პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მე­რა­ბიშ­ვი­ლის თვი­თონ "ნაც­მოძ­რა­ო­ბის" წევ­რებს არ სჯე­რათ"

საფ­რან­გე­თის სა­სა­მარ­თლომ სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლი გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ პა­ტიმ­რო­ბი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა. კე­ზე­რაშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ სა­ქარ­თვე­ლო­ში სის­ხლის სა­მარ­თლის ორი საქ­მეა აღ­ძრუ­ლი: რი­ყი­სა და "ტე­ლე­ი­მე­დის" გას­ხვი­სე­ბის, სა­დაც კე­ზე­რაშ­ვილს სხვი­სი ქო­ნე­ბის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ მით­ვი­სე­ბას ედა­ვე­ბი­ან. თავ­დაც­ვის ყო­ფილ მი­ნისტრს კონ­ტრა­ბან­დუ­ლი სქე­მის მფარ­ვე­ლო­ბა­შიც ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ. ამ და სხვა სა­კითხ­ებ­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა პო­ლი­ტო­ლო­გი სო­სო ცის­კა­რიშ­ვი­ლი:

- კე­ზე­რაშ­ვი­ლის ყოფ­ნა ფრან­გულ ცი­ხე­ში არ გახ­ლავთ მხო­ლოდ ქარ­თუ­ლი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის ინ­ტე­რე­სის შე­დე­გი. პრო­ცე­სე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს საფ­რან­გე­თის კა­ნონ­მდებ­ლო­ბის შე­სა­ბა­მი­სად და ექ­სტრა­დი­რე­ბის თა­ო­ბა­ზე სა­ბო­ლოო გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას სა­სა­მარ­თლო 27 თე­ბერ­ვალს გა­მო­ი­ტანს. უნ­და გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ ისიც, რომ კე­ზე­რაშ­ვი­ლის პერ­სო­ნის მი­მართ გაგ­რძელ­დე­ბა და­ინ­ტე­რე­სე­ბა სხვა ქვეყ­ნე­ბის მხრი­და­ნაც. ჩვენ­თვის ჯერ უც­ნო­ბი­ა, რა აქვს მას ნა­ლა­პა­რა­კე­ბი საფ­რან­გეთ­ში, რას ინა­ნი­ებს, რას პა­სუ­ხობს და რა ინ­ფორ­მა­ცი­ებს აძ­ლევს იქა­ურ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს. ჯერ­ჯე­რო­ბით ად­ვო­კა­ტე­ბის მხრი­დან აქ­ცენ­ტი­ კეთ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში მი­სი ექ­სტრა­დი­ცი­ის თე­მა­ზე. მარ­თა­ლი გითხ­რათ, ვერ ვხე­დავ იმის დიდ აუ­ცი­ლებ­ლო­ბას, რომ მა­ინ­ცდა­მა­ინც სა­ქარ­თვე­ლოს გად­მოს­ცენ. ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის საქ­მე­ე­ბის გარ­შე­მო ისე­დაც არ გვაკ­ლია და­ვი­და­რა­ბა. სა­ქარ­თვე­ლო­ში ისე­დაც ბევ­რი რამ იცი­ან კე­ზე­რაშ­ვი­ლის და­ნა­შა­ულ­თა შე­სა­ხებ. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ამა­ზე იწე­რე­ბო­და, ამა­ზე ლა­პა­რა­კობ­დნენ. ვიდ­რე ქვე­ყა­ნა­ში სის­ტე­მუ­რი და­ნა­შა­უ­ლის იდენ­ტი­ფი­კა­ცია მკა­ფი­ოდ არ მოხ­დე­ბა და ეს და­ნა­შა­უ­ლი სა­ბო­ლო­ოდ არ და­ი­კი­დე­ბა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" კი­სერ­ზე, არა აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, პა­რიზ­ში იცხ­ოვ­რებს კე­ზე­რაშ­ვი­ლი თუ მი­სი ექ­სტრა­დი­რე­ბა მოხ­დე­ბა. სა­ჭი­როა სრუ­ლად შე­ფას­დეს ის პე­რი­ო­დი და ის პრო­ცე­სე­ბი, რომ­ლის დრო­საც საკ­მა­ოდ თავ­მდა­ბა­ლი ადა­მი­ა­ნი, რო­გო­რიც კე­ზე­რაშ­ვი­ლი "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ამ­დე" იყო, იქ­ცა სა­ხელ­მწი­ფო რე­კე­ტის ყო­ყოჩ მი­ნის­ტრად.

- თქვენ კი ბრძა­ნეთ, რომ ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ყვე­ლა­ფე­რი ნა­თე­ლი­ა, მაგ­რამ ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­ულ­თა დამ­ტკი­ცე­ბა ყო­ფი­ლი სა­ხელ­მწი­ფო მო­ხე­ლე­ე­ბის­თვის ძა­ლი­ან ჭირს...

- და­ვიწყ­ოთ იქი­დან, რომ რო­გორც კე­ზე­რაშ­ვილს, ასე­ვე მის ბორ­ოტ­მოქ­მედ კო­ლე­გებს, ედა­ვე­ბი­ან ისეთ სა­კითხ­ებს, რაც სა­სა­ცი­ლოა იმ და­ნა­შა­უ­ლე­ბებ­თან შე­და­რე­ბით, რო­მე­ლიც ჩა­დე­ნი­ლი აქვთ. ბრალ­დე­ბე­ბი, რაც მას ოფი­ცი­ა­ლუ­რად წა­რუდ­გი­ნა ქარ­თულ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ, ნამ­დვი­ლად არ არის იმ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, რომ და­ინ­ტე­რე­სე­ბულ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნის ას­პექ­ტი სრუ­ლად გა­მო­რიცხ­ონ. არა­და, არის სრუ­ლი­ად კონ­კრე­ტუ­ლი საქ­მე­ე­ბი, ბიზ­ნე­სის გა­ნად­გუ­რე­ბის მა­გა­ლი­თე­ბი, რომ­ლებ­შიც ის მო­ნა­წი­ლე­ობ­და, მე­ტიც - ის თავ­კა­ცობ­და ასეთ პრო­ცე­სებს. უნ­და ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ ბო­ლოს და ბო­ლოს გა­მოფ­ხიზ­ლდე­ბა ჩვე­ნი პრო­კუ­რა­ტუ­რაც, რომ­ლის ლიდე­რე­ბიც რა­ტომ­ღაც წარ­მო­ჩინ­დე­ბი­ან ხოლ­მე იმ სტრუქ­ტუ­რი­დან, რო­მელ­საც თა­ვის დრო­ზე კე­ზე­რაშ­ვი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და.

- მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა სპე­ცი­ა­ლუ­რი წე­რი­ლით მი­მარ­თა საფ­რან­გე­თის მთავ­რო­ბას, რო­მელ­შიც კე­ზე­რაშ­ვილს პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნის მსხვერ­პლად წარ­მო­ა­ჩენს და ამ­ბობს, რომ ის "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ძი­რი­თა­დი დამ­ფი­ნან­სე­ბე­ლი­ა.

- თა­ვის­თა­ვად, ეს წე­რი­ლი უკ­ვე სა­ფუძ­ვე­ლია კე­ზე­რაშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ სე­რი­ო­ზუ­ლი ბრალ­დე­ბის წა­სა­ყე­ნებ­ლად: ადა­მი­ან­მა, რომ­ლის ხელ­ფა­სის ოდე­ნო­ბა სა­ჯა­რო ინ­ფორ­მა­ცია იყო, რად­გან ის წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ხელ­მწი­ფო მო­ხე­ლე გახ­ლდათ, სად იშო­ვა ამ­დე­ნი ფუ­ლი, რომ პარ­ტია აფი­ნან­სოს?! პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში ამას რა­ტომ­ღაც არ იკ­ვლე­ვენ. იმ ათი ათას­ზე მე­ტი საქ­მი­დან, რომ­ლის თა­ო­ბა­ზეც სა­ჩივ­რე­ბია პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში წარ­დგე­ნი­ლი, სულ ცო­ტა, ას­ში მა­ინც რო­გორ არ არის კე­ზე­რაშ­ვი­ლის სა­ხელ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი?! რა­ტომ­ღაც ხელს არ ჰკი­დე­ბენ ამ დო­კუ­მენ­ტებს. და­უს­ვან კითხ­ვე­ბი საფ­რან­გეთ­ში მცხოვ­რებ ქი­ბარ ხალ­ვაშს, რა მო­უ­ვი­და მის ბიზ­ნესს და რა ფუნ­ქცია ჰქონ­და მის გა­ნად­გუ­რე­ბა­ში კე­ზე­რაშ­ვილს, რო­მელ­საც გა­ცი­ლე­ბით მე­ტი გავ­ლე­ნა ჰქონ­და სა­ფი­ნან­სო სის­ტე­მა­ზე, ვიდ­რე ფი­ნან­სთა მი­ნისტრს. უნი­ა­თო­ბის დრო წა­ვი­და, პრო­კუ­რა­ტუ­რას თუ აქვს უნა­რი, გა­მო­ი­ძი­ოს ეს საქ­მე­ე­ბი, დრო­ზე და­იწყ­ონ, თუ არა­და, შე­უქ­ცე­ვა­დი პრო­ცე­სე­ბი და­იწყ­ე­ბა - გაჩ­ნდე­ბა უნ­დობ­ლო­ბა არა მხო­ლოდ ცალ­კე­უ­ლი პრო­კუ­რო­რე­ბის, არა­მედ მათ შემ­რჩევ­თა და დამ­ნიშ­ნავ­თა მი­მარ­თაც. რაც შე­ე­ხე­ბა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გავ­ლე­ნას, დღეს მას გავ­ლე­ნის ერ­თა­დერ­თი სა­შუ­ალე­ბა გა­აჩ­ნი­ა: ფუ­ლი, ფუ­ლი და ფუ­ლი. სხვა ტი­პის გავ­ლე­ნა დღეს მას არა­ვის­ზე აქვს.

- ბა­ტო­ნო სო­სო, 2009 წლის მუხ­რო­ვა­ნის ამ­ბოხ­თან და­კავ­ში­რე­ბით გავ­რცე­ლე­ბულ­მა კად­რებ­მა, რო­მელ­შიც შსს-ს მი­ნის­ტრი ვა­ნო მე­რა­ბიშ­ვი­ლი აცხ­ა­დებს - "ო­რი გვა­მი მჭირ­დე­ბა. პრე­მია დი­დი­ა", - სა­ზო­გა­დო­ე­ბა­სა და პო­ლი­ტი­კურ წრე­ებ­ში დი­დი აჟი­ო­ტა­ჟი გა­მო­იწ­ვი­ა. იქ­ნებ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი კად­რე­ბი შეა­ფა­სოთ.

- სამ­წუ­ხა­რო­ა, რომ "ა­ხალ" პრო­კუ­რა­ტუ­რას მუხ­რო­ვა­ნის თე­მის მი­მართ ინ­ტე­რე­სი ამ ჩა­ნა­წე­რის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბამ­დე არ გას­ჩე­ნი­ა. ჩა­ნა­წე­რით კი მი­ვი­ღეთ კი­დევ ერ­თი ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი შო­კი. გარ­და ამი­სა, კი­დევ ერ­თხელ გა­მოჩ­ნდა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ბუ­ნე­ბა, რო­მელ­საც ასეთ ვი­თა­რე­ბა­შიც კი, რაც აქ არის აღ­ნუს­ხუ­ლი, არ გა­მორ­ჩე­ნი­ა, რომ მე­რა­ბიშ­ვი­ლი­სა და სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­და­ად­გი­ლე­ბა ოთხი კა­მე­რით გა­და­ე­ღო. ნათ­ქვა­მი­ა, "თაგ­ვმა თხა­რა, თხა­რაო - კა­ტა გა­მოთხ­ა­რა­ო". იმის, რომ მე­რა­ბიშ­ვი­ლი სი­ცოცხ­ლე­გა­მო­სალ­მე­ბულ ორ რუს მრჩე­ველ­სა თუ დი­ვერ­სანტს გუ­ლის­ხმობ­და, არ სჯე­რათ თვი­თონ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წარ­მო­მად­გენ­ლებს, რო­მელ­თაც ამ ვერ­სი­ა­ზე წარ­მოდ­გე­ნაც არ ჰქონ­დათ, ვიდ­რე ეს არ და­ი­ბა­დე­ბო­და მე­რა­ბიშ­ვი­ლის ფან­ტა­ზი­ა­ში. მე­რა­ბიშ­ვი­ლი თა­ვი­სი სი­მარ­თლის მტკი­ცე­ბი­სას ხში­რად მო­ითხ­ოვს სიც­რუ­ის დე­ტექ­ტორ­ზე მის შე­მოწ­მე­ბას, ამ ვი­დე­ო­ჩა­ნა­წერ­თან და­კავ­ში­რე­ბით კი მას ასე­თი სურ­ვი­ლი აღარ გას­ჩე­ნი­ა. უხერ­ხულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აღ­მოჩ­ნდნენ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ლი­დე­რე­ბი, რო­მელ­თაც მო­უ­წი­ათ პირ­ვე­ლი ჩვე­ნე­ბე­ბის შეც­ვლამ, მას მე­რე, რაც ორი რუ­სი მო­ხე­ლის ვირ­ტუ­ალ­უ­რი გვა­მი "გა­მოჩ­ნდა". ეს კარ­გი მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია იმ პო­ლიტ­ძა­ლი­სა, რო­მე­ლიც ქმნი­და ვირ­ტუ­ა­ლურ რე­ა­ლო­ბას სა­კუ­თა­რი ინ­ტერე­სე­ბის და­სა­ცა­ვად და სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა მის­თვის უცხო ხი­ლი გახ­ლდათ.

- ვის შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ექ­ვეყ­ნე­ბი­ნა ეს ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რი, შე­საძ­ლო­ა, რომ ეს ახალ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის გა­და­სა­ფა­რა­ვად გა­ე­კე­თე­ბი­ნა?

- ამ ფი­რის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის მო­ტი­ვა­ცია თა­ნაბ­რად შე­იძ­ლე­ბა ჰქო­ნო­და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" რიგ წარ­მო­მად­გენ­ლებ­სა თუ "ქარ­თუ­ლ ოც­ნე­ბას". რო­მელ­მა მხა­რემ მო­ა­ხერ­ხა ეს, ამას სე­რი­ო­ზუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა არა აქვს. თე­მა გახ­სნი­ლი­ა, რო­გორც იქ­ნა, და­იძ­რა ამ საქ­მის ხე­ლა­ხა­ლი გა­მო­ძი­ე­ბა. არსე­ბო­ბს კი­დევ რამ­დე­ნი­მე თე­მა, რი­თაც თა­ვის დრო­ზე ყო­ფილ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მუხ­რო­ვა­ნის სკან­და­ლის გა­და­ფარ­ვა სცა­და; ერ­თ-ერ­თია პრო­ფე­სორ ვახ­ტანგ მა­ი­სა­ი­ას სრუ­ლი­ად უსა­ფუძ­ვლო და­კა­ვე­ბა და ჯა­შუ­შო­ბა­ში ბრალ­დე­ბა. ეს საქ­მეც ხე­ლახ­ლაა გა­მო­სა­ძი­ე­ბე­ლი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ შსს-სა და პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში ჯე­რაც ყელ­ყე­ლა­ო­ბენ ის ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც მა­ი­სა­ი­ას ჯა­შუ­შო­ბა­ზე მი­თებს თხზავ­და. ვი­მე­ო­რებ, ამ საქ­მის გან­ხილ­ვაც უნ­და გა­ნახ­ლდეს, რომ­ლის დრო­საც სრუ­ლი­ად ღი­ად შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ხა­ტოს თა­ვი­სი მიდ­გო­მე­ბი ამ თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით რამ­დე­ნი­მე სტრუქ­ტუ­რამ, მათ შო­რის ნა­ტოს წარ­მო­მად­გენ­ლებ­მაც.

- რო­გორ შე­ა­ფა­სებთ მი­უნ­ხე­ნის უსაფ­რთხო­ე­ბის კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე პრე­მი­ერ­-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის გა­მოს­ვლას?

- ჩე­მი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი ამ გა­მოს­ვლის თა­ო­ბა­ზე ორი მი­მარ­თუ­ლე­ბი­სა­ა: ერ­თი - გა­მოწ­ვე­უ­ლი თვი­თონ ღა­რი­ბაშ­ვი­ლის გა­მოს­ვლით და მე­ო­რე - ამ გა­მოს­ვლის შე­ფა­სე­ბით. სრუ­ლი­ად ბუ­ნებ­რი­ვი, ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი, სა­ღი და მკა­ფიო იყო ყვე­ლა ის გზავ­ნი­ლი, რაც ღა­რი­ბაშ­ვი­ლის გა­მოს­ვლა­ში გა­ის­მა და ლა­პა­რა­კი იმა­ზე, რომ ის ზედ­მე­ტად მო­ე­ფე­რა რუ­სეთს და რომ მხა­რე­ე­ბად რუ­სე­თის ნაც­ვლად აფ­ხა­ზე­თი და ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თი აღი­ა­რა, პრი­მი­ტი­უ­ლი დე­მა­გო­გი­ა­ა, რაც იმა­ვე ხერ­ხე­ბი­თა და იმა­ვე ადა­მი­ა­ნე­ბის­გან ვრცელ­დე­ბა, ვინც 9 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სწო­რედ ასე იქ­ცე­ო­და. რე­სე­თის ნაც­ვლად კონ­ფლიქ­ტის მხა­რედ აფა­ზე­თი­სა და ე.წ. სამ­ხრეთ ისე­თის აღი­ა­რე­ბა ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი ბრალ­დე­ბა­ა, არა­და, ღა­რი­ბაშ­ვილს მხა­რე სა­ერ­თოდ არ უხ­სე­ნე­ბია და არც რა­ი­მე გან­მარ­ტე­ბით მიუ­ნი­ჭე­ბია ეს ფუნ­ქცი­ა. მან თქვა, რომ პრობ­ლე­მე­ბი გვაქვს აფ­ხა­ზებ­თან და ოსებ­თან. თუ ამას არ აღი­ა­რებს ვინ­მე, ის რჩე­ბა "ნა­ცი­ო­ნა­ლურ" წარ­სულ­ში, თა­ნაც სრუ­ლი­ად უპერ­სპექ­ტი­ვო­ში. დი­ახ, რუ­სე­თი ოკუ­პა­ნ­ტია და ეს ტერ­მი­ნი გა­მო­ი­ყე­ნა ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

- რას ფიქ­რობთ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მი­ერ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ზე. შეძ­­ლებს კი ის სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტორ­ში ისე­თი­ვე ძვრე­ბის მოხ­დე­ნას, რაც პო­ლი­ტი­კა­ში მო­ა­ხერ­ხა?

- მი­სი მცდე­ლო­ბა თა­ვის­თა­ვად მი­სა­სალ­მე­ბე­ლი­ა, ოღონდ ქარ­თვე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის გარ­დაქ­მნის მცდე­ლო­ბა კონ­კრე­ტუ­ლი სტრუქ­ტუ­რის მი­ერ ჩვენს რე­ა­ლო­ბა­ში უკ­ვე იყო - "ნა­ციო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" სწო­რედ იმ იდე­ით მო­ვი­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში, რომ გარ­და­ექ­მნა ქარ­თვე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა, რა­საც ბუ­მე­რან­გის ძა­ლა აღ­მო­აჩ­ნდა - ქარ­თველ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ზე ასე­თი ზე­წო­ლის პა­სუ­ხი "ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ" უკ­ვე იგე­მა. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ბა­ტო­ნი ივა­ნიშ­ვი­ლი არ აირ­ჩევს რა­ი­მე "ქი­რურ­გი­ულ ხერ­ხებს" სა­ზო­გა­დო­ე­ბის გა­მო­სას­წო­რებ­ლად, არა­მედ ის მის­ცემს სა­ზო­გა­დო­ე­ბას თვით­დახ­ვე­წის სა­შუ­ა­ლე­ბას და ამა­ში შე­უწყ­ობს ხელს.

ნა­თია დო­ლი­ძე

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

"მე­რა­ბიშ­ვი­ლის თვი­თონ "ნაც­მოძ­რა­ო­ბის" წევ­რებს არ სჯე­რათ"

"მე­რა­ბიშ­ვი­ლის თვი­თონ "ნაც­მოძ­რა­ო­ბის" წევ­რებს არ სჯე­რათ"

საფ­რან­გე­თის სა­სა­მარ­თლომ სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლი გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ პა­ტიმ­რო­ბი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა. კე­ზე­რაშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ სა­ქარ­თვე­ლო­ში სის­ხლის სა­მარ­თლის ორი საქ­მეა აღ­ძრუ­ლი: რი­ყი­სა და "ტე­ლე­ი­მე­დის" გას­ხვი­სე­ბის, სა­დაც კე­ზე­რაშ­ვილს სხვი­სი ქო­ნე­ბის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ მით­ვი­სე­ბას ედა­ვე­ბი­ან. თავ­დაც­ვის ყო­ფილ მი­ნისტრს კონ­ტრა­ბან­დუ­ლი სქე­მის მფარ­ვე­ლო­ბა­შიც ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ. ამ და სხვა სა­კითხ­ებ­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა პო­ლი­ტო­ლო­გი სო­სო ცის­კა­რიშ­ვი­ლი:

- კე­ზე­რაშ­ვი­ლის ყოფ­ნა ფრან­გულ ცი­ხე­ში არ გახ­ლავთ მხო­ლოდ ქარ­თუ­ლი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის ინ­ტე­რე­სის შე­დე­გი. პრო­ცე­სე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს საფ­რან­გე­თის კა­ნონ­მდებ­ლო­ბის შე­სა­ბა­მი­სად და ექ­სტრა­დი­რე­ბის თა­ო­ბა­ზე სა­ბო­ლოო გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას სა­სა­მარ­თლო 27 თე­ბერ­ვალს გა­მო­ი­ტანს. უნ­და გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ ისიც, რომ კე­ზე­რაშ­ვი­ლის პერ­სო­ნის მი­მართ გაგ­რძელ­დე­ბა და­ინ­ტე­რე­სე­ბა სხვა ქვეყ­ნე­ბის მხრი­და­ნაც. ჩვენ­თვის ჯერ უც­ნო­ბი­ა, რა აქვს მას ნა­ლა­პა­რა­კე­ბი საფ­რან­გეთ­ში, რას ინა­ნი­ებს, რას პა­სუ­ხობს და რა ინ­ფორ­მა­ცი­ებს აძ­ლევს იქა­ურ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს. ჯერ­ჯე­რო­ბით ად­ვო­კა­ტე­ბის მხრი­დან აქ­ცენ­ტი­ კეთ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში მი­სი ექ­სტრა­დი­ცი­ის თე­მა­ზე. მარ­თა­ლი გითხ­რათ, ვერ ვხე­დავ იმის დიდ აუ­ცი­ლებ­ლო­ბას, რომ მა­ინ­ცდა­მა­ინც სა­ქარ­თვე­ლოს გად­მოს­ცენ. ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის საქ­მე­ე­ბის გარ­შე­მო ისე­დაც არ გვაკ­ლია და­ვი­და­რა­ბა. სა­ქარ­თვე­ლო­ში ისე­დაც ბევ­რი რამ იცი­ან კე­ზე­რაშ­ვი­ლის და­ნა­შა­ულ­თა შე­სა­ხებ. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ამა­ზე იწე­რე­ბო­და, ამა­ზე ლა­პა­რა­კობ­დნენ. ვიდ­რე ქვე­ყა­ნა­ში სის­ტე­მუ­რი და­ნა­შა­უ­ლის იდენ­ტი­ფი­კა­ცია მკა­ფი­ოდ არ მოხ­დე­ბა და ეს და­ნა­შა­უ­ლი სა­ბო­ლო­ოდ არ და­ი­კი­დე­ბა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" კი­სერ­ზე, არა აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, პა­რიზ­ში იცხ­ოვ­რებს კე­ზე­რაშ­ვი­ლი თუ მი­სი ექ­სტრა­დი­რე­ბა მოხ­დე­ბა. სა­ჭი­როა სრუ­ლად შე­ფას­დეს ის პე­რი­ო­დი და ის პრო­ცე­სე­ბი, რომ­ლის დრო­საც საკ­მა­ოდ თავ­მდა­ბა­ლი ადა­მი­ა­ნი, რო­გო­რიც კე­ზე­რაშ­ვი­ლი "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ამ­დე" იყო, იქ­ცა სა­ხელ­მწი­ფო რე­კე­ტის ყო­ყოჩ მი­ნის­ტრად.

- თქვენ კი ბრძა­ნეთ, რომ ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ყვე­ლა­ფე­რი ნა­თე­ლი­ა, მაგ­რამ ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­ულ­თა დამ­ტკი­ცე­ბა ყო­ფი­ლი სა­ხელ­მწი­ფო მო­ხე­ლე­ე­ბის­თვის ძა­ლი­ან ჭირს...

- და­ვიწყ­ოთ იქი­დან, რომ რო­გორც კე­ზე­რაშ­ვილს, ასე­ვე მის ბორ­ოტმოქ­მედ კო­ლე­გებს, ედა­ვე­ბი­ან ისეთ სა­კითხ­ებს, რაც სა­სა­ცი­ლოა იმ და­ნა­შა­უ­ლე­ბებ­თან შე­და­რე­ბით, რომელიც ჩა­დე­ნი­ლი აქვთ. ბრალ­დე­ბე­ბი, რაც მას ოფი­ცი­ა­ლუ­რად წა­რუდ­გი­ნა ქარ­თულ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ, ნამ­დვი­ლად არ არის იმ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, რომ და­ინ­ტე­რე­სე­ბულ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნის ას­პექ­ტი სრუ­ლად გა­მო­რიცხ­ონ. არა­და, არის სრუ­ლი­ად კონ­კრე­ტუ­ლი საქ­მე­ე­ბი, ბიზ­ნე­სის გა­ნად­გუ­რე­ბის მა­გა­ლი­თე­ბი, რომ­ლებ­შიც ის მო­ნა­წი­ლე­ობ­და, მე­ტიც - ის თავ­კა­ცობ­და ასეთ პრო­ცე­სებს. უნ­და ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ ბო­ლოს და ბო­ლოს გა­მოფ­ხიზ­ლდე­ბა ჩვე­ნი პრო­კუ­რა­ტუ­რაც, რომ­ლის ლიდე­რე­ბიც რა­ტომ­ღაც წარ­მო­ჩინ­დე­ბი­ან ხოლ­მე იმ სტრუქ­ტუ­რი­დან, რო­მელ­საც თა­ვის დრო­ზე კე­ზე­რაშ­ვი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და.

- მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა სპე­ცი­ა­ლუ­რი წე­რი­ლით მი­მარ­თა საფ­რან­გე­თის მთავ­რო­ბას, რო­მელ­შიც კე­ზე­რაშ­ვილს პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნის მსხვერ­პლად წარ­მო­ა­ჩენს და ამ­ბობს, რომ ის "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ძი­რი­თა­დი დამ­ფი­ნან­სე­ბე­ლი­ა.

- თა­ვის­თა­ვად, ეს წე­რი­ლი უკ­ვე სა­ფუძ­ვე­ლია კე­ზე­რაშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ სე­რი­ო­ზუ­ლი ბრალ­დე­ბის წა­სა­ყე­ნებ­ლად: ადა­მი­ან­მა, რომ­ლის ხელ­ფა­სის ოდე­ნო­ბა სა­ჯა­რო ინ­ფორ­მა­ცია იყო, რად­გან ის წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ხელ­მწი­ფო მო­ხე­ლე გახ­ლდათ, სად იშო­ვა ამ­დე­ნი ფუ­ლი, რომ პარ­ტია აფი­ნან­სოს?! პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში ამას რა­ტომ­ღაც არ იკ­ვლე­ვენ. იმ ათი ათას­ზე მე­ტი საქ­მი­დან, რომ­ლის თა­ო­ბა­ზეც სა­ჩივ­რე­ბია პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში წარ­დგე­ნი­ლი, სულ ცო­ტა, ას­ში მა­ინც რო­გორ არ არის კე­ზე­რაშ­ვი­ლის სა­ხელ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი?! რა­ტომ­ღაც ხელს არ ჰკი­დე­ბენ ამ დო­კუ­მენ­ტებს. და­უს­ვან კითხ­ვე­ბი საფ­რან­გეთ­ში მცხოვ­რებ ქი­ბარ ხალ­ვაშს, რა მო­უ­ვი­და მის ბიზ­ნესს და რა ფუნ­ქცია ჰქონ­და მის გა­ნად­გუ­რე­ბა­ში კე­ზე­რაშ­ვილს, რო­მელ­საც გა­ცი­ლე­ბით მე­ტი გავ­ლე­ნა ჰქონ­და სა­ფი­ნან­სო სის­ტე­მა­ზე, ვიდ­რე ფი­ნან­სთა მი­ნისტრს. უნი­ა­თო­ბის დრო წა­ვი­და, პრო­კუ­რა­ტუ­რას თუ აქვს უნა­რი, გა­მო­ი­ძი­ოს ეს საქ­მე­ე­ბი, დრო­ზე და­იწყ­ონ, თუ არა­და, შე­უქ­ცე­ვა­დი პრო­ცე­სე­ბი და­იწყ­ე­ბა - გაჩ­ნდე­ბა უნ­დობ­ლო­ბა არა მხო­ლოდ ცალ­კე­უ­ლი პრო­კუ­რო­რე­ბის, არა­მედ მათ შემ­რჩევ­თა და დამ­ნიშ­ნავ­თა მი­მარ­თაც. რაც შე­ე­ხე­ბა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გავ­ლე­ნას, დღეს მას გავ­ლე­ნის ერ­თა­დერ­თი სა­შუ­ალე­ბა გა­აჩ­ნი­ა: ფუ­ლი, ფუ­ლი და ფუ­ლი. სხვა ტი­პის გავ­ლე­ნა დღეს მას არა­ვის­ზე აქვს.

- ბა­ტო­ნო სო­სო, 2009 წლის მუხ­რო­ვა­ნის ამ­ბოხ­თან და­კავ­ში­რე­ბით გავ­რცე­ლე­ბულ­მა კად­რებ­მა, რო­მელ­შიც შსს-ს მი­ნის­ტრი ვა­ნო მე­რა­ბიშ­ვი­ლი აცხ­ა­დებს - "ო­რი გვა­მი მჭირ­დე­ბა. პრე­მია დი­დი­ა", - სა­ზო­გა­დო­ე­ბა­სა და პო­ლი­ტი­კურ წრე­ებ­ში დი­დი აჟი­ო­ტა­ჟი გა­მო­იწ­ვი­ა. იქნებ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი კად­რე­ბი შეა­ფა­სოთ.

- სამ­წუ­ხა­რო­ა, რომ "ა­ხალ" პრო­კუ­რა­ტუ­რას მუხ­რო­ვა­ნის თე­მის მი­მართ ინ­ტე­რე­სი ამ ჩა­ნა­წე­რის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბამ­დე არ გას­ჩე­ნი­ა. ჩა­ნა­წე­რით კი მი­ვი­ღეთ კი­დევ ერ­თი ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი შო­კი. გარ­და ამი­სა, კი­დევ ერ­თხელ გა­მოჩ­ნდა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ბუ­ნე­ბა, რო­მელ­საც ასეთ ვი­თა­რე­ბა­შიც კი, რაც აქ არის აღ­ნუს­ხუ­ლი, არ გა­მორ­ჩე­ნი­ა, რომ მე­რა­ბიშ­ვი­ლი­სა და სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­და­ად­გი­ლე­ბა ოთხი კა­მე­რით გა­და­ე­ღო. ნათ­ქვა­მი­ა, "თაგ­ვმა თხა­რა, თხა­რაო - კა­ტა გა­მოთხ­ა­რა­ო". იმის, რომ მე­რა­ბიშ­ვი­ლი სი­ცოცხ­ლე­გა­მო­სალ­მე­ბულ ორ რუს მრჩე­ველ­სა თუ დი­ვერ­სანტს გუ­ლის­ხმობ­და, არ სჯე­რათ თვი­თონ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წარ­მო­მად­გენ­ლებს, რო­მელ­თაც ამ ვერ­სი­ა­ზე წარ­მოდ­გე­ნაც არ ჰქონ­დათ, ვიდ­რე ეს არ და­ი­ბა­დე­ბო­და მე­რა­ბიშ­ვი­ლის ფან­ტა­ზი­ა­ში. მე­რა­ბიშ­ვი­ლი თა­ვი­სი სი­მარ­თლის მტკი­ცე­ბი­სას ხში­რად მო­ითხ­ოვს სიც­რუ­ის დე­ტექ­ტორ­ზე მის შე­მოწ­მე­ბას, ამ ვი­დე­ო­ჩა­ნა­წერ­თან და­კავ­ში­რე­ბით კი მას ასე­თი სურ­ვი­ლი აღარ გას­ჩე­ნი­ა. უხერ­ხულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აღ­მოჩ­ნდნენ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ლი­დე­რე­ბი, რო­მელ­თაც მო­უ­წი­ათ პირ­ვე­ლი ჩვე­ნე­ბე­ბის შეც­ვლამ, მას მე­რე, რაც ორი რუ­სი მო­ხე­ლის ვირ­ტუ­ალ­უ­რი გვა­მი "გა­მოჩ­ნდა". ეს კარ­გი მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია იმ პო­ლიტ­ძა­ლი­სა, რო­მე­ლიც ქმნი­და ვირ­ტუ­ა­ლურ რე­ა­ლო­ბას სა­კუ­თა­რი ინ­ტერე­სე­ბის და­სა­ცა­ვად და სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა მის­თვის უცხო ხი­ლი გახ­ლდათ.

- ვის შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ექ­ვეყ­ნე­ბი­ნა ეს ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რი, შე­საძ­ლო­ა, რომ ეს ახალ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის გა­და­სა­ფა­რა­ვად გა­ე­კე­თე­ბი­ნა?

- ამ ფი­რის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის მო­ტი­ვა­ცია თა­ნაბ­რად შე­იძ­ლე­ბა ჰქო­ნო­და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" რიგ წარ­მო­მად­გენ­ლებ­სა თუ "ქარ­თუ­ლ ოც­ნე­ბას". რო­მელ­მა მხა­რემ მო­ა­ხერ­ხა ეს, ამას სე­რი­ო­ზუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა არა აქვს. თე­მა გახ­სნი­ლი­ა, რო­გორც იქ­ნა, და­იძ­რა ამ საქ­მის ხე­ლა­ხა­ლი გა­მო­ძი­ე­ბა. არსე­ბო­ბს კი­დევ რამ­დე­ნი­მე თე­მა, რი­თაც თა­ვის დრო­ზე ყო­ფილ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მუხ­რო­ვა­ნის სკან­და­ლის გა­და­ფარ­ვა სცა­და; ერ­თ-ერ­თია პრო­ფე­სორ ვახ­ტანგ მა­ი­სა­ი­ას სრუ­ლი­ად უსა­ფუძ­ვლო და­კა­ვე­ბა და ჯა­შუ­შო­ბა­ში ბრალ­დე­ბა. ეს საქ­მეც ხე­ლახ­ლაა გა­მო­სა­ძი­ე­ბე­ლი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ შსს-სა და პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში ჯე­რაც ყელ­ყე­ლა­ო­ბენ ის ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც მა­ი­სა­ი­ას ჯა­შუ­შო­ბა­ზე მი­თებს თხზავ­და. ვი­მე­ო­რებ, ამ საქ­მის გან­ხილ­ვაც უნ­და გა­ნახ­ლდეს, რომ­ლის დრო­საც სრუ­ლი­ად ღი­ად შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ხა­ტოს თა­ვი­სი მიდ­გო­მე­ბი ამ თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით რამ­დე­ნი­მე სტრუქ­ტუ­რამ, მათ შო­რის ნა­ტოს წარ­მო­მად­გენ­ლებ­მაც.

- რო­გორ შე­ა­ფა­სებთ მი­უნ­ხე­ნის უსაფ­რთხო­ე­ბის კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე პრე­მი­ერ­-მი­ნისტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის გა­მოს­ვლას?

- ჩე­მი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი ამ გა­მოს­ვლის თა­ო­ბა­ზე ორი მი­მარ­თუ­ლე­ბი­სა­ა: ერ­თი - გა­მოწ­ვე­უ­ლი თვი­თონ ღა­რი­ბაშ­ვი­ლის გა­მოს­ვლით და მე­ო­რე - ამ გა­მოს­ვლის შე­ფა­სე­ბით. სრუ­ლი­ად ბუ­ნებ­რი­ვი, ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი, სა­ღი და მკა­ფიო იყო ყვე­ლა ის გზავ­ნი­ლი, რაც ღა­რი­ბაშ­ვი­ლის გა­მოს­ვლა­ში გა­ის­მა და ლა­პა­რა­კი იმა­ზე, რომ ის ზედ­მე­ტად მო­ე­ფე­რა რუ­სეთს და რომ მხა­რე­ე­ბად რუ­სე­თის ნაც­ვლად აფ­ხა­ზე­თი და ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თი აღი­ა­რა, პრი­მი­ტი­უ­ლი დე­მა­გო­გი­ა­ა, რაც იმა­ვე ხერ­ხე­ბი­თა და იმა­ვე ადა­მი­ა­ნე­ბის­გან ვრცელ­დე­ბა, ვინც 9 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სწო­რედ ასე იქ­ცე­ო­და. რე­სე­თის ნაც­ვლად კონ­ფლიქ­ტის მხა­რედ აფა­ზე­თი­სა და ე.წ. სამ­ხრეთ ისე­თის აღი­ა­რე­ბა ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი ბრალ­დე­ბა­ა, არა­და, ღა­რი­ბაშ­ვილს მხა­რე სა­ერ­თოდ არ უხ­სე­ნე­ბია და არც რა­ი­მე გან­მარ­ტე­ბით მიუ­ნი­ჭე­ბია ეს ფუნ­ქცი­ა. მან თქვა, რომ პრობ­ლე­მე­ბი გვაქვს აფ­ხა­ზებ­თან და ოსებ­თან. თუ ამას არ აღი­ა­რებს ვინ­მე, ის რჩე­ბა "ნა­ცი­ო­ნა­ლურ" წარ­სულ­ში, თა­ნაც სრუ­ლი­ად უპერ­სპექ­ტი­ვო­ში. დი­ახ, რუ­სე­თი ოკუ­პა­ნ­ტია და ეს ტერ­მი­ნი გა­მო­ი­ყე­ნა ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

- რას ფიქ­რობთ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მი­ერ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ზე. შეძ­­ლებს კი ის სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტორ­ში ისე­თი­ვე ძვრე­ბის მოხ­დენას, რაც პო­ლი­ტი­კა­ში მო­ა­ხერ­ხა?

- მი­სი მცდე­ლო­ბა თა­ვის­თა­ვად მი­სა­სალ­მე­ბე­ლი­ა, ოღონდ ქარ­თვე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის გარ­დაქ­მნის მცდე­ლო­ბა კონ­კრე­ტუ­ლი სტრუქ­ტუ­რის მი­ერ ჩვენს რე­ა­ლო­ბა­ში უკ­ვე იყო - "ნა­ციო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" სწო­რედ იმ იდე­ით მო­ვი­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში, რომ გარ­და­ექ­მნა ქარ­თვე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა, რა­საც ბუ­მე­რან­გის ძა­ლა აღ­მო­აჩ­ნდა - ქარ­თველ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ზე ასე­თი ზე­წო­ლის პა­სუ­ხი "ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ" უკ­ვე იგე­მა. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ბა­ტო­ნი ივა­ნიშ­ვი­ლი არ აირ­ჩევს რა­ი­მე "ქი­რურ­გი­ულ ხერ­ხებს" სა­ზო­გა­დო­ე­ბის გა­მო­სას­წო­რებ­ლად, არა­მედ ის მის­ცემს სა­ზო­გა­დო­ე­ბას თვით­დახ­ვე­წის სა­შუ­ა­ლე­ბას და ამა­ში შე­უწყ­ობს ხელს.

ნათია დოლიძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა