სამხედრო
საზოგადოება

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მთავარი არხის“ ინფორმაციით, ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე თბილისში დაბრუნდნენ, - ცნობილია, რამდენს გადაახდევინებენ მათ ჯარიმის სახით
"მთავარი არხის“ ინფორმაციით, ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე თბილისში დაბრუნდნენ, - ცნობილია, რამდენს გადაახდევინებენ მათ ჯარიმის სახით

"მთა­ვა­რი არ­ხის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დე­პუ­ტა­ტე­ბი ირაკ­ლი ზარ­ქუა და ვიქ­ტორ სა­ნი­კი­ძე თბი­ლის­ში დაბ­რუნ­დნენ, ხოლო ჯა­რი­მის სა­ხით გა­და­სახ­დე­ლად 80 000 დო­ლა­რი და­ე­კის­რათ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 13 იან­ვარს, აბუ-და­ბი­ში, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დე­პუ­ტა­ტე­ბი ირაკ­ლი ზარ­ქუა, ვიქ­ტორ სა­ნი­კი­ძე და გელა სამ­ხა­რა­უ­ლი მო­ქა­ლა­ქე ლაშა გა­ბი­ტაშ­ვილს ფი­ზი­კუ­რად და­უ­პი­რის­პირ­დნენ. ფაქ­ტის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და.

შემ­თხვე­ვა სას­ტუმ­როს სა­სა­დი­ლო­ში მოხ­და. კად­რებ­ში ჩანს, რომ ლაშა გა­ბი­ტაშ­ვილს, სა­დი­ლო­ბის დროს, ირაკ­ლი ზარ­ქუ­ამ საჭ­მე­ლი შე­ა­ყა­რა და ფი­ზი­კუ­რად და­უ­პი­რის­პირ­და, შემ­დეგ კი ჩხუბ­ში ვიქ­ტორ სა­ნი­კი­ძე ჩა­ერ­თო.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ლაშა გა­ბი­ტაშ­ვილ­მა ვი­დე­ო­მი­მარ­თვა გა­ავ­რცე­ლა სა­დაც ამ­ბობს, რომ შემ­თხვე­ვა წინა დღეს მომ­ხდარ ფაქტს უკავ­შირ­დე­ბა, რა დრო­საც მან ირაკ­ლი ზარ­ქუ­ა­სა და ვიქ­ტორ სა­ნი­კი­ძეს "რუსი მონა“ უწო­და. ცნო­ბის­თვის, პირ­ვე­ლად მომ­ხდა­რი და­პი­რის­პი­რე­ბის დროს, მხა­რე­ებ­მა ერ­თმა­ნეთს სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნეს.

იხი­ლეთ ასე­ვე:

ავტორი:

"მთავარი არხის“ ინფორმაციით, ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე თბილისში დაბრუნდნენ, - ცნობილია, რამდენს გადაახდევინებენ მათ ჯარიმის სახით

"მთავარი არხის“ ინფორმაციით, ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე თბილისში დაბრუნდნენ, - ცნობილია, რამდენს გადაახდევინებენ მათ ჯარიმის სახით

"მთავარი არხის“ ინფორმაციით, "ქართული ოცნების“ დეპუტატები ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე თბილისში დაბრუნდნენ, ხოლო ჯარიმის სახით გადასახდელად 80 000 დოლარი დაეკისრათ.

შეგახსენებთ, რომ 13 იანვარს, აბუ-დაბიში, "ქართული ოცნების“ დეპუტატები ირაკლი ზარქუა, ვიქტორ სანიკიძე და გელა სამხარაული მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა.

შემთხვევა სასტუმროს სასადილოში მოხდა. კადრებში ჩანს, რომ ლაშა გაბიტაშვილს, სადილობის დროს, ირაკლი ზარქუამ საჭმელი შეაყარა და ფიზიკურად დაუპირისპირდა, შემდეგ კი ჩხუბში ვიქტორ სანიკიძე ჩაერთო.

მოგვიანებით, ლაშა გაბიტაშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა სადაც ამბობს, რომ შემთხვევა წინა დღეს მომხდარ ფაქტს უკავშირდება, რა დროსაც მან ირაკლი ზარქუასა და ვიქტორ სანიკიძეს "რუსი მონა“ უწოდა. ცნობისთვის, პირველად მომხდარი დაპირისპირების დროს, მხარეებმა ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

იხილეთ ასევე:

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"