ემზარ კვიციანი დაკავებულია, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. უწყებაში ამ ეტაპზე სხვა დეტალებზე არ საუბრობენ, თუმცა არსებული ინფორმაციით , მისი აყვანა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, საპასპორტო კონტროლის გავლის დროს მოხდა.
ემზარ კვიციანი საქართველოში ცოტა ხნის წინ ჩამოფრინდა. მას აეროპორტში ნათესავები და მეგობრები დახვდნენ.
კოდორის ხეობაში პრეზიდენტის ყოფილ რწმუნებულს ემზარ კვიციანი, რომელმაც რუსეთში დეპორტი მიიღო, საქართველოში ძებნილად არის გამოცხადებული. მას სამხედრო ამბოხებასა და ტერორისტული აქტების მოწყობაში ედება ბრალი.