პოლიტიკა
მეცნიერება

25

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ინციდენტი გულშემატკივრებს შორის, სტადიონზე შეჭრილი მაყურებელი და მატჩის ემოციური დასასრული - საქართველომ სომხეთი 6:1 დაამარცხა (ფოტო/ვიდეო)
ინციდენტი გულშემატკივრებს შორის, სტადიონზე შეჭრილი მაყურებელი და მატჩის ემოციური დასასრული - საქართველომ სომხეთი 6:1 დაამარცხა (ფოტო/ვიდეო)

„დი­ნა­მო არე­ნა­ზე“ "ერთა ლი­გის" "პლეი ოფის" სა­პა­სუ­ხო მატჩში სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­მა სომ­ხე­თი ან­გა­რი­შით 6:1 და­ა­მარ­ცხა და B დი­ვი­ზი­ონ­ში ად­გი­ლი შე­ი­ნარ­ჩუ­ნა.

დღე­ვან­დელ მატჩში გო­ლე­ბის ავ­ტო­რე­ბი არი­ან: 1:0 არო­ი­ა­ნი (სა­კუ­თარ კარ­ში, მე­ო­თხე წუთ­ზე), 2:0 მი­ქა­უ­ტა­ძე (14-ე წუთ­ზე), 3:0 ჩაკ­ვე­ტა­ძე (23-ე წუთ­ზე), 4:0 კი­ტე­იშ­ვი­ლი (27-ე წუთ­ზე), 5:0 მი­ქა­უ­ტა­ძე (35-ე წუთ­ზე). 5:1 სე­ვი­კი­ა­ნი (48-ე წუთ­ზე). 6:1 კვა­რა­ცხე­ლია (63 წუთ­ზე).

მატ­ჩი დი­ნა­მოს სტა­დი­ონ­ზე 18:00 სა­ათ­ზე და­ი­წყო.

თა­მა­შის და­წყე­ბი­დან მე­ო­თხე წუთ­ზე, პირ­ვე­ლი ავ­ტო­გო­ლი სომ­ხე­ბის კარ­ში არო­ი­ანს ჩა­ეთ­ვა­ლა. მა­ლე­ვე, 14-ე წუთ­ზე, მორე გოლი შე­აგ­დო გი­ორ­გი მი­ქა­უ­ტა­ძემ. მე­სა­მე გოლი კი 23-ე წუთ­ზე გი­ორ­გი ჩაკ­ვე­ტა­ძემ და­ა­მა­ტა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით თითო - თითო გოლი კი­დევ გა­ი­ტა­ნეს კი­ტე­იშ­ვილ­მა და მი­ქა­უ­ტა­ძემ - სა­ბო­ლოო ჯამ­ში პირ­ველ ტა­იმ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბი სომ­ხეთს 5:0 ამარ­ცხებ­და.

გან­მე­ო­რე­ბი­თი მატ­ჩის პირ­ველ ტა­იმ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბი სომ­ხეთს ან­გა­რი­შით 5:1 ამარ­ცხებ­და. შეხ­ვედ­რის მე­ო­რე ტა­ი­მის და­სა­წყის­ში სომ­ხე­თის ნაკ­რე­ბის ფეხ­ბურ­თელ­მა, სე­ვი­კი­ან­მა ან­გა­რიშ­ში სხვა­ო­ბის შემ­ცი­რე­ბა შეძ­ლო.

თუმ­ცა, ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ამ 62-ე წუთ­ზე მე­ექ­ვსე გოლი გა­ი­ტა­ნა და სხვა­ო­ბა კი­დევ უფრო გა­ზარ­და.

სა­ბო­ლო­ოდ შეხ­ვედ­რა სა­ქარ­თვე­ლოს გა­მარ­ჯვე­ბით, 6:1 დას­რულ­და.

9:1 ორი მატ­ჩის ჯამ­ში - სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­მა სომ­ხეთს ისევ და­მა­ჯე­რებ­ლად მო­უ­გო და B დი­ვი­ზი­ონ­ში ად­გი­ლი შე­ი­ნარ­ჩუ­ნა

  • შეხ­ვედ­რის და­სას­რულს უსი­ა­მოვ­ნო ინ­ცი­დენტს ჰქონ­და ად­გი­ლი.

გულ­შე­მატ­კივ­რებს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა მოხ­და. ისი­ნი უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­მა და პო­ლი­ცი­ამ გა­ა­რი­და ერ­თმა­ნეთს.

  • მატჩს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძეს­თან და მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვილ­თან ერ­თად, ეს­წრე­ბო­და სომ­ხე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ნი­კოლ პა­ში­ნი­ა­ნი.

შე­გახ­სე­ნებთ, პირ­ველ მატჩში სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­მა სომ­ხე­თი ერე­ვან­ში 0:3 და­ა­მარ­ცხა.

ამ­რი­გად, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რებ­მა სომ­ხეთ­თან ორ­მატ­ჩი­ა­ნი "პლეი ოფის" მო­გე­ბის შემ­დეგ უეფა-ს "ერთა ლი­გის" B დი­ვი­ზი­ონ­ში ად­გი­ლი შე­ი­ნარ­ჩუ­ნა. ივ­ნის­ში ამ­ხა­ნა­გუ­რი მატ­ჩე­ბი შედ­გე­ბა, სექ­ტემ­ბრი­დან კი სა­ქარ­თვე­ლოს გუნ­დი მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის შე­სარ­ჩევ ეტაპ­ზე ჩა­ერ­თვე­ბა.

ფოტო/ვი­დეო: ვანო გორ­გიშ­ვი­ლი

იხი­ლეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რატომ გაგიჟდა მსოფლიო labubu-ს თოჯინებზე?
ავტორი:

ინციდენტი გულშემატკივრებს შორის, სტადიონზე შეჭრილი მაყურებელი და მატჩის ემოციური დასასრული - საქართველომ სომხეთი 6:1 დაამარცხა (ფოტო/ვიდეო)

ინციდენტი გულშემატკივრებს შორის, სტადიონზე შეჭრილი მაყურებელი და მატჩის ემოციური დასასრული - საქართველომ სომხეთი 6:1 დაამარცხა (ფოტო/ვიდეო)

„დინამო არენაზე“ "ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა და B დივიზიონში ადგილი შეინარჩუნა.

დღევანდელ მატჩში გოლების ავტორები არიან: 1:0 აროიანი (საკუთარ კარში, მეოთხე წუთზე), 2:0 მიქაუტაძე (14-ე წუთზე), 3:0 ჩაკვეტაძე (23-ე წუთზე), 4:0 კიტეიშვილი (27-ე წუთზე), 5:0 მიქაუტაძე (35-ე წუთზე). 5:1 სევიკიანი (48-ე წუთზე). 6:1 კვარაცხელია (63 წუთზე).

მატჩი დინამოს სტადიონზე 18:00 საათზე დაიწყო.

თამაშის დაწყებიდან მეოთხე წუთზე, პირველი ავტოგოლი სომხების კარში აროიანს ჩაეთვალა. მალევე, 14-ე წუთზე, მორე გოლი შეაგდო გიორგი მიქაუტაძემ. მესამე გოლი კი 23-ე წუთზე გიორგი ჩაკვეტაძემ დაამატა. მოგვიანებით თითო - თითო გოლი კიდევ გაიტანეს კიტეიშვილმა და მიქაუტაძემ - საბოლოო ჯამში პირველ ტაიმში საქართველოს ეროვნული ნაკრები სომხეთს 5:0 ამარცხებდა.

განმეორებითი მატჩის პირველ ტაიმში საქართველოს ეროვნული ნაკრები სომხეთს ანგარიშით 5:1 ამარცხებდა. შეხვედრის მეორე ტაიმის დასაწყისში სომხეთის ნაკრების ფეხბურთელმა, სევიკიანმა ანგარიშში სხვაობის შემცირება შეძლო.

თუმცა, ხვიჩა კვარაცხელიამ 62-ე წუთზე მეექვსე გოლი გაიტანა და სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა.

საბოლოოდ შეხვედრა საქართველოს გამარჯვებით, 6:1 დასრულდა.

9:1 ორი მატჩის ჯამში - საქართველოს ნაკრებმა სომხეთს ისევ დამაჯერებლად მოუგო და B დივიზიონში ადგილი შეინარჩუნა

  • შეხვედრის დასასრულს უსიამოვნო ინციდენტს ჰქონდა ადგილი.

გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა. ისინი უსაფრთხოების სამსახურმა და პოლიციამ გაარიდა ერთმანეთს.

  • მატჩს საქართველოს პრემიერ ირაკლი კობახიძესთან და მიხეილ ყაველაშვილთან ერთად, ესწრებოდა სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ პაშინიანი.

შეგახსენებთ, პირველ მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ერევანში 0:3 დაამარცხა.

ამრიგად, საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა სომხეთთან ორმატჩიანი "პლეი ოფის" მოგების შემდეგ უეფა-ს "ერთა ლიგის" B დივიზიონში ადგილი შეინარჩუნა. ივნისში ამხანაგური მატჩები შედგება, სექტემბრიდან კი საქართველოს გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ჩაერთვება.

ფოტო/ვიდეო: ვანო გორგიშვილი

იხილეთ ასევე: