მსოფლიო
სამართალი
სპორტი

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რაც ეპატიება კაცს, არ ეპატიება ქალს - გენდერული სტერეოტიპები უცვლელია
რაც ეპატიება კაცს, არ ეპატიება ქალს - გენდერული სტერეოტიპები უცვლელია

"ოჯა­ხის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად ცოლ­მა ქმრის­გან გარ­კვე­უ­ლი შე­უ­რა­ცხყო­ფა უნდა მო­ით­მი­ნოს", - ასე თვლის "ეი­სი­თი"-ს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვის ფარ­გლებ­ში გა­მო­კი­თხუ­ლი მა­მა­კა­ცე­ბის ნა­ხე­ვარ­ზე მეტი. "გა­ე­როს გან­ვი­თა­რე­ბის პროგ­რა­მის" დაკ­ვე­თით ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვის მი­ხედ­ვით, რეს­პო­დენ­ტე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა მი­იჩ­ნევს, რომ კარ­გი ცოლი უნდა და­ე­მორ­ჩი­ლოს მე­უღ­ლეს, მა­ში­ნაც კი, რო­დე­საც არ ეთან­ხმე­ბა მას. ასე­ვე, გა­მო­კი­თხუ­ლე­ბის საკ­მა­ოდ დიდი ნა­წი­ლის აზ­რით, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, კაც­მა აჩ­ვე­ნოს ცოლს, "ვინ არის სახ­ლში უფ­რო­სი".

"ქრის­ტი­ა­ნო­ბაა, რომ ცოლი უნდა იყოს ქმრის მორ­ჩი­ლი. ნე­ბის­მი­ე­რი ხა­სი­ა­თის მა­მა­კა­ცი უნდა აი­ტა­ნოს ქარ­თველ­მა ქალ­მა" - მი­აჩ­ნი­ათ სა­მეგ­რე­ლო­ში 20-35 წლის მა­მა­კა­ცებს.

კვლე­ვი­თი პრო­ექ­ტი "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბი გენ­დერულ თა­ნას­წო­რო­ბა­ზე პო­ლი­ტი­კა­სა და ბიზ­ნეს­ში" 2013 წლის თე­ბერ­ვლი­დან ივ­ლი­სამ­დე პე­რი­ოდ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით კვლე­ვის ფარ­გლებ­ში ჩა­ტარ­და 1 760 პი­რის­პი­რი ინ­ტერ­ვიუ, ასე­ვე - 16 ფო­კუ­სუ­რი ჯგუ­ფი ქა­ლა­ქი­სა და სოფ­ლის მა­ცხოვ­რე­ბელ ქა­ლებ­თან. 8 ჯგუ­ფი სა­მეგ­რე­ლო­ში, 8 კი კა­ხეთ­ში.

კვლე­ვამ აჩ­ვე­ნა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჯერ კი­დევ მყა­რია ტრა­დი­ცი­უ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი გენ­დერულ რო­ლებ­ზე: ქა­ლის ფუნ­ქცი­აა შვი­ლე­ბის მოვ­ლა და აღ­ზრდა, სა­ში­ნაო საქ­მე­ე­ბის კე­თე­ბა, ხოლო კა­ცის - ოჯა­ხის ეკო­ნო­მი­უ­რი უზ­რუნ­ველ­ყო­ფა. გა­მო­კი­თხუ­ლებს მი­აჩ­ნი­ათ, რომ ქალი არ უნდა მუ­შა­ობ­დეს ან "ქა­ლის­თვის შე­სა­ფე­რი­სი" სა­მუ­შაო უნდა ჰქონ­დეს.

რაც შე­ე­ხე­ბა სექ­სუ­ა­ლურ ცხოვ­რე­ბას, გა­მო­კი­თხულ­თა უმე­ტე­სი ნა­წი­ლი არ მი­იჩ­ნევს მი­ზან­შე­წო­ნი­ლად, მა­მა­კაც­მა ან ქალ­მა სურ­ვი­ლის გა­რე­შე და­ამ­ყა­როს სექ­სუ­ა­ლუ­რი კავ­ში­რი მე­უღ­ლეს­თან. თუმ­ცა, უფრო მე­ტია რეს­პო­დენ­ტი, რო­მე­ლიც თვლის, რომ ქალი ვალ­დე­ბუ­ლია სურ­ვი­ლის არ­ქო­ნის შემ­თხვე­ვა­ში და­ამ­ყა­როს მე­უღ­ლეს­თან სექ­სუ­ა­ლუ­რი კავ­ში­რი (22%).

იხი­ლეთ ვრცლად

კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

რაც ეპატიება კაცს, არ ეპატიება ქალს - გენდერული სტერეოტიპები უცვლელია

რაც ეპატიება კაცს, არ ეპატიება ქალს - გენდერული სტერეოტიპები უცვლელია

"ოჯახის შესანარჩუნებლად ცოლმა ქმრისგან გარკვეული შეურაცხყოფა უნდა მოითმინოს", - ასე თვლის "ეისითი"-ს ჩატარებული კვლევის ფარგლებში გამოკითხული მამაკაცების ნახევარზე მეტი. "გაეროს განვითარების პროგრამის" დაკვეთით ჩატარებული კვლევის მიხედვით, რესპოდენტების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ კარგი ცოლი უნდა დაემორჩილოს მეუღლეს, მაშინაც კი, როდესაც არ ეთანხმება მას. ასევე, გამოკითხულების საკმაოდ დიდი ნაწილის აზრით, მნიშვნელოვანია, კაცმა აჩვენოს ცოლს, "ვინ არის სახლში უფროსი".

"ქრისტიანობაა, რომ ცოლი უნდა იყოს ქმრის მორჩილი. ნებისმიერი ხასიათის მამაკაცი უნდა აიტანოს ქართველმა ქალმა" - მიაჩნიათ სამეგრელოში 20-35 წლის მამაკაცებს.

კვლევითი პროექტი "საზოგადოებრივი დამოკიდებულებები გენდერულ თანასწორობაზე პოლიტიკასა და ბიზნესში" 2013 წლის თებერვლიდან ივლისამდე პერიოდში მიმდინარეობდა. მთელი საქართველოს მასშტაბით კვლევის ფარგლებში ჩატარდა 1 760 პირისპირი ინტერვიუ, ასევე - 16 ფოკუსური ჯგუფი ქალაქისა და სოფლის მაცხოვრებელ ქალებთან. 8 ჯგუფი სამეგრელოში, 8 კი კახეთში.

კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოში ჯერ კიდევ მყარია ტრადიციული შეხედულებები გენდერულ როლებზე: ქალის ფუნქციაა შვილების მოვლა და აღზრდა, საშინაო საქმეების კეთება, ხოლო კაცის - ოჯახის ეკონომიური უზრუნველყოფა. გამოკითხულებს მიაჩნიათ, რომ ქალი არ უნდა მუშაობდეს ან "ქალისთვის შესაფერისი" სამუშაო უნდა ჰქონდეს.

რაც შეეხება სექსუალურ ცხოვრებას, გამოკითხულთა უმეტესი ნაწილი არ მიიჩნევს მიზანშეწონილად, მამაკაცმა ან ქალმა სურვილის გარეშე დაამყაროს სექსუალური კავშირი მეუღლესთან. თუმცა, უფრო მეტია რესპოდენტი, რომელიც თვლის, რომ ქალი ვალდებულია სურვილის არქონის შემთხვევაში დაამყაროს მეუღლესთან სექსუალური კავშირი (22%).

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა