უკრაინული ტელეკომპანია Гром TV-ის ჟურნალისტმა კიევში მყოფ საქართველოს ექსპრეზიდენტთან ინტერვიუ ჩაწერა. მიხეილ სააკაშვილმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებსა და ხელისუფლების ძალადობრივ ქმედებებზე ისაუბრა და უკრაინელ ხალხს რჩევები მისცა. "ის, რასაც ხელისუფლება სჩადის, სუფთა წყლის ბანდიტიზმია", - აღნიშნა სააკაშვილმა.
ინტერვიუს დროს მათ ერთ-ერთი მომიტინგე მიუახლოვდა, რომელიც არც ისე კეთილგანწყობილი იყო საქართველოს ექსპრეზიდენტის მიმართ. "თქვი, როგორ გახდი მილიარდერი?" - მიმართა მამაკაცმა სააკაშვილს. "ეს სრული აბსურდია" - უპასუხა ყოფილმა პრეზიდენტმა ევრომაიდნელ აქტივისტს. "აქ ხალხი იღუპება, შენისთანები ბანდიტები არიან!" - ექსპრეზიდენტის დაცვა იძულებული გახდა, აგრესიულად განწყობილი მამაკაცი მისთვის განერიდებინა.