ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 22:42-ზე, მთვარე თევზებში გადავა 07:06-ზე
არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. ჩაიტარეთ წყლის პროცედურები, რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
ვერძი
დღეს თქვენ უნდა იმოქმედოთ გაბედულად და სწრაფად. იყავით დაკვირვებული და გააზრებული და თუ მიიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას აღარ გადაიფიქროთ. საღამო გაატარეთ მშვიდ, ოჯახურ გარემოში.
კურო
დამღლელი სამუშაოს შესრულება მოგიწევთ, წუწუნის ნაცვლად სჯობს დილიდან შეუდგეთ ვალდებულებების მოგვარებას. არ შეამციროთ აქტივობა, მაგრამ ნურც დასვენებას დაივიწყებთ.
ტყუპი
მხოლოდ წარუმატებლობაზე ნუ ფიქრობთ. გაიხსენეთ, რომ მიღწევებიც გაქვთ. გჯეროდეთ საკუთარი თავის, გამარჯვების, წინააღმდეგ შემთხვევაში წინსვლა გაგიჭირდებათ.
კირჩხიბი
გექნებათ საშუალება, ბევრ რამეს გადახედოთ და ზოგს სრულიად განსხვავებული კუთხით შეხედოთ. შეგიძლიათ მიხვიდეთ ძალიან საინტერესო დასკვნებამდე, რაც თავიდან გიჟურად მოგეჩვენებათ, მაგრამ არ იჩქაროთ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება.
ლომი
წააწყდებით პროვოკატორს, რომელიც თქვენს ყოველ საქციელში ეძებს შეცდომას, საჯაროდ გიკრიტიკებთ ყველაფერს, რასაც ამბობთ და აკეთებთ. არ აჰყვეთ, მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე, ნუ შეილახავთ რეპუტაციას ვიღაცის გამო.
ქალწული
დღეს არ არის რეკომენდებული უფროსებთან კამათი - მაინც ვერ შეძლებთ თქვენი სიმართლის დამტკიცებას, მაგრამ გაიფუჭებთ ურთიერთობას. იყავით ფრთხილი და დაკვირვებული დეტალებზე მუშაობისას.
სასწორი
დღეს აქტიური და მიზანდასახული ხართ. მტკიცე ნაბიჯებით იარეთ დასახული მიზნისკენ, ყურადღება არ მიაქციოთ მცირე დაბრკოლებებს; გარშემო მყოფების კრიტიკას! მთლიანად კონცენტრირდით იმაზე, რასაც ახლანდელ მომენტში აკეთებთ.
მორიელი
შეძლებისდაგვარად აიცილეთ თავიდან სტრესი, როგორც ფიზიკური, ასევე ემოციური. თუ შესაძლებელია, დარჩით სახლში და დაისვენეთ. და თუ სამსახურში გიწევთ წასვლა, შეეცადეთ ნაკლები კონტაქტი გქონდეთ კოლეგებთან.
მშვილდოსანი
ნუ ელით დახმარებას სხვებისგან, დაეყრდნოთ მხოლოდ საკუთარ ძალებს. და აირჩიეთ არასტანდარტული გადაწყვეტილებები, შაბლონური მეთოდები დღეს არაეფექტურია. საღამო დაუთმეთ ახალი ცოდნის მიღებას.
თხის რქა
დღევანდელმა დღემ შეიძლება ძალიან დაგღალოთ - უამრავ გადაუდებელ საქმესთან მოგიწევთ გამკლავება. ამასთან, ვისაც თქვენთან კომუნიკაცია სურს, გამუდმებით ხელს შეგიშლით. საღამოს რეკომენდირებულია პასიური დასვენება, საყვარელი კომედიის ყურება.
მერწყული
არ გაებათ აფერისტები მიერ გონივრულად დაგებულ მახეში. მოერიდეთ უცნობ ადამიანებთან კონტაქტს. საღამო დაუთმეთ საოჯახო საქმეების შესრულებას, ოჯახის წევრებთან კომუნიკაციას.
თევზები
დღეს საკმაოდ რთული იქნება დაუყოვნებლივ მიაღწიოთ გაგებას და სწორად შეაფასოთ პარტნიორის ქმედებები. ეცადეთ, ისაუბროთ ყველასთვის გასაგებად და თუ თავადაც არ გესმით სხვისი, კიდევ ჰკითხეთ. გაუგებრობებს ყოველთვის გართულებები მოაქვს.