მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დიანა ღურწკაიას ძმის პასუხი ambebi.ge-ს გაღიზიანებულ მკითხველს სტატიაზე - "პუტინს ტაში დავუკარი"
დიანა ღურწკაიას ძმის პასუხი ambebi.ge-ს გაღიზიანებულ მკითხველს სტატიაზე - "პუტინს ტაში დავუკარი"

18 მარტს ინ­ტერ­ნეტ-გა­მო­ცე­მა Вечерняя Москва-მ რუ­სეთ­ში მოღ­ვა­წე ქარ­თვე­ლი შემ­სრუ­ლებ­ლის, დი­ა­ნა ღურწკა­ი­ას ინ­ტერ­ვიუ გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც მომ­ღე­რა­ლი რუ­სე­თის შე­მად­გნ­ლო­ბა­ში ყი­რი­მის შეს­ვლის ფაქტს ის­ტო­რი­უ­ლი სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის ზე­იმს უწო­დებ­და და პრე­ზი­დენტ ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის მი­სა­მარ­თით მად­ლი­ე­რე­ბას გა­მო­ხა­ტავ­და. ინ­ტრვი­უს თარ­გმა­ნი ambebi.ge-მ გა­ავ­რცე­ლა. სტა­ტი­ას ჩვე­ნი მკი­თხვე­ლის დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა, თუმ­ცა კო­მენ­ტა­რე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა ნე­გა­ტი­უ­რი ში­ნა­არ­სი­საა. ქარ­თვე­ლე­ბი მომ­ღე­რალს სამ­შობ­ლოს ღა­ლატ­ში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ.

სტა­ტი­ის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის შემ­დეგ ambebi.ge-ს მოს­კო­ვი­დან მომ­ღერ­ლის ძმა, რო­ბერტ ღურწკა­ია და­უ­კავ­შირ­და. მისი თქმით, Вечерняя Москва-ს მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი მომ­ღერ­ლის გან­ცხა­დე­ბა სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა.

- ნაკ­ლე­ბად ვინ­ტე­რეს­დე­ბი ინ­ტერ­ნეტ­ში ვინ რას წერს, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლო­ში რა­საც დი­ა­ნა­ზე წე­რენ, ეს სხვა­ნა­ი­რად გულ­სატ­კე­ნია. დი­ა­ნა თბი­ლის­ში გაზ­რდი­ლი გო­გოა და მის­თვის თბი­ლი­სე­ლე­ბის აზრი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. მარ­თა­ლია, 21-ე სა­უ­კუ­ნეა და ევ­რო­პის­კენ მი­ვილ­ტვით, მაგ­რამ ჩვე­ნი ადა­თი და წესი გვას­წავ­ლის, რომ დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს იმას, თუ რას იტყვი­ან სხვა ადა­მი­ა­ნე­ბი.

- არ ადას­ტუ­რებთ, რომ დი­ა­ნამ გა­ა­კე­თა ასე­თი გან­ცხა­დე­ბა?

- კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ვყოფ, რომ დი­ა­ნამ ეს თქვა. ეს რა­მა­ზა­ნო­ვი (რა­მა­ზან რა­მა­ზა­ნო­ვი, Вечерняя Москва-ზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი სტა­ტი­ის ავ­ტო­რი) არის ვი­ღაც მა­ი­მუ­ნი და ოხე­რი. იგი დი­ა­ნას შე­სა­ხებ პრე­სით მუდ­მი­ვად დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებს, ბო­დავს და თვი­თონ იგო­ნებს რა­ღა­ცებს. რო­დე­საც დი­ა­ნას ბავ­შვი ეყო­ლა, რა­მა­ზა­ნოვ­მა თვა­ლის ჩინ­თან და­კავ­ში­რე­ბით და­წე­რა სი­სუ­ლე­ლე­ე­ბი. დი­ა­ნას არაფ­რის გა­გო­ნე­ბა სურს ამ ადა­მი­ა­ნის შე­სა­ხებ. მას შემ­დეგ ჩემი დის ეში­ნია. არც და­ურ­კავს და არც უსა­უბ­რია დი­ა­ნას­თან, ისე გა­მო­აქ­ვეყ­ნა ეს სტა­ტია.

ჩვენ გა­ჭირ­ვე­ბულ ოჯახ­ში გა­ვი­ზარ­დეთ, არას­დროს გვქო­ნია იმის სა­შუ­ა­ლე­ბა, ყი­რიმ­ში და­სას­ვე­ნებ­ლად წავ­სუ­ლი­ყა­ვით. რაც შე­ე­ხე­ბა თა­ვად ამ გან­ცხა­დე­ბას, მე არ მინ­და ვი­სა­უბ­რო იმა­ზე, თუ რო­გო­რი პატ­რი­ო­ტია დი­ა­ნა. პი­რა­დად მე, ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სან­გრი­დან არ ამოვ­სულ­ვარ და დე­და­ჩემს არ და­უ­ძი­ნია ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში, სო­ხუმ­ში ომში ვიბ­რძო­დი. ამას გე­უბ­ნე­ბით ახლა აქ, მოს­კოვ­ში, აფხა­ზურ რეს­ტო­რან­ში ვზი­ვარ და ისე გე­სა­უბ­რე­ბით. არ მე­ში­ნია ამას რომ ვამ­ბობ - თუ სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა, დღე­საც წა­ვალ სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტე­რე­სე­ბის და­სა­ცა­ვად.

დი­ა­ნა ხე­ლო­ვა­ნია, მან ოლიმ­პი­ა­და­ზე მსოფ­ლიო დო­ნის ტე­ნორ­თან, ხოსე კარ­ე­რას­თან ერ­თად იმ­ღე­რა და ამის შე­სა­ხებ მის­თვის არა­ვის უკი­თხავს. და ეკი­თხე­ბი­ან ყი­რი­მის მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით - დი­ა­ნა ხომ პო­ლი­ტი­კო­სი არ არის.

- მინ­და შე­გახ­სე­ნოთ რამ­დე­ნი­მე ფაქ­ტი - 2012 წელს დი­ა­ნა პუ­ტი­ნის ინა­უ­გუ­რა­ცი­ას ეს­წრე­ბო­და; მას მედ­ვედ­ვის­გან მი­ღე­ბუ­ლი აქვს სა­პა­ტიო ჯილ­დო; მან მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო სოჭ­ში ოლიმ­პი­უ­რი ჩი­რაღ­დნის ეს­ტა­ფე­ტა­ში. თქვნთვის ალ­ბათ, ასე­ვე ცნო­ბი­ლია, რომ ქარ­თვე­ლე­ბის დიდ ნა­წილს უარ­ყო­ფი­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ჰქონ­და სო­ჭის ოლიმ­პი­ა­და­ში ქარ­თვე­ლი სპორ­ტსმე­ნე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­მართ, რომ აღა­რა­ფე­რი ვთქვათ აგ­ვის­ტოს ომზე... ამ ყვე­ლაფ­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ალ­ბათ, საკ­ვირ­ვე­ლი არ უნდა იყოს ჩვე­ნი სა­ი­ტის მკი­თხვე­ლე­ბის კრი­ტი­კა.

- ჩემი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა თქვე­ნი მკი­თხვე­ლე­ბის მი­მართ არის ჯან­სა­ღი და ნორ­მა­ლუ­რი. ყვე­ლა, ვი­საც სა­ქარ­თვე­ლო უყ­ვარს და ვი­საც დი­ა­ნა უყ­ვარს, ამ სტა­ტი­ით არ იქ­ნე­ბო­და გა­ხა­რე­ბუ­ლი. ძმა ვარ, მაგ­რამ მეც არ გა­მე­ხარ­დე­ბო­და დი­ა­ნას მარ­თლაც რომ გა­ე­კე­თე­ბი­ნა აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­ცხა­დე­ბა. მე მკი­თხვე­ლებს არ გან­ვსჯი, ყვე­ლას თა­ვი­სე­ბუ­რად უყ­ვარს სა­ქარ­თვე­ლო და თა­ვი­სე­ბუ­რად აფიქ­სი­რებს თა­ვის გრძნო­ბას. ზოგი უფრო ჭკვი­ა­ნია და თავს იკა­ვებს, ზოგი უფრო ემო­ცი­უ­რია და თავს ვერ იკა­ვებს.

თუ სა­ქარ­თვე­ლო თა­ვის სპორ­ტსმე­ნებს აგ­ზავ­ნის რუ­სეთ­ში, დი­ა­ნამ რა­ტომ არ უნდა მი­ი­ღოს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ოლი­პი­ურ დღე­სას­წა­უ­ლებ­ში?! რუ­სეთ­ში ცხოვ­რე­ბა არ არის ად­ვი­ლი. ამას არ წყვეტს მხო­ლოდ დი­ა­ნა, მას ჰყავს რუსი ქმა­რი და ჰყავს ნა­ხევ­რად რუსი შვი­ლი, რო­მელ­საც ზრდის ქარ­თუ­ლად. თუ ვინ­მეს დი­ა­ნას პატ­რი­ო­ტო­ბა­ში ეჭვი ეპა­რე­ბა, ეს მისი პრობ­ლე­მაა.

სოფო მი­ნაშ­ვი­ლი, ambebi.ge

იხი­ლეთ ასე­ვე: დი­ა­ნა ღურწკა­ია: რო­დე­საც პუ­ტინ­მა რუ­სე­თის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში ყი­რი­მის შეს­ვლის შე­თან­ხმე­ბას ხელი მო­ა­წე­რა, ტაში და­ვუ­კა­რი

დი­ა­ნა ღურწკა­ია მედ­ვე­დე­ვის მთავ­რო­ბა­ში ად­გილს ელო­დე­ბა

იხი­ლეთ ვი­დეო: ინა­უ­გუ­რა­ცი­ის შემ­დეგ პუ­ტინ­მა ათა­სო­ბით სტუმ­რი­დან მხო­ლოდ დი­ა­ნა ღურწკა­ია გა­და­კოც­ნა

დი­ა­ნა ღურწკა­ია: "ვა­მა­ყობ, რომ ვარ სო­ჭის ოლიმ­პი­ა­დის მე­ჩი­რაღ­დნე!"

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

დიანა ღურწკაიას ძმის პასუხი ambebi.ge-ს გაღიზიანებულ მკითხველს სტატიაზე - "პუტინს ტაში დავუკარი"

დიანა ღურწკაიას ძმის პასუხი ambebi.ge-ს გაღიზიანებულ მკითხველს სტატიაზე - "პუტინს ტაში დავუკარი"

18 მარტს ინტერნეტ-გამოცემა Вечерняя Москва-მ რუსეთში მოღვაწე ქართველი შემსრულებლის, დიანა ღურწკაიას ინტერვიუ გამოაქვეყნა, სადაც მომღერალი რუსეთის შემადგნლობაში ყირიმის შესვლის ფაქტს ისტორიული სამართლიანობის ზეიმს უწოდებდა და პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მისამართით მადლიერებას გამოხატავდა. ინტრვიუს თარგმანი ambebi.ge-მ გაავრცელა. სტატიას ჩვენი მკითხველის დიდი გამოხმაურება მოჰყვა, თუმცა კომენტარების უმრავლესობა ნეგატიური შინაარსისაა. ქართველები მომღერალს სამშობლოს ღალატში ადანაშაულებენ.

სტატიის გამოქვეყნების შემდეგ ambebi.ge-ს მოსკოვიდან მომღერლის ძმა, რობერტ ღურწკაია დაუკავშირდა. მისი თქმით, Вечерняя Москва-ს მიერ გავრცელებული მომღერლის განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება.

- ნაკლებად ვინტერესდები ინტერნეტში ვინ რას წერს, მაგრამ საქართველოში რასაც დიანაზე წერენ, ეს სხვანაირად გულსატკენია. დიანა თბილისში გაზრდილი გოგოა და მისთვის თბილისელების აზრი მნიშვნელოვანია. მართალია, 21-ე საუკუნეა და ევროპისკენ მივილტვით, მაგრამ ჩვენი ადათი და წესი გვასწავლის, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რას იტყვიან სხვა ადამიანები.

- არ ადასტურებთ, რომ დიანამ გააკეთა ასეთი განცხადება?

- კატეგორიულად უარვყოფ, რომ დიანამ ეს თქვა. ეს რამაზანოვი (რამაზან რამაზანოვი, Вечерняя Москва-ზე გამოქვეყნებული სტატიის ავტორი) არის ვიღაც მაიმუნი და ოხერი. იგი დიანას შესახებ პრესით მუდმივად დეზინფორმაციას ავრცელებს, ბოდავს და თვითონ იგონებს რაღაცებს. როდესაც დიანას ბავშვი ეყოლა, რამაზანოვმა თვალის ჩინთან დაკავშირებით დაწერა სისულელეები. დიანას არაფრის გაგონება სურს ამ ადამიანის შესახებ. მას შემდეგ ჩემი დის ეშინია. არც დაურკავს და არც უსაუბრია დიანასთან, ისე გამოაქვეყნა ეს სტატია.

ჩვენ გაჭირვებულ ოჯახში გავიზარდეთ, არასდროს გვქონია იმის საშუალება, ყირიმში დასასვენებლად წავსულიყავით. რაც შეეხება თავად ამ განცხადებას, მე არ მინდა ვისაუბრო იმაზე, თუ როგორი პატრიოტია დიანა. პირადად მე, ორი წლის განმავლობაში სანგრიდან არ ამოვსულვარ და დედაჩემს არ დაუძინია ამ პერიოდის განმავლობაში, სოხუმში ომში ვიბრძოდი. ამას გეუბნებით ახლა აქ, მოსკოვში, აფხაზურ რესტორანში ვზივარ და ისე გესაუბრებით. არ მეშინია ამას რომ ვამბობ - თუ საჭირო იქნება, დღესაც წავალ საქართველოს ინტერესების დასაცავად.

დიანა ხელოვანია, მან ოლიმპიადაზე მსოფლიო დონის ტენორთან, ხოსე კარერასთან ერთად იმღერა და ამის შესახებ მისთვის არავის უკითხავს. და ეკითხებიან ყირიმის მოვლენებთან დაკავშირებით - დიანა ხომ პოლიტიკოსი არ არის.

- მინდა შეგახსენოთ რამდენიმე ფაქტი - 2012 წელს დიანა პუტინის ინაუგურაციას ესწრებოდა; მას მედვედვისგან მიღებული აქვს საპატიო ჯილდო; მან მონაწილეობა მიიღო სოჭში ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტაში. თქვნთვის ალბათ, ასევე ცნობილია, რომ ქართველების დიდ ნაწილს უარყოფითი დამოკიდებულება ჰქონდა სოჭის ოლიმპიადაში ქართველი სპორტსმენების მონაწილეობის მიმართ, რომ აღარაფერი ვთქვათ აგვისტოს ომზე... ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ალბათ, საკვირველი არ უნდა იყოს ჩვენი საიტის მკითხველების კრიტიკა.

- ჩემი დამოკიდებულება თქვენი მკითხველების მიმართ არის ჯანსაღი და ნორმალური. ყველა, ვისაც საქართველო უყვარს და ვისაც დიანა უყვარს, ამ სტატიით არ იქნებოდა გახარებული. ძმა ვარ, მაგრამ მეც არ გამეხარდებოდა დიანას მართლაც რომ გაეკეთებინა აღნიშნული გაცხადება. მე მკითხველებს არ განვსჯი, ყველას თავისებურად უყვარს საქართველო და თავისებურად აფიქსირებს თავის გრძნობას. ზოგი უფრო ჭკვიანია და თავს იკავებს, ზოგი უფრო ემოციურია და თავს ვერ იკავებს.

თუ საქართველო თავის სპორტსმენებს აგზავნის რუსეთში, დიანამ რატომ არ უნდა მიიღოს მონაწილეობა ოლიპიურ დღესასწაულებში?! რუსეთში ცხოვრება არ არის ადვილი. ამას არ წყვეტს მხოლოდ დიანა, მას ჰყავს რუსი ქმარი და ჰყავს ნახევრად რუსი შვილი, რომელსაც ზრდის ქართულად. თუ ვინმეს დიანას პატრიოტობაში ეჭვი ეპარება, ეს მისი პრობლემაა.

სოფო მინაშვილი, ambebi.ge

იხილეთ ასევე: დიანა ღურწკაია: როდესაც პუტინმა რუსეთის შემადგენლობაში ყირიმის შესვლის შეთანხმებას ხელი მოაწერა, ტაში დავუკარი

დიანა ღურწკაია მედვედევის მთავრობაში ადგილს ელოდება

იხილეთ ვიდეო: ინაუგურაციის შემდეგ პუტინმა ათასობით სტუმრიდან მხოლოდ დიანა ღურწკაია გადაკოცნა

დიანა ღურწკაია: "ვამაყობ, რომ ვარ სოჭის ოლიმპიადის მეჩირაღდნე!"

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება