ამ დღეებში კულტურის სამინისტროში განვითარებულ მოვლენებს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ყოფილი დირექტორი გიორგი უშიკიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე "სმაილიანი" რეპლიკით ეხმაურება.
"კულტურის" სამინისტრო :))", - წერს უშიკიშვილი.
პოსტს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობი ია სუხიტაშვილი კომენტარს უკეთებს:
"ძაან ღადაობაა )) მეტირება თან ((((", - წერს მსახიობი.
შეგახსენებთ, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორი, გიორგი უშიკიშვილი თანამდებობიდან 2013 წლის დეკემბერში გაათავისუფლეს. შესაბამისი ბრძანება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა, გურამ ოდიშარიამ გასცა.
გურამ ოდიშარიას მოთხოვნის საფუძველზე დღეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობიდან გაათავისუფლა ასევე კულტურის მინისტრის მოადგილე მარინე მიზანდარი.