კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

17

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 11:30-ზე საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
კონფლიქტები
სპორტი
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბიძინასთან ვლაპარაკობთ ყველაფერზე, "შალახოს" გარდა" - ექსკლუზიური ინტერვიუ პრეზიდენტთან
"ბიძინასთან ვლაპარაკობთ ყველაფერზე, "შალახოს" გარდა" - ექსკლუზიური ინტერვიუ პრეზიდენტთან

პრე­ზი­დენ­ტი გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი გულ­და­წყვე­ტი­ლია იმის გამო, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის "შა­ლა­ხოს თემა" უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი აღ­მოჩ­ნდა, ვიდ­რე ვილ­ნი­უს­ში პა­რა­ფი­რე­ბის ის­ტო­რი­უ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­ფორ­მე­ბა. ამის შე­სა­ხებ პრე­ზი­დენ­ტმა ემა ტუ­ხი­აშ­ვი­ლის­თვის მი­ცე­მულ ექ­სკლუ­ზი­ურ ინ­ტერ­ვი­უ­ში ისა­უბ­რა ("კვი­რის პა­ლიტ­რა").

"იმ დროს, როცა შენ ირ­გვლივ სხე­დან ქვეყ­ნე­ბის პრე­ზი­დენ­ტე­ბი, თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნის­თვის ხე­ლის ჩა­მორ­თმე­ვა, მე­გობ­რუ­ლად ორი-სამი სი­ტყვის გა­და­ლა­პა­რა­კე­ბა უაღ­რე­სად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ამ გა­რე­მო­ში ვი­ყა­ვი და ვფიქ­რობ­დი სრუ­ლი­ად სხვა რა­მე­ზე და თით­ქმის არ მი­მიქ­ცე­ვია ყუ­რა­დღე­ბა, რა მე­ლო­დია ჟღერ­და დარ­ბაზ­ში ხელ­მო­წე­რი­სას.

შე­საძ­ლოა, ეს გა­მო­უც­დე­ლო­ბის გამო მო­მი­ვი­და. მხო­ლოდ შემ­დეგ, სას­ტუმ­რო­ში დაბ­რუ­ნე­ბულ­მა აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ იმ დროს, როცა ვფიქ­რობ­დი ევ­რო­პუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს მე­თა­უ­რე­ბის­თვის რა მეთ­ქვა, თურ­მე ისე­თი რამ გა­მომ­რჩა, რაც ამა­ზე უფრო "მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი" იყო. როცა დავ­ბრუნ­დი სა­ქარ­თვე­ლო­ში და ვნა­ხე, რომ ერთი-ორი კვი­რა სა­ზო­გა­დო­ე­ბის ერთი ნა­წი­ლი ცხოვ­რობ­და იმით, რომ სიღ­რმი­სე­უ­ლად გა­ნი­ხი­ლავ­და ამ სა­კითხს, დავ­დარ­დი­ან­დი. ვილ­ნი­უს­ში მარ­თლაც ის­ტო­რი­უ­ლი ნა­ბი­ჯი გა­და­იდ­გა და უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ერთი წელი გვე­ლის წინ. ამ დროს კი ამ­დე­ნი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვენ შეგ­ვიძ­ლია ვიმ­სჯე­ლოთ იმა­ზე, რა მე­ლო­დია სჯობ­და და­ეკ­რათ დარ­ბაზ­ში", - გა­ნა­ცხა­და მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა.

პრე­ზი­დენ­ტის თქმით, ეს არის თემა, რო­მელ­საც სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტორ­ში გა­და­სულ, ექს-პრე­მი­ერ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­თან არ გა­ნი­ხი­ლავს.

"ბი­ძი­ნას ვხვდე­ბი ხოლ­მე. იცით, ალ­ბათ, რომ ის ჩემი მე­გო­ბა­რია. ვლა­პა­რა­კობთ ყვე­ლა­ფერ­ზე და, ბუ­ნებ­რი­ვია, ამ დის­კუ­სი­ე­ბის ნა­წი­ლი არის პო­ლი­ტი­კაც. ვლა­პა­რა­კობთ ყვე­ლა­ფერ­ზე, "შა­ლა­ხოს" გარ­და", - აღ­ნიშ­ნა პრე­ზი­დენ­ტმა.

"ემას შოუს" წამ­ყვან­მა პე­ზი­დენტს გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ყოფ­ნის დროს გა­და­ცე­მა­ში გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბა შე­ახ­სე­ნა, რო­დე­საც მან თქვა, რომ "პლას­ტე­ლი­ნის კა­ცია" და და­ინ­ტე­რეს­და, ნა­ნობს თუ არა ახლა ამ ფრა­ზას, ვი­ნა­ი­დან ახლა მას პრე­ზი­დენ­ტის ოპო­ნენ­ტე­ბი სხვა კონ­ტექ­სტში იყე­ნე­ბენ.

"მახ­სოვს, მოხ­ვე­დით და თქვენ­მა გა­დამ­ღებ­მა ჯგუფ­მა ჩემს კა­ბი­ნეტ­ში სრუ­ლი ქა­ო­სი მო­ა­წყო, ყვე­ლა­ფე­რი გა­და­ა­ად­გი­ლეთ და მერე მკი­თხეთ, ნუთუ თქვე­ნი წი­ნა­მორ­ბე­დის შემ­დეგ არა­ფე­რი შე­გიც­ვლი­ა­თო და მეც გი­პა­სუ­ხეთ, რომ ად­ვი­ლად ვე­წყო­ბი იმ გა­რე­მოს, რო­მე­ლიც მხვდე­ბა. ნამ­დვი­ლად არ მი­ნა­ნია ეს სი­ტყვე­ბი, რად­გან ამ ფრა­ზას თუ არა, სხვა რა­მეს გა­მო­ი­ყე­ნებ­დნენ ჩემს წი­ნა­აღ­მდეგ პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ნენ­ტე­ბი. საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის კამ­პა­ნი­ის და­წყე­ბამ­დე ვთქვი კი­დეც, რომ ეს იქ­ნე­ბო­და პი­როვ­ნულ შე­უ­რა­ცხყო­ფა­ზე აგე­ბუ­ლი პი­არ­კამ­პა­ნია, რად­გან რე­ა­ლუ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი არ­გუ­მენ­ტე­ბი ოპო­ზი­ცი­ას ჩემს წი­ნა­აღ­მდეგ არ ჰქონ­და", - აღ­ნიშ­ნა გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია kvirispalitra.ge-ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა

"ბიძინასთან ვლაპარაკობთ ყველაფერზე, "შალახოს" გარდა" - ექსკლუზიური ინტერვიუ პრეზიდენტთან

"ბიძინასთან ვლაპარაკობთ ყველაფერზე, "შალახოს" გარდა" - ექსკლუზიური ინტერვიუ პრეზიდენტთან

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გულდაწყვეტილია იმის გამო, რომ საზოგადოებისთვის "შალახოს თემა" უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, ვიდრე ვილნიუსში პარაფირების ისტორიული ხელშეკრულების გაფორმება. ამის შესახებ პრეზიდენტმა ემა ტუხიაშვილისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა ("კვირის პალიტრა").

"იმ დროს, როცა შენ ირგვლივ სხედან ქვეყნების პრეზიდენტები, თითოეული მათგანისთვის ხელის ჩამორთმევა, მეგობრულად ორი-სამი სიტყვის გადალაპარაკება უაღრესად მნიშვნელოვანია. ამ გარემოში ვიყავი და ვფიქრობდი სრულიად სხვა რამეზე და თითქმის არ მიმიქცევია ყურადღება, რა მელოდია ჟღერდა დარბაზში ხელმოწერისას.

შესაძლოა, ეს გამოუცდელობის გამო მომივიდა. მხოლოდ შემდეგ, სასტუმროში დაბრუნებულმა აღმოვაჩინე, რომ იმ დროს, როცა ვფიქრობდი ევროპული სახელმწიფოს მეთაურებისთვის რა მეთქვა, თურმე ისეთი რამ გამომრჩა, რაც ამაზე უფრო "მნიშვნელოვანი" იყო. როცა დავბრუნდი საქართველოში და ვნახე, რომ ერთი-ორი კვირა საზოგადოების ერთი ნაწილი ცხოვრობდა იმით, რომ სიღრმისეულად განიხილავდა ამ საკითხს, დავდარდიანდი. ვილნიუსში მართლაც ისტორიული ნაბიჯი გადაიდგა და უმნიშვნელოვანესი ერთი წელი გველის წინ. ამ დროს კი ამდენი ხნის განმავლობაში ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ იმაზე, რა მელოდია სჯობდა დაეკრათ დარბაზში", - განაცხადა მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, ეს არის თემა, რომელსაც სამოქალაქო სექტორში გადასულ, ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილთან არ განიხილავს.

"ბიძინას ვხვდები ხოლმე. იცით, ალბათ, რომ ის ჩემი მეგობარია. ვლაპარაკობთ ყველაფერზე და, ბუნებრივია, ამ დისკუსიების ნაწილი არის პოლიტიკაც. ვლაპარაკობთ ყველაფერზე, "შალახოს" გარდა", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

"ემას შოუს" წამყვანმა პეზიდენტს განათლების მინისტრის თანამდებობაზე ყოფნის დროს გადაცემაში გაკეთებული განცხადება შეახსენა, როდესაც მან თქვა, რომ "პლასტელინის კაცია" და დაინტერესდა, ნანობს თუ არა ახლა ამ ფრაზას, ვინაიდან ახლა მას პრეზიდენტის ოპონენტები სხვა კონტექსტში იყენებენ.

"მახსოვს, მოხვედით და თქვენმა გადამღებმა ჯგუფმა ჩემს კაბინეტში სრული ქაოსი მოაწყო, ყველაფერი გადააადგილეთ და მერე მკითხეთ, ნუთუ თქვენი წინამორბედის შემდეგ არაფერი შეგიცვლიათო და მეც გიპასუხეთ, რომ ადვილად ვეწყობი იმ გარემოს, რომელიც მხვდება. ნამდვილად არ მინანია ეს სიტყვები, რადგან ამ ფრაზას თუ არა, სხვა რამეს გამოიყენებდნენ ჩემს წინააღმდეგ პოლიტიკური ოპონენტები. საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის დაწყებამდე ვთქვი კიდეც, რომ ეს იქნებოდა პიროვნულ შეურაცხყოფაზე აგებული პიარკამპანია, რადგან რეალური პოლიტიკური არგუმენტები ოპოზიციას ჩემს წინააღმდეგ არ ჰქონდა", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია kvirispalitra.ge-ზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა