სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მითხრა, თუ არ შევიცვლიდი მიდგომას, უკიდურეს ზომებს მიმართავდა” - ოდიშარია მიზანდარის გათავისუფლებას მოითხოვს
"მითხრა, თუ არ შევიცვლიდი მიდგომას, უკიდურეს ზომებს მიმართავდა” - ოდიშარია მიზანდარის გათავისუფლებას მოითხოვს

სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რი­სა და ძეგლ­თა დაც­ვის მი­ნის­ტრმა გუ­რამ ოდი­შა­რი­ამ მისი პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლის, მა­რი­ნე მი­ზან­და­რის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­თხოვ­ნით პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს მი­მარ­თა.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" მა­რი­ნე მი­ზან­დარ­მა და­უ­დას­ტუ­რა. მი­ნის­ტრის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლის გან­მარ­ტე­ბით, გუ­რამ ოდი­ა­შა­რი­ამ მისი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­თხოვ­ნით პრე­მი­ერს 5 თე­ბერ­ვალს მი­მარ­თა. მი­სი­ვე თქმით, სა­კი­თხი გან­ხილ­ვის პრო­ცეს­შია და ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს ჯერ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ მი­უ­ღია.

მა­რი­ნე მი­ზან­და­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ოფი­ცი­ა­ლურ წე­რილ­ში გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის მი­ზე­ზად და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბა და მი­თი­თე­ბე­ბის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბა სა­ხელ­დე­ბა. მი­ზან­და­რი მი­ნის­ტრის მხრი­დან აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის მი­ზე­ზად გუ­რამ ოდი­შა­რი­ას­თან რამ­დე­ნი­მე სა­კი­თხზე უთან­ხმო­ე­ბას, გან­სა­კუთ­რე­ბით კი საყ­დრი­სის თე­მას, ასე­ვე სა­კად­რო პო­ლი­ტი­კას ასა­ხე­ლებს.

რო­გორც მი­ზან­დარ­მა გან­მარ­ტა, მის­თვის ცნო­ბი­ლი იყო, რომ მი­ნის­ტრი მის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­და­ყე­ნე­ბას აპი­რებ­და.

"მი­თხრა, თუ არ შე­ვიც­ვლი­დი თვალ­საზ­რისს, მიდ­გო­მას, უკი­დუ­რეს ზო­მებს მი­მარ­თავ­და. ალ­ბათ ამას გუ­ლის­ხმობ­და", - გან­მარ­ტა მა­რი­ნე მი­ზან­დარ­მა.

მი­სი­ვე თქმით, ამ­ჟა­მად კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო­ში მუ­შა­ო­ბას ჩვე­უ­ლებ­რი­ვად გა­ნაგ­რძობს.

თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მა­რი­ნე მი­ზან­და­რი ევ­რო­კავ­ში­რის პრო­ექ­ტებ­ზე მო­მუ­შა­ვე სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­სპერ­ტის სტა­ტუ­სით სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში მუ­შა­ო­ბის გაგ­რძლე­ბას, ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლო­ში კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ხა­ზით საქ­მი­ა­ნო­ბას გეგ­მავს. ხოლო თუ პრე­მი­ერ­მა გუ­რამ ოდი­შა­რი­ას მო­თხოვ­ნა არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა, მა­რი­ნე მი­ზან­და­რი კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო­ში მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის პოსტზე დარ­ჩე­ნას აპი­რებს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

"მითხრა, თუ არ შევიცვლიდი მიდგომას, უკიდურეს ზომებს მიმართავდა” - ოდიშარია მიზანდარის გათავისუფლებას მოითხოვს

"მითხრა, თუ არ შევიცვლიდი მიდგომას, უკიდურეს ზომებს მიმართავდა” - ოდიშარია მიზანდარის გათავისუფლებას მოითხოვს

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ მისი პირველი მოადგილის, მარინე მიზანდარის თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მიმართა.

აღნიშნული ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" მარინე მიზანდარმა დაუდასტურა. მინისტრის პირველი მოადგილის განმარტებით, გურამ ოდიაშარიამ მისი გათავისუფლების მოთხოვნით პრემიერს 5 თებერვალს მიმართა. მისივე თქმით, საკითხი განხილვის პროცესშია და ამასთან დაკავშირებით ირაკლი ღარიბაშვილს ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია.

მარინე მიზანდარის ინფორმაციით, ოფიციალურ წერილში გათავისუფლების მიზეზად დაუმორჩილებლობა და მითითებების შეუსრულებლობა სახელდება. მიზანდარი მინისტრის მხრიდან აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების მიზეზად გურამ ოდიშარიასთან რამდენიმე საკითხზე უთანხმოებას, განსაკუთრებით კი საყდრისის თემას, ასევე საკადრო პოლიტიკას ასახელებს.

როგორც მიზანდარმა განმარტა, მისთვის ცნობილი იყო, რომ მინისტრი მის თანამდებობიდან გადაყენებას აპირებდა.

"მითხრა, თუ არ შევიცვლიდი თვალსაზრისს, მიდგომას, უკიდურეს ზომებს მიმართავდა. ალბათ ამას გულისხმობდა", - განმარტა მარინე მიზანდარმა.

მისივე თქმით, ამჟამად კულტურის სამინისტროში მუშაობას ჩვეულებრივად განაგრძობს.

თანამდებობიდან გათავისუფლების შემთხვევაში, მარინე მიზანდარი ევროკავშირის პროექტებზე მომუშავე საერთაშორისო ექსპერტის სტატუსით სხვადასხვა ქვეყანაში მუშაობის გაგრძლებას, ასევე საქართველოში კულტურული მემკვიდრეობის ხაზით საქმიანობას გეგმავს. ხოლო თუ პრემიერმა გურამ ოდიშარიას მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, მარინე მიზანდარი კულტურის სამინისტროში მინისტრის მოადგილის პოსტზე დარჩენას აპირებს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა