კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

16

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 11:30-ზე საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
კონფლიქტები
სპორტი
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მეცნიერების დასკვნა - ხელოვნური განაყოფიერებით დაბადებული ჩვილის ჯანმრთელობა საფრთხეშია
მეცნიერების დასკვნა - ხელოვნური განაყოფიერებით დაბადებული ჩვილის ჯანმრთელობა საფრთხეშია

ინ ვიტ­რო ანუ ექ­სტრა­კორ­პო­რა­ლუ­რი გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბა (IVF) უშ­ვი­ლო­ბის მკურ­ნა­ლო­ბის დამ­ხმა­რე მე­თო­დია, რომ­ლის დრო­საც ქა­ლი­სა და მა­მა­კა­ცის სა­ს­ქე­სო უჯრე­დე­ბის შერ­წყმა ხდე­ბა ორ­გა­ნიზ­მის გა­რეთ, სინ­ჯა­რა­ში, ხოლო ამ­გვა­რად მი­ღე­ბუ­ლი ემ­ბრი­ო­ნი ქა­ლის საშ­ვი­ლოს­ნო­ში ინერ­გე­ბა. ამ­ჟა­მად ეს მე­თო­დი მთელ მსოფ­ლი­ო­ში უშ­ვი­ლო­ბის მკურ­ნა­ლო­ბის ყვე­ლა­ზე თა­ნა­მედ­რო­ვე და წარ­მა­ტე­ბულ მე­თო­დად მი­იჩ­ნე­ვა, მაგ­რამ მეც­ნი­ე­რე­ბი ირ­წმუ­ნე­ბი­ან, რომ ყვე­ლა­ფე­რი ასე მარ­ტი­ვად არაა.

ქა­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც შვი­ლებს IVF მე­თო­დით აჩე­ნენ, ხუთ­ჯერ მეტი შან­სია, რომ სე­რი­ო­ზულ სირ­თუ­ლე­ებს წა­ა­წყდნენ. ბრი­ტა­ნულ­მა გა­მო­ცე­მამ Daily Mail ადე­ლა­ი­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მეც­ნი­ე­რე­ბის კვლე­ვა წარ­მო­ად­გი­ნა. მეც­ნი­ე­რებ­მა ავ­სტრა­ლი­ა­ში 1986-დან 2002 წლამ­დე და­ბა­დე­ბუ­ლი 300 000 ბავ­შვის მო­ნა­ცე­მე­ბი შე­ის­წავ­ლეს. დას­კვნა­ში მი­თი­თე­ბუ­ლია, რომ მსგავ­სი მე­თო­დით და­ბა­დე­ბუ­ლი ბავ­შვე­ბი ნორ­მა­ზე გა­ცი­ლე­ბით მცი­რე წო­ნით იბა­დე­ბი­ან, ხში­რად ფიქ­სირ­დე­ბა გარ­დაც­ვლი­ლი ჩვი­ლის გა­ჩე­ნა, არის ნა­ად­რე­ვი მშო­ბი­ა­რო­ბა, ან პა­ტა­რა მშო­ბი­ა­რო­ბი­დან რამ­დე­ნი­მე კვი­რა­ში იღუ­პე­ბა. ამას­თან, მეც­ნი­ე­რე­ბის მტკი­ცე­ბით, ქალი, რო­მე­ლიც უშ­ვი­ლო­ბას ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხით მკურ­ნა­ლობს, მშო­ბი­ა­რო­ბი­სას 2-ჯერ მეტი შან­სია, რომ ჩვი­ლი თან­და­ყო­ლი­ლი ნაკ­ლით, ნა­ად­რე­ვი მშო­ბი­ა­რო­ბით, ან ნაკ­ლე­ბი წო­ნით და­ი­ბა­დოს, ამას­თან არ­სე­ბობს გარ­დაც­ვლი­ლი ჩვი­ლის გა­ჩე­ნის შან­სიც და რო­დე­საც სა­კი­თხი ინ ვიტ­რო გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბას ეხე­ბა, ჩა­მოთ­ვლი­ლი სირ­თუ­ლე­ე­ბი ხუთ­ჯერ მე­ტია.

გი­ნე­კო­ლო­გე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ რთუ­ლი მშო­ბი­ა­რო­ბის მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა ისი­ცაა, რომ ქა­ლე­ბი უშ­ვი­ლო­ბას გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბის კლი­ნი­კებ­ში არ მკურ­ნა­ლო­ბენ, ხში­რად სა­სო­წარ­კვე­თი­ლე­ბა­ში ჩა­ვარ­დნი­ლე­ბი, რომ ოჯა­ხი შექ­მნან, სხვა­დას­ხვა მე­დი­კა­მენტს ინ­ტერ­ნე­ტით იძე­ნენ და სხვა. ამ შემ­თხვე­ვა­ში სპე­ცი­ა­ლუ­რი რე­კო­მენ­და­ცი­ის გა­რე­შე ზედ­მეტ დო­ზას იღე­ბენ, ან თვით­ნე­ბუ­რად მკურ­ნა­ლო­ბენ.

რო­გორც კვლე­ვის ხელ­მძღვა­ნე­ლი, პრო­ფე­სო­რი მა­იკლ დე­ვი­სი ამ­ბობს, დე­ფექ­ტე­ბის ძი­რი­თა­დი მი­ზე­ზი ისაა, რომ ემ­ბრი­ო­ნი ცხოვ­რე­ბას ლა­ბო­რა­ტო­რი­ულ სინ­ჯა­რა­ში იწყებს და არა საშ­ვი­ლოს­ნო­ში. მა­იკლ დე­ვი­სის აზ­რით, ორ­გა­ნიზ­მი იღებს ძლი­ერ მე­დი­კა­მენ­ტებს, რომ­ლე­ბიც გა­მო­ი­ყე­ნე­ბა იმის­თვის, რომ გა­აძ­ლი­ე­როს კვერ­ცხუ­ჯრე­დის რა­ო­დე­ნო­ბა და ქალ­მა შექ­მნას ე.წ. "ჰორ­მო­ნა­ლუ­რი გად­მო­ნაშ­თი", რო­მე­ლიც ზე­გავ­ლე­ნას მო­ახ­დენს რო­გორც საშ­ვი­ლოს­ნო­ზე, ასე­ვე პლა­ცენ­ტა­ზე. მეც­ნი­ე­რე­ბის აზ­რით, აუ­ცი­ლე­ბელ სა­ჭი­რო­ე­ბას მო­ი­თხოვს, რომ ექიმ­მა ხან­გრძლი­ვი დრო­ით ადევ­ნოს თვა­ლი ხე­ლოვ­ნუ­რი გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბით და­ბა­დე­ბუ­ლი ბავ­შვის ჯან­მრთე­ლო­ბას.

"აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ ინ­ფორ­მი­რე­ბულ­ნი ვი­ყოთ რის­კე­ბის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც ამ თე­რა­პი­ას­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ამის შემ­დეგ სა­ფუძ­ვლი­ა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბას შევ­ძლებთ", - ამ­ბობს პრო­ფე­სო­რი დე­ვი­სი.

ლონ­დონ­ში მდე­ბა­რე კლი­ნი­კის (London Create fertility clinic) დი­რექ­ტო­რი, ექი­მი გეტა ნარ­გუნ­დი ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უ­ბარ­ში აცხა­დებს, რომ ექიმ­მა ინ ვიტ­რო გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბა მაქ­სი­მა­ლუ­რად უსაფრ­თხოდ უნდა აწარ­მო­ოს და მე­დი­კა­მენ­ტე­ბის დიდი დოზა არ გა­მო­ი­ყე­ნოს.

ოქსფორ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ექი­მი, და­გან უელ­სი მეც­ნი­ე­რე­ბის კვლე­ვას ეხ­მა­უ­რე­ბა და ამ­ბობს, რომ უნა­ყო­ფო წყვი­ლე­ბის მკურ­ნა­ლო­ბის მე­თო­დე­ბის უფრო სა­ფუძ­ვლი­ა­ნი კვლე­ვაა სა­ჭი­რო.

"მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ეს კვლე­ვა მი­უ­თი­თებს არა­ხელ­საყ­რე­ლი შე­დე­გის რის­კებ­ზე, რო­მე­ლიც მა­ღა­ლია ინ ვიტ­რო გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბით მი­ღე­ბუ­ლი ფეხ­მძი­მო­ბი­სას, ამ პრობ­ლე­მე­ბის რის­კის სა­ერ­თო მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი რჩე­ბა სუს­ტი. ეჭვი მაქვს, რომ ეს კვლე­ვის შე­დე­გი უშ­ვი­ლო წყვი­ლებს აი­ძუ­ლებს, რომ უარი თქვან ექ­სტრა­კორ­პო­რა­ლუ­რი გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე", - ამ­ბობს ექი­მი უელ­სი.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია Daily Mail-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა

მეცნიერების დასკვნა - ხელოვნური განაყოფიერებით დაბადებული ჩვილის ჯანმრთელობა საფრთხეშია

მეცნიერების დასკვნა - ხელოვნური განაყოფიერებით დაბადებული ჩვილის ჯანმრთელობა საფრთხეშია

ინ ვიტრო ანუ ექსტრაკორპორალური განაყოფიერება (IVF) უშვილობის მკურნალობის დამხმარე მეთოდია, რომლის დროსაც ქალისა და მამაკაცის სასქესო უჯრედების შერწყმა ხდება ორგანიზმის გარეთ, სინჯარაში, ხოლო ამგვარად მიღებული ემბრიონი ქალის საშვილოსნოში ინერგება. ამჟამად ეს მეთოდი მთელ მსოფლიოში უშვილობის მკურნალობის ყველაზე თანამედროვე და წარმატებულ მეთოდად მიიჩნევა, მაგრამ მეცნიერები ირწმუნებიან, რომ ყველაფერი ასე მარტივად არაა.

ქალები, რომლებიც შვილებს IVF მეთოდით აჩენენ, ხუთჯერ მეტი შანსია, რომ სერიოზულ სირთულეებს წააწყდნენ. ბრიტანულმა გამოცემამ Daily Mail ადელაიდის უნივერსიტეტის მეცნიერების კვლევა წარმოადგინა. მეცნიერებმა ავსტრალიაში 1986-დან 2002 წლამდე დაბადებული 300 000 ბავშვის მონაცემები შეისწავლეს. დასკვნაში მითითებულია, რომ მსგავსი მეთოდით დაბადებული ბავშვები ნორმაზე გაცილებით მცირე წონით იბადებიან, ხშირად ფიქსირდება გარდაცვლილი ჩვილის გაჩენა, არის ნაადრევი მშობიარობა, ან პატარა მშობიარობიდან რამდენიმე კვირაში იღუპება. ამასთან, მეცნიერების მტკიცებით, ქალი, რომელიც უშვილობას ნებისმიერი სახით მკურნალობს, მშობიარობისას 2-ჯერ მეტი შანსია, რომ ჩვილი თანდაყოლილი ნაკლით, ნაადრევი მშობიარობით, ან ნაკლები წონით დაიბადოს, ამასთან არსებობს გარდაცვლილი ჩვილის გაჩენის შანსიც და როდესაც საკითხი ინ ვიტრო განაყოფიერებას ეხება, ჩამოთვლილი სირთულეები ხუთჯერ მეტია.

გინეკოლოგები ამბობენ, რომ რთული მშობიარობის მთავარი პრობლემა ისიცაა, რომ ქალები უშვილობას განაყოფიერების კლინიკებში არ მკურნალობენ, ხშირად სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილები, რომ ოჯახი შექმნან, სხვადასხვა მედიკამენტს ინტერნეტით იძენენ და სხვა. ამ შემთხვევაში სპეციალური რეკომენდაციის გარეშე ზედმეტ დოზას იღებენ, ან თვითნებურად მკურნალობენ.

როგორც კვლევის ხელმძღვანელი, პროფესორი მაიკლ დევისი ამბობს, დეფექტების ძირითადი მიზეზი ისაა, რომ ემბრიონი ცხოვრებას ლაბორატორიულ სინჯარაში იწყებს და არა საშვილოსნოში. მაიკლ დევისის აზრით, ორგანიზმი იღებს ძლიერ მედიკამენტებს, რომლებიც გამოიყენება იმისთვის, რომ გააძლიეროს კვერცხუჯრედის რაოდენობა და ქალმა შექმნას ე.წ. "ჰორმონალური გადმონაშთი", რომელიც ზეგავლენას მოახდენს როგორც საშვილოსნოზე, ასევე პლაცენტაზე. მეცნიერების აზრით, აუცილებელ საჭიროებას მოითხოვს, რომ ექიმმა ხანგრძლივი დროით ადევნოს თვალი ხელოვნური განაყოფიერებით დაბადებული ბავშვის ჯანმრთელობას.

"აუცილებელია, რომ ინფორმირებულნი ვიყოთ რისკების შესახებ, რომელიც ამ თერაპიასთანაა დაკავშირებული. ამის შემდეგ საფუძვლიანი გადაწყვეტილების მიღებას შევძლებთ", - ამბობს პროფესორი დევისი.

ლონდონში მდებარე კლინიკის (London Create fertility clinic) დირექტორი, ექიმი გეტა ნარგუნდი ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებს, რომ ექიმმა ინ ვიტრო განაყოფიერება მაქსიმალურად უსაფრთხოდ უნდა აწარმოოს და მედიკამენტების დიდი დოზა არ გამოიყენოს.

ოქსფორდის უნივერსიტეტის ექიმი, დაგან უელსი მეცნიერების კვლევას ეხმაურება და ამბობს, რომ უნაყოფო წყვილების მკურნალობის მეთოდების უფრო საფუძვლიანი კვლევაა საჭირო.

"მიუხედავად იმისა, რომ ეს კვლევა მიუთითებს არახელსაყრელი შედეგის რისკებზე, რომელიც მაღალია ინ ვიტრო განაყოფიერებით მიღებული ფეხმძიმობისას, ამ პრობლემების რისკის საერთო მახასიათებლები რჩება სუსტი. ეჭვი მაქვს, რომ ეს კვლევის შედეგი უშვილო წყვილებს აიძულებს, რომ უარი თქვან ექსტრაკორპორალური განაყოფიერების გამოყენებაზე", - ამბობს ექიმი უელსი.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს