მსოფლიო
სპორტი
პოლიტიკა

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
სამხედრო
მოზაიკა
სამართალი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მარინა კახიანის რომანტიკული ახალი წელი და მოულოდნელი საჩუქარი
მარინა კახიანის რომანტიკული ახალი წელი და მოულოდნელი საჩუქარი

მსა­ხი­ობ მა­რი­ნა კა­ხი­ანს ახა­ლი წლის დად­გო­მამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რში შევ­ხვდით. სპე­ცი­ა­ლუ­რად "რე­ი­ტინ­გის­თვის" კი­დევ უფრო გა­ლა­მა­ზე­ბულ­მა რეს­პონ­დენ­ტმა თე­ატ­რის დიდ ნაძ­ვის ხეს­თან კარ­გად ი პო­ზი­ო­რა და სა­ა­ხალ­წლო ტრა­დი­ცი­ებ­ზე გვე­სა­უბ­რა...

- ღრმა ბავ­შვო­ბი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი მშობ­ლე­ბი ნაძ­ვის ხეს 31 დე­კემ­ბერს მიდ­გამ­დნენ და აქამ­დე მეც ასე ვიქ­ცე­ო­დი. წელს ამ დღე­სას­წა­ულს დე­და­ჩე­მის გა­რე­შე ვხვდე­ბი, მინ­დო­და ამ ტრა­დი­ცი­ის შეც­ვლა, მაგ­რამ მე­გო­ბარ­მა გა­და­მა­ფიქ­რე­ბი­ნა... ახალ წელს ყო­ველ­თვის სახ­ლში ვხვდე­ბი, შემ­დეგ ხან მე ვსტუმ­რობ მე­გობ­რებს, ხან ისი­ნი ხვდე­ბი­ან ჩემ­თან ამ დღე­სას­წა­ულს. თუმ­ცა ბოლო წლე­ბია, არ მსი­ა­მოვ­ნებს ამ დროს გა­რეთ ყოფ­ნა, მქო­ნია შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბიsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! სა­ღა­მოს წაყ­ვა­ნა­ზე, მაგ­რამ ხში­რად ვამ­ბობ­დი უარს. სხვა­თა შო­რის, ერთხელ ვერ შევ­ხვდი ახალ წელს სახ­ლში და ცუ­დად მახ­სოვს ის წე­ლი­წა­დი. მოს­კო­ვი­დან დრო­უ­ლად ვერ მო­ვას­წა­რი ჩა­მოს­ვლა, თვითმფრი­ნა­ვის ბი­ლე­თი ვერ ვი­შო­ვე, მა­ტა­რებ­ლით მო­მიხ­და გა­მომ­გზავ­რე­ბა და ისე მოხ­და, რომ ახალ წელს მეც და ჩემი ქმარ-შვი­ლიც, რომ­ლე­ბიც და­სახ­ვედ­რად გა­მო­ვიდ­ნენ, ქუ­ჩა­ში შევ­ხვდით.

- რო­გორც ყვე­ლა ოჯახ­ში, ალ­ბათ, თქვენ­თა­ნაც მზად­დე­ბა გო­ზი­ნა­ყი, სა­ცი­ვი.. თა­ვად რამ­დე­ნად ერ­თვე­ბით ამ პრო­ცეს­ში?

- ახალ წელს გო­ზი­ნა­ყი და სა­ცი­ვი აუ­ცი­ლებ­ლად მაქვს სუფ­რა­ზე. და­ნარ­ჩენ­ზე კი იმის მი­ხედ­ვით ვი­წყებ ფიქ­რს, რამ­დე­ნად მაქვს დრო, გა­აჩ­ნია ასე­ვე ჯი­ბე­საც და სხვა ფაქ­ტო­რებ­საც. გო­ზი­ნა­ყი შე­იძ­ლე­ბა, ჩემ­მა ახ­ლო­ბელ­მა ან მე­გო­ბარ­მა და­მიმ­ზა­დოს, მაგ­რამ სა­ცივს ყო­ველ­თვის თა­ვად ვა­კე­თებ. მარ­თლაც რი­ტუ­ა­ლია ეს, თან ჩემს მე­გობ­რებს ძა­ლი­ან მოს­წონთ ჩემი გა­კე­თე­ბუ­ლი სა­ცი­ვი და ყო­ველ­თვის ელი­ან ამ დღე­სას­წა­ულს, რომ და­ა­გე­მოვ­ნონ, ეს კი სტი­მულს მმა­ტებს და უფ­ლე­ბაც აღარ მაქვს, რომ არ გა­ვა­კე­თო. სხვა­თა შო­რის, სწო­რედ დღეს შე­ვი­ძი­ნე ინ­და­უ­რი, ნელ-ნელა ვამ­ზა­დებ ინ­გრე­დი­ენ­ტებს. რად­გან ტრა­დი­ცი­ებ­ზე ვსა­უბ­რობთ, აქვე უნდა ვთქვათ, რომ ყო­ველ წელს მი­ნი­მუმ ერთ ნაძ­ვის ხის სა­თა­მა­შოს მა­ინც ვყი­დუ­ლობ. რო­გორც წესი, იმ­ტვრე­ვა ხოლ­მე მო­სარ­თა­ვე­ბი, მაგ­რამ ასეც რომ არ იყოს, აუ­ცი­ლებ­ლად ვა­მა­ტებ ახ­ლებ­საც.

- სა­ა­ხალ­წლო სა­ჩუქ­რე­ბის ტრა­დი­ცია თუ გაქვთ ოჯახ­ში?

- ჩემს ბავ­შვო­ბა­ში გვქონ­და, მერე თით­ქოს მი­ვი­ვი­წყეთ, რამ­დე­ნი­მე წლის წინ კი ჩემ­მა შვილ­მა ისევ აღად­გი­ნა. რამ­დე­ნი­მე დღის წინ დრო­ზე ადრე მი­ვე­დი სახ­ლში, და­ვი­ნა­ხე, გახ­სნი­ლი ყუთი იდო, და­ვინ­ტე­რეს­დი და სას­წრა­ფოდ ხელი და­ვავ­ლე, აღ­მოჩ­ნდა ტე­ლე­ფო­ნი, რო­მე­ლიც ჩემს შვილს უნ­დო­და, სა­ა­ხალ­წლოდ ეჩუ­ქე­ბი­ნა ჩემ­თვის, მაგ­რამ სი­ურპრი­ზის გა­კე­თე­ბა არ და­ვა­ცა­დე (იღი­მის).

იხი­ლეთ სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

მარინა კახიანის რომანტიკული ახალი წელი და მოულოდნელი საჩუქარი

მარინა კახიანის რომანტიკული ახალი წელი და მოულოდნელი საჩუქარი

მსახიობ მარინა კახიანს ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე დღით ადრე რუსთაველის თეატრში შევხვდით. სპეციალურად "რეიტინგისთვის" კიდევ უფრო გალამაზებულმა რესპონდენტმა თეატრის დიდ ნაძვის ხესთან კარგად ი პოზიორა და საახალწლო ტრადიციებზე გვესაუბრა...

- ღრმა ბავშვობიდან მოყოლებული მშობლები ნაძვის ხეს 31 დეკემბერს მიდგამდნენ და აქამდე მეც ასე ვიქცეოდი. წელს ამ დღესასწაულს დედაჩემის გარეშე ვხვდები, მინდოდა ამ ტრადიციის შეცვლა, მაგრამ მეგობარმა გადამაფიქრებინა... ახალ წელს ყოველთვის სახლში ვხვდები, შემდეგ ხან მე ვსტუმრობ მეგობრებს, ხან ისინი ხვდებიან ჩემთან ამ დღესასწაულს. თუმცა ბოლო წლებია, არ მსიამოვნებს ამ დროს გარეთ ყოფნა, მქონია შემოთავაზებებიsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! საღამოს წაყვანაზე, მაგრამ ხშირად ვამბობდი უარს. სხვათა შორის, ერთხელ ვერ შევხვდი ახალ წელს სახლში და ცუდად მახსოვს ის წელიწადი. მოსკოვიდან დროულად ვერ მოვასწარი ჩამოსვლა, თვითმფრინავის ბილეთი ვერ ვიშოვე, მატარებლით მომიხდა გამომგზავრება და ისე მოხდა, რომ ახალ წელს მეც და ჩემი ქმარ-შვილიც, რომლებიც დასახვედრად გამოვიდნენ, ქუჩაში შევხვდით.

- როგორც ყველა ოჯახში, ალბათ, თქვენთანაც მზადდება გოზინაყი, საცივი.. თავად რამდენად ერთვებით ამ პროცესში?

- ახალ წელს გოზინაყი და საცივი აუცილებლად მაქვს სუფრაზე. დანარჩენზე კი იმის მიხედვით ვიწყებ ფიქრს, რამდენად მაქვს დრო, გააჩნია ასევე ჯიბესაც და სხვა ფაქტორებსაც. გოზინაყი შეიძლება, ჩემმა ახლობელმა ან მეგობარმა დამიმზადოს, მაგრამ საცივს ყოველთვის თავად ვაკეთებ. მართლაც რიტუალია ეს, თან ჩემს მეგობრებს ძალიან მოსწონთ ჩემი გაკეთებული საცივი და ყოველთვის ელიან ამ დღესასწაულს, რომ დააგემოვნონ, ეს კი სტიმულს მმატებს და უფლებაც აღარ მაქვს, რომ არ გავაკეთო. სხვათა შორის, სწორედ დღეს შევიძინე ინდაური, ნელ-ნელა ვამზადებ ინგრედიენტებს. რადგან ტრადიციებზე ვსაუბრობთ, აქვე უნდა ვთქვათ, რომ ყოველ წელს მინიმუმ ერთ ნაძვის ხის სათამაშოს მაინც ვყიდულობ. როგორც წესი, იმტვრევა ხოლმე მოსართავები, მაგრამ ასეც რომ არ იყოს, აუცილებლად ვამატებ ახლებსაც.

- საახალწლო საჩუქრების ტრადიცია თუ გაქვთ ოჯახში?

- ჩემს ბავშვობაში გვქონდა, მერე თითქოს მივივიწყეთ, რამდენიმე წლის წინ კი ჩემმა შვილმა ისევ აღადგინა. რამდენიმე დღის წინ დროზე ადრე მივედი სახლში, დავინახე, გახსნილი ყუთი იდო, დავინტერესდი და სასწრაფოდ ხელი დავავლე, აღმოჩნდა ტელეფონი, რომელიც ჩემს შვილს უნდოდა, საახალწლოდ ეჩუქებინა ჩემთვის, მაგრამ სიურპრიზის გაკეთება არ დავაცადე (იღიმის).

იხილეთ სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება