პოლიტიკა
მსოფლიო

22

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 02:59-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი კუროებისთვის: “არის შანსი განაახლოთ ადრე შეწყვეტილი ურთიერთობა ან დაუბრუნდეთ ძველ პარტნიორს“
აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი კუროებისთვის: “არის შანსი განაახლოთ ადრე შეწყვეტილი ურთიერთობა ან დაუბრუნდეთ ძველ პარტნიორს“

იგ­რძნობთ სი­ცხა­დი­სა და წეს­რი­გის, სან­დო ადა­მი­ა­ნე­ბის და ჭეშ­მა­რი­ტი ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­თხოვ­ნი­ლე­ბას. გა­მო­ნათ­დე­ბა ზო­გი­ერ­თი სა­ი­დუმ­ლო ან დე­ტა­ლი, რო­მე­ლიც და­გეხ­მა­რე­ბათ მა­ტყუ­ა­რე­ბის, ჭო­რე­ბი­სა და არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი ნაც­ნო­ბე­ბის გა­მოვ­ლე­ნა­ში. ზო­გა­დად, ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბა წარ­მა­ტე­ბას გპირ­დე­ბათ.

5-დან 27 აგ­ვის­ტოს ჩათ­ვლით სა­შუ­ა­ლე­ბა მო­გე­ცე­მათ მი­ი­ღოთ უჩ­ვე­უ­ლოდ ზუს­ტი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი და დას­კვნე­ბი. მო­ი­მა­ტებს სა­ფიქ­რა­ლი, მო­გი­წევთ ფაქ­ტე­ბის და­ლა­გე­ბა, ადა­მი­ა­ნე­ბის თუ კონ­კრე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნის სი­ტუ­ა­ცი­ის, ქმე­დე­ბე­ბის, ქცე­ვის გა­ა­ნა­ლი­ზე­ბა. შე­ე­ცა­დეთ შე­ა­ჯა­მოთ თქვე­ნი აზ­რე­ბი, თო­რემ მო­მა­ვალ­ში ყვე­ლა აზრი და ვა­რა­უ­დი კვლავ გა­ურ­კვევ­ლო­ბის ნისლში იქ­ნე­ბა და­ფა­რუ­ლი!

აგ­ვის­ტოს ფი­ნან­სე­ბი

თქვე­ნი მმარ­თვე­ლი პლა­ნე­ტა ვე­ნე­რა ქალ­წულ­ში დარ­ჩე­ბა თით­ქმის მთე­ლი აგ­ვის­ტო, რაც და­დე­ბი­თად აი­სა­ხე­ბა თქვენს შრო­მი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბა­ზე. სა­უ­კე­თე­სო შე­დე­გებს მი­აღ­წევთ პრო­ფე­სი­ა­ში. ამას­თან, არ გირ­ჩევთ უც­ნობ სფე­რო­ებ­ში გა­დას­ვლას, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი საქ­მი­ა­ნო­ბით და­კა­ვე­ბას ან ახა­ლი მე­თო­დე­ბი­სა და სტრა­ტე­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას. და თუ ახალ გუნდში აღ­მოჩ­ნდე­ბით, მა­შინ ადაპ­ტა­ცია ნელი იქ­ნე­ბა. გაზ­რდი­ლი მო­გე­ბა ელით მე­წარ­მე­ებს, რომ­ლე­ბიც წარ­მო­ე­ბით არი­ან და­კა­ვე­ბულ­ნი ან ქმნი­ან რა­ღა­ცას სა­კუ­თა­რი ხე­ლით.

6-დან 17 აგ­ვის­ტომ­დე პე­რი­ო­დი ყვე­ლა­ზე ხელ­საყ­რე­ლია სა­ქონ­ლის შე­სა­ძე­ნად, ვიდ­რე მომ­სა­ხუ­რე­ბის. უმ­ჯო­ბე­სია ძვი­რად ღი­რე­ბულ სერ­ვი­სებ­ში ფუ­ლის გა­დახ­და მო­მა­ვალ თვემ­დე გა­და­დოთ.

სა­მუ­შაო და ბიზ­ნე­სი

თვის და­სა­წყის­ში მერ­კუ­რი ხელ­საყ­რელ გავ­ლე­ნას მო­ახ­დენს თქვენს საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე, გან­სა­კუთ­რე­ბით იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ სი­ა­მოვ­ნე­ბას გა­ნი­ჭებთ ის, რა­საც აკე­თებთ. გა­გი­ად­ვილ­დე­ბათ თუნ­დაც რუ­ტი­ნუ­ლი, უინ­ტე­რე­სო სა­კი­თხე­ბის და მცი­რე ამო­ცა­ნე­ბის მოგ­ვა­რე­ბა. ასე­ვე სა­სარ­გებ­ლოა დრო და­უთ­მოთ ოჯა­ხურ პრობ­ლე­მებს, ბავ­შვე­ბის აღ­ზრდის სა­კი­თხებს, შე­მოქ­მე­დე­ბას და გა­ტა­ცე­ბებს. მთა­ვა­რია, ყვე­ლა­ფერს სურ­ვი­ლით და კარ­გი შე­მარ­თე­ბით მი­უდ­გე. გირ­ჩევთ იფიქ­რეთ შვე­ბუ­ლე­ბა­ზე ან მოგ­ზა­უ­რო­ბა­ზე.

თუ ამ თვე­ში არ აპი­რებთ სი­ტუ­ა­ცი­ის შეც­ვლას, მა­შინ მი­ნი­მუმ შე­ამ­ცი­რეთ სა­მუ­შაო აქ­ტი­ვო­ბა, გა­მო­ნა­ხეთ მეტი თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო და და­ის­ვე­ნეთ. არ და­გა­ვი­წყდეთ, რომ თქვენს ახ­ლობ­ლებს თქვე­ნი ყუ­რა­დღე­ბა და მზრუნ­ვე­ლო­ბა სჭირ­დე­ბათ. რეტ­რო მერ­კუ­რის დროს მუ­შა­ო­ბის შე­დე­გებ­მა შე­იძ­ლე­ბა ვერ და­გაკ­მა­ყო­ფი­ლოთ, რაც გა­ღი­ზი­ა­ნე­ბას და იმედ­გაც­რუ­ე­ბას გა­მო­იწ­ვევს. ვარ­სკვლა­ვე­ბი გირ­ჩე­ვენ, არ მი­ი­ღოთ იმ­პულ­სუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი. ეცა­დეთ არ გა­აკ­რი­ტი­კოთ სხვე­ბი და არ გა­ა­კე­თოთ ზედ­მე­ტი კო­მენ­ტა­რე­ბი.

15 აგ­ვის­ტო­დან უპი­რა­ტე­სო­ბა მი­ე­ნი­ჭე­ბა ოჯა­ხურ სა­კი­თხებს, საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის პრობ­ლე­მებს და პი­რად ურ­თი­ერ­თო­ბებს. კარ­გი დროა უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის და­სა­რე­გის­ტრი­რებ­ლად, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლის შე­საც­ვლე­ლად და სახ­ლში კომ­ფორ­ტის შე­საქ­მნე­ლად. მო­გი­წევთ ბა­ლან­სის პოვ­ნა სა­მუ­შა­ო­სა და ოჯახს შო­რის და საკ­მა­რი­სი დრო და­უთ­მოთ ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა სფე­როს. სი­ტუ­ა­ცი­ა­ზე გარ­კვე­ულ გავ­ლე­ნას მო­ახ­დე­ნენ უფ­რო­სი ნა­თე­სა­ვე­ბი ან ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი და ბიზ­ნეს­პარტნი­ო­რე­ბი. შე­გიძ­ლი­ათ შეც­ვა­ლოთ თქვე­ნი სა­მუ­შაო გრა­ფი­კი, იმუ­შა­ოთ დის­ტან­ცი­უ­რად ან აირ­ჩი­ოთ ნა­ხე­ვარ გა­ნაკ­ვეთ­ზე მუ­შა­ო­ბა. ასე­თი ცვლი­ლე­ბე­ბი ჯან­მრთე­ლო­ბა­ზეც სა­სი­კე­თოდ იმოქ­მე­დებს და საგ­რძნობ­ლად გა­ა­უმ­ჯო­ბე­სებს თქვენს ფი­ნან­სურ მდგო­მა­რე­ო­ბას.

სიყ­ვა­რუ­ლი და ფლირ­ტი

პირ­ვე­ლი ხუთი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­გიძ­ლი­ათ შე­ა­ჩე­როთ სა­მუ­შაო და ცოტა გა­ერ­თოთ, შვე­ბუ­ლე­ბა­ში ან ექ­სკურ­სი­ა­ზე წახ­ვი­დეთ. მათ­თვის, ვინც ეძებს მე­წყვი­ლეს, გა­რე­მოს შეც­ვლა სა­სარ­გებ­ლო იქ­ნე­ბა და გან­წყო­ბას აგი­მაღ­ლებთ. 5-დან მიმ­ზიდ­ვე­ლი გახ­დე­ბით სა­პი­რის­პი­რო სქე­სის­თვის, გა­გი­ად­ვილ­დე­ბათ ადა­მი­ა­ნე­ბის გაც­ნო­ბა და სა­სი­ა­მოვ­ნო სა­უბ­რე­ბი. ასე­ვე აგ­ვის­ტო­ში, ვარ­სკვლა­ვე­ბი გპირ­დე­ბი­ან ხშირ კო­მუ­ნი­კა­ცი­ას ოჯახ­თან და ნა­თე­სა­ვებ­თან. დას­ვე­ნე­ბი­სა და გა­სარ­თო­ბი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ად­გი­ლე­ბის მო­ნა­ხუ­ლე­ბამ შე­იძ­ლე­ბა სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ანს შე­გახ­ვედ­როთ. თქვენს ახალ ნაც­ნობს დიდი ალ­ბა­თო­ბით ექ­ნე­ბა თქვენ­ნა­ი­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი და მის­წრა­ფე­ბე­ბი. კარ­გია ბუ­ნე­ბა­ში მოგ­ზა­უ­რო­ბა, კი­ნო­ში და გა­მო­ფე­ნებ­ზე სი­ა­რუ­ლი, რაც ახა­ლი მე­გობ­რე­ბის შე­ძე­ნი­სა და კარ­გი დრო­ის გა­ტა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ცემთ. მაგ­რამ რად­გან მერ­კუ­რი თვის ბო­ლომ­დე რეტ­როგ­რა­დუ­ლია, უმ­ჯო­ბე­სია არ და­ამ­ყა­როთ სე­რი­ო­ზუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა. მი­ი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი მხო­ლოდ მა­შინ, რო­დე­საც მერ­კუ­რი სვლას გა­ას­წო­რებს.

და­წყვი­ლე­ბუ­ლებ­მა დიდი დრო და­უთ­მეთ სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბას, მშობ­ლე­ბის სა­კი­თხებს, ახლო და შო­რე­ულ ნა­თე­სა­ვებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას. არ და­გა­ვი­წყდეთ მშობ­ლე­ბი­სად­მი ყუ­რა­დღე­ბის მიქ­ცე­ვა, გან­სა­კუთ­რე­ბით თუ ერ­თად არ ცხოვ­რობთ. ნუ გა­აკ­რი­ტი­კებთ ახ­ლობ­ლე­ბის საქ­ცი­ელს, მო­ე­რი­დეთ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში მკვეთრ გა­მო­ნათ­ქვა­მებს, რათა არ გა­ი­ფუ­ჭოთ მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, შე­ე­ცა­დეთ შე­ი­ნარ­ჩუ­ნოთ სტა­ბი­ლუ­რო­ბა.

ჯან­მრთე­ლო­ბა და აქ­ტი­უ­რო­ბა

აგ­ვის­ტო­ში მთა­ვა­რი აქ­ცენ­ტი პრე­ვენ­ცი­ა­ზე უნდა გა­კეთ­დეს. ემო­ცი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბაც ნორ­მა­ლუ­რი უნდა იყოს. სამ­სა­ხურ­ში გა­და­ჭარ­ბე­ბულ­მა დატ­ვირ­თვამ ან სტრეს­მა შე­იძ­ლე­ბა უარ­ყო­ფი­თი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნოს თქვენს ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე. გა­მო­ი­ყე­ნეთ თქვე­ნი ენერ­გია ზო­მი­ე­რად და ნუ აი­ღებთ ზედ­მეტ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას. და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი კვე­ბა გა­აძ­ლი­ე­რებს თქვენს იმუ­ნურ სის­ტე­მას. მი­ირ­თვით მეტი ახა­ლი ბოსტნე­უ­ლი და ხილი, გა­მო­რი­ცხეთ ცხა­რე და ცხი­მო­ვა­ნი საკ­ვე­ბი. მო­წე­ვა და ძლი­ე­რი სას­მე­ლე­ბი ცუ­დად აი­სა­ხე­ბა თქვენს გა­რეგ­ნო­ბა­ზე და და­გი­სუს­ტებთ ჯან­მრთე­ლო­ბას. გირ­ჩევთ, მეტი ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ოთ ფილ­ტვებს.

4 აგ­ვის­ტოს შემ­დეგ ზო­გი­ერ­თი და­ი­წყებთ სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლის ძებ­ნას ან გაც­ვლას, ზოგი კი მო­ი­ნა­ხუ­ლებთ იმ ად­გი­ლებს, სა­დაც და­ი­ბა­დეთ ან გა­ა­ტა­რეთ ბავ­შვო­ბა. არის შან­სი გა­ნა­ახ­ლოთ ადრე შე­წყვე­ტი­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა ან და­უბ­რუნ­დეთ ძველ პარტნი­ორს. მზარ­დი მთვა­რის დღე­ე­ბი შე­სა­ფე­რი­სია რე­მონ­ტის და­სა­წყე­ბად, ავე­ჯის გა­და­სა­ად­გი­ლებ­ლად, ახა­ლი ავე­ჯის ან ინ­ტე­რი­ე­რის ნივ­თე­ბის შე­სა­ძე­ნად. იო­ლად გა­უმკლავ­დე­ბით უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის სა­კი­თხებს.

19 აგ­ვის­ტოს შემ­დეგ შე­საძ­ლოა თქვე­ნი მიზ­ნე­ბი გარ­და­იქ­მნას. ზო­გი­ერთს ბიზ­ნეს­ში პრი­ო­რი­ტე­ტე­ბის შეც­ვლა გსურთ, ზოგს - და­წი­ნა­უ­რე­ბა. შე­იძ­ლე­ბა დაგ­ჭირ­დეთ სა­მუ­შა­ოს ან საქ­მი­ა­ნო­ბის სფე­როს შეც­ვლა. იდე­ებ­მა, რომ­ლე­ბიც ამ დღე­ებ­ში მო­გი­ვი­დათ თავ­ში, შე­იძ­ლე­ბა რა­დი­კა­ლუ­რად შეც­ვა­ლოს თქვე­ნი პრო­ფე­სი­უ­ლი პო­ზი­ცია. გირ­ჩევთ, ჯერ ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბოთ ახა­ლი მიზ­ნე­ბი, დარ­წმუნ­დეთ, რომ ცვლი­ლე­ბე­ბი გჭირ­დე­ბათ და მხო­ლოდ ამის შემ­დეგ და­ი­წყოთ მოქ­მე­დე­ბა. ზო­გი­ერ­თი პრო­ექ­ტი შე­იძ­ლე­ბა დას­რულ­დეს; შე­იძ­ლე­ბა შე­იც­ვა­ლოს თქვე­ნი სო­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტუ­სი, ვინ­მე გახ­დეს მშო­ბე­ლი, შე­გე­ძი­ნოთ შვი­ლიშ­ვი­ლი, გახ­ვი­დეთ პენ­სი­ა­ზე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
MMA | მერაბ დვალიშვილი UFC-ის განახლებულ საერთო რეიტინგში მე-5 ადგილზე დაწინაურდა - ტოპ 5-ში უკვე ორი ქართველია

აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი კუროებისთვის: “არის შანსი განაახლოთ ადრე შეწყვეტილი ურთიერთობა ან დაუბრუნდეთ ძველ პარტნიორს“

აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი კუროებისთვის: “არის შანსი განაახლოთ ადრე შეწყვეტილი ურთიერთობა ან დაუბრუნდეთ ძველ პარტნიორს“

იგრძნობთ სიცხადისა და წესრიგის, სანდო ადამიანების და ჭეშმარიტი ინფორმაციის მოთხოვნილებას. გამონათდება ზოგიერთი საიდუმლო ან დეტალი, რომელიც დაგეხმარებათ მატყუარების, ჭორებისა და არაკეთილსინდისიერი ნაცნობების გამოვლენაში. ზოგადად, ინფორმირებულობა წარმატებას გპირდებათ.

5-დან 27 აგვისტოს ჩათვლით საშუალება მოგეცემათ მიიღოთ უჩვეულოდ ზუსტი გადაწყვეტილებები და დასკვნები. მოიმატებს საფიქრალი, მოგიწევთ ფაქტების დალაგება, ადამიანების თუ კონკრეტული ადამიანის სიტუაციის, ქმედებების, ქცევის გაანალიზება. შეეცადეთ შეაჯამოთ თქვენი აზრები, თორემ მომავალში ყველა აზრი და ვარაუდი კვლავ გაურკვევლობის ნისლში იქნება დაფარული!

აგვისტოს ფინანსები

თქვენი მმართველი პლანეტა ვენერა ქალწულში დარჩება თითქმის მთელი აგვისტო, რაც დადებითად აისახება თქვენს შრომისუნარიანობაზე. საუკეთესო შედეგებს მიაღწევთ პროფესიაში. ამასთან, არ გირჩევთ უცნობ სფეროებში გადასვლას, არაჩვეულებრივი საქმიანობით დაკავებას ან ახალი მეთოდებისა და სტრატეგიების გამოყენებას. და თუ ახალ გუნდში აღმოჩნდებით, მაშინ ადაპტაცია ნელი იქნება. გაზრდილი მოგება ელით მეწარმეებს, რომლებიც წარმოებით არიან დაკავებულნი ან ქმნიან რაღაცას საკუთარი ხელით.

6-დან 17 აგვისტომდე პერიოდი ყველაზე ხელსაყრელია საქონლის შესაძენად, ვიდრე მომსახურების. უმჯობესია ძვირად ღირებულ სერვისებში ფულის გადახდა მომავალ თვემდე გადადოთ.

სამუშაო და ბიზნესი

თვის დასაწყისში მერკური ხელსაყრელ გავლენას მოახდენს თქვენს საქმიანობაზე, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ სიამოვნებას განიჭებთ ის, რასაც აკეთებთ. გაგიადვილდებათ თუნდაც რუტინული, უინტერესო საკითხების და მცირე ამოცანების მოგვარება. ასევე სასარგებლოა დრო დაუთმოთ ოჯახურ პრობლემებს, ბავშვების აღზრდის საკითხებს, შემოქმედებას და გატაცებებს. მთავარია, ყველაფერს სურვილით და კარგი შემართებით მიუდგე. გირჩევთ იფიქრეთ შვებულებაზე ან მოგზაურობაზე.

თუ ამ თვეში არ აპირებთ სიტუაციის შეცვლას, მაშინ მინიმუმ შეამცირეთ სამუშაო აქტივობა, გამონახეთ მეტი თავისუფალი დრო და დაისვენეთ. არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენს ახლობლებს თქვენი ყურადღება და მზრუნველობა სჭირდებათ. რეტრო მერკურის დროს მუშაობის შედეგებმა შეიძლება ვერ დაგაკმაყოფილოთ, რაც გაღიზიანებას და იმედგაცრუებას გამოიწვევს. ვარსკვლავები გირჩევენ, არ მიიღოთ იმპულსური გადაწყვეტილებები. ეცადეთ არ გააკრიტიკოთ სხვები და არ გააკეთოთ ზედმეტი კომენტარები.

15 აგვისტოდან უპირატესობა მიენიჭება ოჯახურ საკითხებს, საყვარელი ადამიანების პრობლემებს და პირად ურთიერთობებს. კარგი დროა უძრავი ქონების დასარეგისტრირებლად, საცხოვრებელი ადგილის შესაცვლელად და სახლში კომფორტის შესაქმნელად. მოგიწევთ ბალანსის პოვნა სამუშაოსა და ოჯახს შორის და საკმარისი დრო დაუთმოთ ცხოვრების ყველა სფეროს. სიტუაციაზე გარკვეულ გავლენას მოახდენენ უფროსი ნათესავები ან ავტორიტეტული პროფესიონალი ადამიანები და ბიზნესპარტნიორები. შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი სამუშაო გრაფიკი, იმუშაოთ დისტანციურად ან აირჩიოთ ნახევარ განაკვეთზე მუშაობა. ასეთი ცვლილებები ჯანმრთელობაზეც სასიკეთოდ იმოქმედებს და საგრძნობლად გააუმჯობესებს თქვენს ფინანსურ მდგომარეობას.

სიყვარული და ფლირტი

პირველი ხუთი დღის განმავლობაში შეგიძლიათ შეაჩეროთ სამუშაო და ცოტა გაერთოთ, შვებულებაში ან ექსკურსიაზე წახვიდეთ. მათთვის, ვინც ეძებს მეწყვილეს, გარემოს შეცვლა სასარგებლო იქნება და განწყობას აგიმაღლებთ. 5-დან მიმზიდველი გახდებით საპირისპირო სქესისთვის, გაგიადვილდებათ ადამიანების გაცნობა და სასიამოვნო საუბრები. ასევე აგვისტოში, ვარსკვლავები გპირდებიან ხშირ კომუნიკაციას ოჯახთან და ნათესავებთან. დასვენებისა და გასართობი ღონისძიებების ადგილების მონახულებამ შეიძლება საინტერესო ადამიანს შეგახვედროთ. თქვენს ახალ ნაცნობს დიდი ალბათობით ექნება თქვენნაირი შეხედულებები და მისწრაფებები. კარგია ბუნებაში მოგზაურობა, კინოში და გამოფენებზე სიარული, რაც ახალი მეგობრების შეძენისა და კარგი დროის გატარების საშუალებას მოგცემთ. მაგრამ რადგან მერკური თვის ბოლომდე რეტროგრადულია, უმჯობესია არ დაამყაროთ სერიოზული ურთიერთობა. მიიღეთ გადაწყვეტილებები მხოლოდ მაშინ, როდესაც მერკური სვლას გაასწორებს.

დაწყვილებულებმა დიდი დრო დაუთმეთ საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარებას, მშობლების საკითხებს, ახლო და შორეულ ნათესავებთან ურთიერთობას. არ დაგავიწყდეთ მშობლებისადმი ყურადღების მიქცევა, განსაკუთრებით თუ ერთად არ ცხოვრობთ. ნუ გააკრიტიკებთ ახლობლების საქციელს, მოერიდეთ ურთიერთობებში მკვეთრ გამონათქვამებს, რათა არ გაიფუჭოთ მათთან ურთიერთობა, შეეცადეთ შეინარჩუნოთ სტაბილურობა.

ჯანმრთელობა და აქტიურობა

აგვისტოში მთავარი აქცენტი პრევენციაზე უნდა გაკეთდეს. ემოციური მდგომარეობაც ნორმალური უნდა იყოს. სამსახურში გადაჭარბებულმა დატვირთვამ ან სტრესმა შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს თქვენს ჯანმრთელობაზე. გამოიყენეთ თქვენი ენერგია ზომიერად და ნუ აიღებთ ზედმეტ პასუხისმგებლობას. დაბალანსებული კვება გააძლიერებს თქვენს იმუნურ სისტემას. მიირთვით მეტი ახალი ბოსტნეული და ხილი, გამორიცხეთ ცხარე და ცხიმოვანი საკვები. მოწევა და ძლიერი სასმელები ცუდად აისახება თქვენს გარეგნობაზე და დაგისუსტებთ ჯანმრთელობას. გირჩევთ, მეტი ყურადღება მიაქციოთ ფილტვებს.

4 აგვისტოს შემდეგ ზოგიერთი დაიწყებთ საცხოვრებელი ადგილის ძებნას ან გაცვლას, ზოგი კი მოინახულებთ იმ ადგილებს, სადაც დაიბადეთ ან გაატარეთ ბავშვობა. არის შანსი განაახლოთ ადრე შეწყვეტილი ურთიერთობა ან დაუბრუნდეთ ძველ პარტნიორს. მზარდი მთვარის დღეები შესაფერისია რემონტის დასაწყებად, ავეჯის გადასაადგილებლად, ახალი ავეჯის ან ინტერიერის ნივთების შესაძენად. იოლად გაუმკლავდებით უძრავი ქონების საკითხებს.

19 აგვისტოს შემდეგ შესაძლოა თქვენი მიზნები გარდაიქმნას. ზოგიერთს ბიზნესში პრიორიტეტების შეცვლა გსურთ, ზოგს - დაწინაურება. შეიძლება დაგჭირდეთ სამუშაოს ან საქმიანობის სფეროს შეცვლა. იდეებმა, რომლებიც ამ დღეებში მოგივიდათ თავში, შეიძლება რადიკალურად შეცვალოს თქვენი პროფესიული პოზიცია. გირჩევთ, ჯერ ჩამოაყალიბოთ ახალი მიზნები, დარწმუნდეთ, რომ ცვლილებები გჭირდებათ და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყოთ მოქმედება. ზოგიერთი პროექტი შეიძლება დასრულდეს; შეიძლება შეიცვალოს თქვენი სოციალური სტატუსი, ვინმე გახდეს მშობელი, შეგეძინოთ შვილიშვილი, გახვიდეთ პენსიაზე.