პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
''X-ფაქტორის'' ჟიურის ოთხივე წევრი ცნობილია – ექსტრავაგანტური თამთა ''რუსთავი 2''-ზე
''X-ფაქტორის'' ჟიურის ოთხივე წევრი ცნობილია – ექსტრავაგანტური თამთა ''რუსთავი 2''-ზე

მალე "რუს­თა­ვი-2"-ის ეთერ­ში მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლი და ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი პრო­ექ­ტის "X-ფაქ­ტო­რის" ქარ­თუ­ლი ვერ­სია გავა. დიდი ხა­ნია, ტე­ლე­კომ­პა­ნია გულ­მოდ­გი­ნედ ემ­ზა­დე­ბა გრან­დი­ო­ზუ­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი შოუს და­სა­წყე­ბად. პრო­ექტს საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო ფორ­მა­ტი აქვს, მო­ნა­წი­ლე­ებს პირ­და­პირ ცო­ცხა­ლი აუ­დი­ტო­რი­ის წი­ნა­შე უწევთ კას­ტინ­გის გავ­ლა, ხოლო ჟი­უ­რის წევ­რე­ბი მათი მენ­ტო­რე­ბი ხდე­ბი­ან.

"რე­ი­ტინ­გი" პირ­ვე­ლი გახ­ლდათ, რო­მელ­მაც ჟი­უ­რის პირ­ვე­ლი წევ­რის ვი­ნა­ო­ბა გა­მო­აქ­ვეყ­ნა. ეს გახ­ლავთ "არ­ჩე­ვა­ნის" წამ­ყვა­ნი, გი­ორ­გი გა­ბუ­ნია, რო­მე­ლიც მა­ყუ­რე­ბელს "მა­ესტრო­და­ნაც" ახ­სოვს, შე­სა­ბა­მი­სად, მას მუ­სი­კა­ლურ ტე­ლე­ვი­ზი­ას­თან აქ­ტი­უ­რი შე­ხე­ბა ჰქონ­და და მუ­სი­კის სფე­რო­ში საკ­მა­ოდ დიდი ინ­ფორ­მა­ცია აქვს.

ჩვე­ნი სა­ი­ტის­თვის უკვე გახ­და ცნო­ბი­ლი, თუ ვინ და­ი­კა­ვებს ჟი­უ­რის წევ­რე­ბის და­ნარ­ჩენ სამ სკამს - ესე­ნი არი­ან მუ­სი­კო­სი, მომ­ღე­რა­ლი და "რუს­თა­ვი-2"-ის მუ­სი­კა­ლუ­რი ხელ­მძღვა­ნე­ლი, სოფო ტო­რო­შე­ლი­ძე, მომ­ღე­რა­ლი სტე­ფა­ნე მღებ­რიშ­ვი­ლი, რო­მელ­საც, რო­გორც ჟი­უ­რის წევ­რს, საკ­მა­ოდ დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს მი­ღე­ბუ­ლი "ახა­ლი ხმის" სამ სე­ზონ­ზე. მა­ყუ­რე­ბელს ძა­ლი­ან დიდი სი­ურპრი­ზი ელის, ვი­ნა­ი­დან სა­ბერ­ძნეთ­ში მოღ­ვა­წე ქარ­თვე­ლი შემ­სრუ­ლე­ბე­ლი თამ­თა გო­დუ­ა­ძე იქ­ნე­ბა ჟი­უ­რის მე­ო­თხე წევ­რი.

იხი­ლეთ სტა­ტია სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

''X-ფაქტორის'' ჟიურის ოთხივე წევრი ცნობილია – ექსტრავაგანტური თამთა ''რუსთავი 2''-ზე

''X-ფაქტორის'' ჟიურის ოთხივე წევრი ცნობილია – ექსტრავაგანტური თამთა ''რუსთავი 2''-ზე

მალე ''რუსთავი-2''-ის ეთერში მსოფლიოში ცნობილი და ძალიან პოპულარული პროექტის ''X-ფაქტორის'' ქართული ვერსია გავა. დიდი ხანია, ტელეკომპანია გულმოდგინედ ემზადება გრანდიოზული მუსიკალური შოუს დასაწყებად. პროექტს საკმაოდ საინტერესო ფორმატი აქვს, მონაწილეებს პირდაპირ ცოცხალი აუდიტორიის წინაშე უწევთ კასტინგის გავლა, ხოლო ჟიურის წევრები მათი მენტორები ხდებიან.

''რეიტინგი'' პირველი გახლდათ, რომელმაც ჟიურის პირველი წევრის ვინაობა გამოაქვეყნა. ეს გახლავთ ''არჩევანის'' წამყვანი, გიორგი გაბუნია, რომელიც მაყურებელს ''მაესტროდანაც'' ახსოვს, შესაბამისად, მას მუსიკალურ ტელევიზიასთან აქტიური შეხება ჰქონდა და მუსიკის სფეროში საკმაოდ დიდი ინფორმაცია აქვს.

ჩვენი საიტისთვის უკვე გახდა ცნობილი, თუ ვინ დაიკავებს ჟიურის წევრების დანარჩენ სამ სკამს - ესენი არიან მუსიკოსი, მომღერალი და ''რუსთავი-2''-ის მუსიკალური ხელმძღვანელი, სოფო ტოროშელიძე, მომღერალი სტეფანე მღებრიშვილი, რომელსაც, როგორც ჟიურის წევრს, საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს მიღებული ''ახალი ხმის'' სამ სეზონზე. მაყურებელს ძალიან დიდი სიურპრიზი ელის, ვინაიდან საბერძნეთში მოღვაწე ქართველი შემსრულებელი თამთა გოდუაძე იქნება ჟიურის მეოთხე წევრი.

იხილეთ სტატია სრულად

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება