უკრაინის 25 მაისის ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, ამ დროისთვის სამი კანდიდატია დარეგისტრირებული. "უნიანის" ინფორმაციით, დღეს პრეზიდენტობის სურვილი ოფიციალურად დაადასტურა რეგიონების პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა სერგეი ტიგიპკომ, რომელმაც ცესკოში თავისი კანდიდატურა დაარეგისტრირა.
მანამდე საარჩევნო ადმინისტრაციაში დარეგისტრირდნენ რენატა კუზმინა და ხარკოვშინის ექსგუბერნატორი მიხაილ დობკინი.
უკრაინის პრეზიდენტობის სურვილი გამოთქვეს ექსპრემიერმა იულია ტიმოშენკომ, პარტია "უდარის" ლიდერმა ვიტალი კლიჩკომ და "მემარჯვენე სექტორის" ლიდერმა დმიტრი იაროშმა.