საუდის არაბეთის მკვიდრს ექიმებმა ყურიდან "შპარგალკა" ამოუღეს, რომელიც 20 წლის წინ ყურში თავადვე მოითავსა. მამაკაცს ამ ქაღალდის ნაგლეჯის იმედი ჰქონდა, როდესაც სკოლის ერთ-ერთ გამოსაშვებ გამოცდას აბარებდა. სკოლა საუდელმა კარგი ნიშნებით დაამთავრა, შემდეგ უნივერსიტეტში სწავლაც დაასრულა და ალბათ, ყურში ჩარჩენილი ქაღალდის შესახებ არც გაიხსენებდა, "შპარგალკა" ყურში ძლიერი ტკივილის მიზეზი რომ არ გამხდარიყო.
უკვე ზრდასრულმა, განათლებულმა და დაოჯახებულმა მამაკაცმა გადაწყვიტა, რომ ყველაფერში დამნაშავე ყურის ანთებაა.
მაგრამ ექიმებმა სხვა დიაგნოზი დასვეს. პაციენტის ყურის შემოწმების შემდეგ დაადგინეს, რომ ტკვილის მიზეზი უცხო სხეულია. როდესაც ის ამოიღეს, ნათელი გახდა, რომ ყურში ქაღალდის ნაგლეჯი იყო.
მაშინ მამაკაცმა გაიხსენა, რომ ეს ქაღალდი მას თავის დროზე გამოსაშვები გამოცდის წარმატებით ჩაბარებაში დაეხმარა. მიუხედავად ამისა, როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, საკუთარ შვილებს იგივეს გაკეთებას არ ურჩევს.
მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.