სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამბობენ, კარ­გი დი­ა­სახ­ლი­სი ვარ" - ვინ აწ­კ­რი­ა­ლებს ყიფ­ში­ძე­ე­ბის სახლს
"ამბობენ, კარ­გი დი­ა­სახ­ლი­სი ვარ" - ვინ აწ­კ­რი­ა­ლებს ყიფ­ში­ძე­ე­ბის სახლს

ამ­ჯე­რად ჩვე­ნი "დი­ა­სახ­ლი­სი" ლე­ნუ­კა ყიფ­ში­ძე გახ­ლავთ, რო­მე­ლიც საკ­მა­ოდ აქ­ტი­უ­რი და ენერ­გი­უ­ლი აღ­მოჩ­ნ­და, სახ­ლის დაპ­რი­ა­ლე­ბა, სი­სუფ­თა­ვე ძა­ლი­ან უყ­ვარს და სა­ა­მი­სოდ სა­კუ­თა­რი მე­თო­დე­ბიც აქვს. ძი­რი­თა­დად, თა­ნა­მედ­რო­ვე, სურ­ნე­ლო­ვან სა­შუ­ა­ლე­ბებს იყე­ნებს და ბე­ბი­ე­ბის დრო­ინ­დელ ხერ­ხებს ნაკ­ლე­ბად მი­მარ­თავს.

- ლე­ნუ­კა, რო­გო­რი დი­ა­სახ­ლი­სი ხართ?

- რო­გორც ჩე­მი ოჯა­ხის წევ­რე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, კარ­გი დი­ა­სახ­ლი­სი ვარ. სა­დი­ლე­ბის კე­თე­ბა არ მი­წევს, რად­გან ეს დე­დას პრე­რო­გა­ტი­ვაა, სახ­ლის და­ლა­გე­ბა უფ­რო მიყ­ვარს, ე.წ. მა­მა-პა­პურ "უ­ბორ­კას" ვა­კე­თებ ხოლ­მე, საქ­მის მი­ფუ­ჩე­ჩე­ბა არ მჩვე­ვია და ამა­ში იმ­დენ ენერ­გი­ას ვხარ­ჯავ, დღის ბო­ლოს მკვდა­რი ვარ ხოლ­მე (ი­ცი­ნის). ჩე­მი მე­თო­დე­ბი მაქვს, პირ­ველ რიგ­ში, კომ­ფორ­ტუ­ლად უნ­და ვიგ­რ­ძ­ნო თა­ვი, ხე­ლი არა­ფერ­მა არ უნ­და შე­მი­შა­ლოს, ბო­ტა­სი უნ­და მეც­ვას, ელას­ტი­კი და აუცი­ლებ­ლად ჯი­ბი­ა­ნი ზე­და, რად­გან ყურ­სას­მე­ნე­ბი მი­კე­თია ხოლ­მე, თან მუ­სი­კას ვუს­მენ და ისე ვა­ლა­გებ. მუ­სი­კა ენერ­გი­ას მმა­ტებს და მე­ტი შე­მარ­თე­ბით ვარ. ხელ­თათ­მა­ნებს ჩა­ვიც­ვამ, ყურ­სას­მე­ნებს გა­ვი­კე­თებ და წა­ვი­და - მო­პი­ლე­სო­სე­ბა, მტვრის გა­დაწ­მენ­და, იატა­კის, მი­ნე­ბის დაპ­რი­ა­ლე­ბა, ნივ­თე­ბის და­ლა­გე­ბა და ა.შ. სიმ­ყუდ­რო­ვე და დაწ­კ­რი­ა­ლე­ბუ­ლი სახ­ლი მიყ­ვარს, სულ სხვა სურ­ნე­ლი აქვს, - სი­სუფ­თა­ვის. ზედ­მე­ტი ერ­თი რა­მეც რომ ეგ­დოს, არ მსი­ა­მოვ­ნებს. სახ­ლ­ში სულ დამ­ცი­ნი­ან, - ყვე­ლაფ­რის გა­დაყ­რა­ზე ხა­რო, რა­მე უსარ­გებ­ლო ნივთს თუ და­ვი­ნა­ხავ, ზოგ­ჯერ ჩუ­მა­დაც ვაგ­დებ ხოლ­მე, ჩე­მებ­მა რომ არ და­ი­ნა­ხონ (ი­ცი­ნის). მა­გა­ლი­თად, ძვე­ლი გა­და­სა­ფა­რე­ბე­ლი, რი­სა­მე ნა­წი­ლი, ოდ­ნავ გა­ტე­ხი­ლი ან გაბ­ზა­რუ­ლი რამ და ა.შ. ძა­ლი­ან მომ­წონს სახ­ლის ფენ­შუ­ის მი­ხედ­ვით მო­წყო­ბა, სად რა უნ­და იდ­გას, რო­მელ მხა­რეს, კუ­თხეს, თვი­თონ ნივ­თებ­საც მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს და ა.შ. თუ ვინ­მეს და­ა­ინ­ტე­რე­სებს, ამის წა­კითხ­ვაც შე­უძ­ლი­ათ და გა­ერ­კ­ვე­ვი­ან, ამი­ტომ მე ბევ­რს არ მოვ­ყ­ვე­ბი. სხვა­დას­ხ­ვა სურ­ნე­ლის მქო­ნე რა­ღა­ცებს ვყი­დუ­ლობ ხოლ­მე და სახ­ლს რომ და­ვა­ლა­გებ, მე­რე ვან­თებ, კარ­გი სურ­ნე­ლი დგე­ბა.

- ოჯა­ხის­თ­ვის ნივ­თებს თუ ყი­დუ­ლობთ ხოლ­მე?

- ძა­ლი­ან მომ­წონს ღა­მის ლამ­პე­ბი ("ნაჩ­ნი­კი"), რო­ცა რამ­დე­ნი­მე ერ­თად ან­თია. მა­გა­ლი­თად, ტე­ლე­ვი­ზო­რის ოთახ­ში და ჭა­ღის ნაც­ვ­ლად, სულ ვან­თებ ხოლ­მე, სხვა­ნა­ირ გა­რე­მოს ქმნის. ალ­ბათ, იმა­საც გა­აჩ­ნია, რო­გორ ხა­სი­ათ­ზე ხარ. ისე­თი შემ­თხ­ვე­ვე­ბი­ცაა, რო­ცა და­ლა­გე­ბის თა­ვიც არ გაქვს ან გე­ზა­რე­ბა და სახ­ლი თუ არე­უ­ლია, ჩემს ხა­სი­ათ­ზე ეს უფ­რო მოქ­მე­დებს. ასე მგო­ნია, ცუ­დად ვარ.

- რო­გორც ვი­ცი, სახ­ლ­ში ლა­მა­ზი ყვა­ვი­ლე­ბიც გაქვთ.

- კი, ყვა­ვი­ლე­ბი ძა­ლი­ან გვიყ­ვარს და ჩე­მი ბავ­შ­ვო­ბი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, ოჯახ­ში სულ გვაქვს. რე­მონ­ტი რომ გა­ვა­კე­თეთ, ცო­ტა გაგ­ვი­ფუჭ­და, მაგ­რამ ახ­ლი­დან ვა­ცოცხ­ლებთ. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, მათ თა­ვი­სე­ბუ­რი მოვ­ლა უნ­და, - მი­წის გა­მოც­ვ­ლა, რო­მელ­საც ზოგ­ჯერ გაც­რა სჭირ­დე­ბა, მას­ში მკვე­ბა­ვი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის ჩა­მა­ტე­ბა, სი­სუფ­თა­ვე, სა­ჭი­რო პე­რი­ო­დუ­ლო­ბით წყლის დას­ხ­მა და ა.შ. ყვე­ლა ყვა­ვილს თა­ვი­სი წა­მა­ლი აქვს... მოკ­ლედ, ყვა­ვი­ლე­ბის მოყ­ვა­რუ­ლი ვინც არის, ჩემ­ზე კარ­გად ეცო­დი­ნე­ბა. ნა­წი­ლი აი­ვან­ზე გვაქვს, ნა­წი­ლი კი გა­ვა­ფორ­მეთ და სახ­ლ­ში დავ­დ­გით, რომ ლა­მა­ზად იყოს მო­წყო­ბი­ლი. მათ, ძი­რი­თა­დად, დე­და­ჩე­მი უვ­ლის ხოლ­მე და ამ სა­კითხ­ში ის უფ­რო გარ­კ­ვე­უ­ლია. სხვა­თა შო­რის, დე­და­ჩე­მი "მას­ტე­რი" გვყავს (ი­ცი­ნის). ყვე­ლა­ფე­რი ეხერ­ხე­ბა, ყვე­ლაფ­რის დაშ­ლა-აწყო­ბა შე­უძ­ლია და რა­ღა­ცით მეც ვგა­ვარ. ძა­ლი­ან მომ­წონს სახ­ლის ინ­ტე­რი­ე­რის მო­წყო­ბა და სულ ვათ­ვა­ლი­ე­რებ ხოლ­მე რა­ღა­ცებს, ფე­რებს ვარ­ჩევ და ა.შ.

- რას იყე­ნებთ, მა­გა­ლი­თად, იატა­კის მო­საწ­მენ­დად?

- დღეს­დღე­ო­ბით, ამ მხრი­ვაც მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი არ­ჩე­ვა­ნია. მა­გა­ლი­თად, პარ­კე­ტის­თ­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რად ხის გა­საწ­მენ­დი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბია, თან კარ­გი სუ­ნიც აქვს და კარგ იერს უნარ­ჩუ­ნებს, გრა­ნი­ტი ან კა­ფე­ლი თუა - სხვა­ნა­ი­რია და ა.შ. ეს ალ­ბათ ყვე­ლა დი­ა­სახ­ლის­მა იცის და ჩემ­გან არ ეს­წავ­ლე­ბათ. ვი­ნა­ი­დან სახ­ლ­ში ძაღ­ლი გვყავს, სულ საწ­მენ­დი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით დავ­რ­ბი­ვარ აქეთ-იქით, რომ სი­სუფ­თა­ვე შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ. სახ­ლ­ში ბავ­შ­ვე­ბი არი­ან და სპე­ცი­ა­ლურ ან­ტი­ბაქ­ტე­რი­ულ სა­შუ­ა­ლე­ბებ­საც ვუ­რევ, სა­დე­ზინ­ფექ­ცი­ოს, ფეხ­საც­მელ­საც ათა­სი რამ შე­მოჰ­ყ­ვე­ბა გა­რე­დან და ყვე­ლას ხომ ვერ და­უწყებ დევ­ნას, შე­მოს­ვ­ლის­თა­ნა­ვე, ფეხ­ზე გა­ი­ხა­დოს? ისე­დაც არ ვი­ცით, რას ვსუნ­თ­ქავთ და სახ­ლ­ში მა­ინც ვი­ყოთ სუფ­თად.

- ვი­საც სამ­ზა­რე­უ­ლო­ში "ლი­ნო­ლე­უ­მი" აქვს და­გე­ბუ­ლი, ად­ვი­ლად გა­იწ­მინ­დე­ბა თბი­ლი, საპ­ნი­ა­ნი წყლით. რით წმენდთ ფან­ჯ­რებს?

- ფან­ჯ­რე­ბის გაწ­მენ­დაც მი­წევს ხოლ­მე, მაგ­რამ სარ­კის წმენ­და უფ­რო მიყ­ვარს (ი­ცი­ნის). სულ უნ­და პრი­ა­ლებ­დეს. ამის­თ­ვი­საც სპე­ცი­ა­ლურ სა­შუ­ა­ლე­ბებს ვი­ყე­ნებ, კარ­გი სუ­ნი აქვს. ად­რე მას­წავ­ლეს, - სარ­კე და ფან­ჯ­რე­ბი გა­ზე­თით კარ­გად იწ­მინ­დე­ბაო, მაგ­რამ ამ ხერ­ხს არ მივ­მარ­თავ, ძა­ლი­ან მაჟ­რი­ა­ლებს და მბურ­ძ­გ­ლავს, რომ გა­ვუს­ვამ (ი­ცი­ნის).

- სარ­კე იპ­რი­ა­ლებს, თუ წყალ­ში ცო­ტა­ო­დენ ლი­ლას შე­ვუ­რევთ. კარ­გია ჩა­ის ნა­ყე­ნიც. რო­გორ გავ­წ­მინ­დოთ ჭა­ღე­ბი?

- ვერ მო­ვი­ტყუ­ე­ბი და გეტყ­ვით, რომ ჭა­ღე­ბის წმენ­და ნამ­დ­ვი­ლად არ მი­წევს და მკითხ­ველს გან­სა­კუთ­რე­ბულს ვე­რა­ფერს ვურ­ჩევ.

- 2 ჩ/კ ძმა­რი 1 ლ წყალ­ში ჩა­ვას­ხათ და ისე გავ­წ­მინ­დოთ. ჭურ­ჭ­ლის რეცხ­ვა ალ­ბათ გი­წევთ ხოლ­მე.

- ჭურ­ჭ­ლის რეცხ­ვა მიყ­ვარს, მაგ­რამ აუცი­ლებ­ლად რე­ზი­ნის ხელ­თათ­მა­ნი უნ­და მეც­ვას. კა­ნი რომ რბილ­დე­ბა, არ მსი­ა­მოვ­ნებს. ჩვენს ნი­ჟა­რა­ში კი ჭურ­ჭე­ლი არ ილე­ვა, სულ სტუმ­რი­ა­ნო­ბაა, მე­გობ­რე­ბი, ოჯა­ხი და სულ ვცდი­ლობთ, წეს­რი­გი შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ. რაც შე­ე­ხე­ბა ტან­საც­მელს, ბევ­რ­ნი რომ ვართ, სა­რე­ცხი მან­ქა­ნა ჩვენ­თან მთე­ლი დღე ჩარ­თუ­ლია. თან მე ისე­თი "წი­კი" მაქვს, თი­თო­ჯერ ნაც­ვამ­საც უკ­ვე ვრე­ცხავ ხოლ­მე. და­უ­თო­ე­ბა სა­შინ­ლად არ მიყ­ვარს...

- რო­გორ აცი­ლებთ ჭურ­ჭელს მიმ­წ­ვარ საჭ­მელს? სხვა­თა შო­რის, თუ­ჯის ჭურ­ჭე­ლი არ მი­იწ­ვავს, თუ ცეცხ­ლ­ზე დიდ­ხანს დავ­დ­გამთ და გა­მოვ­წ­ვავთ.

- მიმ­წ­ვარ საჭ­მელს ჭურ­ჭ­ლის სა­ხე­ხი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი­თა და რკი­ნის სა­ხე­ხით ვა­ცი­ლებ, ოღონდ გა­აჩ­ნია, რა მა­სა­ლი­საა, ტა­ფა იქ­ნე­ბა ეს თუ ქვა­ბი. არ უნ­და გა­ფუჭ­დეს, ზოგს რკი­ნა არ უნ­და მი­ა­კა­რო. ბე­ბი­ის­გან გა­მი­გია, სო­და უნ­და ჩა­ყა­რო, წყა­ლი და­ას­ხა, გაზ­ზე დად­გა, წა­მო­ა­დუ­ღო და მე­რე გა­ხე­ხოო. სხვა­თა შო­რის, გაზს რომ გავ­ხე­ხავ ხოლ­მე, ბო­ლოს ცო­ტა სო­დას მო­ვაყ­რი და ასე ვტო­ვებ, რკი­ნას არ "ჭამ­სო", ბე­ბი­ა­ჩე­მის­გან მახ­სოვს და კარ­გად ათეთ­რებს. სო­და ისე­თი რა­მაა, ყვე­ლა­ფერ­ში ეფექ­ტი­ა­ნად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის­თ­ვი­საც კი.

- მა­გა­ლი­თად, რა უნ­და გა­ვა­კე­თოთ, რომ ონ­კა­ნებ­მა იპ­რი­ა­ლოს?

- მე სა­ხე­ხით ვწმენდ ხოლ­მე.

- შეგ­ვიძ­ლია, ლი­მო­ნის ქერ­ქით გავ­წ­მინ­დოთ, შემ­დეგ, წყა­ლი გა­და­ვავ­ლოთ, მშრა­ლი ნაჭ­რით გა­ვამ­შ­რა­ლოთ და გა­ვაპ­რი­ა­ლოთ.

- რო­გორ მო­ვა­ცი­ლოთ ჩამ­ჯ­და­რი ცხი­მი მიკ­რო­ტალ­ღურ ან გაზ­ქუ­რის ღუ­მელს?

- მიკ­რო­ტალ­ღუ­რი ღუ­მე­ლი არ გვაქვს, მაგ­რამ გაზ­ქუ­რის ღუ­მელ­საც ჩვე­უ­ლებ­რივ ვწმენდ, რო­გორც გაზს.

წვრი­ლად და­ხე­ხი­ლი სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო სა­პო­ნი და ცო­ტა სო­და გავ­ხ­ს­ნათ წყალ­ში და აირ­ღუ­მე­ლი ამ­გ­ვა­რად იო­ლად გა­იწ­მინ­დე­ბა, ხო­ლო მიკ­რო­ტალ­ღურ ღუ­მელ­ში წყლით სავ­სე თეფ­ში დავ­დ­გათ, ცხე­ლი ორ­თ­ქ­ლი ჭუ­ჭყს და­ალ­ბობს და ნაჭ­რით ად­ვი­ლად მოს­ცილ­დე­ბა. სხვა­თა შო­რის, კა­ფე­ლი წყლის შხე­ფე­ბის­გან კარ­გად გა­იწ­მინ­დე­ბა ნი­შა­დუ­რის სპირ­ტის სუს­ტი ხსნა­რით. ეს არ ვი­ცო­დი. მახ­სოვს, ბე­ბი­ას სულ ჰქონ­და და ალ­ბათ იყე­ნებ­და ხოლ­მე. მე არ გა­მო­მი­ყე­ნე­ბია.

- თქვე­ნი ძმის­შ­ვი­ლი - ნა­ტა­ლია თუ გეხ­მა­რე­ბათ ხოლ­მე?

- რო­გორ არა, მე და ნა­ტა­ლია ზა­ფხუ­ლო­ბით სე­რი­ო­ზულ "უ­ბორ­კას" ვა­ტა­რებთ ხოლ­მე სახ­ლ­ში, ერ­თხელ ფო­ტო­ე­ბიც გა­და­ვი­ღეთ და ამა­ზე ძა­ლი­ან ვი­ხა­ლი­სეთ.

- კერ­ძე­ბის მომ­ზა­დე­ბა იცით?

- მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ არ მი­წევს ხოლ­მე, რა­ღა­ცე­ბის კე­თე­ბა მა­ინც ვი­ცი. მა­გა­ლი­თად, ბე­ბი­ა­ჩემ­მა ჩა­ხოხ­ბი­ლის გა­კე­თე­ბა მას­წავ­ლა. ნი­კუ­შა რომ და­ი­ბა­და, რამ­დე­ნი­მე თვის იყო, ჩემს მე­გო­ბარ­თან და მის ბავ­შ­ვ­თან ერ­თად, წყნეთ­ში წა­ვე­დით. ვი­ფიქ­რეთ, მო­დი საჭ­მე­ლი გა­ვა­კე­თო­თო და ჩვენს მე­უღ­ლე­ებს ქა­თა­მი და­ვა­ბა­რეთ, რომ­ლის გა­კე­თე­ბა არ ვი­ცო­დით და სა­ში­ნე­ლე­ბე­ბი ჩა­ვი­დი­ნეთ (ი­ცი­ნის). პარ­კ­ში შე­ფუ­თუ­ლი გა­ყი­ნუ­ლი ქა­თა­მი მოგ­ვი­ტა­ნეს. რო­ცა გალ­ღ­ვე­ბა, ვი­ღებ და გაზ­ზე გა­და­ვა­ტა­რებ ხოლ­მე, რომ თუ ზედ რა­მე ბეწ­ვია დარ­ჩე­ნი­ლი, მოს­ცილ­დეს. მა­შინ კი რა ვქე­ნით? გა­მო­ვი­ღეთ ეს გა­ყი­ნუ­ლი ქა­თა­მი, პარ­კი­ა­ნად ჩა­ვაგ­დეთ მდუ­ღა­რე წყალ­ში, მოვ­ხარ­შეთ, მე­რე პარ­კი მო­ვა­ცი­ლეთ, თან რა­ღაც­ნა­ი­რად გა­ფუვ­და და მე­რე გატ­რუს­ვა და­ვი­წყეთ. ქა­თა­მი სა­ერ­თოდ და­ი­შა­ლა (ი­ცი­ნის). ეს რომ მახ­სენ­დე­ბა, ცუ­დად ვხდე­ბი (ი­ცი­ნის). ხალ­ხი ის­ტე­რი­კა­ში ვარ­დე­ბო­და, ისე დაგ­ვ­ცი­ნოდ­ნენ. თან სა­სა­ცი­ლო ის იყო, რომ ერ­თ­მა­ნეთს ჭკუ­ას ვა­რი­გებ­დით და ვე­კა­მა­თე­ბო­დით, არა ასე უნ­და, არა - ისეო. მე­რე ვის­წავ­ლე. "ტყუ­ი­ლი სუ­ფე­ბი­სა" და გემ­რი­ე­ლი კექ­სის გა­კე­თე­ბაც ვი­ცი. რე­ცეპტს ზე­პი­რად ვერ გეტყ­ვით, მი­წე­რია და იმის მი­ხედ­ვით ვა­კე­თებ ხოლ­მე. ბა­თუმ­ში ერ­თ­მა ქალ­ბა­ტონ­მა მას­წავ­ლა, ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა და მომ­ზა­დე­ბის წე­სი ჩა­ვი­წე­რე. გემ­რი­ე­ლია, შო­კო­ლა­დი­ა­ნია. ხომ იცით, ხელ­საც დი­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს, ბე­ბი­ა­ჩე­მი ძა­ლი­ან კარ­გად ამ­ზა­დებ­და, დე­და­ჩე­მიც და ის, რაც ვი­ცი, მეც გემ­რი­ე­ლი გა­მომ­დის. დე­და უგემ­რი­ე­ლეს ლო­ბი­ოს აკე­თებს, სუ­ნე­ლე­ბი­თა და რა­ღა­ცე­ბით და მეც უნ­და ვის­წავ­ლო. 31 წლის ასაკ­ში ვა­პი­რებ კუ­ლი­ნა­რო­ბის და­წყე­ბას (ი­ცი­ნის).

- თევ­ზი თუ გა­გი­სუფ­თა­ვე­ბი­ათ?

- კი, ფარ­ფ­ლე­ბი რომ აქვს, არ მიყ­ვარს, თან ხე­ლებ­ზე უსი­ა­მოვ­ნო სუ­ნი რჩე­ბა.

- თევზს იო­ლად მო­შორ­დე­ბა ქერ­ც­ლი, თუ მას ცო­ტა ხანს ძმრი­ან წყალ­ში გა­ვა­ჩე­რებთ.

- სხვა­თა შო­რის, გა­მი­გია, რომ ძმრი­ა­ნი წყლით ავეჯ­საც წმენ­დენ, მტვე­რი ნაკ­ლე­ბად ედე­ბაო, ოღონდ ალ­ბათ ავეჯ­საც გა­აჩ­ნია.

- ახალ ბი­ნა­ზე რას გვე­ტყ­ვით? რო­მე­ლიც გი­ორ­გის პრო­ექ­ტ­ში აჩუ­ქეს.

- ჩემ­მა ოჯახ­მა იმ­ხე­ლა სი­ხა­რუ­ლი გა­ნი­ცა­და, რომ ვერ აღ­ვ­წერ. ასე­თი რამ ახალ წელს, 12 სა­ათ­ზე არას­დ­როს გვქო­ნია. ყვე­ლას ვუ­სურ­ვებ, გა­მო­ე­ცა­დოთ. რო­გორც გვითხ­რეს, ზა­ფხულ­ში თეთრ კარ­კასს ჩა­ა­ბა­რე­ბენ, უკ­ვე ვი­ყა­ვით და ვნა­ხეთ, ბი­ნა აშე­ნე­ბუ­ლია, ჯერ­ჯე­რო­ბით შა­ვი კარ­კა­სია.

თამ­თა და­დე­შე­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

"ამბობენ, კარ­გი დი­ა­სახ­ლი­სი ვარ" - ვინ აწ­კ­რი­ა­ლებს ყიფ­ში­ძე­ე­ბის სახლს

"ამბობენ, კარ­გი დი­ა­სახ­ლი­სი ვარ" - ვინ აწ­კ­რი­ა­ლებს ყიფ­ში­ძე­ე­ბის სახლს

ამ­ჯე­რად ჩვე­ნი "დი­ა­სახ­ლი­სი" ლე­ნუ­კა ყიფ­ში­ძე გახ­ლავთ, რო­მე­ლიც საკ­მა­ოდ აქ­ტი­უ­რი და ენერ­გი­უ­ლი აღ­მოჩ­ნ­და, სახ­ლის დაპ­რი­ა­ლე­ბა, სი­სუფ­თა­ვე ძა­ლი­ან უყ­ვარს და სა­ა­მი­სოდ სა­კუ­თა­რი მე­თო­დე­ბიც აქვს. ძი­რი­თა­დად, თა­ნა­მედ­რო­ვე, სურ­ნე­ლო­ვან სა­შუ­ა­ლე­ბებს იყე­ნებს და ბე­ბი­ე­ბის დრო­ინ­დელ ხერ­ხებს ნაკ­ლე­ბად მი­მარ­თავს.

- ლე­ნუ­კა, რო­გო­რი დი­ა­სახ­ლი­სი ხართ?

- რო­გორც ჩე­მი ოჯა­ხის წევ­რე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, კარ­გი დი­ა­სახ­ლი­სი ვარ. სა­დი­ლე­ბის კე­თე­ბა არ მი­წევს, რად­გან ეს დე­დას პრე­რო­გა­ტი­ვაა, სახ­ლის და­ლა­გე­ბა უფ­რო მიყ­ვარს, ე.წ. მა­მა-პა­პურ "უ­ბორ­კას" ვა­კე­თებ ხოლ­მე, საქ­მის მი­ფუ­ჩე­ჩე­ბა არ მჩვე­ვია და ამა­ში იმ­დენ ენერ­გი­ას ვხარ­ჯავ, დღის ბო­ლოს მკვდა­რი ვარ ხოლ­მე (ი­ცი­ნის). ჩე­მი მე­თო­დე­ბი მაქვს, პირ­ველ რიგ­ში, კომ­ფორ­ტუ­ლად უნ­და ვიგ­რ­ძ­ნო თა­ვი, ხე­ლი არა­ფერ­მა არ უნ­და შე­მი­შა­ლოს, ბო­ტა­სი უნ­და მეც­ვას, ელას­ტი­კი და აუცი­ლებ­ლად ჯი­ბი­ა­ნი ზე­და, რად­გან ყურ­სას­მე­ნე­ბი მი­კე­თია ხოლ­მე, თან მუ­სი­კას ვუს­მენ და ისე ვა­ლა­გებ. მუ­სი­კა ენერ­გი­ას მმა­ტებს და მე­ტი შე­მარ­თე­ბით ვარ. ხელ­თათ­მა­ნებს ჩა­ვიც­ვამ, ყურ­სას­მე­ნებს გა­ვი­კე­თებ და წა­ვი­და - მო­პი­ლე­სო­სე­ბა, მტვრის გა­დაწ­მენ­და, იატა­კის, მი­ნე­ბის დაპ­რი­ა­ლე­ბა, ნივ­თე­ბის და­ლა­გე­ბა და ა.შ. სიმ­ყუდ­რო­ვე და დაწ­კ­რი­ა­ლე­ბუ­ლი სახ­ლი მიყ­ვარს, სულ სხვა სურ­ნე­ლი აქვს, - სი­სუფ­თა­ვის. ზედ­მე­ტი ერ­თი რა­მეც რომ ეგ­დოს, არ მსი­ა­მოვ­ნებს. სახ­ლ­ში სულ დამ­ცი­ნი­ან, - ყვე­ლაფ­რის გა­დაყ­რა­ზე ხა­რო, რა­მე უსარ­გებ­ლო ნივთს თუ და­ვი­ნა­ხავ, ზოგ­ჯერ ჩუ­მა­დაც ვაგ­დებ ხოლ­მე, ჩე­მებ­მა რომ არ და­ი­ნა­ხონ (ი­ცი­ნის). მა­გა­ლი­თად, ძვე­ლი გა­და­სა­ფა­რე­ბე­ლი, რი­სა­მე ნა­წი­ლი, ოდ­ნავ გა­ტე­ხი­ლი ან გაბ­ზა­რუ­ლი რამ და ა.შ. ძა­ლი­ან მომ­წონს სახ­ლის ფენ­შუ­ის მი­ხედ­ვით მოწყო­ბა, სად რა უნ­და იდ­გას, რო­მელ მხა­რეს, კუთხეს, თვი­თონ ნივ­თებ­საც მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს და ა.შ. თუ ვინ­მეს და­ა­ინ­ტე­რე­სებს, ამის წა­კითხ­ვაც შე­უძ­ლი­ათ და გა­ერ­კ­ვე­ვი­ან, ამი­ტომ მე ბევრს არ მოვ­ყ­ვე­ბი. სხვა­დას­ხ­ვა სურ­ნე­ლის მქო­ნე რა­ღა­ცებს ვყი­დუ­ლობ ხოლ­მე და სახლს რომ და­ვა­ლა­გებ, მე­რე ვან­თებ, კარ­გი სურ­ნე­ლი დგე­ბა.

- ოჯა­ხის­თ­ვის ნივ­თებს თუ ყი­დუ­ლობთ ხოლ­მე?

- ძა­ლი­ან მომ­წონს ღა­მის ლამ­პე­ბი ("ნაჩ­ნი­კი"), რო­ცა რამ­დე­ნი­მე ერ­თად ან­თია. მა­გა­ლი­თად, ტე­ლე­ვი­ზო­რის ოთახ­ში და ჭა­ღის ნაც­ვ­ლად, სულ ვან­თებ ხოლ­მე, სხვა­ნა­ირ გა­რე­მოს ქმნის. ალ­ბათ, იმა­საც გა­აჩ­ნია, რო­გორ ხა­სი­ათ­ზე ხარ. ისე­თი შემ­თხ­ვე­ვე­ბი­ცაა, რო­ცა და­ლა­გე­ბის თა­ვიც არ გაქვს ან გე­ზა­რე­ბა და სახ­ლი თუ არე­უ­ლია, ჩემს ხა­სი­ათ­ზე ეს უფ­რო მოქ­მე­დებს. ასე მგო­ნია, ცუ­დად ვარ.

- რო­გორც ვი­ცი, სახ­ლ­ში ლა­მა­ზი ყვა­ვი­ლე­ბიც გაქვთ.

- კი, ყვა­ვი­ლე­ბი ძა­ლი­ან გვიყ­ვარს და ჩე­მი ბავ­შ­ვო­ბი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, ოჯახ­ში სულ გვაქვს. რე­მონ­ტი რომ გა­ვა­კე­თეთ, ცო­ტა გაგ­ვი­ფუჭ­და, მაგ­რამ ახ­ლი­დან ვა­ცოცხ­ლებთ. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, მათ თა­ვი­სე­ბუ­რი მოვ­ლა უნ­და, - მი­წის გა­მოც­ვ­ლა, რო­მელ­საც ზოგ­ჯერ გაც­რა სჭირ­დე­ბა, მას­ში მკვე­ბა­ვი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის ჩა­მა­ტე­ბა, სი­სუფ­თა­ვე, სა­ჭი­რო პე­რი­ო­დუ­ლო­ბით წყლის დას­ხ­მა და ა.შ. ყვე­ლა ყვა­ვილს თა­ვი­სი წა­მა­ლი აქვს... მოკ­ლედ, ყვა­ვი­ლე­ბის მოყ­ვა­რუ­ლი ვინც არის, ჩემ­ზე კარ­გად ეცო­დი­ნე­ბა. ნა­წი­ლი აივან­ზე გვაქვს, ნა­წი­ლი კი გა­ვა­ფორ­მეთ და სახ­ლ­ში დავ­დ­გით, რომ ლა­მა­ზად იყოს მოწყო­ბი­ლი. მათ, ძი­რი­თა­დად, დე­და­ჩე­მი უვ­ლის ხოლ­მე და ამ სა­კითხ­ში ის უფ­რო გარ­კ­ვე­უ­ლია. სხვა­თა შო­რის, დე­და­ჩე­მი "მას­ტე­რი" გვყავს (ი­ცი­ნის). ყვე­ლა­ფე­რი ეხერ­ხე­ბა, ყვე­ლაფ­რის დაშ­ლა-აწყო­ბა შე­უძ­ლია და რა­ღა­ცით მეც ვგა­ვარ. ძა­ლი­ან მომ­წონს სახ­ლის ინ­ტე­რი­ე­რის მოწყო­ბა და სულ ვათ­ვა­ლი­ე­რებ ხოლ­მე რა­ღა­ცებს, ფე­რებს ვარ­ჩევ და ა.შ.

- რას იყე­ნებთ, მა­გა­ლი­თად, იატა­კის მო­საწ­მენ­დად?

- დღეს­დღე­ო­ბით, ამ მხრი­ვაც მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი არ­ჩე­ვა­ნია. მა­გა­ლი­თად, პარ­კე­ტის­თ­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რად ხის გა­საწ­მენ­დი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბია, თან კარ­გი სუ­ნიც აქვს და კარგ იერს უნარ­ჩუ­ნებს, გრა­ნი­ტი ან კა­ფე­ლი თუა - სხვა­ნა­ი­რია და ა.შ. ეს ალ­ბათ ყვე­ლა დი­ა­სახ­ლის­მა იცის და ჩემ­გან არ ეს­წავ­ლე­ბათ. ვი­ნა­ი­დან სახ­ლ­ში ძაღ­ლი გვყავს, სულ საწ­მენ­დი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით დავ­რ­ბი­ვარ აქეთ-იქით, რომ სი­სუფ­თა­ვე შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ. სახ­ლ­ში ბავ­შ­ვე­ბი არი­ან და სპე­ცი­ა­ლურ ან­ტი­ბაქ­ტე­რი­ულ სა­შუ­ა­ლე­ბებ­საც ვუ­რევ, სა­დე­ზინ­ფექ­ცი­ოს, ფეხ­საც­მელ­საც ათა­სი რამ შე­მოჰ­ყ­ვე­ბა გა­რე­დან და ყვე­ლას ხომ ვერ და­უწყებ დევ­ნას, შე­მოს­ვ­ლის­თა­ნა­ვე, ფეხ­ზე გა­ი­ხა­დოს? ისე­დაც არ ვი­ცით, რას ვსუნ­თ­ქავთ და სახ­ლ­ში მა­ინც ვი­ყოთ სუფ­თად.

- ვი­საც სამ­ზა­რე­უ­ლო­ში "ლი­ნო­ლე­უ­მი" აქვს და­გე­ბუ­ლი, ად­ვი­ლად გა­იწ­მინ­დე­ბა თბი­ლი, საპ­ნი­ა­ნი წყლით. რით წმენდთ ფან­ჯ­რებს?

- ფან­ჯ­რე­ბის გაწ­მენ­დაც მი­წევს ხოლ­მე, მაგ­რამ სარ­კის წმენ­და უფ­რო მიყ­ვარს (ი­ცი­ნის). სულ უნ­და პრი­ა­ლებ­დეს. ამის­თ­ვი­საც სპე­ცი­ა­ლურ სა­შუ­ა­ლე­ბებს ვი­ყე­ნებ, კარ­გი სუ­ნი აქვს. ად­რე მას­წავ­ლეს, - სარ­კე და ფან­ჯ­რე­ბი გა­ზე­თით კარ­გად იწ­მინ­დე­ბაო, მაგ­რამ ამ ხერხს არ მივ­მარ­თავ, ძა­ლი­ან მაჟ­რი­ა­ლებს და მბურ­ძ­გ­ლავს, რომ გა­ვუს­ვამ (ი­ცი­ნის).

- სარ­კე იპ­რი­ა­ლებს, თუ წყალ­ში ცო­ტა­ო­დენ ლი­ლას შე­ვუ­რევთ. კარ­გია ჩა­ის ნა­ყე­ნიც. რო­გორ გავ­წ­მინ­დოთ ჭა­ღე­ბი?

- ვერ მო­ვიტყუ­ე­ბი და გეტყ­ვით, რომ ჭა­ღე­ბის წმენ­და ნამ­დ­ვი­ლად არ მი­წევს და მკითხ­ველს გან­სა­კუთ­რე­ბულს ვე­რა­ფერს ვურ­ჩევ.

- 2 ჩ/კ ძმა­რი 1 ლ წყალ­ში ჩა­ვას­ხათ და ისე გავ­წ­მინ­დოთ. ჭურ­ჭ­ლის რეცხ­ვა ალ­ბათ გი­წევთ ხოლ­მე.

- ჭურ­ჭ­ლის რეცხ­ვა მიყ­ვარს, მაგ­რამ აუცი­ლებ­ლად რე­ზი­ნის ხელ­თათ­მა­ნი უნ­და მეც­ვას. კა­ნი რომ რბილ­დე­ბა, არ მსი­ა­მოვ­ნებს. ჩვენს ნი­ჟა­რა­ში კი ჭურ­ჭე­ლი არ ილე­ვა, სულ სტუმ­რი­ა­ნო­ბაა, მე­გობ­რე­ბი, ოჯა­ხი და სულ ვცდი­ლობთ, წეს­რი­გი შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ. რაც შე­ე­ხე­ბა ტან­საც­მელს, ბევ­რ­ნი რომ ვართ, სა­რეცხი მან­ქა­ნა ჩვენ­თან მთე­ლი დღე ჩარ­თუ­ლია. თან მე ისე­თი "წი­კი" მაქვს, თი­თო­ჯერ ნაც­ვამ­საც უკ­ვე ვრეცხავ ხოლ­მე. და­უ­თო­ე­ბა სა­შინ­ლად არ მიყ­ვარს...

- რო­გორ აცი­ლებთ ჭურ­ჭელს მიმ­წ­ვარ საჭ­მელს? სხვა­თა შო­რის, თუ­ჯის ჭურ­ჭე­ლი არ მი­იწ­ვავს, თუ ცეცხ­ლ­ზე დიდ­ხანს დავ­დ­გამთ და გა­მოვ­წ­ვავთ.

- მიმ­წ­ვარ საჭ­მელს ჭურ­ჭ­ლის სა­ხე­ხი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი­თა და რკი­ნის სა­ხე­ხით ვა­ცი­ლებ, ოღონდ გა­აჩ­ნია, რა მა­სა­ლი­საა, ტა­ფა იქ­ნე­ბა ეს თუ ქვა­ბი. არ უნ­და გა­ფუჭ­დეს, ზოგს რკი­ნა არ უნ­და მი­ა­კა­რო. ბე­ბი­ის­გან გა­მი­გია, სო­და უნ­და ჩა­ყა­რო, წყა­ლი და­ას­ხა, გაზ­ზე დად­გა, წა­მო­ა­დუ­ღო და მე­რე გა­ხე­ხოო. სხვა­თა შო­რის, გაზს რომ გავ­ხე­ხავ ხოლ­მე, ბო­ლოს ცო­ტა სო­დას მო­ვაყ­რი და ასე ვტო­ვებ, რკი­ნას არ "ჭამ­სო", ბე­ბი­ა­ჩე­მის­გან მახ­სოვს და კარ­გად ათეთ­რებს. სო­და ისე­თი რა­მაა, ყვე­ლა­ფერ­ში ეფექ­ტი­ა­ნად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის­თ­ვი­საც კი.

- მა­გა­ლი­თად, რა უნ­და გა­ვა­კე­თოთ, რომ ონ­კა­ნებ­მა იპ­რი­ა­ლოს?

- მე სა­ხე­ხით ვწმენდ ხოლ­მე.

- შეგ­ვიძ­ლია, ლი­მო­ნის ქერ­ქით გავ­წ­მინ­დოთ, შემ­დეგ, წყა­ლი გა­და­ვავ­ლოთ, მშრა­ლი ნაჭ­რით გა­ვამ­შ­რა­ლოთ და გა­ვაპ­რი­ა­ლოთ.

- რო­გორ მო­ვა­ცი­ლოთ ჩამ­ჯ­და­რი ცხი­მი მიკ­რო­ტალ­ღურ ან გაზ­ქუ­რის ღუ­მელს?

- მიკ­რო­ტალ­ღუ­რი ღუ­მე­ლი არ გვაქვს, მაგ­რამ გაზ­ქუ­რის ღუ­მელ­საც ჩვე­უ­ლებ­რივ ვწმენდ, რო­გორც გაზს.

წვრი­ლად და­ხე­ხი­ლი სა­ყო­ფაცხოვ­რე­ბო სა­პო­ნი და ცო­ტა სო­და გავ­ხ­ს­ნათ წყალ­ში და აირ­ღუ­მე­ლი ამ­გ­ვა­რად იოლად გა­იწ­მინ­დე­ბა, ხო­ლო მიკ­რო­ტალ­ღურ ღუ­მელ­ში წყლით სავ­სე თეფ­ში დავ­დ­გათ, ცხე­ლი ორ­თ­ქ­ლი ჭუჭყს და­ალ­ბობს და ნაჭ­რით ად­ვი­ლად მოს­ცილ­დე­ბა. სხვა­თა შო­რის, კა­ფე­ლი წყლის შხე­ფე­ბის­გან კარ­გად გა­იწ­მინ­დე­ბა ნი­შა­დუ­რის სპირ­ტის სუს­ტი ხსნა­რით. ეს არ ვი­ცო­დი. მახ­სოვს, ბე­ბი­ას სულ ჰქონ­და და ალ­ბათ იყე­ნებ­და ხოლ­მე. მე არ გა­მო­მი­ყე­ნე­ბია.

- თქვე­ნი ძმის­შ­ვი­ლი - ნა­ტა­ლია თუ გეხ­მა­რე­ბათ ხოლ­მე?

- რო­გორ არა, მე და ნა­ტა­ლია ზაფხუ­ლო­ბით სე­რი­ო­ზულ "უ­ბორ­კას" ვა­ტა­რებთ ხოლ­მე სახ­ლ­ში, ერ­თხელ ფო­ტო­ე­ბიც გა­და­ვი­ღეთ და ამა­ზე ძა­ლი­ან ვი­ხა­ლი­სეთ.

- კერ­ძე­ბის მომ­ზა­დე­ბა იცით?

- მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ არ მი­წევს ხოლ­მე, რა­ღა­ცე­ბის კე­თე­ბა მა­ინც ვი­ცი. მა­გა­ლი­თად, ბე­ბი­ა­ჩემ­მა ჩა­ხოხ­ბი­ლის გა­კე­თე­ბა მას­წავ­ლა. ნი­კუ­შა რომ და­ი­ბა­და, რამ­დე­ნი­მე თვის იყო, ჩემს მე­გო­ბარ­თან და მის ბავ­შ­ვ­თან ერ­თად, წყნეთ­ში წა­ვე­დით. ვი­ფიქ­რეთ, მო­დი საჭ­მე­ლი გა­ვა­კე­თო­თო და ჩვენს მე­უღ­ლე­ებს ქა­თა­მი და­ვა­ბა­რეთ, რომ­ლის გა­კე­თე­ბა არ ვი­ცო­დით და სა­ში­ნე­ლე­ბე­ბი ჩა­ვი­დი­ნეთ (ი­ცი­ნის). პარ­კ­ში შე­ფუ­თუ­ლი გა­ყი­ნუ­ლი ქა­თა­მი მოგ­ვი­ტა­ნეს. რო­ცა გალ­ღ­ვე­ბა, ვი­ღებ და გაზ­ზე გა­და­ვა­ტა­რებ ხოლ­მე, რომ თუ ზედ რა­მე ბეწ­ვია დარ­ჩე­ნი­ლი, მოს­ცილ­დეს. მა­შინ კი რა ვქე­ნით? გა­მო­ვი­ღეთ ეს გა­ყი­ნუ­ლი ქა­თა­მი, პარ­კი­ა­ნად ჩა­ვაგ­დეთ მდუ­ღა­რე წყალ­ში, მოვ­ხარ­შეთ, მე­რე პარ­კი მო­ვა­ცი­ლეთ, თან რა­ღაც­ნა­ი­რად გა­ფუვ­და და მე­რე გატ­რუს­ვა და­ვიწყეთ. ქა­თა­მი სა­ერ­თოდ და­ი­შა­ლა (ი­ცი­ნის). ეს რომ მახ­სენ­დე­ბა, ცუ­დად ვხდე­ბი (ი­ცი­ნის). ხალ­ხი ის­ტე­რი­კა­ში ვარ­დე­ბო­და, ისე დაგ­ვ­ცი­ნოდ­ნენ. თან სა­სა­ცი­ლო ის იყო, რომ ერ­თ­მა­ნეთს ჭკუ­ას ვა­რი­გებ­დით და ვე­კა­მა­თე­ბო­დით, არა ასე უნ­და, არა - ისეო. მე­რე ვის­წავ­ლე. "ტყუ­ი­ლი სუ­ფე­ბი­სა" და გემ­რი­ე­ლი კექ­სის გა­კე­თე­ბაც ვი­ცი. რე­ცეპტს ზე­პი­რად ვერ გეტყ­ვით, მი­წე­რია და იმის მი­ხედ­ვით ვა­კე­თებ ხოლ­მე. ბა­თუმ­ში ერ­თ­მა ქალ­ბა­ტონ­მა მას­წავ­ლა, ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა და მომ­ზა­დე­ბის წე­სი ჩა­ვი­წე­რე. გემ­რი­ე­ლია, შო­კო­ლა­დი­ა­ნია. ხომ იცით, ხელ­საც დი­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს, ბე­ბი­ა­ჩე­მი ძა­ლი­ან კარ­გად ამ­ზა­დებ­და, დე­და­ჩე­მიც და ის, რაც ვი­ცი, მეც გემ­რი­ე­ლი გა­მომ­დის. დე­და უგემ­რი­ე­ლეს ლო­ბი­ოს აკე­თებს, სუ­ნე­ლე­ბი­თა და რა­ღა­ცე­ბით და მეც უნ­და ვის­წავ­ლო. 31 წლის ასაკ­ში ვა­პი­რებ კუ­ლი­ნა­რო­ბის დაწყე­ბას (ი­ცი­ნის).

- თევ­ზი თუ გა­გი­სუფ­თა­ვე­ბი­ათ?

- კი, ფარ­ფ­ლე­ბი რომ აქვს, არ მიყ­ვარს, თან ხე­ლებ­ზე უსი­ა­მოვ­ნო სუ­ნი რჩე­ბა.

- თევზს იოლად მო­შორ­დე­ბა ქერ­ც­ლი, თუ მას ცო­ტა ხანს ძმრი­ან წყალ­ში გა­ვა­ჩე­რებთ.

- სხვა­თა შო­რის, გა­მი­გია, რომ ძმრი­ა­ნი წყლით ავეჯ­საც წმენ­დენ, მტვე­რი ნაკ­ლე­ბად ედე­ბაო, ოღონდ ალ­ბათ ავეჯ­საც გა­აჩ­ნია.

- ახალ ბი­ნა­ზე რას გვეტყ­ვით? რო­მე­ლიც გი­ორ­გის პრო­ექ­ტ­ში აჩუ­ქეს.

- ჩემ­მა ოჯახ­მა იმ­ხე­ლა სი­ხა­რუ­ლი გა­ნი­ცა­და, რომ ვერ აღ­ვ­წერ. ასე­თი რამ ახალ წელს, 12 სა­ათ­ზე არას­დ­როს გვქო­ნია. ყვე­ლას ვუ­სურ­ვებ, გა­მო­ე­ცა­დოთ. რო­გორც გვითხ­რეს, ზაფხულ­ში თეთრ კარ­კასს ჩა­ა­ბა­რე­ბენ, უკ­ვე ვი­ყა­ვით და ვნა­ხეთ, ბი­ნა აშე­ნე­ბუ­ლია, ჯერ­ჯე­რო­ბით შა­ვი კარ­კა­სია.

თამ­თა და­დე­შე­ლი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება