მსოფლიო
პოლიტიკა

21

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:51-ზე, მთვარე მშვილდოსანშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“გარდაიცვალა ოპოზიცია - საქართველოს აღარ ჰყავს შეთქმულთა და რევოლუციონერთა ჯგუფი“ - გია ვოლსკი
“გარდაიცვალა ოპოზიცია - საქართველოს აღარ ჰყავს შეთქმულთა და რევოლუციონერთა ჯგუფი“ - გია ვოლსკი

“ეს წე­რი­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის ერთ-ერთი ეტა­პია, რომ თა­ვი­სი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ცნო­ბე­ბი არ იყოს რე­ა­ლო­ბას­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში. გარ­და­იც­ვა­ლა ოპო­ზი­ცია - სა­ქარ­თვე­ლოს აღარ ჰყავს შეთ­ქმულ­თა და რე­ვო­ლუ­ცი­ო­ნერ­თა ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც ქვეყ­ნის ინ­ტე­რესს უპი­რის­პირ­დე­ბა“, - ამის შე­სა­ხებ პარ­ლა­მენ­ტის პირ­ველ­მა ვიცე-სპი­კერ­მა, გია ვოლ­სკიმ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან ოპო­ზი­ცი­ი­სა და სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის ევ­რო­პელ ლი­დე­რებ­თან გაგ­ზავ­ნილ ერ­თობ­ლივ წე­რილ­ზე სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

  • მისი თქმით, „ევ­რო­კო­მი­სი­ას თა­ვი­სი გეგ­მა და იდე­ე­ბი აქვთ და ყვე­ლა და­ნარ­ჩე­ნი პა­ი­კე­ბი თუ მა­რი­ო­ნე­ტე­ბი არა­ფერს წარ­მო­ად­გენ­დნენ არც სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­სა და პო­ლი­ტი­კის­თვის და მი­თუ­მე­ტეს, არც ევ­რო­კო­მი­სი­ის­თვის“.

„ეს წე­რი­ლიც ამას ემ­სა­ხუ­რე­ბა, თო­რემ ევ­რო­კო­მი­სი­ას სა­ერ­თოდ არ სჭირ­დე­ბა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის წე­რი­ლი, ისე­დაც გა­აჩ­ნია თა­ვი­სი გეგ­მა, ისე­დაც ჩა­ბუ­დე­ბუ­ლია ევ­რო­ბი­უ­როკ­რა­ტი­ა­ში „დიფ სთე­ი­თი” და თა­ვის ამო­ცა­ნას ას­რუ­ლებს. ამ საქ­მე­ში ხა­ზა­რა­ძე ჩა­ერ­თვე­ბა თა­ვი­სი გან­ცხა­დე­ბე­ბით, თუ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი წე­რი­ლე­ბით - არა­ვი­თა­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, ამათ თა­ვი­სი გეგ­მა აქვთ და მათ შო­რის, სა­ქარ­თვე­ლოს და­პი­რის­პი­რე­ბის პო­ლი­გო­ნი გახ­და ომსა და მშვი­დო­ბას შო­რის. თა­ვი­სი გეგ­მა და იდე­ე­ბი აქვთ და ეს ყვე­ლა და­ნარ­ჩე­ნი ფი­გუ­რან­ტი, გარ­კვე­უ­ლი პა­ი­კი თუ მა­რი­ო­ნე­ტე­ბი არა­ფერს წარ­მო­ად­გენ­დნენ არც სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­სა და პო­ლი­ტი­კის­თვის და მი­თუ­მე­ტეს, არც ევ­რო­კო­მი­სი­ის­თვის. მათ დრო­ე­ბით სჭირ­დე­ბათ ცალ ფეხ­ზე მდგო­მი, ყურ­მოჭ­რი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ შე­ას­რუ­ლონ გარ­კვე­უ­ლი ამო­ცა­ნა. ამ ამო­ცა­ნის შე­სას­რუ­ლებ­ლად არის გარ­კვე­უ­ლი ფუთ­ფუ­თი ამ გა­ერ­თი­ა­ნე­ბა­ში, რო­მელ­საც „კო­ლექ­ტი­უ­რი ნაც­მოძ­რა­ო­ბა” ჰქვია. სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი კი არ ეშ­ვე­ბა იმ იდე­ას, რომ რო­გორ­მე ზე­მო­დან შე­მო­ახ­ტეს ამ გა­ერ­თი­ა­ნე­ბას, რო­მელ­საც ისე­დაც თა­ვი­სი გეგ­მე­ბი აქვს და სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი სა­ერ­თოდ არ სჭირ­დე­ბათ. ევ­რო­კო­მი­სი­ას სა­ერ­თოდ არ სჭირ­დე­ბა არც სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი და არც „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა”. მათ მხო­ლოდ იმ ფი­გუ­რე­ბად სჭირ­დე­ბათ რომ რო­გორ­მე თა­ვი­ან­თი ინ­ტე­რე­სე­ბი და გეგ­მე­ბი გა­ჩარ­ხონ იმ რე­გი­ონ­ში, სა­დაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პო­ლი­ტი­კის კონ­ცენ­ტრა­ცია მოხ­დე­ბა, რაც უკავ­შირ­დე­ბა აზი­ი­სა და ევ­რო­პის და­კავ­ში­რე­ბას და­კავ­ში­რე­ბას, ენერ­გო­რე­სურ­სე­ბის გა­და­ზიდ­ვებს, იმ პრო­ექ­ტებს, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ის გავ­ლით ხორ­ცი­ელ­დე­ბა - ეს არის ინ­ტე­რე­სი და ამის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად არის ეს პა­ი­კე­ბი გა­რეთ გა­მოდ­გმუ­ლი. სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი ფიქ­რობს, რომ დე­დო­ფა­ლი იყოს, მაგ­რამ გუ­ბაზ სა­ნი­კი­ძემ თქვა, რომ აღარ არის - ჩა­მო­აგ­დო ტახ­ტი­დან”, - გა­ნა­ცხა­და ვოლ­სკიმ.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს მე­ხუ­თე პრე­ზი­დენ­ტის, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ოპო­ზი­ცი­ას­თან კო­ორ­დი­ნა­ცი­ის ფარ­გლებ­ში ერ­თობ­ლი­ვი წე­რი­ლი გა­იგ­ზავ­ნა ევ­რო­პელ ლი­დე­რებ­თან, რომ­ლე­ბიც ხვალ ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს შეხ­ვედ­რა­ში მი­ი­ღე­ბენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

“გარდაიცვალა ოპოზიცია - საქართველოს აღარ ჰყავს შეთქმულთა და რევოლუციონერთა ჯგუფი“ - გია ვოლსკი

“გარდაიცვალა ოპოზიცია - საქართველოს აღარ ჰყავს შეთქმულთა და რევოლუციონერთა ჯგუფი“ - გია ვოლსკი

“ეს წერილი საქმიანობის ერთ-ერთი ეტაპია, რომ თავისი გარდაცვალების შესახებ გავრცელებული ცნობები არ იყოს რეალობასთან შესაბამისობაში. გარდაიცვალა ოპოზიცია - საქართველოს აღარ ჰყავს შეთქმულთა და რევოლუციონერთა ჯგუფი, რომელიც ქვეყნის ინტერესს უპირისპირდება“, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან ოპოზიციისა და სალომე ზურაბიშვილის ევროპელ ლიდერებთან გაგზავნილ ერთობლივ წერილზე საუბრისას განაცხადა.

  • მისი თქმით, „ევროკომისიას თავისი გეგმა და იდეები აქვთ და ყველა დანარჩენი პაიკები თუ მარიონეტები არაფერს წარმოადგენდნენ არც საქართველოს ისტორიასა და პოლიტიკისთვის და მითუმეტეს, არც ევროკომისიისთვის“.

„ეს წერილიც ამას ემსახურება, თორემ ევროკომისიას საერთოდ არ სჭირდება სალომე ზურაბიშვილის წერილი, ისედაც გააჩნია თავისი გეგმა, ისედაც ჩაბუდებულია ევრობიუროკრატიაში „დიფ სთეითი” და თავის ამოცანას ასრულებს. ამ საქმეში ხაზარაძე ჩაერთვება თავისი განცხადებებით, თუ სალომე ზურაბიშვილი წერილებით - არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ამათ თავისი გეგმა აქვთ და მათ შორის, საქართველოს დაპირისპირების პოლიგონი გახდა ომსა და მშვიდობას შორის. თავისი გეგმა და იდეები აქვთ და ეს ყველა დანარჩენი ფიგურანტი, გარკვეული პაიკი თუ მარიონეტები არაფერს წარმოადგენდნენ არც საქართველოს ისტორიასა და პოლიტიკისთვის და მითუმეტეს, არც ევროკომისიისთვის. მათ დროებით სჭირდებათ ცალ ფეხზე მდგომი, ყურმოჭრილი ადამიანები, რომ შეასრულონ გარკვეული ამოცანა. ამ ამოცანის შესასრულებლად არის გარკვეული ფუთფუთი ამ გაერთიანებაში, რომელსაც „კოლექტიური ნაცმოძრაობა” ჰქვია. სალომე ზურაბიშვილი კი არ ეშვება იმ იდეას, რომ როგორმე ზემოდან შემოახტეს ამ გაერთიანებას, რომელსაც ისედაც თავისი გეგმები აქვს და სალომე ზურაბიშვილი საერთოდ არ სჭირდებათ. ევროკომისიას საერთოდ არ სჭირდება არც სალომე ზურაბიშვილი და არც „ნაციონალური მოძრაობა”. მათ მხოლოდ იმ ფიგურებად სჭირდებათ რომ როგორმე თავიანთი ინტერესები და გეგმები გაჩარხონ იმ რეგიონში, სადაც მნიშვნელოვანი პოლიტიკის კონცენტრაცია მოხდება, რაც უკავშირდება აზიისა და ევროპის დაკავშირებას დაკავშირებას, ენერგორესურსების გადაზიდვებს, იმ პროექტებს, რომელიც საქართველოს ტერიტორიის გავლით ხორციელდება - ეს არის ინტერესი და ამის განსახორციელებლად არის ეს პაიკები გარეთ გამოდგმული. სალომე ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ დედოფალი იყოს, მაგრამ გუბაზ სანიკიძემ თქვა, რომ აღარ არის - ჩამოაგდო ტახტიდან”, - განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ოპოზიციასთან კოორდინაციის ფარგლებში ერთობლივი წერილი გაიგზავნა ევროპელ ლიდერებთან, რომლებიც ხვალ ევროპული საბჭოს შეხვედრაში მიიღებენ მონაწილეობას.