პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

11

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 13:51-ზე, მთვარე ტყუპშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრეებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ცუდი დღეა ქორწინებისთვის. დაღლილობას სუფთა ჰაერზე გასეირნება, მსუბუქი ვარჯიში მოგიხსნით. მსუბუქად იკვებეთ.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დინი ვირსალაძე პარფიუმერიით ინსტრუმენტიდან ხატავს
დინი ვირსალაძე პარფიუმერიით ინსტრუმენტიდან ხატავს

ინ­სტრუ­მენ­ტი­დან პა­ლიტ­რას­თან, ხან პი­რი­ქით ხდე­ბა. ფაქ­ტია, რომ ერთი მე­ო­რეს ხელს არ უშ­ლის. ასე, ერთი სფე­რო­დან მე­ო­რე­ზე ინაც­ვლებს და დრო­დად­რო კონ­ცერ­ტებს გა­მო­ფე­ნე­ბით "ცვლის"...

პი­ა­ნისტსა და კომ­პო­ზი­ტორ დინი ვირ­სა­ლა­ძეს თბი­ლი­სის სა­კონ­ცერ­ტო ორ­კესტრის მო­რიგ რე­პე­ტი­ცი­ამ­დე, დი­ლით კა­ფე­ში ვხვდე­ბით. ორ­კესტრი სა­გას­ტრო­ლო სამ­ზა­დის­შია და აქ­ტი­უ­რი სა­მუ­შაო პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს. ერთი სა­ა­თი გვაქვს, ამი­ტომ მა­შინ­ვე მა­გი­დას­თან ვსხდე­ბით. მისი დილა აუ­ცი­ლებ­ლად იწყე­ბა ჭიქა ყა­ვი­თა და მცი­რე ულუ­ფით. ბავ­შვო­ბი­დან ამ რე­ჟიმ­შია, ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის კარ­გია და თან, შე­ეჩ­ვია...

- ქალ­ბა­ტო­ნო დინი, პრო­ფე­სი­ით როცა მუ­შა­ობ, წლე­ბის მერე წარ­სულს რომ გა­და­ხე­დავ, შე­იძ­ლე­ბა იფიქ­რო, "რომ არა ეს, მე ვიქ­ნე­ბო­დი"... რო­გორ და­ას­რუ­ლებთ ამ ფრა­ზას?

- რთუ­ლია, თავი არა­მუ­სი­კო­სად წარ­მო­ვიდ­გი­ნო, იმ­დე­ნად ორ­გა­ნუ­ლია მუ­სი­კა ჩემ­თვის. ეს სპე­ცი­ა­ლო­ბა არ არის, ჰა­ე­რი­ვი­თაა. იმავდრო­უ­ლად ჩემ­თან ახ­ლო­საა ფსი­ქო­ლო­გო­ბა, რო­მე­ლიც რთუ­ლი პრო­ფე­სი­აა. დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით ვიქ­ნე­ბო­დი ფსი­ქო­ლო­გი. ხში­რად მე­გობ­რე­ბი რომ ვიკ­რი­ბე­ბით ან ერთი-ერ­თში ვსხედ­ვართ, ვცდი­ლობ, მო­ვუს­მი­ნო და მათ პრობ­ლე­მე­ბი შე­ვუმ­სუ­ბუ­ქო. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ამ შე­კი­თხვა­ზე პა­სუ­ხი ჩემ­თვის მა­ინც ძა­ლი­ან რთუ­ლია, რად­გან მუ­სი­კა ჩემ­თვის ყვე­ლა­ფე­რია.

- და თქვენ­თვის ვინ არის ის ადა­მი­ა­ნი, ვინც გის­მენთ?

- ჩემი და, მშობ­ლე­ბი და რამ­დე­ნი­მე ახლო მე­გო­ბა­რი.

- ბავ­შვო­ბი­დან მშობ­ლებ­თან გახ­სნი­ლი იყა­ვით?

- არა. საკ­მა­ოდ ჩა­კე­ტი­ლი ვი­ყა­ვი და ახ­ლაც ასე ვარ, მაგ­რამ ზოგ­ჯერ მაქვს მო­მენ­ტე­ბი, როცა მათ­თან მთლი­ა­ნად ვიხ­სნე­ბი.

- შე­გიძ­ლი­ათ უცხო ადა­მი­ან­თან თქვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვან ფაქ­ტზე ან დე­ტალ­ზე სა­უ­ბა­რი?

- არა, სა­ერ­თოდ ლა­პა­რა­კი ნაკ­ლე­ბად, უფრო მე­ტად მოს­მე­ნა მიყ­ვარს. რა თქმა უნდა, არი­ან ახ­ლო­ბე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მელ­თაც ყვე­ლა­ფერს ვუყ­ვე­ბი. უბ­რა­ლოდ, როცა ვიმ­ყო­ფე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში და თვალს ვა­დევ­ნებ ხალ­ხის ქმე­დე­ბებს, ვხე­დავ, რო­გორ ცდი­ლო­ბენ და მი­ის­წრაფ­ვი­ან და­ას­წრონ ერ­თმა­ნეთს რა­მის თქმა ან წინ მი­ი­წე­ვენ. მე ყო­ველ­თვის ჩუ­მად ყოფ­ნა მირ­ჩევ­ნია.

- რო­გორ ფიქ­რობთ, სად გა­დის ზღვა­რი მე­გობ­რებს შო­რის, რა შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას და რა - არა?

- ვფიქ­რობ, ყვე­ლაფ­რის თქმა არ არის სა­ჭი­რო, არც ლა­მა­ზია, ყვე­ლა ადა­მი­ანს აქვს თა­ვი­სი ინ­ტი­მუ­რი თე­მე­ბი. ადა­მი­ანს აქვს უფ­ლე­ბა, რა­ღაც თქვას და რა­ღაც არ თქვას. ზოგს ამა­ზე პრე­ტენ­ზია უჩ­ნდე­ბა: "რო­გორ, ეს მე არ უნდა მცოდ­ნო­და?!" ვერ ვხვდე­ბი რა­ტომ. ეს უკვე ჩემი უფ­ლე­ბაა, რას ვი­ტყვი და რას არა. მე, მა­გა­ლი­თად, როცა ჩემს დას რა­მეს არ ვუყ­ვე­ბი, მას ამა­ზე არა­ვი­თა­რი პრე­ტენ­ზია არ აქვს. ის შე­კი­თხვებს არ მის­ვამს. ძა­ლი­ან ვღი­ზი­ან­დე­ბი, როცა ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც 20 წლის უნა­ხა­ვი გყავს, ქუ­ჩა­ში გხვდე­ბი­ან და პი­რად

თე­მებ­ზე რა­ღა­ცე­ბის გარ­კვე­ვას იწყე­ბენ. როცა მე­კი­თხე­ბი­ან, "შენს პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში რამე ხდე­ბა?!" ვიბ­ნე­ვი. ვერ ვე­უბ­ნე­ბი, შენ ეს უნდა იცო­დე?! ვამ­ბობ ისე, რო­გორც არის, ან მოკ­ლედ, "გმად­ლობთ, კარ­გად", ან "რა ვიცი, არა­ფე­რი ახა­ლი". მერე სა­კუ­თარ თავ­ზე ვბრაზ­დე­ბი.

- იქ­ნებ, პირ­და­პირ მი­ა­ხა­ლოთ, რომ მას არა­ვინ ეკი­თხე­ბა...

- ჩემს სტილ­ში არ არის, რომ ვინ­მეს რამე მი­ვა­ხა­ლო, თუმ­ცა მი­ვიჩ­ნევ, რომ ზოგი ადა­მი­ა­ნი ამას ნამ­დვი­ლად იმ­სა­ხუ­რებს. ეს მხო­ლოდ ჩემ­თან და­კავ­ში­რე­ბით კი არ ხდე­ბა, შე­იძ­ლე­ბა, ჩემს ახლო მე­გო­ბარ­ზე რამე მკი­თხონ და მო­ი­თხო­ვენ პა­სუხს. შე­იძ­ლე­ბა, სხვა­ზე რომ მე­კი­თხე­ბი­ან, უფრო ვუ­თხრა, რომ სხვი­სი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ცოდ­ნა და გან­ხილ­ვა მათი საქ­მე არ არის, მაგ­რამ ჩემ­ზე ასე ვერ ვა­კე­თებ და ამის თქმა აქამ­დე ვერ ვის­წავ­ლე.

- თქვენ და­ი­ბა­დეთ იმ ეპო­ქა­ში, როცა საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში ჯაზი იკ­რძა­ლე­ბო­და...

- ჩემს დროს აღარ იკ­რძა­ლე­ბო­და, მაგ­რამ მა­მა­ჩე­მი­სა და ბი­ძის პე­რი­ოდ­ში ასე იყო. ჯაზი მათ შე­მაყ­ვა­რეს. ბი­ძა­ჩე­მი, კობა ჯი­ჯი­ხია, ექი­მი-ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გი, ახალ­გაზ­რდო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლოს კა­ლათ­ბურ­თის ნაკ­რებ­ში თა­მა­შობ­და. ის ძა­ლი­ან მუ­სი­კა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნი იყო და ჯა­ზის ფირ­ფი­ტე­ბის სა­ო­ცა­რი კო­ლექ­ცია ჰქონ­და. ხში­რად ვი­ყა­ვი ბე­ბი­ას­თან, სა­დაც ბი­ძა­ჩე­მი ცხოვ­რობ­და და მან ბავ­შვო­ბი­დან­ვე მი­მაჩ­ვია კარ­გი მუ­სი­კის მოს­მე­ნას. დედა მუ­სი­კო­სია, მამა - ექი­მი, მაგ­რამ ისიც ძა­ლი­ან მუ­სი­კა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნია და კარ­გად უკ­რავს. უმ­ცრო­სი და მყავს, კომ­პო­ზი­ტო­რია.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თემურ ჭყონია აქციაზე დაკავებულებზე - ეს არის ჯიბრი, რომ სახელმწიფო უფრო ძლიერია, ვიდრე მოქალაქე და ამას რად უნდა დამტკიცება?

დინი ვირსალაძე პარფიუმერიით ინსტრუმენტიდან ხატავს

დინი ვირსალაძე პარფიუმერიით ინსტრუმენტიდან ხატავს

ინსტრუმენტიდან პალიტრასთან, ხან პირიქით ხდება. ფაქტია, რომ ერთი მეორეს ხელს არ უშლის. ასე, ერთი სფეროდან მეორეზე ინაცვლებს და დროდადრო კონცერტებს გამოფენებით ''ცვლის''...

პიანისტსა და კომპოზიტორ დინი ვირსალაძეს თბილისის საკონცერტო ორკესტრის მორიგ რეპეტიციამდე, დილით კაფეში ვხვდებით. ორკესტრი საგასტროლო სამზადისშია და აქტიური სამუშაო პროცესი მიმდინარეობს. ერთი საათი გვაქვს, ამიტომ მაშინვე მაგიდასთან ვსხდებით. მისი დილა აუცილებლად იწყება ჭიქა ყავითა და მცირე ულუფით. ბავშვობიდან ამ რეჟიმშია, ჯანმრთელობისთვის კარგია და თან, შეეჩვია...

- ქალბატონო დინი, პროფესიით როცა მუშაობ, წლების მერე წარსულს რომ გადახედავ, შეიძლება იფიქრო, ''რომ არა ეს, მე ვიქნებოდი''... როგორ დაასრულებთ ამ ფრაზას?

- რთულია, თავი არამუსიკოსად წარმოვიდგინო, იმდენად ორგანულია მუსიკა ჩემთვის. ეს სპეციალობა არ არის, ჰაერივითაა. იმავდროულად ჩემთან ახლოსაა ფსიქოლოგობა, რომელიც რთული პროფესიაა. დიდი სიამოვნებით ვიქნებოდი ფსიქოლოგი. ხშირად მეგობრები რომ ვიკრიბებით ან ერთი-ერთში ვსხედვართ, ვცდილობ, მოვუსმინო და მათ პრობლემები შევუმსუბუქო. მიუხედავად ამისა, ამ შეკითხვაზე პასუხი ჩემთვის მაინც ძალიან რთულია, რადგან მუსიკა ჩემთვის ყველაფერია.

- და თქვენთვის ვინ არის ის ადამიანი, ვინც გისმენთ?

- ჩემი და, მშობლები და რამდენიმე ახლო მეგობარი.

- ბავშვობიდან მშობლებთან გახსნილი იყავით?

- არა. საკმაოდ ჩაკეტილი ვიყავი და ახლაც ასე ვარ, მაგრამ ზოგჯერ მაქვს მომენტები, როცა მათთან მთლიანად ვიხსნები.

- შეგიძლიათ უცხო ადამიანთან თქვენთვის მნიშვნელოვან ფაქტზე ან დეტალზე საუბარი?

- არა, საერთოდ ლაპარაკი ნაკლებად, უფრო მეტად მოსმენა მიყვარს. რა თქმა უნდა, არიან ახლობელი ადამიანები, რომელთაც ყველაფერს ვუყვები. უბრალოდ, როცა ვიმყოფები საზოგადოებაში და თვალს ვადევნებ ხალხის ქმედებებს, ვხედავ, როგორ ცდილობენ და მიისწრაფვიან დაასწრონ ერთმანეთს რამის თქმა ან წინ მიიწევენ. მე ყოველთვის ჩუმად ყოფნა მირჩევნია.

- როგორ ფიქრობთ, სად გადის ზღვარი მეგობრებს შორის, რა შეიძლება ითქვას და რა - არა?

- ვფიქრობ, ყველაფრის თქმა არ არის საჭირო, არც ლამაზია, ყველა ადამიანს აქვს თავისი ინტიმური თემები. ადამიანს აქვს უფლება, რაღაც თქვას და რაღაც არ თქვას. ზოგს ამაზე პრეტენზია უჩნდება: ''როგორ, ეს მე არ უნდა მცოდნოდა?!'' ვერ ვხვდები რატომ. ეს უკვე ჩემი უფლებაა, რას ვიტყვი და რას არა. მე, მაგალითად, როცა ჩემს დას რამეს არ ვუყვები, მას ამაზე არავითარი პრეტენზია არ აქვს. ის შეკითხვებს არ მისვამს. ძალიან ვღიზიანდები, როცა ადამიანები, რომლებიც 20 წლის უნახავი გყავს, ქუჩაში გხვდებიან და პირად

თემებზე რაღაცების გარკვევას იწყებენ. როცა მეკითხებიან, ''შენს პირად ცხოვრებაში რამე ხდება?!'' ვიბნევი. ვერ ვეუბნები, შენ ეს უნდა იცოდე?! ვამბობ ისე, როგორც არის, ან მოკლედ, ''გმადლობთ, კარგად'', ან ''რა ვიცი, არაფერი ახალი''. მერე საკუთარ თავზე ვბრაზდები.

- იქნებ, პირდაპირ მიახალოთ, რომ მას არავინ ეკითხება...

- ჩემს სტილში არ არის, რომ ვინმეს რამე მივახალო, თუმცა მივიჩნევ, რომ ზოგი ადამიანი ამას ნამდვილად იმსახურებს. ეს მხოლოდ ჩემთან დაკავშირებით კი არ ხდება, შეიძლება, ჩემს ახლო მეგობარზე რამე მკითხონ და მოითხოვენ პასუხს. შეიძლება, სხვაზე რომ მეკითხებიან, უფრო ვუთხრა, რომ სხვისი პირადი ცხოვრების ცოდნა და განხილვა მათი საქმე არ არის, მაგრამ ჩემზე ასე ვერ ვაკეთებ და ამის თქმა აქამდე ვერ ვისწავლე.

- თქვენ დაიბადეთ იმ ეპოქაში, როცა საბჭოთა კავშირში ჯაზი იკრძალებოდა...

- ჩემს დროს აღარ იკრძალებოდა, მაგრამ მამაჩემისა და ბიძის პერიოდში ასე იყო. ჯაზი მათ შემაყვარეს. ბიძაჩემი, კობა ჯიჯიხია, ექიმი-ენდოკრინოლოგი, ახალგაზრდობაში საქართველოს კალათბურთის ნაკრებში თამაშობდა. ის ძალიან მუსიკალური ადამიანი იყო და ჯაზის ფირფიტების საოცარი კოლექცია ჰქონდა. ხშირად ვიყავი ბებიასთან, სადაც ბიძაჩემი ცხოვრობდა და მან ბავშვობიდანვე მიმაჩვია კარგი მუსიკის მოსმენას. დედა მუსიკოსია, მამა - ექიმი, მაგრამ ისიც ძალიან მუსიკალური ადამიანია და კარგად უკრავს. უმცროსი და მყავს, კომპოზიტორია.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება