მსოფლიო
სპორტი
პოლიტიკა

19

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:25-ზე, მთვარე მშვილდოსანშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად. კარგი დღეა მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ღირს ოქრო და ვერცხლი საქართველოში
რა ღირს ოქრო და ვერცხლი საქართველოში

მო­თხოვ­ნა მე­ტალ­ზე მას შემ­დეგ გა­ი­ზარ­და, რაც გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია აშშ-ს ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდის შე­ნე­ლე­ბის შე­სა­ხებ. 1968 წლის შემ­დეგ ყვე­ლა­ზე გან­გრძლივ პე­რი­ო­დი­ა­ნი ზრდის ტენ­დენ­ცია და­ფიქ­სირ­და ვერ­ცხლის ფას­ზეც.

და­უ­ყოვ­ნებ­ლივ მი­წო­დე­ბით, ოქ­როს ზო­დებ­ზე ფა­სე­ბი 0,9 პრო­ცენ­ტით გა­ი­ზარ­და და 1 330 აშშ დო­ლარს მი­აღ­წია ერთ უნ­ცი­ა­ზე, რაც 31 ოქ­ტომ­ბრის შემ­დეგ ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია. შე­სა­ბა­მი­სად, დღეს დი­ლას, სინ­გა­პურ­ში, ერთი უნ­ცია ოქრო 1,325.78 აშშ დო­ლა­რად ივაჭ­რე­ბო­და. სა­ერ­თო ჯამ­ში ფა­სე­ბი მე­ტალ­ზე წინა კვი­რის შემ­დეგ 4,1 პრო­ცენ­ტით გა­ი­ზარ­და, რაც ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბუ­რი ზრდაა გა­სუ­ლი წლის 16 აგ­ვის­ტოს შემ­დეგ.

მიმ­დი­ნა­რე წელი ოქ­რომ მო­გე­ბით და­ი­წყო და ეს ტენ­დენ­ცია ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში არ შეც­ვლი­ლა. სა­ერ­თო ჯამ­ში მე­ტა­ლის ფას­მა ახა­ლი წლის შემ­დეგ 10 პრო­ცენ­ტით იმა­ტა, რამ­დე­ნა­დაც მო­თხოვ­ნა ოქ­როს მო­ნე­ტებ­სა და ზო­დებ­ზე სულ უფრო იზ­რდე­ბა. ამის მი­ზე­ზი კი აშშ-ის ეკო­ნო­მი­კა­ში რყე­ვე­ბის ნიშ­ნე­ბის გამო ინ­ვეს­ტო­რე­ბის მუდ­მი­ვად მზარ­დი ინ­ტე­რე­სია ოქ­რო­თი გამ­ყა­რე­ბუ­ლი აქ­ტი­ვე­ბის მი­მართ.

რაც შე­ე­ხე­ბა ვერ­ცხლს, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ მი­წო­დე­ბით ვერ­ცხლის ფასი 2,2 პრო­ცენ­ტით გა­ი­ზარ­და და ერთ უნ­ცი­ა­ზე 21,9791 აშშ დო­ლა­რი შე­ად­გი­ნა, რაც ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია 7 ნო­ემ­ბრის შემ­დეგ ($21.7676). აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ვერ­ცხლის ფასი 12 დღეა უწყვე­ტად იმა­ტებს, რაც, Bლო­ომ­ბერგ-ის თა­ნახ­მად, ყვე­ლა­ზე გრძელ­ვა­დი­ა­ნი მა­ტე­ბის პე­რი­ო­დია 1968 წლის შემ­დეგ.

ერთი უნ­ცია ოქრო დღე­ი­სათ­ვის 60.5213 უნ­ცია ვერ­ცხლს უტოლ­დე­ბა, რაც 2 იან­ვრის შემ­დეგ ყვე­ლა­ზე და­ბა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია.

0,5 პრო­ცენ­ტით გა­ი­ზარ­და ფა­სე­ბი პლა­ტი­ნა­ზეც და დღეს, დი­ლას ბირ­ჟებ­ზე ერთი უნ­ცია 1,434.25 აშშ დო­ლა­რად ივაჭ­რე­ბო­და. ეს 27 იან­ვრის შემ­დეგ მაქ­სი­მა­ლუ­რი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია.

გა­ი­ზარ­და პა­ლა­დი­უ­მის ფა­სიც 0,6 პრო­ცენ­ტით და ამ დრო­ი­სათ­ვის ერთი უნ­ცია 742 აშშ დო­ლა­რად ივაჭ­რე­ბა - ყვე­ლა­ზე მა­ღალ ფა­სად 24 იან­ვრის შემ­დეგ, როცა მისი ფასი 741.30 აშშ დო­ლარს შე­ად­გენ­და.

წყა­რო:

BPN.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოს საკითხი კვლავ საერთაშორისო ყურადღების ცენტრშია - რას აცხადებენ დეპუტატები

რა ღირს ოქრო და ვერცხლი საქართველოში

რა ღირს ოქრო და ვერცხლი საქართველოში

მოთხოვნა მეტალზე მას შემდეგ გაიზარდა, რაც გავრცელდა ინფორმაცია აშშ-ს ეკონომიკური ზრდის შენელების შესახებ. 1968 წლის შემდეგ ყველაზე განგრძლივ პერიოდიანი ზრდის ტენდენცია დაფიქსირდა ვერცხლის ფასზეც.

დაუყოვნებლივ მიწოდებით, ოქროს ზოდებზე ფასები 0,9 პროცენტით გაიზარდა და 1 330 აშშ დოლარს მიაღწია ერთ უნციაზე, რაც 31 ოქტომბრის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. შესაბამისად, დღეს დილას, სინგაპურში, ერთი უნცია ოქრო 1,325.78 აშშ დოლარად ივაჭრებოდა. საერთო ჯამში ფასები მეტალზე წინა კვირის შემდეგ 4,1 პროცენტით გაიზარდა, რაც ყველაზე მასშტაბური ზრდაა გასული წლის 16 აგვისტოს შემდეგ.

მიმდინარე წელი ოქრომ მოგებით დაიწყო და ეს ტენდენცია ამ ხნის განმავლობაში არ შეცვლილა. საერთო ჯამში მეტალის ფასმა ახალი წლის შემდეგ 10 პროცენტით იმატა, რამდენადაც მოთხოვნა ოქროს მონეტებსა და ზოდებზე სულ უფრო იზრდება. ამის მიზეზი კი აშშ-ის ეკონომიკაში რყევების ნიშნების გამო ინვესტორების მუდმივად მზარდი ინტერესია ოქროთი გამყარებული აქტივების მიმართ.

რაც შეეხება ვერცხლს, დაუყოვნებლივ მიწოდებით ვერცხლის ფასი 2,2 პროცენტით გაიზარდა და ერთ უნციაზე 21,9791 აშშ დოლარი შეადგინა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 7 ნოემბრის შემდეგ ($21.7676). აღსანიშნავია, რომ ვერცხლის ფასი 12 დღეა უწყვეტად იმატებს, რაც, Bლოომბერგ-ის თანახმად, ყველაზე გრძელვადიანი მატების პერიოდია 1968 წლის შემდეგ.

ერთი უნცია ოქრო დღეისათვის 60.5213 უნცია ვერცხლს უტოლდება, რაც 2 იანვრის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

0,5 პროცენტით გაიზარდა ფასები პლატინაზეც და დღეს, დილას ბირჟებზე ერთი უნცია 1,434.25 აშშ დოლარად ივაჭრებოდა. ეს 27 იანვრის შემდეგ მაქსიმალური მაჩვენებელია.

გაიზარდა პალადიუმის ფასიც 0,6 პროცენტით და ამ დროისათვის ერთი უნცია 742 აშშ დოლარად ივაჭრება - ყველაზე მაღალ ფასად 24 იანვრის შემდეგ, როცა მისი ფასი 741.30 აშშ დოლარს შეადგენდა.

წყარო:

BPN.GE

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ