პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სამართალი
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ახალგაზრდა პოეტი სოსო ჯაჭვლიანზე: ერთგანზომილებიანი "ჟურნალისტი" და ამავე დონის "პარლამენტარი" ჯაჭვლიანი
ახალგაზრდა პოეტი სოსო ჯაჭვლიანზე: ერთგანზომილებიანი "ჟურნალისტი" და ამავე დონის "პარლამენტარი" ჯაჭვლიანი

ამ დღე­ებ­ში მწე­რა­ლი ზუ­რაბ ქა­რუ­მი­ძე სა­კუ­თა­რი რო­მა­ნის - "მე­ლია-ტუ­ლე­ფია" გამო გა­აკ­რი­ტი­კეს - თით­ქოს­და ქა­რუ­მი­ძემ თა­ვი­სი ტექ­სტით სვა­ნურ ტრა­დი­ცი­ას და ზო­გა­დად სვა­ნებს მი­ა­ყე­ნა შე­უ­რა­ცხყო­ფა. ქა­რუ­მი­ძეს ღიად და­უ­პი­რის­პირ­და დე­პუ­ტა­ტი სოსო ჯაჭვლი­ა­ნი. მსგავ­სი და­პი­რის­პი­რე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან მხატ­ვრუ­ლი ტექ­სტის გამო სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა არ არის. უფრო მე­ტიც, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას მყარ ტრა­დი­ცი­ად და "დიდ ეროვ­ნულ ვალ­დე­ბუ­ლე­ბა­დაც" იქცა. რა არის ამის მი­ზე­ზი? რა­ტომ ხდე­ბა მხატ­ვრუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბის სწორ­ხა­ზო­ვა­ნი გა­გე­ბა? რა შე­დე­გე­ბი შე­იძ­ლე­ბა ახ­ლდეს ტექ­სტე­ბის ამ­გვარ "ინ­ტერპრე­ტა­ცი­ას"? - ამ სა­კი­თხებ­ზე newpress.ge-ს პო­ე­ტი პა­ა­ტა შა­მუ­გია ესა­უბ­რა.

- სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზ­რის ცენ­ზუ­რის ქვეშ სა­ქარ­თვე­ლო­ში ბევ­რი ავ­ტო­რი მო­ექ­ცა. რო­გორც ჩანს, ახლა ზუ­რაბ ქა­რუ­მი­ძის "რიგი" დად­გა (ეს გა­აქ­ტი­უ­რე­ბა, ალ­ბათ, მისი ბრი­ტა­ნეთ­ში ელ­ჩად შე­საძ­ლო და­ნიშ­ვნა­მაც გა­მო­იწ­ვია) რა შე­დე­გე­ბი შე­იძ­ლე­ბა მოყ­ვეს ცენ­ზუ­რას? რა მო­მა­ვა­ლი აქვს ლი­ტე­რა­ტუ­რას ამ ვი­თა­რე­ბა­ში?

- ამ კლი­ნი­კურ შემ­თხვე­ვა­ზე ერთი ამ­ბა­ვი მახ­სენ­დე­ბა: თე­ო­ლო­გი­უ­რი კა­მა­თი­სას მწე­რალ­მა და მეც­ნი­ერ­მა, რო­ბერტ ბა­რონ­მა ასე­თი არ­გუ­მენ­ტი მო­ი­ტა­ნა - "ორ­გან­ზო­მი­ლე­ბი­ა­ნი ობი­ექ­ტი ვერ წარ­მო­იდ­გენს სამ­გან­ზო­მი­ლე­ბი­ან არ­სე­ბას". ამ შემ­თხვე­ვა­შიც ზუს­ტად ასეა - ერ­თგან­ზო­მი­ლე­ბი­ა­ნი "ჟურ­ნა­ლის­ტი" და ამა­ვე დო­ნის "პარ­ლა­მენ­ტა­რი" ჯაჭვლი­ა­ნი ვერ წარ­მო­იდ­გე­ნენ ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბის მრა­ვალ გან­ზო­მი­ლე­ბას, მათ ამი­სათ­ვის საკ­მა­რი­სი ნა­ო­ჭე­ბი არ აქვთ ტვინ­ზე. მე, რო­გორც წესი, არ დავ­ცი­ნი ხოლ­მე გა­უ­ნათ­ლე­ბელ ადა­მი­ანს, რად­გან შე­საძ­ლოა, მას გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მი­ე­ცა. მაგ­რამ როცა ჩვე­ნი ხელ­ფა­სით გაქ­სუ­ე­ბუ­ლი დე­პუ­ტა­ტი ხარ და უსაშ­ვე­ლო სი­რეგვნეს მი­ხეთ­ქებ, ვალ­დე­ბუ­ლიც კი ვარ, დაგ­ცი­ნო.

ამ სა­მარ­ცხვი­ნო გნი­ა­სის გამო, რო­გორც ამ­ბო­ბენ, "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" შე­საძ­ლოა, მწე­რალ ზუ­რაბ ქა­რუ­მი­ძის ბრი­ტა­ნეთ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ელ­ჩად წარ­დგი­ნე­ბის­გან თავი შე­ი­კა­ვოს.

იმე­დი მაქვს, სა­ღად მო­აზ­როვ­ნე პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბი (ასე­თე­ბიც არი­ან) ადეკ­ვა­ტუ­რად შე­ა­ფა­სე­ბენ თა­ვი­ანთ კო­ლე­გას და პა­სუხ­საც გას­ცე­მენ.

ზუ­რაბ ქა­რუ­მი­ძე არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ქარ­თვე­ლი მწე­რა­ლი და ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლი და ძა­ლი­ან დიდი სირ­ცხვი­ლი იქ­ნე­ბა, თუ პო­ლი­ტი­კუ­რი ელი­ტა ცი­ლისმწა­მე­ბე­ლი, კომ­კავ­ში­რუ­ლი პა­თო­სის, ყოვ­ლად გო­ი­მუ­რი ყვი­თე­ლი გა­მო­ცე­მე­ბის ჭკუ­ა­ზე გა­ივ­ლის.

რაც შე­ე­ხე­ბა "მე­ლია-ტუ­ლე­ფი­ას" და მას­ში აღ­წე­რილ სვა­ნურ რი­ტუ­ალს. ეს რი­ტუ­ა­ლი პირ­ვე­ლად აღი­წე­რა ქარ­თუ­ლი ის­ტო­რი­ოგ­რა­ფი­ის მა­მის, ქარ­თუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ერთ-ერთი დამ­ფუძ­ნებ­ლის, ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის წიგნ­ში "ქარ­თველ­თა წარ­მარ­თო­ბა". მა­შინ ამო­თხა­რონ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის ცხე­და­რი. მაგ­რამ ეს არაა მთა­ვა­რი. ის­ტო­რი­კოსს ან დო­კუ­მენ­ტა­ლისტს მარ­თლაც შე­იძ­ლე­ბა მოს­თხო­ვო ფაქ­ტე­ბის ნამ­დვი­ლო­ბა, მაგ­რამ იგი­ვე მო­ი­თხო­ვო მხატ­ვრუ­ლი ტექ­სტის­გან - ეს ნამ­დვი­ლად კლი­ნი­კუ­რი შემ­თხვე­ვაა.

-რამ­დე­ნად სა­ჭი­როა, რომ მწე­რალ­მა ახ­სნა გან­მარ­ტე­ბე­ბი მო­ა­ყო­ლოს და ბო­დი­ში მო­ი­ხა­დოს მისი მხატ­ვრუ­ლი ტექ­სტის გამო?

- მწე­რალს არას­დროს შე­უძ­ლია იმა­ზე მეტი თქვას ნა­წარ­მო­ებ­ზე, ვიდ­რე და­წე­რა. ტექ­სტის გა­სა­ღე­ბი დევს ტექ­სტში­ვე და ვი­საც გა­გე­ბა უნდა (და შე­უძ­ლია), ის გა­ი­გებს. მე არ მაქვს ილუ­ზია, რომ ორ­ღო­ბის პრე­სა და ზომ­ბი დე­პუ­ტა­ტი შეძ­ლე­ბენ რო­მე­ლი­მე მხატ­ვრუ­ლი ტექ­სტის სიღ­რმი­სე­უ­ლად გა­გე­ბას, მაგ­რამ მჯე­რა, რომ გარ­კვე­უ­ლი მე­ცა­დი­ნე­ო­ბის შემ­დეგ შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ან­მა გა­და­ლა­ხოს სირ­თუ­ლე და შე­უდ­გეს აზ­როვ­ნე­ბას.

რაც შე­ე­ხე­ბა ბო­დიშს, ეს არაა პირ­ვე­ლი მა­გა­ლი­თი ის­ტო­რი­ა­ში, როცა "კო­მსო­მო­ლე­ბი" და მათ­თან გა­თა­ნაბ­რე­ბუ­ლე­ბი ცო­ფი­ა­ნე­ბი­ვით უტე­ვენ რო­მე­ლი­მე მწე­რალს. ყვე­ლა ასე­თი შემ­თხვე­ვა სრულ­დე­ბა კო­მსო­მო­ლე­ბის სა­ნაგ­ვე­ში გან­თავ­სე­ბით. სა­ინ­ტე­რე­სოა ისიც, რომ ამო­რა­ლე­ბი ყო­ველ­თვის მო­რა­ლის­ტუ­რი პო­ზი­ცი­ე­ბი­დან უტე­ვენ მწერ­ლებს (მთე­ლი მწერ­ლო­ბის ის­ტო­რია სავ­სეა ასე­თი მა­გა­ლი­თე­ბით, უჩ­ვე­უ­ლო არა­ფე­რი ხდე­ბა). ბო­დი­ში, პი­რი­ქით, მწერ­ლებს უნდა მო­უ­ხა­დონ.

იხი­ლეთ ვრცლად

"ახა­ლი გა­ზე­თი"

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

ახალგაზრდა პოეტი სოსო ჯაჭვლიანზე: ერთგანზომილებიანი "ჟურნალისტი" და ამავე დონის "პარლამენტარი" ჯაჭვლიანი

ახალგაზრდა პოეტი სოსო ჯაჭვლიანზე: ერთგანზომილებიანი "ჟურნალისტი" და ამავე დონის "პარლამენტარი" ჯაჭვლიანი

ამ დღეებში მწერალი ზურაბ ქარუმიძე საკუთარი რომანის - "მელია-ტულეფია" გამო გააკრიტიკეს - თითქოსდა ქარუმიძემ თავისი ტექსტით სვანურ ტრადიციას და ზოგადად სვანებს მიაყენა შეურაცხყოფა. ქარუმიძეს ღიად დაუპირისპირდა დეპუტატი სოსო ჯაჭვლიანი. მსგავსი დაპირისპირება საზოგადოების მხრიდან მხატვრული ტექსტის გამო საქართველოში პირველი შემთხვევა არ არის. უფრო მეტიც, შეიძლება ითქვას მყარ ტრადიციად და "დიდ ეროვნულ ვალდებულებადაც" იქცა. რა არის ამის მიზეზი? რატომ ხდება მხატვრული ნაწარმოების სწორხაზოვანი გაგება? რა შედეგები შეიძლება ახლდეს ტექსტების ამგვარ "ინტერპრეტაციას"? - ამ საკითხებზე newpress.ge-ს პოეტი პაატა შამუგია ესაუბრა.

- საზოგადოებრივი აზრის ცენზურის ქვეშ საქართველოში ბევრი ავტორი მოექცა. როგორც ჩანს, ახლა ზურაბ ქარუმიძის "რიგი" დადგა (ეს გააქტიურება, ალბათ, მისი ბრიტანეთში ელჩად შესაძლო დანიშვნამაც გამოიწვია) რა შედეგები შეიძლება მოყვეს ცენზურას? რა მომავალი აქვს ლიტერატურას ამ ვითარებაში?

- ამ კლინიკურ შემთხვევაზე ერთი ამბავი მახსენდება: თეოლოგიური კამათისას მწერალმა და მეცნიერმა, რობერტ ბარონმა ასეთი არგუმენტი მოიტანა - "ორგანზომილებიანი ობიექტი ვერ წარმოიდგენს სამგანზომილებიან არსებას". ამ შემთხვევაშიც ზუსტად ასეა - ერთგანზომილებიანი "ჟურნალისტი" და ამავე დონის "პარლამენტარი" ჯაჭვლიანი ვერ წარმოიდგენენ ლიტერატურული ნაწარმოების მრავალ განზომილებას, მათ ამისათვის საკმარისი ნაოჭები არ აქვთ ტვინზე. მე, როგორც წესი, არ დავცინი ხოლმე გაუნათლებელ ადამიანს, რადგან შესაძლოა, მას განათლების მიღების საშუალება არ მიეცა. მაგრამ როცა ჩვენი ხელფასით გაქსუებული დეპუტატი ხარ და უსაშველო სირეგვნეს მიხეთქებ, ვალდებულიც კი ვარ, დაგცინო.

ამ სამარცხვინო გნიასის გამო, როგორც ამბობენ, "ქართულმა ოცნებამ" შესაძლოა, მწერალ ზურაბ ქარუმიძის ბრიტანეთში საქართველოს ელჩად წარდგინებისგან თავი შეიკავოს.

იმედი მაქვს, საღად მოაზროვნე პარლამენტარები (ასეთებიც არიან) ადეკვატურად შეაფასებენ თავიანთ კოლეგას და პასუხსაც გასცემენ.

ზურაბ ქარუმიძე არის მნიშვნელოვანი ქართველი მწერალი და ინტელექტუალი და ძალიან დიდი სირცხვილი იქნება, თუ პოლიტიკური ელიტა ცილისმწამებელი, კომკავშირული პათოსის, ყოვლად გოიმური ყვითელი გამოცემების ჭკუაზე გაივლის.

რაც შეეხება "მელია-ტულეფიას" და მასში აღწერილ სვანურ რიტუალს. ეს რიტუალი პირველად აღიწერა ქართული ისტორიოგრაფიის მამის, ქართული უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებლის, ივანე ჯავახიშვილის წიგნში "ქართველთა წარმართობა". მაშინ ამოთხარონ ჯავახიშვილის ცხედარი. მაგრამ ეს არაა მთავარი. ისტორიკოსს ან დოკუმენტალისტს მართლაც შეიძლება მოსთხოვო ფაქტების ნამდვილობა, მაგრამ იგივე მოითხოვო მხატვრული ტექსტისგან - ეს ნამდვილად კლინიკური შემთხვევაა.

-რამდენად საჭიროა, რომ მწერალმა ახსნა განმარტებები მოაყოლოს და ბოდიში მოიხადოს მისი მხატვრული ტექსტის გამო?

- მწერალს არასდროს შეუძლია იმაზე მეტი თქვას ნაწარმოებზე, ვიდრე დაწერა. ტექსტის გასაღები დევს ტექსტშივე და ვისაც გაგება უნდა (და შეუძლია), ის გაიგებს. მე არ მაქვს ილუზია, რომ ორღობის პრესა და ზომბი დეპუტატი შეძლებენ რომელიმე მხატვრული ტექსტის სიღრმისეულად გაგებას, მაგრამ მჯერა, რომ გარკვეული მეცადინეობის შემდეგ შეიძლება ადამიანმა გადალახოს სირთულე და შეუდგეს აზროვნებას.

რაც შეეხება ბოდიშს, ეს არაა პირველი მაგალითი ისტორიაში, როცა "კომსომოლები" და მათთან გათანაბრებულები ცოფიანებივით უტევენ რომელიმე მწერალს. ყველა ასეთი შემთხვევა სრულდება კომსომოლების სანაგვეში განთავსებით. საინტერესოა ისიც, რომ ამორალები ყოველთვის მორალისტური პოზიციებიდან უტევენ მწერლებს (მთელი მწერლობის ისტორია სავსეა ასეთი მაგალითებით, უჩვეულო არაფერი ხდება). ბოდიში, პირიქით, მწერლებს უნდა მოუხადონ.

იხილეთ ვრცლად

”ახალი გაზეთი”

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ