სოზარ სუბარის ყოფილი მრჩეველი, ლალი მოროშკინა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის "პიარ-ხრიკებს" ამხელს.
"ჭიტააა....
თუ ვინმეს ჰგონია, რომ ეს ყველაფერი ისე, უბრალოდ, დაუგეგმავად და სპონტანურად ხდება ცდება! თანაც ძალიან!!!
ამ ადამიანს ყველაფერი გათვლილი აქვს!
ყველა სამინისტროში მისი ზონდერსასტავია ჩანერგილი და დაძახებას ელოდება, ყველა უწყებიდან მისდის დღის ბოლოს მოკლე ტექსტური შეტყობინება!
მან გამოხშირა ის ჯგუფები, რომლებზეც დატაკება მისთვის არარეიტინგული იყო, მაგალითად ფოტორეპორტიორების საქმე და სხვა რეზონანსული "აბლომები".
სანდრას ჩერდაკი, ეკონომ კლასი, ზურგმოკიდებული ჩემოდნები - პიარტექნოლოგიურად-ხალხთან გაიგივებას, მათთან სიახლოვეს ნიშნავს, რადგან შემდგომში ადვილი იყოს არაერთგზის გამოთაყვანებული ხალხით მანიპულირება!
ანუ მუშაობა დაწყებული აქვს!!!
ჩვენ კი მილიონი ლიაპსუსით კანონმდებლობაში, ზედმეტი თავდაჯერებულობით და ხბოს აღტკინებით შესაძლებელია კვლავაც მის სიურეალიზმში აღმოვჩნდეთ და თუ გინდათ სანაძლეოს დავდებ, რამდენი ადამიანი დარჩება პრემიერის ერთგული!!!
ფრთხილად, საფრთხე ხილულია...
სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე "აქ" არ დავკონკრეტდები, სამაგიეროდ სიამოვნებით წარვადგენ მის ავადმყოფ ცნობიერში მოხარშულ გეგმას მათ, ვისაც ქვეყნის უსაფრთხოება აბარიათ!
ჩვენ გავიმარჯვებთ, იმიტომ რომ სიმართლის მხარეს ვდგავართ, მერე კი ჭიტას მე გავუკეთებ!", - წერს მოროშკინა.
სააკაშვილი: მარტო ორ ქვეყანაში არ ჩამესვლება - რუსეთი და საქართველო