პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საახალწლო კვების რეჟიმი - როგორ ავიცილოთ თავიდან ორგანიზმის გადატვირთვა
საახალწლო კვების რეჟიმი - როგორ ავიცილოთ თავიდან ორგანიზმის გადატვირთვა

ახა­ლი წელი ტრა­დი­ცი­უ­ლად მხი­ა­რულ წვე­უ­ლე­ბებ­თან ერ­თად, დიდი რა­ო­დე­ნო­ბით სხვა­დას­ხვა კერ­ძი­სა და ალ­კოჰო­ლის მი­ღე­ბას­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. იმი­სათ­ვის, რომ ორ­გა­ნიზ­მმა ასეთ დატ­ვირ­თვას გა­უძ­ლოს, სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი გვირ­ჩე­ვენ, რომ ახა­ლი წლის დად­გო­მამ­დე დღის რა­ცი­ო­ნი მცე­ნა­რე­უ­ლი პრო­დუქ­ტე­ბით გა­ვამ­დიდ­როთ, მი­ვირ­თვათ ბოსტნე­უ­ლის - ჭარხლის, კლომ­ბოს­ტოს, სტა­ფი­ლოს, მწვა­ნი­ლის სა­ლა­თე­ბი. ეს პრო­დუქ­ტე­ბი მდი­და­რია უჯრე­დი­სით.

სა­ა­ხალ­წლო სუფ­რებ­ზე კი და­უ­მორ­ჩი­ლეთ თქვე­ნი მადა გო­ნე­ბას, მი­ირ­თვით და და­ლი­ეთ რაც გნე­ბავთ, ოღონდ მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბით. შე­ე­ცა­დეთ, შე­ზღუ­დოთ ცხი­მი­ა­ნი, შემ­წვა­რი საკ­ვე­ბი და მი­ირ­თვათ მეტი სა­ლა­თე­ბი, მო­ხარ­შუ­ლი თევ­ზი, ხილი.

არ და­გა­ვი­წყდეთ, რომ ალ­კოჰო­ლი კა­ლო­რი­უ­ლი პრო­დუქ­ტია: ერთი გრა­მი შე­ი­ცავს ორ­ჯერ მეტ კა­ლო­რი­ას, ვიდ­რე იგი­ვე რა­ო­დე­ნო­ბის ნახ­შირ­წყლე­ბი ან ცი­ლე­ბი. და­სა­ლე­ვად უმ­ჯო­ბე­სია წი­თე­ლი ღვი­ნო. თუ მა­გა­რი სას­მე­ლის მოყ­ვა­რუ­ლი ბრძან­დე­ბით, შე­ე­ცა­დეთ, მი­ირ­თვათ ხა­რის­ხი­ა­ნი არა­ყი, ოღონდ მა­ნამ­დე შე­ე­ცა­დეთ, რა­ი­მე საკ­ვე­ბი მი­ი­ღოთ.

რაც შე­ე­ხე­ბა სას­მელ­ზე სხვა სა­ხის, გა­ზი­ა­ნი და ტკბი­ლი წყლის და­ყო­ლე­ბას, ამას ექი­მე­ბი არ გირ­ჩე­ვენ. ისი­ნი ხელს უწყო­ბენ ალ­კოჰო­ლის უფრო სწრა­ფად შეთ­ვი­სე­ბას. 31 დე­კემ­ბერს სა­სურ­ვე­ლია, მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მე­ნიუ გვქონ­დეს - დი­ლით მი­ვირ­თვათ ფაფა, შუ­ა­დღი­სას კი წვნი­ა­ნი და ბოსტნე­უ­ლის სა­ლა­თა. თუ დრო გაქვთ, რე­კო­მენ­დი­რე­ბუ­ლია, ცოტა ხნით და­ის­ვე­ნოთ და თვა­ლი მო­ა­ტყუ­ოთ. შხა­პი კი იო­ლად მო­გიხ­სნით და­ძა­ბუ­ლო­ბა­სა და მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­ღე­ბულ სტრესს.

მას, ვინც ახალ წელს შინ ხვდე­ბა, შე­უძ­ლია, დღის გან­მავ­ლო­ბა­ში საკ­ვე­ბი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი რე­ჟი­მით მი­ი­ღოს, ვი­ნა­ი­დან მთე­ლი დღე შიმ­ში­ლი და სა­ღა­მოს მა­ყო­ფი­ე­რად ვახ­შმო­ბა დის­კომ­ფორ­ტს გა­მო­იწ­ვევს.

სა­ნამ სუფ­რას მი­უს­ხდე­ბით, მი­ი­ღეთ ფერ­მენ­ტუ­ლი პრე­პა­რა­ტი, რო­მე­ლიც საკ­ვე­ბის მო­ნე­ლე­ბას უწყობს ხელს.

ნუ იჩ­ქა­რებთ ყვე­ლა კერ­ძის ერ­თდრო­უ­ლად გა­სინ­ჯვას. ეცა­დეთ, ნელა მი­ირ­თვათ, ერთი კერ­ძი­დან მე­ო­რემ­დე კი მცი­რე ინ­ტერ­ვა­ლი მა­ინც და­იც­ვათ. ეს მო­ნე­ლე­ბას გა­გი­ად­ვი­ლებთ.

სა­სურ­ვე­ლია, საკ­ვე­ბი ნაკ­ლე­ბი რა­ო­დე­ნო­ბით მი­ვი­ღოთ და თუ სხვა რა­მეს ვერ შე­ვე­ლე­ვით, გა­ზი­ან სას­მე­ლებ­სა და ყა­ვა­ზე მა­ინც ვთქვათ უარი.

სა­ა­ხალ­წლო სუფ­რას­თან დროს­ტა­რე­ბის დროს უნდა ვე­ცა­დოთ, იშ­ვი­ა­თად გა­ვი­დეთ მო­სა­წე­ვად. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, აჯო­ბებს, სა­ერ­თოდ არ მოვ­წი­ოთ. არ და­ი­ვი­წყოთ, რომ სუფ­რი­დან ად­გო­მის­თა­ნა­ცე წა­მო­წო­ლა არ არის რე­კო­მენ­დი­რე­ბუ­ლი. სავ­სე კუ­ჭით და­წო­ლი­სას საგ­რძნობ­ლად იზ­რდე­ბა რეფ­ლუქ­სის გან­ვი­თა­რე­ბის ალ­ბა­თო­ბა. თუ გულძ­მარ­ვა გა­წუ­ხებთ, ური­გო არ იქ­ნე­ბა, ძი­ლის წინ სიმ­ჟა­ვის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო პრე­პა­რა­ტი მი­ი­ღოთ.

დღე­სას­წა­უ­ლის მომ­დევ­ნო დი­ლით ფორ­მა­ში სწრა­ფად ჩა­სად­გო­მად ნუ და­ლევთ დიდი რა­ო­დე­ნო­ბის მუქ ჩა­ი­სა და ყა­ვას, გან­სა­კუთ­რე­ბით თუ მა­ღა­ლი წნე­ვა და არით­მია გაქვთ.

თათა ურუ­შა­ძე

გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

საახალწლო კვების რეჟიმი - როგორ ავიცილოთ თავიდან ორგანიზმის გადატვირთვა

საახალწლო კვების რეჟიმი - როგორ ავიცილოთ თავიდან ორგანიზმის გადატვირთვა

ახალი წელი ტრადიციულად მხიარულ წვეულებებთან ერთად, დიდი რაოდენობით სხვადასხვა კერძისა და ალკოჰოლის მიღებასთანაა დაკავშირებული. იმისათვის, რომ ორგანიზმმა ასეთ დატვირთვას გაუძლოს, სპეციალისტები გვირჩევენ, რომ ახალი წლის დადგომამდე დღის რაციონი მცენარეული პროდუქტებით გავამდიდროთ, მივირთვათ ბოსტნეულის - ჭარხლის, კლომბოსტოს, სტაფილოს, მწვანილის სალათები. ეს პროდუქტები მდიდარია უჯრედისით.

საახალწლო სუფრებზე კი დაუმორჩილეთ თქვენი მადა გონებას, მიირთვით და დალიეთ რაც გნებავთ, ოღონდ მცირე რაოდენობით. შეეცადეთ, შეზღუდოთ ცხიმიანი, შემწვარი საკვები და მიირთვათ მეტი სალათები, მოხარშული თევზი, ხილი.

არ დაგავიწყდეთ, რომ ალკოჰოლი კალორიული პროდუქტია: ერთი გრამი შეიცავს ორჯერ მეტ კალორიას, ვიდრე იგივე რაოდენობის ნახშირწყლები ან ცილები. დასალევად უმჯობესია წითელი ღვინო. თუ მაგარი სასმელის მოყვარული ბრძანდებით, შეეცადეთ, მიირთვათ ხარისხიანი არაყი, ოღონდ მანამდე შეეცადეთ, რაიმე საკვები მიიღოთ.

რაც შეეხება სასმელზე სხვა სახის, გაზიანი და ტკბილი წყლის დაყოლებას, ამას ექიმები არ გირჩევენ. ისინი ხელს უწყობენ ალკოჰოლის უფრო სწრაფად შეთვისებას. 31 დეკემბერს სასურველია, მთელი დღის განმავლობაში ჩვეულებრივი მენიუ გვქონდეს - დილით მივირთვათ ფაფა, შუადღისას კი წვნიანი და ბოსტნეულის სალათა. თუ დრო გაქვთ, რეკომენდირებულია, ცოტა ხნით დაისვენოთ და თვალი მოატყუოთ. შხაპი კი იოლად მოგიხსნით დაძაბულობასა და მთელი დღის განმავლობაში მიღებულ სტრესს.

მას, ვინც ახალ წელს შინ ხვდება, შეუძლია, დღის განმავლობაში საკვები ჩვეულებრივი რეჟიმით მიიღოს, ვინაიდან მთელი დღე შიმშილი და საღამოს მაყოფიერად ვახშმობა დისკომფორტს გამოიწვევს.

სანამ სუფრას მიუსხდებით, მიიღეთ ფერმენტული პრეპარატი, რომელიც საკვების მონელებას უწყობს ხელს.

ნუ იჩქარებთ ყველა კერძის ერთდროულად გასინჯვას. ეცადეთ, ნელა მიირთვათ, ერთი კერძიდან მეორემდე კი მცირე ინტერვალი მაინც დაიცვათ. ეს მონელებას გაგიადვილებთ.

სასურველია, საკვები ნაკლები რაოდენობით მივიღოთ და თუ სხვა რამეს ვერ შეველევით, გაზიან სასმელებსა და ყავაზე მაინც ვთქვათ უარი.

საახალწლო სუფრასთან დროსტარების დროს უნდა ვეცადოთ, იშვიათად გავიდეთ მოსაწევად. რასაკვირველია, აჯობებს, საერთოდ არ მოვწიოთ. არ დაივიწყოთ, რომ სუფრიდან ადგომისთანაცე წამოწოლა არ არის რეკომენდირებული. სავსე კუჭით დაწოლისას საგრძნობლად იზრდება რეფლუქსის განვითარების ალბათობა. თუ გულძმარვა გაწუხებთ, ურიგო არ იქნება, ძილის წინ სიმჟავის საწინააღმდეგო პრეპარატი მიიღოთ.

დღესასწაულის მომდევნო დილით ფორმაში სწრაფად ჩასადგომად ნუ დალევთ დიდი რაოდენობის მუქ ჩაისა და ყავას, განსაკუთრებით თუ მაღალი წნევა და არითმია გაქვთ.

თათა ურუშაძე

გაზეთი ”რეზონანსი”

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს