სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მსოფლიოში სურსათი გაძვირდება - საერთაშორისო ექსპერტების საგანგაშო პროგნოზები
მსოფლიოში სურსათი გაძვირდება - საერთაშორისო ექსპერტების საგანგაშო პროგნოზები

გე­ო­პო­ლი­ტი­კურ­მა და­ძა­ბუ­ლო­ბამ უკ­რა­ი­ნის გარ­შე­მო, რო­მე­ლიც მარ­ცვლე­უ­ლის მსოფ­ლი­ოს ერთ-ერთი უმ­სხვი­ლე­სი მწარ­მო­ე­ბე­ლია, სურ­სა­თის მსოფ­ლიო ფა­სე­ბის მკვეთ­რი ზრდა გა­მო­იწ­ვია.

რო­გორც გა­ე­როს სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბი­სა და სურ­სა­თის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის (FAO) კვლე­ვა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, სურ­სა­თის ფას­თა ინ­დექსმა წინა თვეს­თან შე­და­რე­ბით თე­ბერ­ვალ­ში 2,6%-ით მო­ი­მა­ტა და 208,1 პუნ­ქტამ­დე გა­ი­ზარ­და, რაც ბოლო ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი ზრდის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია. ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ პრო­დუქ­ტე­ბის გაძ­ვი­რე­ბა, პირ­ველ რიგ­ში, ხორ­ბალ­სა და სი­მინ­დზე ფას­თა ცვლი­ლე­ბის დი­ნა­მი­კას უკავ­შირ­დე­ბა; კონ­კრე­ტუ­ლად, შა­ქა­რი 6,2%--ით გაძ­ვირ­და, ცხი­მე­ბი - 4,9%-ით, მარ­ცვლე­უ­ლი - 3,6%-ით, ხოლო რძის პრო­დუქ­ტე­ბი - 2,9%-ით. უმ­ნიშ­ვნე­ლოდ, მხო­ლოდ 0,5%-ით გა­ი­აფ­და ხორ­ცი.

თუმ­ცა, ინ­დექ­სის მა­ტე­ბის ერ­თა­დერ­თი მი­ზე­ზი უკ­რა­ი­ნა არ არის. ექ­სპერ­ტე­ბი, სიფრ­თხი­ლით, მაგ­რამ მა­ინც სა­უბ­რო­ბენ მო­სა­ლოდ­ნელ არა­ხელ­საყ­რელ ბუ­ნებ­რივ ფაქ­ტო­რებ­სა და მო­თხოვ­ნის ზრდა­ზე გან­ვი­თა­რე­ბად ქვეყ­ნებ­ში, რაც ხელს შე­უ­წყობს ხორ­ბალ­სა და შა­ქარ­ზე, ასე­ვე სი­მინ­დზე, რძის პრო­დუქ­ტებ­სა და ცხიმ­ზე მა­ღა­ლი ფა­სე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას.

წყა­რო:

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

მსოფლიოში სურსათი გაძვირდება - საერთაშორისო ექსპერტების საგანგაშო პროგნოზები

მსოფლიოში სურსათი გაძვირდება - საერთაშორისო ექსპერტების საგანგაშო პროგნოზები

გეოპოლიტიკურმა დაძაბულობამ უკრაინის გარშემო, რომელიც მარცვლეულის მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია, სურსათის მსოფლიო ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვია.

როგორც გაეროს სოფლის მეურნეობისა და სურსათის ორგანიზაციის (FAO) კვლევაშია აღნიშნული, სურსათის ფასთა ინდექსმა წინა თვესთან შედარებით თებერვალში 2,6%-ით მოიმატა და 208,1 პუნქტამდე გაიზარდა, რაც ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი ზრდის მაჩვენებელია. ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ პროდუქტების გაძვირება, პირველ რიგში, ხორბალსა და სიმინდზე ფასთა ცვლილების დინამიკას უკავშირდება; კონკრეტულად, შაქარი 6,2%--ით გაძვირდა, ცხიმები - 4,9%-ით, მარცვლეული - 3,6%-ით, ხოლო რძის პროდუქტები - 2,9%-ით. უმნიშვნელოდ, მხოლოდ 0,5%-ით გაიაფდა ხორცი.

თუმცა, ინდექსის მატების ერთადერთი მიზეზი უკრაინა არ არის. ექსპერტები, სიფრთხილით, მაგრამ მაინც საუბრობენ მოსალოდნელ არახელსაყრელ ბუნებრივ ფაქტორებსა და მოთხოვნის ზრდაზე განვითარებად ქვეყნებში, რაც ხელს შეუწყობს ხორბალსა და შაქარზე, ასევე სიმინდზე, რძის პროდუქტებსა და ცხიმზე მაღალი ფასების შენარჩუნებას.

წყარო:

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ