პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

11

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 13:51-ზე, მთვარე ტყუპშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრეებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ცუდი დღეა ქორწინებისთვის. დაღლილობას სუფთა ჰაერზე გასეირნება, მსუბუქი ვარჯიში მოგიხსნით. მსუბუქად იკვებეთ.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ უღალატა "ლაივშოუზე" გიორგი მახარაშვილს
ვინ უღალატა "ლაივშოუზე" გიორგი მახარაშვილს

"გი­ორ­გი მა­ხა­რაშ­ვილს ქარ­თვე­ლი მა­ყუ­რე­ბე­ლი "ჯე­ოს­ტა­რის" კონ­კურ­სი­დან იც­ნობს. მარ­თა­ლია მას 2008 წელს აღ­ნიშ­ნულ პრო­ექ­ტში არ გა­უ­მარ­ჯვია, მაგ­რამ მას­ში მო­ნა­წი­ლო­ე­ბით თავი ბევ­რს და­ა­მახ­სოვ­რა.

წელს "ახალ ხმა­ში" გა­მოჩ­ნდა და "ბრმა ქას­თინ­გის" შემ­დეგ დათო ფორჩხი­ძის გუნდში მოხ­ვდა. შემ­დეგ კი გი­ორ­გი თა­ვის ჯგუფ­ში მაია დარსმე­ლი­ძემ მო­ი­ტა­ცა.

ორი დღის წინ მას "ახა­ლი ხმის" და­ტო­ვე­ბა მო­უ­წია. ამ ფაქ­ტმა გული სე­რი­ო­ზუ­ლად დას­წყვი­ტა.

- გი­ორ­გი, "ჯე­ოს­ტა­რი­დან" "ახალ ხმამ­დე" მუ­სი­კა­ლუ­რად რას საქ­მი­ა­ნობ­დი?

- გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად არა­ფერს... თა­ვი­დან ბარ­ში ვმღე­რო­დი, მერე ეს სი­ტუ­ა­ცია აღარ მო­მე­წო­ნა და ბარ­ში სიმ­ღე­რას თავი და­ვა­ნე­ბე. ძი­რი­თად სახ­ლში ვმუ­შა­ობ­დი, პე­და­გოგ­თა­ნაც არ მივ­ლია, არას­დროს მიყ­ვარ­და მას­წავ­ლებ­ლე­ბი... თან, შინ მუ­სი­კო­სე­ბი მყავს - დედა და და, ძი­რი­თა­დად მათი გაზ­რდი­ლი ვარ. მოკ­ლედ, 2008 წლი­დან "ახალ ხმამ­დე" ბევ­რი არც არა­ფე­რი მი­კე­თე­ბია.

- რა პრო­ფე­სია გაქვს?

- ქარ­თულ-ევ­რო­პულ აკა­დე­მი­ა­ში არ­ქი­ტექ­ტუ­რის ფა­კულ­ტეტ­ზე ვსწავ­ლობ...

- ამ პრო­ექ­ტში რა­ტომ გა­და­წყვი­ტე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა?

- თა­ვის გა­მოც­დაც მინ­დო­და და პრო­ექ­ტის ფორ­მა­ტიც ძა­ლი­ან მომ­წონ­და, მაგ­რამ იმე­დე­ბი გა­მიც­რუვ­და...

- ისე, იმ დღეს, რა დღე­საც პრო­ექ­ტი და­ტო­ვე, საკ­მა­ოდ კარ­გი გა­მოს­ვლა გქონ­და. რო­გორ ფიქ­რობ, რა მოხ­და, რა­ტომ ვერ გა­დახ­ვე­დი შემ­დეგ ეტაპ­ზე?

- სა­ერ­თოდ, ისე­თი ტიპი ვარ, რომ არას­დროს ვი­ტყვი, - მე უკეთ ვიმ­ღე­რე, ვიდ­რე სხვამ-მეთ­ქი. უბ­რა­ლოდ ვიცი, რომ მარ­თლა კარ­გად ვიმ­ღე­რე... სა­კუ­თა­რი თა­ვის სა­უ­კე­თე­სო შემ­ფა­სე­ბე­ლი ვარ. გული მაგ­რად მწყდე­ბა, რომ მსმე­ნელ­მა უკვე ორ­ჯერ მი­ღა­ლა­ტა.

- ისე, მწვრთნე­ლებ­მა ორ­ჯერ გა­და­გარ­ჩი­ნეს...

- პირ­ვე­ლად და­თომ გა­მიშ­ვა რინ­გი­დან და მერე მა­ი­ამ ამიყ­ვა­ნა, მაგ­რამ ახლა გა­მიშ­ვა. მოკ­ლედ, პრო­ექ­ტი დავ­ტო­ვე...

- მაია "ფე­ის­ბუ­ქის" სა­კუ­თარ გვერ­დზე მაგ ლა­ივ­შო­უს შემ­დეგ წერ­და: "ორი­ვე ლა­ივ­ზე ჩემი გუნ­დი­დან "სმს" ლი­დე­რე­ბი იყ­ვნენ თიკო და გი­ორ­გი... ზუს­ტად ეს ორი უნდა მყო­ლო­და შემ­დეგ ეტაპ­ზე. ფაქ­ტი ისაა, რომ ორი ლი­დე­რი­დან ხალ­ხმა ვერ შე­მი­ნარ­ჩუ­ნა ვერც ერთი და ორი­ვე ჩემი გა­და­სარ­ჩე­ნი გახ­და. ორი­ვეს კი ვერ გა­და­ვარ­ჩენ­დი...

სა­ერ­თოდ და­მე­კარ­გა ინ­ტე­რე­სი, აწი მივ­ყვე­ბი ინერ­ცი­ით. დაე, გა­ი­მარ­ჯვოს იმან, ვისი ღირ­სი­ცაა ბრძე­ნი ქარ­თვე­ლი მა­ყუ­რე­ბე­ლი".

ერთ პრო­ექ­ტში ორ მწვრთნელ­თან მო­გი­წია მუ­შა­ო­ბამ. მოდი, მათ­ზეც გვე­სა­უბ­რე...

- და­თოს­თან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა მქონ­და, ვძმა­კა­ცობთ, მაგ­რამ მი­ღა­ლა­ტა, მერე მა­ი­ას­თან და­ვი­წყე ძმა­კა­ცო­ბა და ახლა მა­ი­ამ მი­ღა­ლა­ტა...

რაც შე­ე­ხე­ბა ორი­ვეს, - დიდი დამ­სა­ხუ­რე­ბა აქვთ, მათ­თან ერ­თად ამ პრო­ექ­ტში ბევ­რი რამ გა­ვი­ა­რე, ვის­წავ­ლე და შე­ვი­ძი­ნე...

ახლა ისეთ "მუ­ღამ­ში" ვარ, ისე მო­ვი­მარ­თე, რომ ვფიქ­რობ, აღარ გავ­ჩერ­დე­ბი, უნდა ვი­მუ­შა­ვო.

- შენს კონ­კუ­რენ­ტებ­ზე რას იტყვი?

- კარ­გი ის იყო, რომ ყო­ვე­ლი ჩვე­ნი გა­მოს­ვლა ნამ­დვილ კონ­ცერტს ჰგავ­და. მით უმე­ტეს, ბოლო ლა­ივ­შო­უ­ზე ყვე­ლას ძლი­ე­რი ნო­მე­რი ჰქონ­და, მა­გა­რი კონ­ცერ­ტი გა­მო­ვი­და. რაც შე­ე­ხე­ბა იმას, ვის­თვის ვი­ყა­ვი კონ­კუ­რენ­ტი და ვის­თვის არა, ეგ ნამ­დვი­ლად არ ვიცი. კონ­კურ­სან­ტებ­თან, რო­გორც კონ­კუ­რენ­ტებ­თან ისე ნამ­დვი­ლად არ ვურ­თი­ერ­თობ­დი. ასე რომ მე­ფიქ­რა, შე­იძ­ლე­ბა, ჩემი თა­ვის­თვის რამე გა­მე­ფუ­ჭე­ბი­ნა.

- რო­გორ გგო­ნია, გა­მარ­ჯვე­ბის შან­სი ყვე­ლა­ზე მე­ტად ვის აქვს?

- გუ­შინ­წინ ისე­თი რა­ღა­ცე­ბი მოხ­და, რომ ვე­რა­ფერს ვი­ტყვი...

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რი "ამ­ბე­ბი.გე"-სთსვის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თემურ ჭყონია აქციაზე დაკავებულებზე - ეს არის ჯიბრი, რომ სახელმწიფო უფრო ძლიერია, ვიდრე მოქალაქე და ამას რად უნდა დამტკიცება?

ვინ უღალატა "ლაივშოუზე" გიორგი მახარაშვილს

ვინ უღალატა "ლაივშოუზე" გიორგი მახარაშვილს

"გიორგი მახარაშვილს ქართველი მაყურებელი "ჯეოსტარის" კონკურსიდან იცნობს. მართალია მას 2008 წელს აღნიშნულ პროექტში არ გაუმარჯვია, მაგრამ მასში მონაწილოებით თავი ბევრს დაამახსოვრა.

წელს "ახალ ხმაში" გამოჩნდა და "ბრმა ქასთინგის" შემდეგ დათო ფორჩხიძის გუნდში მოხვდა. შემდეგ კი გიორგი თავის ჯგუფში მაია დარსმელიძემ მოიტაცა.

ორი დღის წინ მას "ახალი ხმის" დატოვება მოუწია. ამ ფაქტმა გული სერიოზულად დასწყვიტა.

- გიორგი, "ჯეოსტარიდან" "ახალ ხმამდე" მუსიკალურად რას საქმიანობდი?

- განსაკუთრებულად არაფერს... თავიდან ბარში ვმღეროდი, მერე ეს სიტუაცია აღარ მომეწონა და ბარში სიმღერას თავი დავანებე. ძირითად სახლში ვმუშაობდი, პედაგოგთანაც არ მივლია, არასდროს მიყვარდა მასწავლებლები... თან, შინ მუსიკოსები მყავს - დედა და და, ძირითადად მათი გაზრდილი ვარ. მოკლედ, 2008 წლიდან "ახალ ხმამდე" ბევრი არც არაფერი მიკეთებია.

- რა პროფესია გაქვს?

- ქართულ-ევროპულ აკადემიაში არქიტექტურის ფაკულტეტზე ვსწავლობ...

- ამ პროექტში რატომ გადაწყვიტე მონაწილეობა?

- თავის გამოცდაც მინდოდა და პროექტის ფორმატიც ძალიან მომწონდა, მაგრამ იმედები გამიცრუვდა...

- ისე, იმ დღეს, რა დღესაც პროექტი დატოვე, საკმაოდ კარგი გამოსვლა გქონდა. როგორ ფიქრობ, რა მოხდა, რატომ ვერ გადახვედი შემდეგ ეტაპზე?

- საერთოდ, ისეთი ტიპი ვარ, რომ არასდროს ვიტყვი, - მე უკეთ ვიმღერე, ვიდრე სხვამ-მეთქი. უბრალოდ ვიცი, რომ მართლა კარგად ვიმღერე... საკუთარი თავის საუკეთესო შემფასებელი ვარ. გული მაგრად მწყდება, რომ მსმენელმა უკვე ორჯერ მიღალატა.

- ისე, მწვრთნელებმა ორჯერ გადაგარჩინეს...

- პირველად დათომ გამიშვა რინგიდან და მერე მაიამ ამიყვანა, მაგრამ ახლა გამიშვა. მოკლედ, პროექტი დავტოვე...

- მაია "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე მაგ ლაივშოუს შემდეგ წერდა: "ორივე ლაივზე ჩემი გუნდიდან "სმს" ლიდერები იყვნენ თიკო და გიორგი... ზუსტად ეს ორი უნდა მყოლოდა შემდეგ ეტაპზე. ფაქტი ისაა, რომ ორი ლიდერიდან ხალხმა ვერ შემინარჩუნა ვერც ერთი და ორივე ჩემი გადასარჩენი გახდა. ორივეს კი ვერ გადავარჩენდი...

საერთოდ დამეკარგა ინტერესი, აწი მივყვები ინერციით. დაე, გაიმარჯვოს იმან, ვისი ღირსიცაა ბრძენი ქართველი მაყურებელი".

ერთ პროექტში ორ მწვრთნელთან მოგიწია მუშაობამ. მოდი, მათზეც გვესაუბრე...

- დათოსთან კარგი ურთიერთობა მქონდა, ვძმაკაცობთ, მაგრამ მიღალატა, მერე მაიასთან დავიწყე ძმაკაცობა და ახლა მაიამ მიღალატა...

რაც შეეხება ორივეს, - დიდი დამსახურება აქვთ, მათთან ერთად ამ პროექტში ბევრი რამ გავიარე, ვისწავლე და შევიძინე...

ახლა ისეთ "მუღამში" ვარ, ისე მოვიმართე, რომ ვფიქრობ, აღარ გავჩერდები, უნდა ვიმუშავო.

- შენს კონკურენტებზე რას იტყვი?

- კარგი ის იყო, რომ ყოველი ჩვენი გამოსვლა ნამდვილ კონცერტს ჰგავდა. მით უმეტეს, ბოლო ლაივშოუზე ყველას ძლიერი ნომერი ჰქონდა, მაგარი კონცერტი გამოვიდა. რაც შეეხება იმას, ვისთვის ვიყავი კონკურენტი და ვისთვის არა, ეგ ნამდვილად არ ვიცი. კონკურსანტებთან, როგორც კონკურენტებთან ისე ნამდვილად არ ვურთიერთობდი. ასე რომ მეფიქრა, შეიძლება, ჩემი თავისთვის რამე გამეფუჭებინა.

- როგორ გგონია, გამარჯვების შანსი ყველაზე მეტად ვის აქვს?

- გუშინწინ ისეთი რაღაცები მოხდა, რომ ვერაფერს ვიტყვი...

ლალი ფაცია

სპეციალური "ამბები.გე"-სთსვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება