სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირაკლი ჩოლოყაშვილი: "ნაციონალურ მოძრაობაში" შესვლას მაიძულებენ" (ექსკლუზივი)
ირაკლი ჩოლოყაშვილი: "ნაციონალურ მოძრაობაში" შესვლას მაიძულებენ" (ექსკლუზივი)

მსა­ხი­ო­ბი ირაკ­ლი ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუ­ქის" სა­კუ­თარ გვერ­დზე წერს: "ჩემო (5000-ო) მე­გობ­რე­ბო. დღეს მინ­და, გამ­ცნოთ, რომ სურ­ვი­ლი მაქვს, გავ­ხდე "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი პარ­ტი­ის" წევ­რი. მა­პა­ტი­ეთ, თუ ვინ­მეს ამ გან­ცხა­დე­ბის შემ­დეგ ჩემ­ზე შე­გეც­ვლათ წარ­მოდ­გე­ნა... უმორ­ჩი­ლე­სად გთხოვთ, რომ ამომ­შა­ლოთ მე­გობ­რე­ბის სი­ი­დან! ღმერ­თმა სი­კე­თე მოგ­ცეთ! :-)"

მისი ეს გან­ცხა­დე­ბა ბევ­რს გა­უკ­ვირ­და და სა­კუ­თარ მო­საზ­რე­ბებს იქვე წერ­დნენ. ზოგი იმა­საც ამ­ბობ­და, - მე­გობ­რე­ბის სი­ი­დან უკვე ამოგშა­ლეო...

"ამ­ბე­ბი.გე" კო­მენ­ტა­რის­თვის ირაკ­ლი ჩო­ლო­ყაშ­ვილს და­უ­კავ­შირ­და.

- რა­ტომ გა­და­წყვი­ტეთ, რომ გახ­დეთ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რი?

- მა­ი­ძუ­ლე­ბენ...

- ვინ გა­ი­ძუ­ლებთ?

- პო­ლი­ტი­კო­სე­ბი... დიახ, დღეს არ­სე­ბუ­ლი მთავ­რო­ბა თა­ვი­ან­თი საქ­ცი­ე­ლით ამას მა­ი­ძუ­ლებს...

- "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" თუ შე­ეხ­მი­ნეთ?

- არა, ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ჯერ მხო­ლოდ ჩემ­თვის მი­ვი­ღე.

- არც "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი­დან" შე­გეხ­მი­ა­ნათ ვინ­მე?

- ჯერ არ ვიცი, სამ­წუ­ხა­როდ, დი­ლი­დან ცუდ ამ­ბებ­ზე დავ­რბი­ვარ, ნა­თე­სა­ვი გარ­და­მეც­ვა­ლა და ინ­ტერ­ნეტ­თან ვერ ვკონ­ტაქ­ტობ. ჩემი ეს ინ­ფორ­მა­ცია გუ­შინ ტე­ლე­ფო­ნი­დან დავ­დე. ამი­ტომ რა გა­მოხ­მა­უ­რე­ბა აქვს ამ ყვე­ლა­ფერს, არ ვიცი.

- მოკ­ლედ, ახლა "ნა­ცი­ო­ნა­ლებ­ში" გაწ­ვრე­ბის მთა­ვა­რი მი­ზე­ზი ის არის, რომ არ­სე­ბუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ქმე­დე­ბა არ მოგ­წონთ. აქამ­დე თუ იყა­ვით რო­მე­ლი­მე პარ­ტი­ის წევ­რი?

- ადრე "სა­ქარ­თვე­ლოს სა­მე­ფო ლი­გის" წევ­რი გახ­ლდით.

- ის ორ­გა­ნი­ზა­ცია რა­მე­ნა­ი­რად ბაგ­რა­ტი­ო­ნებს თუ უკავ­შირ­დე­ბა?

- არა­ნა­ი­რად, მა­შინ ბაგ­რა­ტი­ო­ნე­ბის ხსე­ნე­ბაც არ იყო. "სა­ქარ­თვე­ლოს სა­მე­ფო ლიგა" "მრგვალ მა­გი­და­ში" შე­მა­ვა­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია იყო...

- ახლა პარ­ტი­ის წევ­რო­ბა რო­გორც მსა­ხი­ობს ხელს არ შე­გიშ­ლით?

- რო­დე­საც ასეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას იღებ, მა­შინ ასეთ რა­ღა­ცებ­ზე არ ფიქ­რობ, სხვა მო­ტი­ვა­ცია გაქვს.

- ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მთა­ვარ შეც­დო­მად რას მი­იჩ­ნევთ და რა მოგ­წონთ "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის?"

- "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" პარ­ტი­ა­ში შეს­ვლა რომ მდო­მო­და, ად­რეც გავ­წევ­რდე­ბო­დი, როცა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში იყ­ვნენ. მა­შინ ეს სურ­ვი­ლი არ გამ­ჩე­ნია, ახლა გა­მო­უ­ვა­ლი მდგო­მა­რე­ო­ბაა. თუ ვინ­მე მომ­ბა­ძავს, კარ­გი იქ­ნე­ბა. ისე, მარ­ტოც არ ვარ.

- სხვა მსა­ხი­ო­ბე­ბი არი­ან თქვენ გვერ­დით?

- პრო­ფე­სი­უ­ლად არ გან­მი­სა­ზღვრავს ის ჯგუ­ფი, მაგ­რამ მე­გობ­რე­ბი მყავს, ვინც ასე­თი­ვე სურ­ვილს ავ­ლენს.

- ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მთა­ვარ შეც­დო­მად რას მი­იჩ­ნევთ-მეთ­ქი. ამა­ზე არ მი­პა­სუ­ხეთ.

- ბო­ლოს გიგი უგუ­ლა­ვას სა­სა­მარ­თლო დე­ტო­ნა­ტო­რი აღ­მოჩ­ნდა...

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

ირაკლი ჩოლოყაშვილი: "ნაციონალურ მოძრაობაში" შესვლას მაიძულებენ" (ექსკლუზივი)

ირაკლი ჩოლოყაშვილი: "ნაციონალურ მოძრაობაში" შესვლას მაიძულებენ" (ექსკლუზივი)

მსახიობი ირაკლი ჩოლოყაშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს: "ჩემო (5000-ო) მეგობრებო. დღეს მინდა, გამცნოთ, რომ სურვილი მაქვს, გავხდე "ერთიანი ნაციონალური პარტიის" წევრი. მაპატიეთ, თუ ვინმეს ამ განცხადების შემდეგ ჩემზე შეგეცვლათ წარმოდგენა... უმორჩილესად გთხოვთ, რომ ამომშალოთ მეგობრების სიიდან! ღმერთმა სიკეთე მოგცეთ! :-)"

მისი ეს განცხადება ბევრს გაუკვირდა და საკუთარ მოსაზრებებს იქვე წერდნენ. ზოგი იმასაც ამბობდა, - მეგობრების სიიდან უკვე ამოგშალეო...

"ამბები.გე" კომენტარისთვის ირაკლი ჩოლოყაშვილს დაუკავშირდა.

- რატომ გადაწყვიტეთ, რომ გახდეთ "ნაციონალური მოძრაობის" წევრი?

- მაიძულებენ...

- ვინ გაიძულებთ?

- პოლიტიკოსები... დიახ, დღეს არსებული მთავრობა თავიანთი საქციელით ამას მაიძულებს...

- "ნაციონალურ მოძრაობას" თუ შეეხმინეთ?

- არა, ეს გადაწყვეტილება ჯერ მხოლოდ ჩემთვის მივიღე.

- არც "ნაციონალებიდან" შეგეხმიანათ ვინმე?

- ჯერ არ ვიცი, სამწუხაროდ, დილიდან ცუდ ამბებზე დავრბივარ, ნათესავი გარდამეცვალა და ინტერნეტთან ვერ ვკონტაქტობ. ჩემი ეს ინფორმაცია გუშინ ტელეფონიდან დავდე. ამიტომ რა გამოხმაურება აქვს ამ ყველაფერს, არ ვიცი.

- მოკლედ, ახლა "ნაციონალებში" გაწვრების მთავარი მიზეზი ის არის, რომ არსებული ხელისუფლების ქმედება არ მოგწონთ. აქამდე თუ იყავით რომელიმე პარტიის წევრი?

- ადრე "საქართველოს სამეფო ლიგის" წევრი გახლდით.

- ის ორგანიზაცია რამენაირად ბაგრატიონებს თუ უკავშირდება?

- არანაირად, მაშინ ბაგრატიონების ხსენებაც არ იყო. "საქართველოს სამეფო ლიგა" "მრგვალ მაგიდაში" შემავალი ორგანიზაცია იყო...

- ახლა პარტიის წევრობა როგორც მსახიობს ხელს არ შეგიშლით?

- როდესაც ასეთ გადაწყვეტილებას იღებ, მაშინ ასეთ რაღაცებზე არ ფიქრობ, სხვა მოტივაცია გაქვს.

- ამ ხელისუფლების მთავარ შეცდომად რას მიიჩნევთ და რა მოგწონთ "ნაციონალების?"

- "ნაციონალების" პარტიაში შესვლა რომ მდომოდა, ადრეც გავწევრდებოდი, როცა ხელისუფლებაში იყვნენ. მაშინ ეს სურვილი არ გამჩენია, ახლა გამოუვალი მდგომარეობაა. თუ ვინმე მომბაძავს, კარგი იქნება. ისე, მარტოც არ ვარ.

- სხვა მსახიობები არიან თქვენ გვერდით?

- პროფესიულად არ განმისაზღვრავს ის ჯგუფი, მაგრამ მეგობრები მყავს, ვინც ასეთივე სურვილს ავლენს.

- ამ ხელისუფლების მთავარ შეცდომად რას მიიჩნევთ-მეთქი. ამაზე არ მიპასუხეთ.

- ბოლოს გიგი უგულავას სასამართლო დეტონატორი აღმოჩნდა...

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება