კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

17

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 11:30-ზე საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
კონფლიქტები
სპორტი
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ აღმოჩნდა კინოში ქართველი პრომოუტერი ვანიკო თარხნიშვილი
როგორ აღმოჩნდა კინოში ქართველი პრომოუტერი ვანიკო თარხნიშვილი

ვა­ნი­კო თარ­ხნიშ­ვი­ლი, ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი პრო­მო­უ­ტე­რი, რო­მელ­მაც, თა­მა­მად შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, ეს სი­ტყვა სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ველ­მა შე­მო­ი­ტა­ნა და და­ამ­კვიდ­რა, მაკა ასა­თი­ა­ნის კომ­პა­ნი­ის ორ­გა­ნი­ზა­ცი­უ­ლი სა­კი­თხე­ბით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი, პირ­ვე­ლად სწო­რედ მან და­ი­წყო ე.წ. "ივენ­თე­ბის" ორ­გა­ნი­ზე­ბა, ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან ყო­ველ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ო­და. თუმ­ცა რა­ტომ­ღაც წლე­ბის წინ სა­ქარ­თვე­ლო­დან გა­უ­ჩი­ნარ­და და მის შე­სა­ხებ მხო­ლოდ ის გა­ვი­გეთ, რომ ოთხი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში აფ­რი­კა­ში ცხოვ­რობ­და. გა­სულ წელს ვა­ნი­კო თბი­ლის­ში დაბ­რუნ­და, თუმ­ცა პრე­სას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა ძვე­ლე­ბუ­რი სიხ­ში­რით აღარ მო­ინ­დო­მა. ვა­ნი­კოს კინო "რუს­თა­ველ­ში" გა­და­ღე­ბებ­ზე შევ­ხვდით, სა­დაც მას, არც მეტი, არც ნაკ­ლე­ბი, ახალ ფილმში "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლი კი­ნო­ში" იღე­ბენ. მას აქვს პრო­დი­უ­სე­რის როლი, რო­მელ­მაც, "ქი­ციც იცის და ქიც­მა­ცუ­რიც". მო­ნატ­რე­ბუ­ლი რეს­პონ­დენ­ტი დღეს ჩვე­ნი ჟურ­ნა­ლის სტუ­მა­რია.

- ვა­ნი­კო, კი­ნო­ში რო­გორ აღ­მოჩ­ნდი? ქი­ციც იცი თურ­მე და ქიც­მა­ცუ­რიც.

- ოოო, ეს ძა­ლი­ან მა­გა­რი ამ­ბა­ვია. თა­ვი­დან რომ შე­მომ­თა­ვა­ზეს ფილმში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, ძა­ლი­ან გა­მიკ­ვირ­და. არას­დროს მქო­ნია ასე­თი გა­მოც­დი­ლე­ბა და სა­ერ­თოდ გონ­ზე არ ვი­ყა­ვი, რა და რო­გორ უნდა გა­მე­კე­თე­ბი­ნა. იდე­ით კი დავ­მუ­ღამ­დი, მაგ­რამ ცოტა გა­ურ­კვევ­ლო­ბა­ში ვი­ყა­ვი. პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მიც სწო­რედ ეს არის, გი­ორ­გი ლი­ფო­ნა­ვამ იმ­დე­ნად კარ­გად იცის თა­ვი­სი საქ­მე, რომ ერთ წუთ­ში ამიხ­სნა, რა უნ­დო­და ჩემ­გან. ასე­თი გა­მოწ­ვე­ვა, ინ­ტე­რე­სი, მუ­ღა­მი, ვნე­ბა სხვა კი­დევ რა საქ­მი­ა­ნო­ბი­სად­მი უნდა მქონ­დეს, არ ვიცი. გა­და­ღე­ბე­ბი თით­ქმის ყო­ველ­დღეა და თუკი რო­მე­ლი­მე დღეს ჩა­აგ­დე­ბენ, დე­ფი­ცი­ტი მაქვს. ახლა ჩემ­თვის ნო­მე­რი პირ­ვე­ლი პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი საქ­მე ეს არის.

- რო­გორც ჩანს, ფილმში ხში­რად გა­მოჩ­ნდე­ბი, რად­გან ასე­თი ინ­ტენ­სი­უ­რი გა­და­ღე­ბე­ბი გაქვს.

- როლ­ზე ძა­ლი­ან ბევ­რს ვერ ვი­ლა­პა­რა­კებ და არ მი­წყი­ნოთ. ეს ფილ­მის ავ­ტო­რე­ბის პრე­რო­გა­ტი­ვაა და მით უმე­ტეს, ეკ­რა­ნებ­ზე მალე გა­მო­ვა, მაგ­რამ ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი როლი მაქვს, პრო­დი­უ­სე­რის.

- თა­ვად ხარ ამ სე­რი­ა­ლის მა­ყუ­რე­ბე­ლი?

- სა­ერ­თოდ, ტე­ლე­ვი­ზორს იშ­ვი­ა­თად ვუ­ყუ­რებ, მაგ­რამ თუკი რა­ი­მე მაქვს ნა­ნა­ხი ქარ­თულ ტე­ლე­სივ­რცე­ში, სწო­რედ ეს სე­რი­ა­ლია (იღი­მის). ძა­ლი­ან პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რად არის გა­კე­თე­ბუ­ლი. სა­ნამ კი­ნო­ში შე­მომ­თა­ვა­ზებ­დნენ გა­და­ღე­ბას, მა­ნამ­დეც და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბით", რად­გან ბიზ­ნე­სი, სა­დაც მე ვარ ჩარ­თუ­ლი, გარ­კვე­ულ­წი­ლად კი­ნოს უკავ­შირ­დე­ბა. გვაქვს პორ­ტა­ლი, სა­დაც ფილ­მე­ბი იდე­ბა. "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი" იქ წამ­ყვან ად­გილ­ზეა, ყვე­ლა უყუ­რებს. როცა ვნა­ხე, რო­გო­რი გუნ­დი მუ­შა­ობს ამ პრო­ექ­ტზე, აღარც მიკ­ვირს, რომ ასე­თი პო­პუ­ლა­რუ­ლი და წარ­მა­ტე­ბუ­ლია.

- კა­მე­რის წინ არ გე­ხა­მუ­შა დად­გო­მა?

- როცა რე­ჟი­სო­რი სწორ ინ­სტრუქ­ცი­ას გაძ­ლევს, მთა­ვა­რია, მიჰ­ყვე.

- ტექ­სტე­ბის და­მახ­სოვ­რე­ბაც არ გა­გი­ჭირ­და?

- (იცი­ნის) ტექ­სტე­ბის და­მახ­სოვ­რე­ბა­ზე გე­ტყვით, რომ იყო ერთი წი­ნა­და­დე­ბა, რო­მელ­ზეც მაგ­რად "გავ­ჭე­დე". მგო­ნი, ჩემ გამო ათი დუბ­ლი მა­ინც გა­და­ი­ღეს. ახ­ლაც რომ გა­ვიხ­სე­ნო, მა­ინც ვერ ვი­ტყვი ბო­ლომ­დე. რა­ღაც კარ­მა იყო, მგო­ნი, მაგ­რამ მი­თხრეს, რომ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ამ­ბა­ვია.

- მსა­ხი­ო­ბებს თუ იც­ნობ­დი, სა­ნამ გა­და­ღე­ბებ­ზე მიხ­ვი­დო­დი?

- რამ­დე­ნი­მე ჩემი ახ­ლო­ბე­ლი თა­მა­შობს ამ სე­რი­ალ­ში, მა­გა­ლი­თად, დათო დარ­ჩია. მე და გი­ორ­გი პო­პი­აშ­ვი­ლი ვართ ახალ­ბე­დე­ბი და ერ­თმა­ნეთს ვეხ­მა­რე­ბით.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა

როგორ აღმოჩნდა კინოში ქართველი პრომოუტერი ვანიკო თარხნიშვილი

როგორ აღმოჩნდა კინოში ქართველი პრომოუტერი ვანიკო თარხნიშვილი

ვანიკო თარხნიშვილი, ცნობილი ქართველი პრომოუტერი, რომელმაც, თამამად შეიძლება ითქვას, ეს სიტყვა საქართველოში პირველმა შემოიტანა და დაამკვიდრა, მაკა ასათიანის კომპანიის ორგანიზაციული საკითხებით იყო დაკავებული, პირველად სწორედ მან დაიწყო ე.წ. ''ივენთების'' ორგანიზება, ჟურნალისტებთან ყოველთვის განსაკუთრებული ურთიერთობებით გამოირჩეოდა. თუმცა რატომღაც წლების წინ საქართველოდან გაუჩინარდა და მის შესახებ მხოლოდ ის გავიგეთ, რომ ოთხი წლის განმავლობაში აფრიკაში ცხოვრობდა. გასულ წელს ვანიკო თბილისში დაბრუნდა, თუმცა პრესასთან ურთიერთობა ძველებური სიხშირით აღარ მოინდომა. ვანიკოს კინო ''რუსთაველში'' გადაღებებზე შევხვდით, სადაც მას, არც მეტი, არც ნაკლები, ახალ ფილმში ''ჩემი ცოლის დაქალი კინოში'' იღებენ. მას აქვს პროდიუსერის როლი, რომელმაც, ''ქიციც იცის და ქიცმაცურიც''. მონატრებული რესპონდენტი დღეს ჩვენი ჟურნალის სტუმარია.

- ვანიკო, კინოში როგორ აღმოჩნდი? ქიციც იცი თურმე და ქიცმაცურიც.

- ოოო, ეს ძალიან მაგარი ამბავია. თავიდან რომ შემომთავაზეს ფილმში მონაწილეობა, ძალიან გამიკვირდა. არასდროს მქონია ასეთი გამოცდილება და საერთოდ გონზე არ ვიყავი, რა და როგორ უნდა გამეკეთებინა. იდეით კი დავმუღამდი, მაგრამ ცოტა გაურკვევლობაში ვიყავი. პროფესიონალიზმიც სწორედ ეს არის, გიორგი ლიფონავამ იმდენად კარგად იცის თავისი საქმე, რომ ერთ წუთში ამიხსნა, რა უნდოდა ჩემგან. ასეთი გამოწვევა, ინტერესი, მუღამი, ვნება სხვა კიდევ რა საქმიანობისადმი უნდა მქონდეს, არ ვიცი. გადაღებები თითქმის ყოველდღეა და თუკი რომელიმე დღეს ჩააგდებენ, დეფიციტი მაქვს. ახლა ჩემთვის ნომერი პირველი პრიორიტეტული საქმე ეს არის.

- როგორც ჩანს, ფილმში ხშირად გამოჩნდები, რადგან ასეთი ინტენსიური გადაღებები გაქვს.

- როლზე ძალიან ბევრს ვერ ვილაპარაკებ და არ მიწყინოთ. ეს ფილმის ავტორების პრეროგატივაა და მით უმეტეს, ეკრანებზე მალე გამოვა, მაგრამ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი მაქვს, პროდიუსერის.

- თავად ხარ ამ სერიალის მაყურებელი?

- საერთოდ, ტელევიზორს იშვიათად ვუყურებ, მაგრამ თუკი რაიმე მაქვს ნანახი ქართულ ტელესივრცეში, სწორედ ეს სერიალია (იღიმის). ძალიან პროფესიონალურად არის გაკეთებული. სანამ კინოში შემომთავაზებდნენ გადაღებას, მანამდეც დაინტერესებული ვიყავი ''ჩემი ცოლის დაქალებით'', რადგან ბიზნესი, სადაც მე ვარ ჩართული, გარკვეულწილად კინოს უკავშირდება. გვაქვს პორტალი, სადაც ფილმები იდება. ''ჩემი ცოლის დაქალები'' იქ წამყვან ადგილზეა, ყველა უყურებს. როცა ვნახე, როგორი გუნდი მუშაობს ამ პროექტზე, აღარც მიკვირს, რომ ასეთი პოპულარული და წარმატებულია.

- კამერის წინ არ გეხამუშა დადგომა?

- როცა რეჟისორი სწორ ინსტრუქციას გაძლევს, მთავარია, მიჰყვე.

- ტექსტების დამახსოვრებაც არ გაგიჭირდა?

- (იცინის) ტექსტების დამახსოვრებაზე გეტყვით, რომ იყო ერთი წინადადება, რომელზეც მაგრად ''გავჭედე''. მგონი, ჩემ გამო ათი დუბლი მაინც გადაიღეს. ახლაც რომ გავიხსენო, მაინც ვერ ვიტყვი ბოლომდე. რაღაც კარმა იყო, მგონი, მაგრამ მითხრეს, რომ ჩვეულებრივი ამბავია.

- მსახიობებს თუ იცნობდი, სანამ გადაღებებზე მიხვიდოდი?

- რამდენიმე ჩემი ახლობელი თამაშობს ამ სერიალში, მაგალითად, დათო დარჩია. მე და გიორგი პოპიაშვილი ვართ ახალბედები და ერთმანეთს ვეხმარებით.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება