ყირიმის უმაღლესი საბჭოს შენობასთან, მიტინგის დროს, უცნობი მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს, რომელსაც სხეულზე ძალადობის კვალი არ აღენიშნება. ამის შესახებ "ინტერფაქსი" იუწყება.
"ექიმების წინასწარი ცნობით, გარდაცვალების მიზეზი გულის მწვავე უკმარისობაა. გარდაცვლილის ვინაობა დგინდება", – განაცხადეს ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროში.
უწყების ინფორმაციით, დღევანდელი აქციის მსვლელობისას სამედიცინო დახმარება სულ შვიდ ადამიანს დასჭირდა.