პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მამაკაცი ტყუპი & ქალი თევზები
მამაკაცი ტყუპი &  ქალი თევზები

და სა­ოც­რად რთუ­ლი ხა­სი­ა­თის ადა­მი­ა­ნე­ბის ერ­თო­ბა­ზე ვსა­უბ­რობთ. თავ­და­პირ­ვე­ლად შე­იძ­ლე­ბა მო­გეჩ­ვე­ნოთ, რომ ამ წყვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში თევ­ზე­ბი აკე­თებს ყვე­ლა­ფერს წყნა­რი და სტა­ბი­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბი­სათ­ვის. თუმ­ცა, ის სრუ­ლე­ბი­თაც არ არის მა­მა­კა­ცის სურ­ვი­ლე­ბის ისე­თი ბრმა შემ­სრუ­ლე­ბე­ლი, რო­გორც სხვებს (მათ შო­რის თა­ვად ტყუპ­საც) ჰგო­ნი­ათ. ამ საკ­მა­ოდ სა­რის­კო ურ­თი­ერ­თო­ბა­ში ქალ­მა კარ­გად იცის რას აკე­თებს, ის ბედ­ნი­ე­რე­ბით გა­ჯე­რე­ბუ­ლი ატ­მოს­ფე­რო, რა­საც მას სიყ­ვა­რუ­ლი ანი­ჭებს ღირს იმად, რომ ხში­რად წა­ვი­დეს კომ­პრო­მის­ზე. პა­სი­უ­რი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა თევ­ზე­ბის თან­და­ყო­ლი­ლი ტა­ლან­ტია ისე, რო­გორც მუ­სი­კა­ლუ­რი ან მხატ­ვრო­ბის ნიჭი. მან ზუს­ტად იცის რო­დის და­ი­ხი­ოს უკან და რო­დის გა­და­ვი­დეს შე­ტე­ვა­ზე. ტყუ­პი მა­მა­კა­ცი საკ­მა­ოდ გო­ნი­ე­რია, მისი გა­ცუ­რე­ბა არც ისე იო­ლია, მაგ­რამ ის ხში­რად უძ­ლუ­რია თევ­ზე­ბის ნეპ­ტუ­ნუ­რი სტრა­ტე­გი­ის წი­ნა­შე.

თევ­ზე­ბი აკე­თებს იმას, რა­საც მო­ი­თხოვს მის გვერ­დითმყო­ფი ტყუ­პი პარტნი­ო­რი და აკე­თებს იმას, რაც მას უნდა, როცა მა­მა­კა­ცი არაა მას­თან, თუმ­ცა არ იფიქ­როთ, რომ ის ამ დროს ღა­ლა­ტობს, ან სხვა რა­ი­მე სა­ში­ნე­ლე­ბას სჩა­დის, უბ­რა­ლოდ სძი­ნავს გან­კუთ­ვნილ­ზე ცოტა მეტ ხანს, ან კი­თხუ­ლობს იმ წიგნს, რო­მე­ლიც დი­დად არ მოს­წონს მის ტყუპ პარტნი­ორს. ტყუპს გათ­ვლი­ლი აქვს ყო­ვე­ლი წუთი, თვლის რომ დრო­ის ფუ­ჭად ხარ­ჯვა სა­ში­ნე­ლი ცოდ­ვაა. ის ნაკ­ლე­ბად აძ­ლევს თავს მო­დუ­ნე­ბი­სა და გარ­თო­ბის უფ­ლე­ბას.

ქალ თევ­ზებს აბ­სო­ლუ­ტუ­რად სხვაგ­ვა­რი წარ­მოდ­გე­ნა აქვს დრო­ის შე­სა­ხებ. ის ფიქ­რობს, რომ დრო ამო­უ­წუ­რა­ვია და მას უფ­ლე­ბა აქვს ხან­და­ხან არა­ფე­რიც არ აკე­თოს. ამ დროს ის სუ­ლი­ე­რად ის­ვე­ნებს, ეს კი აუ­ცი­ლე­ბე­ლია იმ თევ­ზე­ბის­თვის ვინც თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბა ტყუპს და­უ­კავ­ში­რა. ტყუ­პის ხა­სი­ა­თის ის თვი­სე­ბე­ბი, რა­მაც თა­ვი­დან მო­ხიბ­ლა თევ­ზე­ბი, შემ­დგომ შე­იძ­ლე­ბა დამ­თრგუნ­ვე­ლი აღ­მოჩ­ნდეს მათ­თვის. ტყუ­პი ძა­ლი­ან მოძ­რა­ვი, მო­უს­ვე­ნა­რი ნი­შა­ნია, ის ის­რუ­ტავს ყვე­ლა­ფერს, რა­საც კი­თხუ­ლობს ან ის­მენს, სავ­სეა სა­ინ­ტე­რე­სო იდე­ე­ბით, ფიქ­რობს, გეგ­მავს და მოქ­მე­დებს მა­შინ, როცა თევ­ზე­ბი და­კა­ვე­ბუ­ლია მხო­ლოდ უბ­რა­ლო ყო­ფით.

ტყუპს შე­უძ­ლია წამ­ში შეც­ვა­ლოს ყვე­ლა­ფე­რი, მის­მა პარტნი­ორ­მა თევ­ზებ­მა არა­სო­დეს იცის რას უნდა ელო­დეს ტყუ­პის­გან და ეს ანერ­ვი­უ­ლებს, აინ­ტრი­გებს და აღ­შფო­თებს მას, მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბე­ბით აღ­სავ­სე ტყუ­პი ხიბ­ლავს თევ­ზებს, მაგ­რამ ზუს­ტად ეს თვი­სე­ბე­ბი შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს თევ­ზე­ბის­თვის გან­მარ­ტო­ე­ბის მი­ზე­ზი. პა­სი­უ­რი დამ­კვი­რებ­ლის როლი მის­თვის საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სოა, მაგ­რამ როცა ხვდე­ბა, რომ თა­ვა­დაც ხდე­ბა გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლი პარტნი­ო­რის აღ­ზე­ვე­ბი­საც და და­ცე­მი­საც, თევ­ზე­ბის სიმ­შვი­დეს ბზა­რი უჩ­ნდე­ბა.

ტყუ­პის მო­უს­ვე­ნარ რიტმს შე­უძ­ლია გა­მო­იწ­ვი­ოს თევ­ზე­ბის ნერ­ვუ­ლი აშ­ლი­ლო­ბა, და­არ­ღვი­ოს მისი წო­ნას­წო­რო­ბა. ამ შემ­თხვე­ვა­ში თევ­ზე­ბი იღებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას გას­ცილ­დეს გრძნო­ბე­ბის ამ ორომ­ტრი­ალს და დაბ­რუნ­დეს მა­შინ, როცა აღიდ­გენს სუ­ლი­ერ წო­ნას­წო­რო­ბას, მაგ­რამ ტყუპს ძა­ლი­ან აღი­ზი­ა­ნებს ეს გა­რი­დე­ბა. მას აზ­რა­დაც არ მოს­დის ის, რომ თა­ვა­დაც ხში­რად უმოქ­მე­დია მსგავ­სი ტაქ­ტი­კით, მი­უ­ტო­ვე­ბია პარტნი­ო­რი მა­შინ, როცა ყვე­ლა­ზე მე­ტად სჭირ­დე­ბო­და მისი ყუ­რა­დღე­ბა და თა­ნად­გო­მა. გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ ისიც, რომ ტყუ­პი სიმ­ბო­ლუ­რი ბავ­შვია, ბავ­შვე­ბი კი ხში­რად ეგოს­ტუ­რად იქ­ცე­ვი­ან. თუმ­ცა, ტყუპს აქვს სა­ო­ცა­რი სი­ნა­ზი­სა და თა­ნად­გო­მის მო­მენ­ტე­ბიც.

სექ­სუ­ა­ლუ­რი სი­ახ­ლო­ვე ამ წყვილს შო­რის არა მარ­ტო ფი­ზი­კუ­რი ერ­თი­ა­ნო­ბაა, ეს რა­ღაც ერ­თგვა­რი ნა­ზა­ვია წყლი­სა და ჰა­ე­რის, რის შე­დე­გად მა­მა­კა­ცი ემ­სგავ­სე­ბა თა­ვის პარტნი­ორ ქალს, ქალი კი - მა­მა­კაცს. გა­საკ­ვი­რია, რომ ამ სი­ახ­ლო­ვის შე­დე­გად ქალი თევ­ზე­ბი ხდე­ბა შე­და­რე­ბით აქ­ტი­უ­რი და რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი, ტყუ­პი მა­მა­კა­ცი კი - უფრო ნაზი და მშვი­დი. მათი სექ­სუ­ა­ლუ­რი ერ­თო­ბა შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს ორი­ვეს გა­ნახ­ლე­ბის წყა­რო, რის შე­დე­გა­დაც წყვილს შე­უძ­ლია მი­აღ­წი­ოს ისეთ ჰარ­მო­ნი­ას, რისი წარ­მოდ­გე­ნაც შე­უძ­ლე­ბე­ლია, მაგ­რამ ტყუ­პის­თვის თით­ქოს კა­მა­თი აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რათა არ ჩა­ცხრეს მისი მერ­კუ­რი­ა­ნუ­ლი მახ­ვილ­გო­ნი­ე­რე­ბა, მა­შინ როცა თევ­ზებს უნდა მო­დუნ­დეს და არა­ფერ­ზე ინერ­ვი­უ­ლოს, პარტნი­ო­რი მა­მა­კა­ცი (ტყუ­პი) ცდი­ლობს ქალს ყვე­ლა­ფე­რი რე­ა­ლუ­რად აჩ­ვე­ნოს და არ მის­ცეს მო­დუ­ნე­ბის უფ­ლე­ბა.

კაცი - ტყუ­პის ცხოვ­რე­ბა სავ­სეა ცვლი­ლე­ბე­ბი­თა და მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბე­ბით, მისი მა­მა­კა­ცუ­რი ცნო­ბი­ე­რე­ბის სირ­თუ­ლე­ე­ბი ხან იზი­დავს, ხა­ნაც აფრ­თხობს ქალ-თევზს, მას სა­სო­წარ­კვე­თი­ლე­ბა­ში აგ­დებს ის აზრი, რომ ვე­რა­სო­დეს გა­იც­ნობს პარტნი­ორს ბო­ლომ­დე. შე­იძ­ლე­ბა ამას­ვე ფიქ­რობ­დეს მა­მა­კა­ციც, ეს თა­მა­ში არა­სო­დეს სრულ­დე­ბა.

ტყუ­პიც და თევ­ზე­ბიც გა­ო­რე­ბუ­ლი ნი­შა­ნია. მე­ოც­ნე­ბე თევ­ზე­ბი თით­ქოს ვერ ამ­ჩნევს უსი­ა­მოვ­ნე­ბებს და მა­შინ ეს უსი­ა­მოვ­ნე­ბე­ბიც (მის­თვის) ქრე­ბი­ან. თევ­ზე­ბის დაკ­ვირ­ვე­ბით, თუ მოთ­მი­ნე­ბით და­იც­დის, პრობ­ლე­მე­ბი თა­ვის­თა­ვად მოგ­ვარ­დე­ბა, მაგ­რამ თუ ტყუ­პი-მა­მა­კა­ცი პრობ­ლე­მას გა­და­ა­წყდა, ის სას­წრა­ფოდ უნდა გა­დაჭ­რას. მას უნდა ყვე­ლა­ფერს სას­წრა­ფოდ მოჰ­ფი­ნოს ნა­თე­ლი, მაგ­რამ ამა­ში ხელს უშ­ლის სა­კუ­თა­რი ემო­ცი­ე­ბის უმარ­თა­ო­ბა.

ამ წყლი­სა და ჰა­ე­რის ნიშ­ნებს არ სჩ­ვე­ვი­ათ სით­ბოს ღიად გა­მო­ხატ­ვა ისე, რო­გორც ეს სჩ­ვე­ვი­ათ ცე­ცხლის ნიშ­ნის ქვეშ და­ბა­დე­ბულ ადა­მი­ა­ნებს, მაგ­რამ მათ შე­უძ­ლი­ათ ერ­თმა­ნეთს შეს­თა­ვა­ზონ უდი­დე­სი სა­ჩუ­ქა­რი - თა­ვი­სუფ­ლე­ბა. თევ­ზე­ბი არა­სო­დეს ითხოვს ან­გა­რიშს. ტყუ­პი კი თვლის, მისი არ­ყოფ­ნის დროს თევზს შე­უძ­ლია იცუ­როს სა­დაც უნდა, მაგ­რამ თუ ის აქაა, ისიც აუ­ცი­ლებ­ლად მის გვერ­დით უნდა იყოს, რად­გან ტყუპს სჭირ­დე­ბა აუ­დი­ტო­რია, თევ­ზე­ბი კი სა­კე­თე­სო მსმე­ნე­ლია.

მა­მა­კაც­მა იცის, რომ თევ­ზებს გულ­წრფე­ლად აინ­ტე­რე­სებს ყვე­ლა­ფე­რი, რა­ზე­დაც ის ლა­პა­რა­კობს. ტყუ­პი-მა­მა­კა­ცის­თვის ეს უბ­რა­ლოდ აუ­ცი­ლე­ბე­ლია. თევ­ზებ­მა კი იცის, რომ ამ ცვა­ლე­ბა­დი ხა­სი­ა­თის მა­მა­კაცს ის ყო­ველ­თვის დას­ჭირ­დე­ბა, თევ­ზე­ბის­თვის კი - იყოს სა­ჭი­რო - აუ­ცი­ლე­ბე­ლია. უც­ნა­უ­რია, მაგ­რამ ტყუპ­მა შე­იძ­ლე­ბა ქალ-თევ­ზებს უსაყ­ვე­დუ­როს გა­უ­აზ­რე­ბე­ლი ხელ­გაშ­ლი­ლო­ბის გამო და თა­ვად უა­რე­სი გა­ა­კე­თოს. უფრო მე­ტიც - მა­მა­კა­ცი ტყუ­პი, რო­მე­ლიც ბუ­ზღუ­ნით ელო­დე­ბა პარტნი­ორ თევ­ზებს, მან­ქა­ნა­ში ჩაჯ­დო­მის­თა­ნა­ვე ეუბ­ნე­ბა მას: "ძა­ლი­ან ლა­მა­ზი ხარ ძვირ­ფა­სო, რა მეშ­ვე­ლე­ბო­და უშე­ნოდ!" ქალი იღი­მე­ბა, მან ეს იცის და ამი­ტო­მაც არის ის მას­თან აქამ­დე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

მამაკაცი ტყუპი & ქალი თევზები

მამაკაცი ტყუპი &  ქალი თევზები

და საოცრად რთული ხასიათის ადამიანების ერთობაზე ვსაუბრობთ. თავდაპირველად შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ამ წყვილის შემთხვევაში თევზები აკეთებს ყველაფერს წყნარი და სტაბილური ურთიერთობისათვის. თუმცა, ის სრულებითაც არ არის მამაკაცის სურვილების ისეთი ბრმა შემსრულებელი, როგორც სხვებს (მათ შორის თავად ტყუპსაც) ჰგონიათ. ამ საკმაოდ სარისკო ურთიერთობაში ქალმა კარგად იცის რას აკეთებს, ის ბედნიერებით გაჯერებული ატმოსფერო, რასაც მას სიყვარული ანიჭებს ღირს იმად, რომ ხშირად წავიდეს კომპრომისზე. პასიური წინააღმდეგობა თევზების თანდაყოლილი ტალანტია ისე, როგორც მუსიკალური ან მხატვრობის ნიჭი. მან ზუსტად იცის როდის დაიხიოს უკან და როდის გადავიდეს შეტევაზე. ტყუპი მამაკაცი საკმაოდ გონიერია, მისი გაცურება არც ისე იოლია, მაგრამ ის ხშირად უძლურია თევზების ნეპტუნური სტრატეგიის წინაშე.

თევზები აკეთებს იმას, რასაც მოითხოვს მის გვერდითმყოფი ტყუპი პარტნიორი და აკეთებს იმას, რაც მას უნდა, როცა მამაკაცი არაა მასთან, თუმცა არ იფიქროთ, რომ ის ამ დროს ღალატობს, ან სხვა რაიმე საშინელებას სჩადის, უბრალოდ სძინავს განკუთვნილზე ცოტა მეტ ხანს, ან კითხულობს იმ წიგნს, რომელიც დიდად არ მოსწონს მის ტყუპ პარტნიორს. ტყუპს გათვლილი აქვს ყოველი წუთი, თვლის რომ დროის ფუჭად ხარჯვა საშინელი ცოდვაა. ის ნაკლებად აძლევს თავს მოდუნებისა და გართობის უფლებას.

ქალ თევზებს აბსოლუტურად სხვაგვარი წარმოდგენა აქვს დროის შესახებ. ის ფიქრობს, რომ დრო ამოუწურავია და მას უფლება აქვს ხანდახან არაფერიც არ აკეთოს. ამ დროს ის სულიერად ისვენებს, ეს კი აუცილებელია იმ თევზებისთვის ვინც თავისი ცხოვრება ტყუპს დაუკავშირა. ტყუპის ხასიათის ის თვისებები, რამაც თავიდან მოხიბლა თევზები, შემდგომ შეიძლება დამთრგუნველი აღმოჩნდეს მათთვის. ტყუპი ძალიან მოძრავი, მოუსვენარი ნიშანია, ის ისრუტავს ყველაფერს, რასაც კითხულობს ან ისმენს, სავსეა საინტერესო იდეებით, ფიქრობს, გეგმავს და მოქმედებს მაშინ, როცა თევზები დაკავებულია მხოლოდ უბრალო ყოფით.

ტყუპს შეუძლია წამში შეცვალოს ყველაფერი, მისმა პარტნიორმა თევზებმა არასოდეს იცის რას უნდა ელოდეს ტყუპისგან და ეს ანერვიულებს, აინტრიგებს და აღშფოთებს მას, მოულოდნელობებით აღსავსე ტყუპი ხიბლავს თევზებს, მაგრამ ზუსტად ეს თვისებები შეიძლება გახდეს თევზებისთვის განმარტოების მიზეზი. პასიური დამკვირებლის როლი მისთვის საკმაოდ საინტერესოა, მაგრამ როცა ხვდება, რომ თავადაც ხდება განუყოფელი ნაწილი პარტნიორის აღზევებისაც და დაცემისაც, თევზების სიმშვიდეს ბზარი უჩნდება.

ტყუპის მოუსვენარ რიტმს შეუძლია გამოიწვიოს თევზების ნერვული აშლილობა, დაარღვიოს მისი წონასწორობა. ამ შემთხვევაში თევზები იღებს გადაწყვეტილებას გასცილდეს გრძნობების ამ ორომტრიალს და დაბრუნდეს მაშინ, როცა აღიდგენს სულიერ წონასწორობას, მაგრამ ტყუპს ძალიან აღიზიანებს ეს გარიდება. მას აზრადაც არ მოსდის ის, რომ თავადაც ხშირად უმოქმედია მსგავსი ტაქტიკით, მიუტოვებია პარტნიორი მაშინ, როცა ყველაზე მეტად სჭირდებოდა მისი ყურადღება და თანადგომა. გაითვალისწინეთ ისიც, რომ ტყუპი სიმბოლური ბავშვია, ბავშვები კი ხშირად ეგოსტურად იქცევიან. თუმცა, ტყუპს აქვს საოცარი სინაზისა და თანადგომის მომენტებიც.

სექსუალური სიახლოვე ამ წყვილს შორის არა მარტო ფიზიკური ერთიანობაა, ეს რაღაც ერთგვარი ნაზავია წყლისა და ჰაერის, რის შედეგად მამაკაცი ემსგავსება თავის პარტნიორ ქალს, ქალი კი - მამაკაცს. გასაკვირია, რომ ამ სიახლოვის შედეგად ქალი თევზები ხდება შედარებით აქტიური და რაციონალური, ტყუპი მამაკაცი კი - უფრო ნაზი და მშვიდი. მათი სექსუალური ერთობა შეიძლება გახდეს ორივეს განახლების წყარო, რის შედეგადაც წყვილს შეუძლია მიაღწიოს ისეთ ჰარმონიას, რისი წარმოდგენაც შეუძლებელია, მაგრამ ტყუპისთვის თითქოს კამათი აუცილებელია, რათა არ ჩაცხრეს მისი მერკურიანული მახვილგონიერება, მაშინ როცა თევზებს უნდა მოდუნდეს და არაფერზე ინერვიულოს, პარტნიორი მამაკაცი (ტყუპი) ცდილობს ქალს ყველაფერი რეალურად აჩვენოს და არ მისცეს მოდუნების უფლება.

კაცი - ტყუპის ცხოვრება სავსეა ცვლილებებითა და მოულოდნელობებით, მისი მამაკაცური ცნობიერების სირთულეები ხან იზიდავს, ხანაც აფრთხობს ქალ-თევზს, მას სასოწარკვეთილებაში აგდებს ის აზრი, რომ ვერასოდეს გაიცნობს პარტნიორს ბოლომდე. შეიძლება ამასვე ფიქრობდეს მამაკაციც, ეს თამაში არასოდეს სრულდება.

ტყუპიც და თევზებიც გაორებული ნიშანია. მეოცნებე თევზები თითქოს ვერ ამჩნევს უსიამოვნებებს და მაშინ ეს უსიამოვნებებიც (მისთვის) ქრებიან. თევზების დაკვირვებით, თუ მოთმინებით დაიცდის, პრობლემები თავისთავად მოგვარდება, მაგრამ თუ ტყუპი-მამაკაცი პრობლემას გადააწყდა, ის სასწრაფოდ უნდა გადაჭრას. მას უნდა ყველაფერს სასწრაფოდ მოჰფინოს ნათელი, მაგრამ ამაში ხელს უშლის საკუთარი ემოციების უმართაობა.

ამ წყლისა და ჰაერის ნიშნებს არ სჩვევიათ სითბოს ღიად გამოხატვა ისე, როგორც ეს სჩვევიათ ცეცხლის ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს, მაგრამ მათ შეუძლიათ ერთმანეთს შესთავაზონ უდიდესი საჩუქარი - თავისუფლება. თევზები არასოდეს ითხოვს ანგარიშს. ტყუპი კი თვლის, მისი არყოფნის დროს თევზს შეუძლია იცუროს სადაც უნდა, მაგრამ თუ ის აქაა, ისიც აუცილებლად მის გვერდით უნდა იყოს, რადგან ტყუპს სჭირდება აუდიტორია, თევზები კი საკეთესო მსმენელია.

მამაკაცმა იცის, რომ თევზებს გულწრფელად აინტერესებს ყველაფერი, რაზედაც ის ლაპარაკობს. ტყუპი-მამაკაცისთვის ეს უბრალოდ აუცილებელია. თევზებმა კი იცის, რომ ამ ცვალებადი ხასიათის მამაკაცს ის ყოველთვის დასჭირდება, თევზებისთვის კი - იყოს საჭირო - აუცილებელია. უცნაურია, მაგრამ ტყუპმა შეიძლება ქალ-თევზებს უსაყვედუროს გაუაზრებელი ხელგაშლილობის გამო და თავად უარესი გააკეთოს. უფრო მეტიც - მამაკაცი ტყუპი, რომელიც ბუზღუნით ელოდება პარტნიორ თევზებს, მანქანაში ჩაჯდომისთანავე ეუბნება მას: "ძალიან ლამაზი ხარ ძვირფასო, რა მეშველებოდა უშენოდ!" ქალი იღიმება, მან ეს იცის და ამიტომაც არის ის მასთან აქამდე.

რას უმზადებს კოსმოსი თქვენს პირად ცხოვრებას ნოემბერში?

გადაურჩებით თუ არა დედამთილს/სადედამთილოს? – ასტროლოგთა რჩევები ყველა საცოლისთვის ან ცოლისთვის

2020 წლის სასიყვარულო ასტროპროგნოზი: რა ელოდებათ დაოჯახებულ და დასაოჯახებელ წყვილებს?