სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ აიძულებს ქეთა ლორთქიფანიძეს, რომ "ქმარი" აშიმშილოს
ვინ აიძულებს ქეთა ლორთქიფანიძეს, რომ "ქმარი" აშიმშილოს

"თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბი ჯერ კი­დევ სა­ბავ­შვო ბაღ­ში მყავ­და. გაპ­რან­ჭვას რო­გორ ვა­ხერ­ხებ­დი, არ მახ­სოვს... როცა მა­მა­ჩე­მი - რე­ჟი­სო­რი ნუგ­ზარ ლორ­თქი­ფა­ნი­ძე შინ იყო, დე­და­ჩე­მის თე­ატ­რა­ლუ­რი გრი­მით მა­კი­აჟს მი­კე­თებ­და, ლა­მაზ ქსო­ვი­ლებს ტან­ზე შე­მო­მახ­ვევ­და, მე კი ვთა­მა­შობ­დი: ხან პრინ­ცე­სა ვი­ყა­ვი და ხა­ნაც - სხვა ვინ­მე", - გვი­თხრა მსა­ხი­ობ­მა ქეთა ლორ­თქი­ფა­ნი­ძემ, რო­მელ­საც 5 შვი­ლი ჰყავს, მაგ­რამ ისეთ კარგ ფორ­მა­შია, რომ მისი ასა­კით უმ­ცროს ბევრ გა­სა­თხო­ვარ გო­გო­ნას შე­შურ­დე­ბა...

მა­კი­ა­ჟი და სა­ხის კა­ნის მოვ­ლა

- მა­კი­აჟს ყო­ველ­დღი­უ­რად არ ვი­კე­თებ, მაგ­რამ ხან­და­ხან დი­ლით ისე გა­მო­ვი­ყუ­რე­ბი, რომ უბ­რა­ლოდ, მა­კი­ა­ჟის გა­რე­შე გა­რეთ გას­ვლა შე­უძ­ლე­ბე­ლია (იცი­ნის). როცა მსა­ხი­ო­ბი ხარ, ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში ექ­ცე­ვი და შე­სა­ბა­მი­სად, მუ­დამ კარგ ფორ­მა­ში უნდა იყო. ჩემი დღის რე­ჟი­მის გამო, ხან­და­ხან ეს რთუ­ლია, მაგ­რამ მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობ, ში­ნა­გა­ნად კარ­გი გან­წყო­ბი­ლე­ბა შე­ვი­ნარ­ჩუ­ნო და ეს ჩემს გა­რეგ­ნო­ბა­ზე ყო­ველ­თვის და­დე­ბი­თად აი­სა­ხე­ბა (მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, მა­კი­ა­ჟით ვიქ­ნე­ბი თუ - მის გა­რე­შე). როცა დეპ­რე­სი­უ­ლი პე­რი­ო­დი მაქვს, მა­კი­ა­ჟიც არ მშვე­ლის. ასე რომ, ჩემი გა­რეგ­ნო­ბა ჩემს ში­ნა­გან მდგო­მა­რე­ო­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი...

- სა­ხის კან­ზე გრი­მი უარ­ყო­ფი­თად არ მოქ­მე­დებს?

- ალ­ბათ მოქ­მე­დებს. მა­მი­და ხში­რად მე­უბ­ნე­ბა, - სა­ა­მა­ყო სუ­ლაც არ არის, როცა 36 წლის ასაკ­ში სა­ხის კა­ნის და­მა­ტე­ნი­ა­ნე­ბელ, მკვე­ბავ კრემს არ იყე­ნე­ბო. არც ნა­ო­ჭის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო კრე­მი გა­მო­მი­ყე­ნე­ბია...

თმის ფერი და ვარ­ცხნი­ლო­ბა

- ში­შით ვა­მოწ­მებ, ჭა­ღა­რა ხომ არ ამო­მი­ვი­და. იმას კი არ ვამ­ბობ, - ვა­ი­მე, ვბერ­დე­ბი-მეთ­ქი, უბ­რა­ლოდ, თმის შე­ღებ­ვის პრო­ცე­სი ძა­ლი­ან მე­ზა­რე­ბა და მინ­და, ბუ­ნებ­რი­ვი ფერი დიდ­ხანს მქონ­დეს. მხო­ლოდ ერთხელ შე­ვი­ღე­ბე: სტუ­დენ­ტი ვი­ყა­ვი, როცა მე­ლი­რე­ბა მო­და­ში შე­მო­ვი­და და მეც მო­მინ­და. ოჯახ­ში თა­ვი­სუფ­ლე­ბით გა­თა­მა­მე­ბუ­ლი არ ვი­ყა­ვი. მეშ­ვი­დე კლას­ში ყოფ­ნი­სას, ყუ­რე­ბი ჩუ­მად გა­ვიხვრი­ტე და ამ ამ­ბავს საკ­მა­ოდ დიდი სკან­და­ლი მოჰ­ყვა. ამი­ტომ 5-ფე­რი­ა­ნი მე­ლი­რე­ბა ოჯა­ხის წევ­რებ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბის შემ­დეგ გა­ვი­კე­თე. ძა­ლი­ან მალე "ჩა­მო­ი­რე­ცხა" და იძუ­ლე­ბუ­ლი გავ­ხდი, თმა შე­მე­ღე­ბა. 1 თვე ბუ­ნებ­რივ ფერ­ზე ვი­ღე­ბავ­დი, მაგ­რამ ეს იმ­დე­ნად დამ­ქან­ცვე­ლი და მტან­ჯვე­ლი იყო, რომ თმა შე­ვი­ჭე­რი, შე­ღე­ბი­ლი ნა­წი­ლი მო­ვი­შო­რე (იღი­მის).

- თმის მო­სავ­ლე­ლად ნიღ­ბებს იყე­ნებ?

- ნიღ­ბებს ადრე ვი­ყე­ნებ­დი, რად­გან გა­რეგ­ნო­ბა­ში თმას ერთ-ერთ მნიშ­ვნე­ლო­ვან ად­გილს ვა­ნი­ჭებ. გრძე­ლი, ძა­ლი­ან ხვე­უ­ლი თმა მქონ­და და მას ფენს და თმის უთოს არ ვა­კა­რებ­დი. თუმ­ცა, მას მერე, რაც შე­ვი­ჭე­რი, კარ­გად აღარ და­იხ­ვა და გას­წო­რე­ბა მიხ­დე­ბო­და.

- სა­ლონ­ში ხში­რად და­დი­ხარ?

- სა­ლონ­ში სი­ა­რუ­ლი მა­შინ და­ვი­წყე, როცა სე­რი­ალ­ზე - "გო­გო­ნა გა­რე­უბ­ნი­დან" - ვმუ­შა­ობ­დი. ხან­და­ხან კვი­რა­ში სამ­ჯე­რაც ვა­კი­თხავ­დი სტი­ლისტს... ახლა საკ­მა­ოდ ბევ­რნა­ი­რი ვარ­ცხნი­ლო­ბის გა­კე­თე­ბა შე­მიძ­ლია და­მო­უ­კი­დებ­ლად.

ვარ­ჯი­ში და დი­ე­ტა

- ვარ­ჯი­ში ჩემი სუს­ტი მხა­რეა: ბავ­შვო­ბა­ში სპორ­ტულ ტან­ვარ­ჯიშ­ზე, ფი­გუ­რულ სრი­ალ­სა და სა­მე­ჯლი­სო ცეკ­ვებ­ზე დავ­დი­ო­დი, მაგ­რამ მას შემ­დეგ, რაც გა­ვი­ზარ­დე, არც მი­ვარ­ჯი­შია და არც მი­ცეკ­ვია... ახლა წო­ნა­ში 47 კილო ვარ, მაგ­რამ სტუ­დენ­ტო­ბი­სას 64-68 კი­ლოგ­რა­მი ვი­ყა­ვი და დი­ე­ტა­საც ხში­რად ვი­ცავ­დი. პირ­ვე­ლი ფეხ­მძი­მო­ბი­სას წო­ნა­ში საკ­მა­ოდ და­ვი­კე­ლი და სამ­შო­ბი­ა­რო­დან გა­მო­სუ­ლი ძა­ლი­ან გამ­ხდა­რი ვი­ყა­ვი. 1 წლის მერე, ჩემი წონა ნელ-ნელა "ავ­კრი­ბე". 2 შვი­ლის დედა ვი­ყა­ვი, როცა თა­ვის­თა­ვად გავ­ხდი და მას მერე, დი­ე­ტა არ და­მი­ცავს. ხორ­ცი­ა­ნი კერ­ძე­ბი და სა­ერ­თოდ, ჭამა ძა­ლი­ან მიყ­ვარს! თუმ­ცა, ცო­მე­ულს არ ვე­ტა­ნე­ბი.

სამ­კა­უ­ლი და აქ­სე­სუ­ა­რე­ბი

- ერთი პე­რი­ო­დი, თავ­სა­ფარს უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი მჩუქ­ნი­და. ჰოდა, ერთ მშვე­ნი­ერ დღეს გარ­დე­რო­ბის კარი რომ გა­მო­ვა­ღე, იმ­დე­ნი სხვა­დას­ხვა ფე­რის შარ­ფი აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ "მო­მე­რი­და" და ჯერ ერთი "გა­მო­ვაძ­ვრი­ნე", მერე - მე­ო­რე და ნელ-ნელა მი­ვეჩ­ვიე. თუმ­ცა, კაშ­ნე­ე­ბი და შარ­ფე­ბი დი­დად არც ახლა მიყ­ვარს; ძა­ლი­ან უნდა მინ­დო­დეს ან მჭირ­დე­ბო­დეს, რომ გა­ვი­კე­თო. მზის სათ­ვა­ლეს არ ვი­ყე­ნებ და ზამ­თარ­ში ქუ­დიც არ მა­ხუ­რავს. ყურ­ზე მუდ­მი­ვად 1 პა­ტა­რა, ოქ­როს სა­ყუ­რე მი­კე­თია, რომ­ლის მოხ­სნა ხან­და­ხან, გა­და­ღე­ბის დრო­საც მა­ვი­წყდე­ბა.

- გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად რო­მე­ლი­მე სამ­კა­უ­ლი ან აქ­სე­სუ­ა­რი თუ გიყ­ვარს?

- 1 ბე­ჭე­დი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მიყ­ვარს. ის ჩემ­მა არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ­მა მე­გო­ბარ­მა - სა­ლო­მე გრი­გა­ლაშ­ვილ­მა მა­ჩუ­ქა. არა­სო­დეს ვიხ­სნი­დი თი­თი­დან და ის ად­გი­ლი, სა­დაც ბე­ჭე­დი მე­კე­თა, და­მი­ვიწ­როვ­და (იღი­მის). ასე­ვე, ხში­რად მე­კე­თა ბე­ბი­ის ნა­ჩუ­ქა­რი ბე­ჭე­დი, მაგ­რამ ბოლო დროს ძა­ლი­ან გავ­ხდი და ახლა დიდი მაქვს... ფრჩხილ­ზე ლაქს არ ვის­ვამ, სა­კუ­თა­რი თი­თე­ბი არ მომ­წონს და ასე მგო­ნია, ლა­ქით მათ­ზე აქ­ცენტს გა­ვა­კე­თებ.

სა­მო­სი

- ჩემი შო­პინ­გი ყო­ველ­თვის მას­შტა­ბუ­რია: როცა ფუ­ლის და­სა­ხარ­ჯად მა­ღა­ზი­ებ­ში მივ­დი­ვარ, ძა­ლი­ან ბევ­რი ფიქ­რი არ მიყ­ვარს: სა­მოსს რომ ვხე­დავ, ვიცი - მო­მიხ­დე­ბა თუ არა, მაგ­რამ ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, როცა რა­ღა­ცის (ძი­რი­თა­დად - ფეხ­საც­მლის) ყიდ­ვი­სას 2 დღეც მი­ფიქ­რია. ჩემი შო­პინ­გი მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია, რად­გან ტან­საც­მე­ლი 5 შვილ­საც უნდა ვუ­ყი­დო. ბევ­რჯერ, დი­ლით გა­სუ­ლი, შო­პინ­გი­დან, ღა­მით დავ­ბრუ­ნე­ბულ­ვარ. რა თქმა უნდა, ეს არ მღლის, პი­რი­ქით - დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას მა­ნი­ჭებს და მი­ღე­ბუ­ლი და­დე­ბი­თი ემო­ცია შე­იძ­ლე­ბა, მთე­ლი თვე გამ­ყვეს.

- სა­ყიდ­ლებ­ზე მარ­ტო და­დი­ხარ?

- ხში­რად ჩემი 13 წლის ქა­ლიშ­ვი­ლი დამ­ყვე­ბა. ის ყო­ველ­თვის სწორ რჩე­ვებს მაძ­ლევს... კა­ბე­ბი ძა­ლი­ან მიყ­ვარს. ჰოდა, თუ კაბა მიხ­დე­ბა და მომ­წონს, მას­ში არა­ნა­ი­რი თან­ხის გა­დახ­და არ მე­ნა­ნე­ბა.

საქ­მე

- მე, მაია დო­ბორჯგი­ნი­ძე და მა­რი­ამ ჯო­ლო­გუა თე­ატ­რა­ლუ­რი სტუ­დი­ის - "ეტ სე­ტე­რა" - დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბი ვართ. სამ­წუ­ხა­როდ, ბოლო დროს იქ ვე­ღარ ვას­წავ­ლი, რად­გან დატ­ვირ­თუ­ლი შე­მოდ­გო­მა მქონ­და - ერ­თდრო­უ­ლად ბევრ პრო­ექ­ტზე ვი­მუ­შა­ვე. ასე­ვე, "კო­მე­დი ჯგუ­ფის" სა­ბავ­შვო სტუ­დი­ა­ში - "თავ­და­ყი­რა" - ვმუ­შა­ობ. მხი­ა­რუ­ლი სტუ­დი­აა თა­ვი­სი პე­და­გო­გე­ბი­თა და აღ­საზ­რდე­ლე­ბით. ასე­ვე "კო­მე­დი არ­ხის" სე­რი­ალ­ში - "კოქ­ტე­ი­ლი" - ვმო­ნა­წი­ლე­ობ. "კო­მე­დი ჯგუფ­მა" ფილ­მი "მის­ტერ ძიძა" გა­და­ი­ღო. ძა­ლი­ან სა­ხა­ლი­სო, ცოტა სენ­ტი­მენ­ტა­ლუ­რი ფილ­მია. მას­ში დე­დის როლს ვთა­მა­შობ. ჩემი გმი­რის მე­უღ­ლი­სა და მის­ტერ ძი­ძის როლს კი, მიშა ან­დღუ­ლა­ძე ას­რუ­ლებს.

- ფილმშიც მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი დედა ხარ?

- არა, ფილმში 2 შვი­ლი - საბა და ელე­ნე "მყავს"...

- "ღა­მის შოუს" სტუ­დი­ას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის უფ­ლე­ბა თუ გაქვს?

- "კო­მე­დი არხზე" ჩემს უფ­ლე­ბებს რაც შე­ე­ხე­ბა, არ გა­მირ­კვე­ვია. "ღა­მის შო­უ­დან" რომ და­მი­ძა­ხონ, გა­მიშ­ვე­ბენ თუ არა და ვერც იმას ვი­ტყვი, რომ რა­ი­მე შე­მო­თა­ვა­ზე­ბაsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! მაქვს... ისე კი "ღა­მის შოუ" ჩემი უსაყ­ვარ­ლე­სი გუნ­დია. სე­რი­ალს, ტე­ლე­ვი­ზი­ას იქ ვე­ზი­ა­რე, კა­მე­რას­თან მუ­შა­ო­ბა ვის­წავ­ლე. მოკ­ლედ, მათი მად­ლი­ე­რი ვარ. სამ­წუ­ხა­როდ, ცხოვ­რე­ბა­ში რა­ღაც იწყე­ბა და მთავ­რდე­ბა. არა­სო­დეს და­მი­მა­ლავს, რომ მათ­თან გან­შო­რე­ბა ჩემ­თვის საკ­მა­ოდ ტკი­ვი­ლი­ა­ნი იყო. ხში­რად, როცა ნოს­ტალ­გია მო­მე­ძა­ლე­ბა, სე­რი­ა­ლის - "გო­გო­ნა გა­რე­უბ­ნი­დან" ვი­დე­ო­ებს ვუ­ყუ­რებ. არ და­გი­მა­ლავთ - გუ­ში­ნაც ასე მო­ვი­ქე­ცი (იღი­მის)... "კო­მე­დი არხზე" მუ­შა­ო­ბის და­წყე­ბი­სას ძა­ლი­ან ვღე­ლავ­დი - სა­ერ­თოდ, უცხო გა­რე­მოს­თან ადაპ­ტი­რე­ბა ძა­ლი­ან მი­ჭირს, მაგ­რამ გა­მი­მარ­თლა, ახ­ლობ­ლე­ბის­გან სულ მეს­მო­და, რომ ეს არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ხალ­ხის გუნ­დი იყო, მაგ­რამ რე­ა­ლო­ბამ მო­ლო­დინს გა­და­ა­ჭარ­ბა. როცა დი­რექ­ტო­რი - ალე­კო მალ­ხა­ზიშ­ვი­ლი შემ­ხვდა და ხელი ჩა­მო­მარ­თვა, მივ­ხვდი - "კო­მე­დი არ­ხის" სრულ­ფა­სო­ვა­ნი თა­ნამ­შრო­მე­ლი ვი­ყავი. თა­ნამ­შრომ­ლო­ბა პო­ზი­ტი­უ­რი გან­წყო­ბი­ლე­ბით და­ვი­წყეთ და აი, უკვე ფილმშიც გა­და­მი­ღეს... თა­ნამ­შრომ­ლო­ბის და­წყე­ბი­სას ალე­კო მალ­ხა­ზიშ­ვილ­მა მი­თხრა: სხვა­თა შო­რის, შენ­თვის სი­ურპრი­ზი მაქვს, 5 წუთი მო­ი­ცა­დეო. უცებ კარი გა­ი­ღო და გი­ორ­გი ვარ­დო­სა­ნი­ძე შე­მო­ვი­და. ალ­ბათ გახ­სოვთ, ის სე­რი­ალ­ში - "გო­გო­ნა გა­რე­უბ­ნი­დან" ჩემი "მე­უღ­ლის" - ლე­ვა­ნიე ხო­მე­რი­კის როლს ას­რუ­ლებ­და. მი­ხა­რია, რომ ამ არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ ადა­მი­ან­თან ისევ ვთა­ნამ­შრომ­ლობ - სე­რი­ალ "კოქ­ტე­ილ­შიც" ერ­თად აღ­მოვ­ჩნდით.

- "კოქ­ტე­ილ­ში" შენი გმი­რი - ნი­ნუ­ცა უც­ნა­უ­რი ბი­ჭის ცო­ლო­ბა­ზე ოც­ნე­ბობ­და. მის აწ უკვე ქმარს ჭამა ძა­ლი­ან უყ­ვარს, ცო­ლის შერ­თვა კი ეზა­რე­ბო­და.

- მგო­ნი, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის აღე­­ბის შიში, ზო­გა­დად, მა­მა­კა­ცე­ბის პრობ­ლე­მაა. წყვი­ლებს თა­ვი­სუ­ფა­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ურ­ჩევ­ნი­ათ, მაგ­რამ ჩემს გმირს უნ­დო­და ოჯა­ხი ჰქო­ნო­და, რომ თა­ნამ­შრომ­ლებს ცოტა მას­ზეც ეჭო­რა­ვათ. ალ­ბათ შვი­ლიც უნ­დო­და, რომ­ლის გა­ჩე­ნა­საც ოჯა­ხის ოფი­ცი­ა­ლუ­რად შექ­მნამ­დე ვერ რის­კავ­და. მის საქ­ცი­ელს მარ­ტი­ვი ახ­სნა აქვს - უბ­რა­ლოდ, თა­ვი­სი რჩე­უ­ლი უყ­ვარს. სიყ­ვა­რუ­ლი ხომ ბრმა არის?.. ნი­ნუ­ცას მე­უღ­ლე უზო­მოდ საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნია, ერთი ნაკ­ლი კი ყვე­ლას აქვს. რა ქნას, თუ ჭამა უყ­ვარს? მე მისი კარ­გად მეს­მის, მაგ­რამ სცე­ნა­რის­ტე­ბი წე­რენ, რომ ჩემი პერ­სო­ნა­ჟი "ქმარს" ვერ უგებს და აშიმ­ში­ლებს (იცი­ნის).

ოჯა­ხი

- 5 შვი­ლი მყავს: თომა, ნინო, თე­ო­დო­რა, სე­სი­ლი და იო­ა­ნე. ჩემი მე­უღ­ლე - ზაზა არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნია. ის ყო­ველ­თვის მხარ­ში მიდ­გას. მან შე­მაძ­ლე­ბი­ნა, რომ დღეს ბევ­რგან ვმუ­შა­ობ, დის­კომ­ფორ­ტი არა­სო­დეს მექ­მნე­ბა. ასე­თი მე­უღ­ლე ჩემ­თვის პი­როვ­ნუ­ლა­დაც დიდი მუხ­ტია, რომ მუ­დამ მხნედ, ფორ­მა­ში ვიყო და საქ­მე ვა­კე­თო... შინ აბ­სო­ლუ­ტუ­რად სხვა­ნა­ი­რი ვარ. მინ­და, ბავ­შვებ­თან მკაც­რიც ვიყო, მაგ­რამ ზოგ­ჯერ სახ­ლი­დან დი­ლით ადრე გა­მოვ­დი­ვარ და გვი­ან დაღ­ლი­ლი ვბრუნ­დე­ბი, ჰოდა, ასეთ დროს კი­დევ სიმ­კაც­რის გა­მო­ჩე­ნა მგო­ნი, არ ივარ­გებს. მე და ჩემს მე­უღ­ლეს მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი ისე გვაქვს გა­და­ნა­წი­ლე­ბუ­ლი, რომ სიმ­კაც­რის გა­მო­ჩე­ნა ხში­რად არ მი­წევს.

დას­ვე­ნე­ბა, გარ­თო­ბა

- მე­გობ­რებ­თან ერ­თად, თბი­ლის­ში საყ­ვა­რელ კა­ფეს ხში­რად ვსტუმ­რობ. როცა გა­და­ვიღ­ლე­ბი და უხა­სი­ა­თოდ ვარ, მე­უღ­ლე მე­უბ­ნე­ბა, - ქეთ, მე­გობ­რებ­თან ერ­თად სად­მე წადი, გულს გა­და­ა­ყო­ლებ, გა­ხა­ლის­დე­ბიო. ეს მარ­თლაც მეხ­მა­რე­ბა...

- გა­სარ­თო­ბად მე­უღ­ლეს­თან ერ­თად არ მი­დი­ხარ ხოლ­მე?

- რო­გორ არა, მაგ­რამ ზოგ­ჯერ მხო­ლოდ მე­გობ­რე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში ყოფ­ნაც სა­ჭი­როა.

ეთო ყორ­ღა­ნაშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

ვინ აიძულებს ქეთა ლორთქიფანიძეს, რომ "ქმარი" აშიმშილოს

ვინ აიძულებს ქეთა ლორთქიფანიძეს, რომ "ქმარი" აშიმშილოს

"თაყვანისმცემლები ჯერ კიდევ საბავშვო ბაღში მყავდა. გაპრანჭვას როგორ ვახერხებდი, არ მახსოვს... როცა მამაჩემი - რეჟისორი ნუგზარ ლორთქიფანიძე შინ იყო, დედაჩემის თეატრალური გრიმით მაკიაჟს მიკეთებდა, ლამაზ ქსოვილებს ტანზე შემომახვევდა, მე კი ვთამაშობდი: ხან პრინცესა ვიყავი და ხანაც - სხვა ვინმე", - გვითხრა მსახიობმა ქეთა ლორთქიფანიძემ, რომელსაც 5 შვილი ჰყავს, მაგრამ ისეთ კარგ ფორმაშია, რომ მისი ასაკით უმცროს ბევრ გასათხოვარ გოგონას შეშურდება...

მაკიაჟი და სახის კანის მოვლა

- მაკიაჟს ყოველდღიურად არ ვიკეთებ, მაგრამ ხანდახან დილით ისე გამოვიყურები, რომ უბრალოდ, მაკიაჟის გარეშე გარეთ გასვლა შეუძლებელია (იცინის). როცა მსახიობი ხარ, ყურადღების ცენტრში ექცევი და შესაბამისად, მუდამ კარგ ფორმაში უნდა იყო. ჩემი დღის რეჟიმის გამო, ხანდახან ეს რთულია, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობ, შინაგანად კარგი განწყობილება შევინარჩუნო და ეს ჩემს გარეგნობაზე ყოველთვის დადებითად აისახება (მნიშვნელობა არ აქვს, მაკიაჟით ვიქნები თუ - მის გარეშე). როცა დეპრესიული პერიოდი მაქვს, მაკიაჟიც არ მშველის. ასე რომ, ჩემი გარეგნობა ჩემს შინაგან მდგომარეობაზეა დამოკიდებული...

- სახის კანზე გრიმი უარყოფითად არ მოქმედებს?

- ალბათ მოქმედებს. მამიდა ხშირად მეუბნება, - საამაყო სულაც არ არის, როცა 36 წლის ასაკში სახის კანის დამატენიანებელ, მკვებავ კრემს არ იყენებო. არც ნაოჭის საწინააღმდეგო კრემი გამომიყენებია...

თმის ფერი და ვარცხნილობა

- შიშით ვამოწმებ, ჭაღარა ხომ არ ამომივიდა. იმას კი არ ვამბობ, - ვაიმე, ვბერდები-მეთქი, უბრალოდ, თმის შეღებვის პროცესი ძალიან მეზარება და მინდა, ბუნებრივი ფერი დიდხანს მქონდეს. მხოლოდ ერთხელ შევიღებე: სტუდენტი ვიყავი, როცა მელირება მოდაში შემოვიდა და მეც მომინდა. ოჯახში თავისუფლებით გათამამებული არ ვიყავი. მეშვიდე კლასში ყოფნისას, ყურები ჩუმად გავიხვრიტე და ამ ამბავს საკმაოდ დიდი სკანდალი მოჰყვა. ამიტომ 5-ფერიანი მელირება ოჯახის წევრებთან მოლაპარაკების შემდეგ გავიკეთე. ძალიან მალე "ჩამოირეცხა" და იძულებული გავხდი, თმა შემეღება. 1 თვე ბუნებრივ ფერზე ვიღებავდი, მაგრამ ეს იმდენად დამქანცველი და მტანჯველი იყო, რომ თმა შევიჭერი, შეღებილი ნაწილი მოვიშორე (იღიმის).

- თმის მოსავლელად ნიღბებს იყენებ?

- ნიღბებს ადრე ვიყენებდი, რადგან გარეგნობაში თმას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ადგილს ვანიჭებ. გრძელი, ძალიან ხვეული თმა მქონდა და მას ფენს და თმის უთოს არ ვაკარებდი. თუმცა, მას მერე, რაც შევიჭერი, კარგად აღარ დაიხვა და გასწორება მიხდებოდა.

- სალონში ხშირად დადიხარ?

- სალონში სიარული მაშინ დავიწყე, როცა სერიალზე - "გოგონა გარეუბნიდან" - ვმუშაობდი. ხანდახან კვირაში სამჯერაც ვაკითხავდი სტილისტს... ახლა საკმაოდ ბევრნაირი ვარცხნილობის გაკეთება შემიძლია დამოუკიდებლად.

ვარჯიში და დიეტა

- ვარჯიში ჩემი სუსტი მხარეა: ბავშვობაში სპორტულ ტანვარჯიშზე, ფიგურულ სრიალსა და სამეჯლისო ცეკვებზე დავდიოდი, მაგრამ მას შემდეგ, რაც გავიზარდე, არც მივარჯიშია და არც მიცეკვია... ახლა წონაში 47 კილო ვარ, მაგრამ სტუდენტობისას 64-68 კილოგრამი ვიყავი და დიეტასაც ხშირად ვიცავდი. პირველი ფეხმძიმობისას წონაში საკმაოდ დავიკელი და სამშობიაროდან გამოსული ძალიან გამხდარი ვიყავი. 1 წლის მერე, ჩემი წონა ნელ-ნელა "ავკრიბე". 2 შვილის დედა ვიყავი, როცა თავისთავად გავხდი და მას მერე, დიეტა არ დამიცავს. ხორციანი კერძები და საერთოდ, ჭამა ძალიან მიყვარს! თუმცა, ცომეულს არ ვეტანები.

სამკაული და აქსესუარები

- ერთი პერიოდი, თავსაფარს უამრავი ადამიანი მჩუქნიდა. ჰოდა, ერთ მშვენიერ დღეს გარდერობის კარი რომ გამოვაღე, იმდენი სხვადასხვა ფერის შარფი აღმოვაჩინე, რომ "მომერიდა" და ჯერ ერთი "გამოვაძვრინე", მერე - მეორე და ნელ-ნელა მივეჩვიე. თუმცა, კაშნეები და შარფები დიდად არც ახლა მიყვარს; ძალიან უნდა მინდოდეს ან მჭირდებოდეს, რომ გავიკეთო. მზის სათვალეს არ ვიყენებ და ზამთარში ქუდიც არ მახურავს. ყურზე მუდმივად 1 პატარა, ოქროს საყურე მიკეთია, რომლის მოხსნა ხანდახან, გადაღების დროსაც მავიწყდება.

- განსაკუთრებულად რომელიმე სამკაული ან აქსესუარი თუ გიყვარს?

- 1 ბეჭედი განსაკუთრებულად მიყვარს. ის ჩემმა არაჩვეულებრივმა მეგობარმა - სალომე გრიგალაშვილმა მაჩუქა. არასოდეს ვიხსნიდი თითიდან და ის ადგილი, სადაც ბეჭედი მეკეთა, დამივიწროვდა (იღიმის). ასევე, ხშირად მეკეთა ბებიის ნაჩუქარი ბეჭედი, მაგრამ ბოლო დროს ძალიან გავხდი და ახლა დიდი მაქვს... ფრჩხილზე ლაქს არ ვისვამ, საკუთარი თითები არ მომწონს და ასე მგონია, ლაქით მათზე აქცენტს გავაკეთებ.

სამოსი

- ჩემი შოპინგი ყოველთვის მასშტაბურია: როცა ფულის დასახარჯად მაღაზიებში მივდივარ, ძალიან ბევრი ფიქრი არ მიყვარს: სამოსს რომ ვხედავ, ვიცი - მომიხდება თუ არა, მაგრამ ყოფილა შემთხვევა, როცა რაღაცის (ძირითადად - ფეხსაცმლის) ყიდვისას 2 დღეც მიფიქრია. ჩემი შოპინგი მრავალფეროვანია, რადგან ტანსაცმელი 5 შვილსაც უნდა ვუყიდო. ბევრჯერ, დილით გასული, შოპინგიდან, ღამით დავბრუნებულვარ. რა თქმა უნდა, ეს არ მღლის, პირიქით - დიდ სიამოვნებას მანიჭებს და მიღებული დადებითი ემოცია შეიძლება, მთელი თვე გამყვეს.

- საყიდლებზე მარტო დადიხარ?

- ხშირად ჩემი 13 წლის ქალიშვილი დამყვება. ის ყოველთვის სწორ რჩევებს მაძლევს... კაბები ძალიან მიყვარს. ჰოდა, თუ კაბა მიხდება და მომწონს, მასში არანაირი თანხის გადახდა არ მენანება.

საქმე

- მე, მაია დობორჯგინიძე და მარიამ ჯოლოგუა თეატრალური სტუდიის - "ეტ სეტერა" - დამფუძნებლები ვართ. სამწუხაროდ, ბოლო დროს იქ ვეღარ ვასწავლი, რადგან დატვირთული შემოდგომა მქონდა - ერთდროულად ბევრ პროექტზე ვიმუშავე. ასევე, "კომედი ჯგუფის" საბავშვო სტუდიაში - "თავდაყირა" - ვმუშაობ. მხიარული სტუდიაა თავისი პედაგოგებითა და აღსაზრდელებით. ასევე "კომედი არხის" სერიალში - "კოქტეილი" - ვმონაწილეობ. "კომედი ჯგუფმა" ფილმი "მისტერ ძიძა" გადაიღო. ძალიან სახალისო, ცოტა სენტიმენტალური ფილმია. მასში დედის როლს ვთამაშობ. ჩემი გმირის მეუღლისა და მისტერ ძიძის როლს კი, მიშა ანდღულაძე ასრულებს.

- ფილმშიც მრავალშვილიანი დედა ხარ?

- არა, ფილმში 2 შვილი - საბა და ელენე "მყავს"...

- "ღამის შოუს" სტუდიასთან თანამშრომლობის უფლება თუ გაქვს?

- "კომედი არხზე" ჩემს უფლებებს რაც შეეხება, არ გამირკვევია. "ღამის შოუდან" რომ დამიძახონ, გამიშვებენ თუ არა და ვერც იმას ვიტყვი, რომ რაიმე შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! მაქვს... ისე კი "ღამის შოუ" ჩემი უსაყვარლესი გუნდია. სერიალს, ტელევიზიას იქ ვეზიარე, კამერასთან მუშაობა ვისწავლე. მოკლედ, მათი მადლიერი ვარ. სამწუხაროდ, ცხოვრებაში რაღაც იწყება და მთავრდება. არასოდეს დამიმალავს, რომ მათთან განშორება ჩემთვის საკმაოდ ტკივილიანი იყო. ხშირად, როცა ნოსტალგია მომეძალება, სერიალის - "გოგონა გარეუბნიდან" ვიდეოებს ვუყურებ. არ დაგიმალავთ - გუშინაც ასე მოვიქეცი (იღიმის)... "კომედი არხზე" მუშაობის დაწყებისას ძალიან ვღელავდი - საერთოდ, უცხო გარემოსთან ადაპტირება ძალიან მიჭირს, მაგრამ გამიმართლა, ახლობლებისგან სულ მესმოდა, რომ ეს არაჩვეულებრივი ხალხის გუნდი იყო, მაგრამ რეალობამ მოლოდინს გადააჭარბა. როცა დირექტორი - ალეკო მალხაზიშვილი შემხვდა და ხელი ჩამომართვა, მივხვდი - "კომედი არხის" სრულფასოვანი თანამშრომელი ვი­ყავი. თანამშრომლობა პო­ზიტიური განწყობილებით დავიწყეთ და აი, უკვე ფილმშიც გადამიღეს... თანამშრომლობის დაწყებისას ალეკო მალხაზიშვილმა მითხრა: სხვათა შორის, შენთვის სიურპრიზი მაქვს, 5 წუთი მოიცადეო. უცებ კარი გაიღო და გიორგი ვარდოსანიძე შემოვიდა. ალბათ გახსოვთ, ის სერიალში - "გოგონა გარეუბნიდან" ჩემი "მეუღლის" - ლევანიე ხომერიკის როლს ასრულებდა. მიხარია, რომ ამ არაჩვეულებრივ ადამიანთან ისევ ვთანამშრომლობ - სერიალ "კოქტეილშიც" ერთად აღმოვჩნდით.

- "კოქტეილში" შენი გმირი - ნინუცა უცნაური ბიჭის ცოლობაზე ოცნებობდა. მის აწ უკვე ქმარს ჭამა ძალიან უყვარს, ცოლის შერთვა კი ეზარებოდა.

- მგონი, პასუხისმგებლობის აღე­­ბის შიში, ზოგადად, მამაკაცების პრობლემაა. წყვილებს თავისუფალი ურთიერთობები ურჩევნიათ, მაგრამ ჩემს გმირს უნდოდა ოჯახი ჰქონოდა, რომ თანამშრომლებს ცოტა მასზეც ეჭორავათ. ალბათ შვილიც უნდოდა, რომლის გაჩენასაც ოჯახის ოფიციალურად შექმნამდე ვერ რისკავდა. მის საქციელს მარტივი ახსნა აქვს - უბრალოდ, თავისი რჩეული უყვარს. სიყვარული ხომ ბრმა არის?.. ნინუცას მეუღლე უზომოდ საყვარელი ადამიანია, ერთი ნაკლი კი ყველას აქვს. რა ქნას, თუ ჭამა უყვარს? მე მისი კარგად მესმის, მაგრამ სცენარისტები წერენ, რომ ჩემი პერსონაჟი "ქმარს" ვერ უგებს და აშიმშილებს (იცინის).

ოჯახი

- 5 შვილი მყავს: თომა, ნინო, თეოდორა, სესილი და იოანე. ჩემი მეუღლე - ზაზა არაჩვეულებრივი ადამიანია. ის ყოველთვის მხარში მიდგას. მან შემაძლებინა, რომ დღეს ბევრგან ვმუშაობ, დისკომფორტი არასოდეს მექმნება. ასეთი მეუღლე ჩემთვის პიროვნულადაც დიდი მუხტია, რომ მუდამ მხნედ, ფორმაში ვიყო და საქმე ვაკეთო... შინ აბსოლუტურად სხვანაირი ვარ. მინდა, ბავშვებთან მკაცრიც ვიყო, მაგრამ ზოგჯერ სახლიდან დილით ადრე გამოვდივარ და გვიან დაღლილი ვბრუნდები, ჰოდა, ასეთ დროს კიდევ სიმკაცრის გამოჩენა მგონი, არ ივარგებს. მე და ჩემს მეუღლეს მოვალეობები ისე გვაქვს გადანაწილებული, რომ სიმკაცრის გამოჩენა ხშირად არ მიწევს.

დასვენება, გართობა

- მეგობრებთან ერთად, თბილისში საყვარელ კაფეს ხშირად ვსტუმრობ. როცა გადავიღლები და უხასიათოდ ვარ, მეუღლე მეუბნება, - ქეთ, მეგობრებთან ერთად სადმე წადი, გულს გადააყოლებ, გახალისდებიო. ეს მართლაც მეხმარება...

- გასართობად მეუღლესთან ერთად არ მიდიხარ ხოლმე?

- როგორ არა, მაგრამ ზოგჯერ მხოლოდ მეგობრების გარემოცვაში ყოფნაც საჭიროა.

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება