პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
3 ყველაზე მოსიყვარულე ზოდიაქოს ნიშანი, რომელიც სიყვარულით გაგანებივრებთ
3 ყველაზე მოსიყვარულე ზოდიაქოს ნიშანი, რომელიც სიყვარულით  გაგანებივრებთ

ზო­დი­ა­ქოს 12-ვე ნი­შა­ნი უნი­კა­ლუ­რი თვი­სე­ბე­ბი­თაა და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლი. თი­თო­ე­ულ ჩვენ­განს აქვს და­დე­ბი­თი და უარ­ყო­ფი­თი თვი­სე­ბე­ბი, ისე­ვე რო­გორც სა­კუ­თა­რი ხედ­ვა სამ­ყა­რო­ზე და ქცე­ვა სხვა­დას­ხვა სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში. წარ­მო­გიდ­გენთ ყვე­ლა­ზე რო­მან­ტი­კუ­ლი ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნე­ბის ჯგუფს, რომ­ლებ­მაც ბევ­რი რამ იცი­ან სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის შე­სა­ხებ.

თევ­ზე­ბი

ზო­დი­ა­ქოს ეს ნი­შა­ნი წარ­მო­ად­გენს წყლის ელე­მენტს და მისი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან სიბ­რძნით, მიმ­ღებ­ლო­ბი­თა და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით. თევ­ზე­ბი ემო­ცი­უ­რე­ბი და მგრძნო­ბი­ა­რე­ნი არი­ან სხვა ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ, აქვთ თა­ნაგ­რძნო­ბის ნიჭი. ამი­ტომ, თუ რამე გა­წუ­ხებთ, თქვე­ნი პარტნი­ო­რიც თქვენ­სა­ვით გა­ნიც­დის, რად­გან ის გრძნობს თქვენს ყვე­ლა ემო­ცი­ას. რთულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში თევ­ზე­ბი სუ­ლი­ე­რი თა­ნად­გო­მით და სწო­რი სი­ტყვე­ბით და­გამ­შვი­დებთ.

თევ­ზე­ბის მე­ო­რე მხა­რე რო­მან­ტი­კუ­ლო­ბაა. ამ ნიშ­ნის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა იცი­ან რო­გორ მო­გი­ხიბ­ლონ, შექ­მნან სენ­სუ­ა­ლუ­რი ატ­მოს­ფე­რო და იყ­ვნენ არაპ­როგ­ნო­ზი­რე­ბა­დი. ასე რომ, თუ გსურთ, რომ თქვე­ნი პარტნი­ო­რი იყოს ნაზი და სიმ­პა­თი­უ­რი, გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს თქვე­ნი სურ­ვი­ლე­ბი და მო­გი­წყოთ და­უ­ვი­წყა­რი პა­ემ­ნე­ბი, შე­არ­ჩი­ეთ თევ­ზე­ბის ნიშ­ნით და­ბა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი.

სას­წო­რი

ჰა­ე­რის ამ ნიშ­ნის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი არ­ცთუ ისე ემო­ცი­უ­რე­ბი არი­ან, მაგ­რამ მათ სულ­ში სიყ­ვა­რუ­ლის ნამ­დვი­ლი ცე­ცხლი ბრი­ა­ლებს. სას­წო­რი პარტნი­ორს თან­და­ყო­ლი­ლი სი­ფხიზ­ლი­თა და წინ­და­ხე­დუ­ლო­ბით არ­ჩევს. თუ სას­წორ­თან რო­მან­ტი­კუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა გაქვთ, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყა­ვით, რომ მათ გულ­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ად­გი­ლი გი­კა­ვი­ათ. სას­წო­რე­ბი აჩ­ვე­ნე­ბენ თა­ვი­ანთ ძლი­ერ რო­მან­ტი­კულ მხა­რე­ებს, რო­დე­საც საქ­მე ეხე­ბა საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის მხარ­და­ჭე­რას. აქ თქვენ იგ­რძნობთ პარტნი­ო­რის მთელ სიყ­ვა­რულს და მზრუნ­ვე­ლო­ბას, მი­სი­ვე სი­ტყვე­ბით, ის მოგ­ცემთ თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბას და უსაფრ­თხო­ე­ბის გან­ცდას. მაგ­რამ არ და­ი­ვი­წყოთ სას­წო­რის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი. ამ ნიშ­ნის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ისე არი­ან მო­წყო­ბი­ლი, რომ ძა­ლას სწო­რედ რო­მან­ტი­კუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბით ივ­სე­ბენ. ამი­ტომ, თუ თქვე­ნი საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნი ხან­და­ხან იქ­ცე­ვა ისე, რო­გორც ჭირ­ვე­უ­ლი ბავ­შვი, რო­მე­ლიც სიყ­ვა­რულს და ყუ­რა­დღე­ბას ითხოვს, მო­ე­ფე­რეთ და გა­ა­ნე­ბივ­რეთ.

კირჩხი­ბი

უც­ნო­ბებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში კირჩხიბს შე­უძ­ლია გა­მო­ი­ჩი­ნოს თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბა და გარ­კვე­უ­ლი ქედ­მაღ­ლო­ბა. ეს იმი­ტომ, რომ ამ ნიშ­ნის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი იცა­ვენ თა­ვი­ანთ ნაზ სულს, რო­მელ­საც შე­იძ­ლე­ბა იო­ლად ავ­ნოთ. მაგ­რამ თუ მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბას და­ი­წყებთ და უფრო ახ­ლოს გა­იც­ნობთ, ისე­თი გრძნო­ბა გექ­ნე­ბათ, თით­ქოს არა­ვინ გყვა­რე­ბი­ათ ასე­თი ძა­ლით. კირჩხი­ბი არის მზრუნ­ვე­ლი და თა­ნამ­გრძნო­ბი, მზად არის თქვე­ნი ტან­ჯვა იკის­როს, მხო­ლოდ იმის­თვის, რომ თქვენ თავი უკეთ იგ­რძნოთ. ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, იცო­დეთ, რომ კირჩხი­ბე­ბი არ არი­ან დრო­ე­ბი­თი რო­მა­ნის მოყ­ვა­რუ­ლე­ბი. ისი­ნი მზად არი­ან ოჯა­ხის შექ­მნი­სა და სე­რი­ო­ზუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის­თვის. თუ ჯერ არ ხართ მზად ასე­თი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის­თვის, მა­შინ უმ­ჯო­ბე­სია კირჩხიბს იმე­დი არ მის­ცეთ. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში პარტნი­ორს გა­ა­უ­ბე­დუ­რებთ.

კირჩხი­ბის კი­დევ ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი თვი­სე­ბა არის კარ­გი მეხ­სი­ე­რე­ბა. ამი­ტომ, თუ ადრე თქვე­ნი ყო­ფი­ლე­ბი ივი­წყებ­დნენ ურ­თი­ერ­თო­ბის წლის­თავს ან თუნ­დაც თქვენს და­ბა­დე­ბის დღეს, კირჩხი­ბებ­თან ეს არ გე­მუქ­რე­ბათ.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ანი- თევზები
1

იმდენად ვიცი ადამიანის შეყვარება და გაღმერთება , რომ საბოლოოთ უარი ვთქვი სიყვარულზე და გადავწყვიტე ვიყო მარტო საქმეში, კარიერაში ჩართული....

თევზები))😜
2

ეს მათთვის ვინც გვიყვარს! იმათ რა ემართებათ, ვინც კუნტრუშს იწყებს და კიკინს თვალთმაქცურად?! წარღვნა!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

3 ყველაზე მოსიყვარულე ზოდიაქოს ნიშანი, რომელიც სიყვარულით გაგანებივრებთ

3 ყველაზე მოსიყვარულე ზოდიაქოს ნიშანი, რომელიც სიყვარულით  გაგანებივრებთ

ზოდიაქოს 12-ვე ნიშანი უნიკალური თვისებებითაა დაჯილდოებული. თითოეულ ჩვენგანს აქვს დადებითი და უარყოფითი თვისებები, ისევე როგორც საკუთარი ხედვა სამყაროზე და ქცევა სხვადასხვა სიტუაციებში. წარმოგიდგენთ ყველაზე რომანტიკული ზოდიაქოს ნიშნების ჯგუფს, რომლებმაც ბევრი რამ იციან სასიყვარულო ურთიერთობების შესახებ.

თევზები

ზოდიაქოს ეს ნიშანი წარმოადგენს წყლის ელემენტს და მისი წარმომადგენლები გამოირჩევიან სიბრძნით, მიმღებლობითა და პასუხისმგებლობით. თევზები ემოციურები და მგრძნობიარენი არიან სხვა ადამიანების მიმართ, აქვთ თანაგრძნობის ნიჭი. ამიტომ, თუ რამე გაწუხებთ, თქვენი პარტნიორიც თქვენსავით განიცდის, რადგან ის გრძნობს თქვენს ყველა ემოციას. რთულ სიტუაციაში თევზები სულიერი თანადგომით და სწორი სიტყვებით დაგამშვიდებთ.

თევზების მეორე მხარე რომანტიკულობაა. ამ ნიშნის წარმომადგენლებმა იციან როგორ მოგიხიბლონ, შექმნან სენსუალური ატმოსფერო და იყვნენ არაპროგნოზირებადი. ასე რომ, თუ გსურთ, რომ თქვენი პარტნიორი იყოს ნაზი და სიმპათიური, გაითვალისწინოს თქვენი სურვილები და მოგიწყოთ დაუვიწყარი პაემნები, შეარჩიეთ თევზების ნიშნით დაბადებული ადამიანი.

სასწორი

ჰაერის ამ ნიშნის წარმომადგენლები არცთუ ისე ემოციურები არიან, მაგრამ მათ სულში სიყვარულის ნამდვილი ცეცხლი ბრიალებს. სასწორი პარტნიორს თანდაყოლილი სიფხიზლითა და წინდახედულობით არჩევს. თუ სასწორთან რომანტიკული ურთიერთობა გაქვთ, დარწმუნებული იყავით, რომ მათ გულში განსაკუთრებული ადგილი გიკავიათ. სასწორები აჩვენებენ თავიანთ ძლიერ რომანტიკულ მხარეებს, როდესაც საქმე ეხება საყვარელი ადამიანის მხარდაჭერას. აქ თქვენ იგრძნობთ პარტნიორის მთელ სიყვარულს და მზრუნველობას, მისივე სიტყვებით, ის მოგცემთ თავდაჯერებულობას და უსაფრთხოების განცდას. მაგრამ არ დაივიწყოთ სასწორის საჭიროებები. ამ ნიშნის წარმომადგენლები ისე არიან მოწყობილი, რომ ძალას სწორედ რომანტიკული ურთიერთობებით ივსებენ. ამიტომ, თუ თქვენი საყვარელი ადამიანი ხანდახან იქცევა ისე, როგორც ჭირვეული ბავშვი, რომელიც სიყვარულს და ყურადღებას ითხოვს, მოეფერეთ და გაანებივრეთ.

კირჩხიბი

უცნობებთან ურთიერთობაში კირჩხიბს შეუძლია გამოიჩინოს თავმოყვარეობა და გარკვეული ქედმაღლობა. ეს იმიტომ, რომ ამ ნიშნის წარმომადგენლები იცავენ თავიანთ ნაზ სულს, რომელსაც შეიძლება იოლად ავნოთ. მაგრამ თუ მასთან ურთიერთობას დაიწყებთ და უფრო ახლოს გაიცნობთ, ისეთი გრძნობა გექნებათ, თითქოს არავინ გყვარებიათ ასეთი ძალით. კირჩხიბი არის მზრუნველი და თანამგრძნობი, მზად არის თქვენი ტანჯვა იკისროს, მხოლოდ იმისთვის, რომ თქვენ თავი უკეთ იგრძნოთ. ასევე მნიშვნელოვანია, იცოდეთ, რომ კირჩხიბები არ არიან დროებითი რომანის მოყვარულები. ისინი მზად არიან ოჯახის შექმნისა და სერიოზული ურთიერთობისთვის. თუ ჯერ არ ხართ მზად ასეთი პასუხისმგებლობისთვის, მაშინ უმჯობესია კირჩხიბს იმედი არ მისცეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში პარტნიორს გააუბედურებთ.

კირჩხიბის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თვისება არის კარგი მეხსიერება. ამიტომ, თუ ადრე თქვენი ყოფილები ივიწყებდნენ ურთიერთობის წლისთავს ან თუნდაც თქვენს დაბადების დღეს, კირჩხიბებთან ეს არ გემუქრებათ.