიშნებას გაითვალისწინებთ და ყველაფერს სწორად გააკეთებთ, მაშინ წინ კარგი ამბები გელით.
თუ გსურთ, რომ ღილი თილისმად აქციოთ, აირჩიეთ ბუნებრივი მასალისგან დამზადებული, როგორიცაა ხის ან ტყავის. შემდეგ აირჩიეთ ღილის ფერი: წითელი პასუხისმგებელია ვნებასა და სასიყვარულო საქმეებზე, მწვანე ღილი - სიმდიდრეზე და ფულზე. თეთრი კარგი ნიშანია, რომ ცვლილებები უკეთესობისკენ გელოდებათ. ლურჯი ღილი პასუხისმგებელია ბიზნესში წარმატებებზე და მოულოდნელ ფინანსურ შემოსავლებზე. ყავისფერი - ახალ საინტერესო გაცნობას მოგიტანთ. შავი ფერის ღილი საერთოდ არ გამოიყენოთ თილისმად. თილისმის ღილი სავსემთვარეობის დროს უნდა დაიკეროთ სამოსზე, ის ასე უფრო სწრაფად გამოავლენს თავის ჯადოსნურ ძალას. ღილის კერვისას უნდა იფიქროთ იმაზე, რა მიზანი გსურთ რომ ჩადოთ თქვენს თილისმაში.