პოლიტიკა
მსოფლიო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სააკაშვილს უნდოდა, მერაბიშვილი შს მინისტრის თანამდებობიდან გაეშვა და ფინანსთა მინისტრად დაგვენიშნა, რაზეც უარი ვუთხარი" - ნოღაიდელი გირგვლიანზე
"სააკაშვილს უნდოდა, მერაბიშვილი შს მინისტრის თანამდებობიდან გაეშვა და ფინანსთა მინისტრად დაგვენიშნა, რაზეც უარი ვუთხარი" - ნოღაიდელი გირგვლიანზე

“თუ იმას მე­კი­თხე­ბით, მე­კის­რე­ბა თუ არა პო­ლი­ტი­კუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ამ მოვ­ლე­ნებ­ზე, რა თქმა უნდა“, - ასე უპა­სუ­ხა ყო­ფილ­მა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, ზუ­რაბ ნო­ღა­ი­დელ­მა „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბის შემ­სწავ­ლე­ლი დრო­ე­ბი­თი სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის სხდო­მა­ზე კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რის, თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის კი­თხვას, რო­მე­ლიც სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის საქ­მის კონ­ტექ­სტში მას­სა და მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ურ­თი­ერ­თო­ბას შე­ე­ხე­ბო­და.

  • რო­გორც ნო­ღა­ი­დელ­მა ამა­ვე კი­თხვის სა­პა­სუ­ხოდ აღ­ნიშ­ნა, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს მკვლე­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში შს მი­ნის­ტრის ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის ფი­ნანსთა მი­ნის­ტრად და­ნიშ­ვნა გა­და­წყვე­ტი­ლი ჰქონ­და.

"მი­ნის­ტრებ­თან ამ თე­მა­ზე სა­უ­ბა­რი არ მქო­ნია, პრე­ზი­დენ­ტთან რამ­დენ­ჯერ­მე კი. დე­ტა­ლუ­რად გან­ვი­ხი­ლეთ ეს სა­კი­თხი, რო­დე­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი გახ­და. რა­ღაც მო­მენ­ტში, ბო­ლოს წინა დღეს, მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­სა­ხებ. ფაქ­ტობ­რი­ვად, ამა­ზე გვქონ­და ჩვენ სა­უ­ბა­რი, რად­გან უნ­დო­და, რომ ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი შს მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­ეშ­ვა და ფი­ნანსთა მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე დაგ­ვე­ნიშ­ნა, რა­ზეც მე კა­ტე­გო­რი­უ­ლი უარი ვუ­თხა­რი.

ვუ­თხა­რი, რომ თუ ეს მოხ­დე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, მე აღარ გა­ვაგ­რძე­ლებ­დი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მუ­შა­ო­ბას. თუმ­ცა ჩვენ სა­ღა­მოს ისე დავ­შორ­დით ერ­თმა­ნეთს, რომ მას გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ჰქონ­და მი­ღე­ბუ­ლი, ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის შს მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის. ეს მგო­ნი, უკვე თე­ბერ­ვალ­ში იყო. მარ­თა­ლია, სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი არ იყო, მაგ­რამ მა­ინც ვფიქ­რობ­დი, რომ იქ­ნე­ბო­და ახა­ლი პრე­მი­ე­რი და ფი­ნანსთა ახა­ლი მი­ნის­ტრი.

თუმ­ცა მე­ო­რე დღეს, რა­ტომ­ღაც, არ ვიცი, რა სა­კი­თხე­ბის ზე­გავ­ლე­ნის გამო მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის შს მი­ნის­ტრად და­ტო­ვე­ბის შე­სა­ხებ. ეს არის მოვ­ლე­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა იმ დღე­ებ­ში და ჩემი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. ვკი­თხე რა­ტომ შე­იც­ვა­ლა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, ამა­ზე რამე კონ­კრე­ტუ­ლი პა­სუ­ხი აღარ მი­მი­ღია. ცხა­დია, თუ იმას მე­კი­თხე­ბით, მე­კის­რე­ბა თუ არა პო­ლი­ტი­კუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ამ მოვ­ლე­ნებ­ზე, რა თქმა უნდა“, - აღ­ნიშ­ნა ზუ­რაბ ნო­ღა­ი­დელ­მა.

გარ­და ამი­სა, ზუ­რაბ ნო­ღა­ი­დელ­მა უპა­სუ­ხა კი­თხვას, რა­ტომ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან კონ­ფლიქ­ტე­ბის მოგ­ვა­რე­ბის სა­კი­თხებ­ში სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრი გოგა ხა­ინ­დრა­ვა, რო­მელ­საც არა­ერ­თი სამ­შვი­დო­ბო ინი­ცი­ა­ტი­ვა ჰქონ­და და რო­მელ­საც უწყე­ბი­დან წას­ვლა მის მო­ად­გი­ლე გია ვოლ­სკის­თან ერ­თად მო­უ­წია.

ნო­ღა­ი­დე­ლის თქმით, აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იყო იმ­დრო­ინ­დე­ლი მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნე­ტის 4 წევრთან ურ­თი­ერ­თო­ბის სა­კი­თხებ­თან.

„ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უშუ­ა­ლოდ სამ­შვი­დო­ბო პრო­ცეს­თან ან გი­ორ­გი ხა­ინ­დრა­ვას ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი არ იყო, არა­მედ მას სხვა და­ნარ­ჩენ მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნე­ტის წევ­რებ­თან, სწო­რედ იმ და­ნარ­ჩენ 4-თან ურ­თი­ერ­თო­ბის სა­კი­თხე­ბის პრობ­ლე­მა იყო. სუ­ლაც არ იყო სა­ვალ­დე­ბუ­ლო ამ დროს სამ­შვი­დო­ბო პრო­ცე­სი ნორ­მა­ლუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით არ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი­ყო. ეს ერ­თმა­ნეთ­თან პირ­და­პირ კავ­შირ­ში, ჩემი აზ­რით, არ არის. თუმ­ცა, ცხა­დია, სამ­წუ­ხა­როდ, შემ­დგო­მი მი­ნის­ტრე­ბი გოგა ხა­ინ­დრა­ვას ინი­ცი­ა­ტი­ვის და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის ვერ აღ­მოჩ­ნდნენ“, - გა­ნა­ცხა­და ნო­ღა­ი­დელ­მა.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

ავტორი:

"სააკაშვილს უნდოდა, მერაბიშვილი შს მინისტრის თანამდებობიდან გაეშვა და ფინანსთა მინისტრად დაგვენიშნა, რაზეც უარი ვუთხარი" - ნოღაიდელი გირგვლიანზე

"სააკაშვილს უნდოდა, მერაბიშვილი შს მინისტრის თანამდებობიდან გაეშვა და ფინანსთა მინისტრად დაგვენიშნა, რაზეც უარი ვუთხარი" - ნოღაიდელი გირგვლიანზე

“თუ იმას მეკითხებით, მეკისრება თუ არა პოლიტიკური პასუხისმგებლობა ამ მოვლენებზე, რა თქმა უნდა“, - ასე უპასუხა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ზურაბ ნოღაიდელმა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის კითხვას, რომელიც სანდრო გირგვლიანის საქმის კონტექსტში მასსა და მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ურთიერთობას შეეხებოდა.

  • როგორც ნოღაიდელმა ამავე კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილს მკვლელობის პერიოდში შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის ფინანსთა მინისტრად დანიშვნა გადაწყვეტილი ჰქონდა.

"მინისტრებთან ამ თემაზე საუბარი არ მქონია, პრეზიდენტთან რამდენჯერმე კი. დეტალურად განვიხილეთ ეს საკითხი, როდესაც საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა. რაღაც მომენტში, ბოლოს წინა დღეს, მიიღო გადაწყვეტილება ვანო მერაბიშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. ფაქტობრივად, ამაზე გვქონდა ჩვენ საუბარი, რადგან უნდოდა, რომ ვანო მერაბიშვილი შს მინისტრის თანამდებობიდან გაეშვა და ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე დაგვენიშნა, რაზეც მე კატეგორიული უარი ვუთხარი.

ვუთხარი, რომ თუ ეს მოხდება, შესაბამისად, მე აღარ გავაგრძელებდი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მუშაობას. თუმცა ჩვენ საღამოს ისე დავშორდით ერთმანეთს, რომ მას გადაწყვეტილება ჰქონდა მიღებული, ვანო მერაბიშვილის შს მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლების. ეს მგონი, უკვე თებერვალში იყო. მართალია, საბოლოო გადაწყვეტილება ჩამოყალიბებული არ იყო, მაგრამ მაინც ვფიქრობდი, რომ იქნებოდა ახალი პრემიერი და ფინანსთა ახალი მინისტრი.

თუმცა მეორე დღეს, რატომღაც, არ ვიცი, რა საკითხების ზეგავლენის გამო მიიღო გადაწყვეტილება, ვანო მერაბიშვილის შს მინისტრად დატოვების შესახებ. ეს არის მოვლენების განვითარება იმ დღეებში და ჩემი მონაწილეობა. ვკითხე რატომ შეიცვალა გადაწყვეტილება, ამაზე რამე კონკრეტული პასუხი აღარ მიმიღია. ცხადია, თუ იმას მეკითხებით, მეკისრება თუ არა პოლიტიკური პასუხისმგებლობა ამ მოვლენებზე, რა თქმა უნდა“, - აღნიშნა ზურაბ ნოღაიდელმა.

გარდა ამისა, ზურაბ ნოღაიდელმა უპასუხა კითხვას, რატომ გაათავისუფლა თანამდებობიდან კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გოგა ხაინდრავა, რომელსაც არაერთი სამშვიდობო ინიციატივა ჰქონდა და რომელსაც უწყებიდან წასვლა მის მოადგილე გია ვოლსკისთან ერთად მოუწია.

ნოღაიდელის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება დაკავშირებული იყო იმდროინდელი მინისტრთა კაბინეტის 4 წევრთან ურთიერთობის საკითხებთან.

„ეს გადაწყვეტილება უშუალოდ სამშვიდობო პროცესთან ან გიორგი ხაინდრავას ამ მიმართულებით მუშაობასთან დაკავშირებული არ იყო, არამედ მას სხვა დანარჩენ მინისტრთა კაბინეტის წევრებთან, სწორედ იმ დანარჩენ 4-თან ურთიერთობის საკითხების პრობლემა იყო. სულაც არ იყო სავალდებულო ამ დროს სამშვიდობო პროცესი ნორმალური მიმართულებით არ განვითარებულიყო. ეს ერთმანეთთან პირდაპირ კავშირში, ჩემი აზრით, არ არის. თუმცა, ცხადია, სამწუხაროდ, შემდგომი მინისტრები გოგა ხაინდრავას ინიციატივის და შესაძლებლობების ვერ აღმოჩნდნენ“, - განაცხადა ნოღაიდელმა.

წაიკითხეთ ასევე: